Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

facebook-ის ექაუნთი რომ გამიუქმდეს

სანამ ადომ არ დამთაგა ამ თაგ თამაშში,წესიერად არც მიფიქრია იმაზე, თუ ჩემს ცხოვრებაში რამდენი ადგილი უჭირავს facebook-ს და რა მოხდება თუკი facebook-ის ექოუნთი გამიუქმდება.თავიდან გონებაში ყველა პლუს-მინუსი ავწონე და ჩავთვალე,რომ დიდი არც არაფერი მოხდებოდა,მერე კიდეც გადამავიწყდა ამ პოსტის ’ვალი’ რომ მქონდა.

მაგრამ ვინ რა დაგავიწყა!

გეგონება ერთი ვედრო ყინულიანი წყალი გადამასხესო თავზე,ისე დამემართა აი ეს რომ დაეწერა ჩემს მონიტორს!

რა მექნა,გაბრაზებულმა სულ გამოვრთე კომპიუტერი , წავედი და ცივი წყალი დავლიე 🙂
ხოდა დავიწყე იმაზე ფიქრი,თუ რა მოხდება, მართლაც რომ გაუქმდეს არამარტო ჩემი ექაუნთი(ნუ,ამას მაინც ეშველება),არამედ მთლად რომ შეწყვიტოს არსებობა facebook-მა!
აი ის ცუდი,რაც ჩემი პროფილის გაუქმებას მოყვება :

  • პირველ რიგში გადავქექავ ინტერნეტს და შევუჭამ ტვინს მეგობრებს და დავაზუსტებ–მე გამომერთო ექაუნტი,თუ მთლად ’გადაფიჩინდა’ ეს FB.
  • გული არ წამივა და არც ისტერიკა დამემართება,უბრალოდ ჩემს გინებას ვიღაც-ვირაცეები პირველად გაიგებენ.
  • მერე უკვე FB-ს შემცვლელ რამეზე უნდა ვიფიქრო.
  • ძალიან მომაკლდება იმ ადამიანებთან კონტაქტი,ვინც facebook-ის მეშვეობით გავიცანი.ეს ადამიანები ძირითადად ბლოგერების BNG ჯგუფიდან არიან.
  • ბლოგის დაშეარებას ვერ შევძლებდი,თუმცა ეგ არაფერი.
  • სად ღა ვნახავ ისეთ სტატუსებს,როგორიც აქ იყო 😦
  • სხვის დადებულ ბმულებს ვერ ვნახავ
  • რამდენი საინტერესო ჯგუფი არსებობს,სადაც დროს საინტერესო დისკუსიებში ვატარებ,ძალიან მომაკლდება 😦

მაგრამ რას ვიზამთ,თუ მართლა ერთი ხელის მოსმით გაქრება ეს ყველაფერი?

ყველაფერს აქვს ’მედლის უკანა მხარე’ და არც facebook არის გამონაკლისი,მისი ’არ არსებობით’ აი დადებითს  რას მივიღებ :

  • თვიდან საგონებელში ჩავვარდები,’ზარალის’ დათვლას დავიწყებ და იმაზე ფიქრს,თუ როგორ გამოვასწორო(მაინც რა პრაგმატული ვარ რა 🙂 ) –კარგია მაინც,ტვინს გავავარჯიშებ 🙂
  • რა თქმა უნდა დრო ’გამომითავისუფლდება’ და მეტ დროს დავუთმობ ბლოგს,და-draft-ებულ პოსტებს ’ეშველება’ .
  • მეტი დრო დარჩება მეგობრებთან ’რეალში’ ურთიერთობისთვის.
  • დავისვენებ ეს ფერმა რომ მომცილდება ,აღარ შემიძლია!(არადა 96 დონეზე ვარ ,ხი ხიი)
  • facebook-ის ალტერნეტისვის ძებნაში შეიძლება რაიმე უკეთესსაც გადავაწყდე(გუგლ+ არ ვგულისხმობ)
  • ყველა სხვაგან ისევ Ke Tu Si -თ დავრეგისტრირდები,ეგება და ’სხვაგანაც’ ვიპოვო ჩემი ვირტუალური მეგობრები <)

ასეა თუ ისე, ნამდვილად არ ’გადავფიჩინდები’ და ვენებს არ გადავიჭრი და არც სერიალების ყურებას დავიწყებ ,მაგრამ ძალიან კი მომაკლდება ეს ჩვენი ’ფაციკო’  და ის ღა დაგვჩენია ყველა ამ საიტის მოტრფიალეს რომ ვევედროთ ცუკერბერგას,რომ ’დაგვინდოს’ (მეტი არ აუდგა გვერდები რომ რაიმეს ’ვეღიჯინო’ ) 😀 😀 😀

აბა,ვინ რას ფიქრობთ?რას გააკეთებთ?ჩამოწერეთ პლუს-მინუსები
დათაგულია ”ჭრელი ბლოგი” და ველი პოსტს 🙂

Advertisements

7 responses to “facebook-ის ექაუნთი რომ გამიუქმდეს

  1. niinc ♥ აგვისტო 17, 2011, 5:19 PM

    posts ar exebaa magram dzalian momwons sheni ganaxlebuli blogiii ❤

  2. A Magazine აგვისტო 17, 2011, 10:29 PM

    facebook-ის გარეშე ნამდვილად ბევრი კარგი რამ დაგვაკლდება, როგორც იმ მეგობრების ამბები, სურათები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, კონტაქტიც იმეილზე იოლია, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან სიახლეებს იოლად ვიტყობინებ, ერთი სიტყვით ეს ყველაფერი რომ გაუქმდეს ბევრი რამ ძალიან გართულდება:)

    რა მაგის პასუხია, მაგრამ ექაუნთი არის სწორი ფორმა. რაც შეეხება ბლოგს, ერთი კვირის წინ მოვხდი აქ შემთხვევით და თეთრი ფონი ბევრად მირჩევნია მაგრამ ჩემის აზრით ძალიან ბევრი ინფორმაციაა გვერდზე და ცოტა დამღლელია. იქნებ სხვა ფერები, ან განლაგება სცადო? თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა. დიდი მადლობა ვორდპრესის შესახებ სასარგებლო პოსტებისთვის!! წარმატებები!

    • ketusi აგვისტო 17, 2011, 11:09 PM

      კი,მართლა ბევრს მოგვაკლდება ინფორმაციის წყარო.

      ”ექაუნთი” –რომ არის მეც ვიცი,მაგრამ ეს თაგ თამაშია და ვინც დამთაგა იმას ასე უწერია და რა უშავს ისე,პრინციპში,გადავაკეტებ ეხლა.ცოტა ნაჩქარევად დავასრულე პოსტი და არც გადამიხედავს კარგად,შეიძლ;ება ბევრი მექანიკური სეცდომაც მქონდეს.
      ხო,ბლოგს რაც შეეხება,გეთანხმები,შესაცვლელი მაქვს რაღაცეები,სულ მესამე დრეა რაც გამოვცვალე.ის თაფ ღრუბელი დაბლა უნდა დავწუი.და ისედაც,ამ თემას ორივე მხრიდან რომ საიდბარი აქვს,ამიტომ დატვირთულია.
      ”დიდი მადლობა ვორდპრესის შესახებ სასარგებლო პოსტებისთვის!! წარმატებები!” –სენც მადლობა,რომ მესტუმრე და კომენტარი დაწერე.წარმატებებს გისურვებ :*

  3. A Magazine აგვისტო 21, 2011, 2:58 AM

    ბევრად, ბევრად კარგია ეს დიზაინი! ეხლა ისევ ვესტუმრე და ბლოგი ძალიან გემრიელია! უფრო სწორედ გემრიელად გამოიყურება:) კარგი ბლოგია და ხშირი სტუმარიც ვიქნები (უფრო სწორედ უკვე ვარ:)
    რაც შეეხება მექანიკურ შეცდომებს, მე ბევრს ვუშვებ, ასე რომ არავისი მიკვირს:)

    • ketusi აგვისტო 22, 2011, 2:14 AM

      მადლობა,მიხარია,რომ მოგწონს,ეს დღეები კარგად ვერ მოვიცალე,სრულად არ მაქვს ჯერ განხორციელებული ჩანაფიქრი,მოვიცლი ამ დღეებში.
      ძალიან გამეხარდება შენი სტუმრობა,სიამოვნებით გიმასპინძლებ 🙂

  4. Pingback: Facebook ტერორი « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: