Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

youtube-ის ვიდეოს დამატება sidebar-ზე

ესეიგიიიი,რამდენი ხანია ტუტორიალი აღარ დამიწერია არადა დიდი მოთხოვნაა sidebar-ზე ვიდეოს დამატებასტან დაკავშირებით.რაღა დაგიმალოთ და მეც დიდი ხანი მინდოდა ეგ ამბავი,მარა ხან ვერ მოვიცალე და ხან გამიჭირდა რაღაც.ხოდა ეხლა ძალიან რომ დამჭირდა გავაკეთე კიდეც და რა თქმა უნდა თქვენს გასწავლით თუ გჭირდებათ.
ანუ ამ პოსტში აღწერილია თუ როგორ ვამატებთ youtube-ის ვიდეოს sidebar-ზე და აგრეთვე ვიდეო ფაილის ზომების შეცვლა.

დასაწყისისთვის გახსენით სასურველი ვიდეო youtube-ზე.
მეტი ხალისისთვის მე ეს ვიდეო ავირჩიე 🙂


1. დააწკაპეთ share ღილაკს.

2. share ლინკის ქვეშ გამოჩნდება ღილაკი Embed–მას დააწკაპეთ.აქ უკვე კოდს გვიჩვენებს,რომელიც უნდა დააკოპიროთ.
კოდის ქვემოთ პარამეტრებია მოცემული.მაგალითად პირველს თუ მონიშნავთ,ვიდეოს დასრულებისას სხვა მზგავს ვიდეოებს შემოგთავაზებენ.
უფრო ქვემოთ ზომებია მოცემული,დეფოლტით ყველაზე პატარაა არჩეული.გრაფაც არის,სადაც წესით ზომების შეყვანა უნდა იყოს შესაძლებელი,მაგრამ რატომღაც არანაირად არ გამოდის.
მოკლედ,ვაკოპირებთ ამ HTML კოდს.
3. ეხლა კი გახსენით პოსტის საწერი ედიტორი,აუცილებლად HTML-ში და ჩასვით კოდი.აი აქ მოგეცემათ საშუალება ჩაასწოროთ ზომები,რომ თქვენს sidebar-ს კარგად მოერგოს.
აქ width–სიგანეა, height–სიმაღლე.
ცვლილებების შეტანის შემდეგ ვაკოპირებთ ამ კოდს.
4. ეხლა კი შევდივართ Dashboard–> Appearance –> Widgets ,ვირჩევთ text -ვიჯეტს და ჩავსვამთ სასურველ ადგილას.დააწერთ სათაურს(სურვილისამებრ)(Title),და დიდ ველში ჩასვამთ იმ დაკოპირებულ კოდს,ბოლოს აჭერთ Save-ს.ფაილის ზომის შეცვლა ამ ვიჯეტიდანაც შეიძლება.
5.და ვუალაააა,ჩვენი ვიდეო აი ასე გამოიყურება sidebar-ზე .

აბა თქვენ იცით ^__^
თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ,აგერაა,ბატონო,კომენტარები და მომწერეთ
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

Advertisements

19 responses to “youtube-ის ვიდეოს დამატება sidebar-ზე

  1. niksologi აგვისტო 10, 2011, 2:05 AM

    როგორც ყოველთვის, ლაკონურად და გასაგებად.
    მოწოდების სიმაღლეზე ხარ

  2. შიო აგვისტო 10, 2011, 10:54 AM

    რაც მე თავის დროზე ამაზე ვიწვალე, სად არ მქონდა მაშინ პოსტი… 🙂 სამაგიეროდ დანარჩენი თითქმის ყველაფერი შენი ტუტორიალების წყალობით გავაკეთე ასე რომ მუდამ მადლობელი ვარ! კეთილ საქმესა იქმ და ასე გააგრძელე 🙂

  3. tsotnee აგვისტო 10, 2011, 12:43 PM

    C’est une tres tres bien affaire pour nous, pour nouveaux. Merci beucoup. Je lis souvant votre blog (იმედია ფრანგულადაც ასეა) et je pence, qu’ il est tres interessant. 🙂

  4. Kevlyn აგვისტო 27, 2011, 1:07 AM

    Hot damn, looking prtety useful buddy.

  5. Liza აგვისტო 27, 2011, 1:25 PM

    Haha, sohudln’t you be charging for that kind of knowledge?!

  6. nussy210 იანვარი 9, 2012, 12:07 AM

    sagol:) dzaan magrad gaqvs axsnili…madloba gamoviyene da dzalian shedegianad

  7. ვაიბი იანვარი 30, 2012, 4:54 PM

    qeTusi, Tqven rom ara ar vici ra iqneboda :*:*:*

  8. ninucaworld აპრილი 29, 2012, 3:22 PM

    au videos vdeb magraam gamosaxuleba ar chans links migdeb mere lkinks vawvebi daa youtubeshi manazebs da ra vqna ? 🙂

  9. ninnaka მაისი 10, 2012, 1:17 AM

    ქეთ მშველელი ხარ და გადამრჩენელი :)))))

  10. Pingback: ‘შეიარაღებული’ ბლოგი,ანუ widget-ებზე « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: