Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

★ იხუსაპ-ავხთიკ ★

კითხვა – პასუხი★

ამ თამაშშიც ჩავებიიიი .კითხვებია და პასუხები უნდა მოუფიქრო.მეც დავწერე რასაც ვფიქრობდი…

ცოტას გავერთობი 🙂

  • ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?– ციმბირი ხომ არ არის,კაცო.პერანგი ან ’ბეზ’ 🙂
  • შავი თუ ლურჯი კალამი?–’ორივენიცა’
  • მოგწონს მოგზაურობა?–კი,მაგრამ მგზავრობა არ მიყვარს.
  • მოგწონს ვინმე?– უფ ქვეყანა ვინმე მომწონს.შენც მომწონხარ,ხო შენ–აი ამ პოსტს რომ კითხულობ მაგიტომ ! :*
  • იცის?–შენ ხომ იცი!და ვინც საჭიროა იმანაც იცის ^__^
  • ფიქრობრომ მიმზიდველი ხარ?– კი, თან ძალიან. ))) (ამ მაცოს პასუხს არ გადავაკეთებ,მოვიცილებ რა  ზედმეტ მორცხვობას 🙂 )
  • გინდა დაქორწილდე?– არა–ეს ერთიც მეყოფა :),თან ორქმრიანობა ჩვენში დაშვებული’ჯერ’ არ არის 🙂
  • ვისზე?–გავატაროთ
  • კარგი სტუდენტი ხარ?–ვიყავი! და თან შესანიშნავი სტუდენტი ვიყავიო,აი ბეჯითი და პუნქტუალური. (უფ,მე მგონი მეორეთ გათხოვებასაც გამოვკრავ ხელს ისე ვიქებ თავს :)))))))) )
  • ახლა ბედნიერი ხარ?–კი, ძალიან. აჰა,აჰა
  • მოგიტყუებია როდესმეან მოუტყუებიხარ ვინმეს?– უიმე,ეს ტყუილი ზოგჯერ რომ არ გინდოდეს ისე გეთქმევინება,რას იზამ,ხომ არ იტყვი ”სულ არ მახსოვდი არც შენ და არც შენი…”-ო ან რავი უამრავი სიტუაციაა ხოლმე.ისე, მე უფრო ვერ მატყუებენ მგონი,ცუღლუტი ვარ რა,ხომ ვამბობ 🙂
  • დაბადების ადგილითბილისი.
  • შობა თუ ჰელოვინი?–შობა კარგია,აი ჰელოუინი ცოტა სხვა ფორმატით რომ შემოვიღოთ არ შეიძლება?ძალიან მომწონს და რავი…თუ გინდათ მოჩვენება ან ვამპირი ვიქნები … 🙂 ბრრრრ,შეგაშინებთ ყველას.
  • ფერადი თუ შავთეთრი ფოტო?–ფერადი ’კანეჩნა’ ,შავ თეთრს ამ  დროს უფრო სხვა ეხიბლიც აქვს,მაგრამ მე არ გადამიღია.
  • შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს?– არა, შეიძლება მაინც და მაინც ეს არ იყოს დაშორების მიზეზი, მაგრამ ურთიერთობის ცუდად გაგრძელებას უწყობს ხელს. <– ეს მაცოს პასუხია,მომწონს პრინციპში და რა შევედაო? ვეთანხმები.(ბრავო მაცო)
  • ასტროლოგიის გჯერა?–ასტროლოგიის მჯერა,ოღონდ გამოთვლა უნდა იყოს გაკეთებული უშუალოდ ინდივიდზე,ზოგადი ასტროლოგია ჩემთვის ნაკლებად სანდოა, თუმცა აქააც ’გაარტყამენ’ ხოლმე რაღაცეებს 🙂
  • გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის?– იდეაში მჯერა.
  • სვამ?–სიტუაციას,საზოგადოებას და სასმელს გააჩნია.(უფ,კიდე კაი  ზომიერება ’ვისწავლე’  🙂 )
  • ხალხს ამხიარულებ?–რავი,იუმორის გრძნობა,როგორც ყველა გურულს,მეც მაქვს,და ამ პოსტის წაკითხვისას ორჯერ მაინც თუ გაგეღიმა,ესეიგი მთლად წყალგადასაწური არ ვყოფილვარ 🙂
  • ფიქრობ რომ ოცნებები ხდება?–უფ,მე ამას ნუ მკითხავთ.მე უსაშველო პრაგმატიკი ვარ, სად ვიცი მე ოცნება! მე მაქვს გეგმა–და მივდივარ მისკენ.(თუმცა რაღაც  ამ ბოლო დროს ჩემს მიზნამდე ცოტა ხოხვით მივდივარ)
  • საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი–არსდროს არაფერს ვიგონებდი.რეალური პერსონაჟები უფრო მიყვარდა.
  • მოგიპარავს ოდესმე რამე?–არასდროს არაფერი!
  • როგორი ამინდია ახლა?–ცუდი…ცხელა 🙂
  • ბოლოს როდის შეიჭერი თმები?–ორი კვირის წინ გეგმიური თმის დამოკლება მქონდა.
  • ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე?–ჩემ დას,ლიზიკუნას.
  • როდის იბანავე ბოლოს?–გუშინ საღამოს.
  • წყნარი თუ მშვიდი მუსიკა? ხან წყნარი და ხან მშვიდი(რა ვქნა აბა რა დავწერო?ავტორს სეეშალა რაღაც მე კი არა ) ისე, ნებისმიერი კარგი მუსიკა მიყვარს როკით დაწყებული სიმფონიით დამთავრებული.
  • Mcdonalds  თუ Burger King?Mcdonalds ოფ ქორს.
  • ღამე თუ დღე?–ღამე.
  • ბალიშების რაოდენობა?–0
  • პიანინო თუ გიტარა?–აღარც ერთი მახსოვს და არც მეორე 😦
  • მომავალი სამსახური– არ ვარ მე ’სამსახურის’ ადამიანი
  • ახლანდელი სამსახური–მასწავლებელი,მენეჯერი,ბლოგერი,და ’კიდო რაცხა’
  • ახლანდელი სიყვარული– ისევ ის
  • ახლანდელი იმედგაცრუება–”ახლანდელი” –ასეთი რამ კარგა ხანია არ მქონია,ადრე წლების წინ კი, მაგრამ ამ მომენტში არა.
  • ახლანდელი გაბრაზება– არაფერზე და არავიზე ვბრაზობ,ძალიან კარგ ხასიათზე ვარ(დედა,რა საყვარელი ვარ,მპუა :* )
  • ბოლო რაღაც რაც ჭამე–უff,წინა დღეებში მოწამლული ვიყავი და მკაცრი დიეტა მაქვს გამოწერილი,ასე რომ წეღან ცოოოტა ყველი და პური ვჭამე(არადა მაცივარს ბოქლომი უნდა დავადო,რამდენი გემრიელი რამ ’მიტყუებს’ ,დავიტანჯე :()
  • ბოლო რაღაც რაც შეიძინე–კაბა,ტუფლი,კიდე ტუფლი,კიდე ტუფლი….
  • რა გესმის ახლა?–ეხლა ჩემი ქმარი მეუბნება–”მომაშორე ეს კატა,ჭამას არ მაცდისო” :)))))))) და კიდე ამ ჭრიჭინებმა წაიღეს ტვინი… 🙂
  • გაქვს გეგმები weekend–ისთვის?–მანგლისში ვგეგმავ ასვლას.
  • რა ქენი დღეს?–ოოო,დილიდან ჩემი საქმე ვაკეთე ინტერნეტში,მერე ნათიასთან ვიყავი და ფილმი ქონდა გადმოწერილი და იმას ვუყურეთ და ყავა დავლიეთ,მერე ორი პოსტი დავწერე და აგერ მესამეს ’ვაშანშალებ’
  • გაიხედე უკანრა არის?–კარადა(რაღაც საეჭვოდ ხომ არ მიმზერს?)
  • მინდა?–მინდა ეხლა მე რემონტი?უი,ხო, მინდა 🙂
  • ვისურვებდი–მინდა ერთი მონა მყავდეს.არა, კარგი მონათმფლობელი ვიქნებოდი,ისე, რომ გაუხარდებოდა კიდეც 🙂
  • მაინტერესებს–და რა არ მაინტერესებს?
სულ ეს იყო?არადა ეხლა შევედი აზარტში.
კარგით აბა, სხვა კითხვებიც გამოჩნდება და მეც გავცემ პასუხს.ისე, ამ პოსტისთვის ცალკე კატეგორიაც სევქმენი ”თეგ თამაში’ და მერე რომ მოვიცლი ყველა თეგ თამაშს გადავაწყობ იქ.
ეხლა თქვენც დაწერეთ,ვისაც არ დაგიწერიათ.
მე მარტო ერთ ბლოგერს დავთაგავ ,რუსას,იმას ნამდვილად არ დაუწერია.
ხო, რამე დამიწერეთ კიდევ კომენტარებში და ბარემ   ’აკრეფილი’  მაქვს და გავცემ პასუხს :)))))))) (დღეს გამორჩეულად არასერიოზული ვარ,მეპატიება? )
Advertisements

11 responses to “★ იხუსაპ-ავხთიკ ★

  1. ninnaka ივლისი 21, 2011, 8:25 PM

    სკოლის პერიოდში მეგობრობის დღიური გვქონდა, დაახლოებით ასეთი კითხვები იყო და თუ კიდევ უფრო მონდომებული იყო დღიურის ავტორი გააშანშალებდა ხოლმე ბლომად კითხვებს, ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ვავსებდით ხოლმე. :)))) ამას წინათ კარადას ვალაგებდი, სადაც ჩემი ძველი ნივთები მილაგია და შემთხვევით სწორედ ასეთი მეგობრობის დღიური ვიპოვე, იმდენი კარგი რამ გამახსენა რომ მთელი ერთი კვირა კარგ განწყობას ვერ ვიშორებდი, არა და თითქოს არაფერი ეწერა იქ, მაგრამ ბავშვობის სისულეები გამახსენა და განწყობა გამიკეთა. :)))

    • ketusi ივლისი 21, 2011, 10:35 PM

      ხო,მახსოვვს ეგეთი დღიურები,მაგრამ მე არ მქონია.
      ამ გადასახედიდან მაინც რა სასაცილო კონტექსტი მეჩვენება 😀

  2. ninnaka ივლისი 21, 2011, 8:28 PM

    “ვისურვებდი–მინდა ერთი მონა მყავდეს.არა, კარგი მონათმფლობელი ვიქნებოდი,ისე, რომ გაუხარდებოდა კიდეც” 😀 ეს ძალიან მომეწონა :))) მეც ვისურვებდი :))) ამ ბოლო დროს სიცხემ ისე გამაზარმაცა რამდენი პოსტის წერაც დავიწყე იმდენი დავდრაფტე 😀 ხო და დავსვამდი და მე ვუკარნახებდი და ის დაწერდა. მეტს არაფერს მოვთხოვდი. :)))) რა კეთილი ვარ 😀

  3. M.K. ივლისი 22, 2011, 1:34 AM

    რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? 🙂
    (უბრალოდ, ჩემი საყვარელი კითხვაა და გული დამწყდა, რომ არ იყო ;))

    • ketusi ივლისი 22, 2011, 1:40 AM

      ”რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? ” –ღალატს,მზარავს ამაზე ფიქრიც კი.
      უფ,კიდე ქვეყანა კითხვებით შეიძლებოდა ’გაგვემდიდრებინა’ 🙂

  4. ლიზიკუნა ივლისი 22, 2011, 11:00 AM

    შობა თუ ჰელოვინი?–შობა კარგია,აი ჰელოუინი ცოტა სხვა ფორმატით რომ შემოვიღოთ არ შეიძლება?ძალიან მომწონს და რავი…თუ გინდათ მოჩვენება ან ვამპირი ვიქნები … ბრრრრ,შეგაშინებთ ყველას.——-ამაზე მაგრა ვიცინე)))) შენ რომ ვინმეს შეაშინებ, ისეთი ნაზი და ფუმფულა ხარ))))))

  5. beso ივლისი 22, 2011, 4:25 PM

    მოგიპარავს ოდესმე რამე?–არასდროს არაფერი!

    ამას უნდა გამოვეხმაურო))

    რაც ბავშვობაში მომიპარავს სიფელში იმას რაჩამოთვლის)))

    xili, simindos taro, shabiabani (es venaxis shesawamli sashualebaa da chven tevzebs vwamlavdit magiti) ertxel baxmaroshi dostebs (achareli mtis xalxi) cxeni da burvaki movparet
    ხილი, სიმინდს ტარო, შაბიამანი, (ეს ვენახის შესაწამლი საშუალება ჩვენ თვეზებს ვწამლავდით მდინარეში) ერთხელ ბახმაროში ცხენი და ბურვაკი მოვპარეთ დოსტებს (აჭარელ მთის ხალხს ეძახიან) ცხენი დაუბრუნეთ კარგად რომ ვიჯირითეთ მერე და ბურვაკი კიდე დიდ კოცონზე შევწვით))) კიდე რამდენი რამ ბავშვობაში რაც გაგვიკეთებია…… მანქანაც მომიპარავს ცოტახანი ვიკატავეთ და უკან მივიყვანეთ))))

    თუგამახსენდა კიდე დავწერ))))

  6. ლიზიკუნა ივლისი 22, 2011, 5:37 PM

    შენ რა ცუღლუტი ყოფილხარ ბავშვობაში> უყურე ამას)))))))
    გაქვს გეგმები weekend–ისთვის?-მაქვს. მანგლისში მივდივარ შვილებთან. მომენატრნენ ძალიან

  7. meducha (@meducha) ოქტომბერი 24, 2011, 11:42 PM

    ჰიჰიი : d გურული ხარ? – ხოდა გენაცვალე შენ : d ♥

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: