Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი ფაქტორი — > SPF-ის შესახებ !

პოსტში გაირუჯე ’ჭკვიანურად’ მქონდა დაწერილი ზოგადი რჩევები, თუ როგორ ავარიდოთ თავი მზისგან დამწვრობას.

ამ პოსტში კი მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია დამცავი საცხების სპეციფიურობაზე.

ცოტა რამ მზის სხივების შესახებ :

მზის ულტრაიისფერი სხივები ორი სახისაა: ალფა (UVA) და ბეტა (UVB). ისინი სახიფათოა კანისა და თვალებისთვის. სხივები უჩინარია, მათი ტალღის სიგრძე არ აღემატება 400 ნმ–ს.

ბეტა სპექტრის სხივები (UVB) მოქმედებს კანის ზედა ფენაზე და იწვევს როგორც ნამზეურის გაჩენას, ასევე დამწვრობასაც.

ალფა სპექტრის სხივები (UVA) უფრო ღრმად აღწევს კანში და აზიანებს ქსოვილებს, რითაც აქვეითებს კანის ელასტიურობის ხარისხს და დროთა განმავლობაში ნაოჭების წარმოქმნისა და პიგმენტაციის დარღვევის მიზეზი ხდება.

ეხლა კი რა არის SPF !!! ეს აბრივიატურა იშიფრება ასე : Sun Protect Factor ,ანუ მზისგან დამცავი ფაქტორი(ქართულად ’ფაქტორი’–ს ნაცვლად  ’ფილტრი’ შეიძლება გამოვიყენოთ) .

ამ SPF ფაქტორს შეიცავს დღევანდელ ბაზარზე არსებული ყველა სერიოზული ბრენდის სახის ნელსაცხებელის სერია,და ასევე ზოგიერთი დეკორატიული კოსმეტიკის სერიაც,რომ აღარაფერი ვთქვათ სხეულის მოვლის სერიებზე.

სანამ იმას დავწერდე,თუ როგორ გვიცავს SPF ,ისიც უნდა აღვნიშნო,რომ სხვადასხვა ტიპის კანი სხვადასხვა  დაცვას  საჭიროებს.ღია ფერის კანს უფრო მეტად უნდა დაცვა,ვიდრე ხორბლისფერს ან შავგვრემანს.ასაკიც გასათვალისწინებელია–ბავშვის კანი ბევრად უფრო სათუთი მოსავლელია, თუმცა ასაკოვან კანსაც განსაკუთრებული მოვლა უნდა.

მზის ინტენსიურობის და კანის ტიპის გათვალისწინებით დაცვის ოპტიმალურ ვარიანტს შემოგთავაზებთ:

                                                                          მზის ინტენსიურობა    

                                                                    დაბალი/საშუალო                  მაღალი

ძალიან ღია კანი და ბავშვები                    25                                         25-50

     ღია                    15-25                                      25-50

ნორმალური                   10-15                                       20-25

მუქი                     6-10                                        10-15

და რა თქმა უნდა ეს SPF ფაქტორის მაჩვენებელი აწერია ყველა მზისგან დამცავ კრემს და თქვენთვის ოპტიმალური უნდა აირჩიოთ.

თვითონ დამცავი საშუალებებიც სხვადასხვა ტექსტურისაც კი არის.არის ნელსაცხებელი,სპრეი,ფანქარი-მკვრივი პომადისებური ტრქსტურა(რომელიც ცხვირზე და ყვრიმალებზე და მხრებზე წასასმელად არის ოპტიმალური),საბავშვო სერია უფრო თხელია და დოზატორითაა და ასევე ხშირად ბრჭყვიალებსაც შეიცავს :)))))))

ეხლა კი როგორ მუშაობს ამ SPF დაცვის მექანიზმი : დაახლოებით ასეთი პრინციპია–ის აათმაგებს მზეზე ყოფნის დროს!ანუ მაგალითად თუ ხართ მუქი კანის  ფერის პატრონი,შესაბამისად მზეზე ყოფნისასას 10 წუთში უკვე გიწითლდებათ კანი.თუკი იხმართ საშუალებას SPF 10-ით,მზეზე უსაფრთხოდ გაჩერების დრო იქნება 10*10=100წუთი,ანუ ერთი საათი და 40 წუთი.ამ დროის მანძილზე ნამზეურს მიიღებთ,მაგრამ არ დაიწვებით!შემდეგ უკვე დამატებით ნელსაცხებლის წასმა მოგიწევთ.ზოგადი პრინციპი ეს არის!მზის ინტენსიობისა და საკუთარი კანის ტიპის მიხედვით საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიოთ.

ამ სახის სერია ხშირად წყალგამძლეა და ადვილად არ ჩამოიბანება, თუმცა წყლიდან ამოსვლის შემდეგ ჯობია კიდევ ერთი ფენა შეიზილოთ.

ნელსაცხებელი უშუალოდ მზეზე გასვლის წინ უნდა წაისვათ.

დოზირება უნდა იყოს ზომიერი.მთელს სხეულზე თანაბრად გადაინაწილეთ,ზედმეტ რაოდებობას მოერიდეთ.

სახეზე წასასმელ მკვრივ ფანქარს კონტურები გაუდღაბნეთ,რომ ზოლი არ წარმოიქმნას.

ნამზეურის შემდგომაც უნდა კანს მოვლა.მას აუცილებლად სჭირდება კარგი დამატენიანებელი საშუალება!

პირადად მე ვხმარობ სპრეის SPF 15-ით,ფანქარს SPF 20-ით.ასევე მანზეურის შემდგომ წასასმელ მსუბუქ ლოსიონს(ყველაფერი ორიფლეიმისაა).ძალიან კმაყოფილი ვარ,არც ვიწვები და ამავე დროს ვირუჯები კიდეც.

P.S ამ პოსკრიპტუმის სახით მინდა კიდევ ერთი რჩევა მოგცეთ.კარგი გარუჯვის საიდუმლო სულ არ არის კრემებში,თქვენ წარმოიდგინეთ. მთავარია გლუვი კანი! ამის მიღწევა კი შეიძლება სკრაბით და უხეში ღრუბლით!

აბა თქვენ იცით.ისიამოვნეთ მზით 🙂

Advertisements

7 responses to “რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი ფაქტორი — > SPF-ის შესახებ !

  1. NanUk_15 ივლისი 24, 2011, 8:48 PM

    uagresad kargi da sasargeblo statiaa. tumca erti ram dgemde gaugebaria chemtvis da iqneb tqven damexmarot da danamdvilebit mipasuxot…
    nebismieri SPF-iani sacxebis gamoyenebis shemtxvevashi uagresad tetri kanis mxolod dacva xdeba tu tanadroulad namzeuris migebac? kitxva damebada radgan gamigia saxelwodebebi : rogorc “mzisgan damcavi” aseve “namzeuris misagebi” 😦 gamarkviet tu shegidliat :*

    • ketusi ივლისი 25, 2011, 11:00 AM

      მადლობა
      ამის შესახებ მიწერია სტატიაში,
      დაცვასთან თანადროულად ხდება გარუჯვაც,ეს სწრაფად არ ხდება, მაგრამ საკმაოდ ეფექტურადაც,თანაც გარანტია გაქვთ,რომ მავნე სხივებისგან იცავთ თავს.რაც უფრო დაბალია ფილტრის მაჩვენებელი, მით მეტად ირუჯებით,მაგრამ როგორც ცხრილში მაქვს მოყვანილი სქემა,სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვა მაჩვენებლიანი დამცავი სჭირდება.

  2. Pingback: როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი « Ketusi's Blog

  3. Any ივნისი 21, 2012, 11:26 AM

    25 SPF_ს საჭიროებს ჩემი კანი. კლივენის სპრეის ვიყენებ. ძალიან მაგარია 🙂

    პ.ს ძალიან სასარგებლო პოსტი იყო 🙂

  4. Pingback: გაირუჯე ’ჭკვიანურად’ « Ketusi's Blog

  5. salome ივნისი 19, 2013, 6:18 PM

    დიდი მადლობა ინფორმაციისთვის 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: