Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

შეჩერდი, წამო,მშვენიერი ხარ!

რამდენი ხანია უკვე,რაც მაცომ დამთაგა ამ თამაშში, და ვეღარა და ვერ მოვახერხე ამ პოსტის დაწერა,კაი ხანი ვფიქრობდი კიდეც რა დამეწერა!

ვინც ამ თამაშში არის ჩართული,ყველას ძალიან საინტერესოდ უწერია,რაღაც სხვანაირი ფორმატით თანაც.მე მასე ვერ დავწერ!

კიდევაც აღვნიშნე,რომ დიდხანს ვფიქრობდი რა მადეწერა თქო.მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ მაქვს დასაწერი–არა!

პირიქით — რამდენი ერთი დავწერო?

ჩემი მეგობარი ახალგაზრდა ბლოგერებისგან განსხვავებით,სულ სხვაგვარი ცხოვრება მაქვს მე–აქ ასაკიც იგულისხმება და ოჯახური მდგომარეობაც!

როცა გყავს ოჯახი,უკვე ცხოვრებისეული პრიორიტეტებიც იცვლება.პირადი ცხოვრება უკვე მთლად პირადი აღარ არის,რადგან იმავე შენს პირად ცხოვრებაშიც სხვა ადამიანებიც აქტიურად ერთვებიან.როდესაც გყავს მეუღლე და შვილ(ებ)ი–უკვე მათ მიერ განცდილ ბედნიერ წამებსაც შენს თავზე ირგებ თითქოის–შენც ის გიხარია რაც მათ!ამიტომ თითოეულის ბედნიერება გაორმაგებულ-გასამმაგებულ ან სულაც გაოთხმაგებულია…(გააჩნია ვის რამდენი შვილი ყავს  🙂 )

და ამის ერთადერთი პირობა არის ბედნიერი ქორწინება!

მე მიხარია, რომ მე ბედნიერი ვარ ჩემს პატარა ოჯახში!მიხარია,რომ ბედნიერების განცდა იშვიათად მტოვებს!რა თქმა უნდა ყოველთვის ერთნაირად ბედნიერი ვერ იქნები,მით უმეტეს როდესაც ასეთი ხანგრძლივი ქორწინება გვაქვს,ეს ხომ ერთი და ორი წელი არ არის(მაგრამ ეს უკვე სხვა პოსტის თემაა 🙂 ).ხოდა,როდესაც კარგი ქმარ- შვილი გყავს პარანოიკი და შიზოიკი უნდა იყო,რომ ვერ მიხვდე როგორი ბედნიერი ხარ!

ამიტომაც მიჭირს კონკრეტული მომენტების გამოყოფა!

უამრავი ბედნიერი მომენტი მქონია!როცა მართლა იტყვი—შეჩერდი, წამო,მშვენიერი ხარ!

შვილის დაბადება–განსაკუთრებული მოვლენაა ყველა ქალის ცხოვრებაში!რა თქმა უნდა ჩემთვისაც ეს უბედნიერესი  მოვლენა იყო! პირველად რომ დავინახე ჩემი შვილი,ბედნიერებისგან ცრემლები გადმომცვივდა!

უაღრესად ბედნიერი და ამაყი ვიყავი ჩემი შვილის ყველა ზეიმზე,კონცერტზე თუ სპექტაკლზე!

ჩემი ცხოვრება მარტო ჩემი ოჯახი არ არის, საკმაოდ ბევრი ინტერესი მაქვს ოჯახს გარეთაც და შესაბამისად უამრავი მომენტი იყო, როდესაც ჩემი თავით და ჩემი საქმით ამაყი და კმაყოფილი გულში ვიღიმოდი და უაღრესად ბედნიერად ვთვლიდი თავს–აი რაღაც განსაკუთრებული თვითკმაყოფილი რომ ხარ–კარგი გრძნობაა!

ადამიანს ძალიან პატარა რამ სჭირდება,რომ იყოს ბედნიერი და უბრალოდ მეგობრებთან ჭიქა ყავასთან საუბარიც კი დიდ სიამოვნებას განიჭებს!

უაღრესად ბედნიერი ხარ, როდესაც შენი შვილი რაღაცით გახარებული მოვა და დიდი ენთუზიაზმით გიყვება რამეს–გრძნობ,რომ შენ უყვარხარ და ეამაყები,გიზიარებს ყველაფერს და შენ რჩევებსაც გულისყურით ეკიდება!ყველა მისი სიხარული შენი სიხარილიც არის!

ქმარი რომ სახლში მოვა და იმ სასუსნავს მოგიტანს რაც მარტო შენ გიყვარს,ხვდები,რომ არაფერი ავიწყდება და ანგარიშს გიწევს–ბედნიერებაა აბა სხვა რა არის!

მოულოდნელად მეუღლე რომ შავი ვარდების თაიგულს მოგართმევს,რომ გონებაში იქექები–ნეტა დაბადების დღე ხომ არ მაქვს?მაგრამ გიხსნის, რომ ეს ისე, უბრალოდ გაჩუქა, უნდოდა რომ ესიამოვნებინა–იმ წუთს ძალიან ბედნიერი ვიყავი და შემეძლო მეთქვა–შეჩერდი, წამო,მშვენიერი ხარ!

აი ეხლა მე რომ კომპიუტერთან ვზივარ და ამ პოსტს ვწერ,ჩემი ქმარი საცაა სახლში მოვა და ვიცი, რომ ჩემ საყვარელ ნაყინს მომიტანს,ჩემი შვილი რომ მანგლისიდან მიმესიჯებს ”დე,რას შვები ,როგორ ხარ?მომენატრე” ,ჩემს პატარა კნუტს რომ ჩემს კალთაში უშფოთველად სძინავს,ვხვდები,რომ ბედნიერი ვარ და მინდა ვთქვა–შეჩერდი, წამო,მშვენიერი ხარ!

Advertisements

15 responses to “შეჩერდი, წამო,მშვენიერი ხარ!

  1. ketusi ივლისი 21, 2011, 5:12 PM

    ეს რამდენი ხნის წინ დაწყებული პოსტია,სულ დამავიწყდა draft-ებში რომ მქონდა :)))) სასწრაფო წესით გამოვაქვეყნე 🙂

  2. natia121 ივლისი 21, 2011, 7:51 PM

    ra dzalian kargia ❤ benieri xar da shegidzlia rom es bedniereba sxvebsac gadasdo 🙂 sul aseti gaxarebuli yofiliyavi ❤

  3. ლიზიკუნა ივლისი 22, 2011, 11:13 AM

    ისე ცოტაა ხანდახან საჭირო ბედნიერებისთვის))) მე შემიძლია მაგალითად მინიმუმიდან მახსიმუმი მივიღო და ბედნიერიც ვიყო. დილით ვდგები ვიხედები სარკეში და ვეუბნები თავს…დღეს შესანიშვანი დღე მექნება. თუმცა ხანდახან გამომდის ხანდახან არა))))

    • beso ივლისი 22, 2011, 3:34 PM

      დრო და სისწრაფე ერთმანეთიდან გამომდინარეობს!!!

      რაც უფრო სწრაფად ვმოძრაობთ მით უფრო მალე გადის დრო!!!

      მაგრამ!!! არსებობს ზღვარი!!! ეს არის სინათლის სიჩქარე რომელზეც დრო ვერახდენს გავლენას!!!

      სინათლის სიჩარე (300 000 კმ/წ) ყველა სიჩქარის მიმართ უცვლელია!!!

      300 000 კმ/წ მოძრაობის შედეგად წამში გადის 80 წელიწადი!

  4. beso აგვისტო 7, 2011, 2:01 PM

    am konkretul SemTxvevaSi ese iyo :p

  5. presgeo იანვარი 14, 2012, 1:41 AM

    vaie ketusi ramaga sgvili ojaxii minda :DD: ramgaria:d

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: