Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გაირუჯე ’ჭკვიანურად’

ყველამ ვიცით მზის სასიცოცხლო ძალის შესახებ!რაოდენ სასარგებლო და საჭიროა მისი სხივი ჩვენი ორგანიზმისთვის!
მზის სხივში შემავალი ფოტონები აღწევენ ჩვენი სხეულის უჯრედებში და აცოცხლებენ მათ!
მაგრამ როგორც ყველაფერს, მზის სხივსაც აქვს ‘მედლის მეორე მხარე’.
მზის სხივი,რომელიც ჩვენამდე აღწევს,არის ულტრა იისფერი გამოსხივება,რომლის ზედმეტი ზემოქმედება იწვევს დამწვრობას და ფოტოდაბერებას(ანუ აბერებს კანს!)

გარუჯვა —სხვა არაფერია თუ არა სხეულის დასხივება ულტრა იისფერი სხივებით.ამ დროს ჩვენი კანი გრძნობს, რომ დამწვრობის საშიშროება ემუქრება და კანის ზედა ფენებს აწვდის ფერმენტებს.ამის შედეგად კანი გარუჯულად გამოიყურება.რუჯის ფერის ინტენსივობა დამოკიდებულია მზეზე ყოფნის დროსთან,თუმცა ისიც გასათვალისწინებელია,რომ როდესაც კანი დაიწვება,და მას უკვე გარუჯული კანის ზედა ფენა ასძვრება,ის ახალი ფენა გარუჯული ელფერით აღარ იქნება(აღარაფერს ვამბობ დამწვრობისგან მიღებულ დისკომფორტზე)
რადგან ჩვენი საყვარელი დედამიწის მზის მავნებელი გამოსხივებისგან დამცავი ოზონის ფენა შეთხელებული და ზოგგან გამქრალია,ამიტომ ჩვენს ატმოსფეროში მეტად მავნე მზის სხივები აღწევენ!
ამის პარალელურად მზის ზედაპირზე გახშირებული აფეთქებების წყალობით უფრო ინტენსიური რადიაციული ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით! ამიტომ დამწვრობის რისკიც პროპორციულად იზრდება.

მზის სხივით დამწვრობა უტოლდება ჩვეულებრივი დამწვრობის სიმძიმეს(გინდა ცხელი ნივთით დაიწვით და გინდაც მდუღადე გადაივლეთ).და თვითონ დამწვრობის მიღებაც უდიდესი სტრესია ორგანიზმისთვის.ამ დროს მთელი მისი ენერგია ხმარდება კანის აღდგენას და ამიტომ შეიძლება ძალიან მალე ჩივილები გაგიჩნდეთ ორგანიზმში წარმოქმნილი დაავადებების და გამო.ისიც გაითვალისწინეთ,რომ ინტენსიური დასხივება ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების სწრაფ განვითარებას.


‘ჭკვიანურად’ მიუდექით გარუჯვას და შედეგიც არ დააყოვნებს—იდელურად გარუჯული დაბრუნდებით ზღვიდან!
ამისათვის რამოდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.
1.გარუჯვისთვის გამოყოფილი დრო უნდა იყოს:დილიდან შუადღის 12 საათამდე(ისიც თუ ძალიან მცხუნვარე მზე არ არის)-საღამოს 4-5 საათიდან. შუადღეზე ყველანაირად მოერიდეთ მზეს,რადგან ამ დროს მზე ზენიტში იმყოფება—ანუ პირდაპირი კუთხით გეცემათ,და ამიტომ მეტი ზემოქმედების უნარი შესწევს.ანუ დღის 12 დან 4 საათამდე მოერიდეთ მზეს.
2.თუ გგონიათ რომ ქოლგის ქვეშ მჯდარი არ გაირუჯებით,ცდებით.ქვიშის კრისტალებიდან არეკლილი სხივი მაინც ეცემა თქვენს სხეულს და ოდნავ ნაკლები ინტენსიობით,მაგრამ მაინც ირუჯებით.
3.წყალში ყოფნისას ორმაგად ირუჯება წყლის ზემოთ მოქცეული სხეულის ნაწილი—პირდაპირი მზის სხივისგან და წყლის ზედაპირიდან არეკლილი სხივისგან.
4.აუცილებლად იხმარეთ ულტრა იისფერი სხივებისგან დამცავი საცხი.მაინც გაირუჯებით,თუმცა ამ დროს თავიდან აირიდებთ დამწვრობას.ამ საშუალებებზე დაწვრილებით შემდეგ პოსტში მოგაწოდებთ ინფორმაციას.
5.გარუჯვისას კანიდან ძალიან სწრაფად ორთქლდება სითხე, ამიტომ ამიტომ სხეულს სითხით შევსება უნდა, რომ გაუწყლურება არ გამოიწვიოთ.ამისათვის სვით ბევრი წყალი და ხშირ-ხშირად დაისველეთ სხეული.
6.გარუჯვის შემდგომ აუცილებლად უნდა შეიზილოთ კანში დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალება.
7.ასაკის მატებასთან ერთად მეტად მოერიდეთ მზეს.ნუ დაგავიწყდებათ,რომ გარუჯვა ისედაც კანს აბერებს!
8.მზეზე ყოფნისას მეტად ირუჯება სხეულია ზედა ნაწილები, ამიტომ დაიცავით ცხვირი და ყვრიმალები.
9.თავზე აუცილებლად უნდა გეხუროთ, რადგან ჯერ ერთი, რომ თმა ზიანდება ,მეორე კი შეიძლება თავი გადახურდეს და მზის დაკვრაც კი მიიღოთ.
10.თუ გრილა ან ქარია და არ გცხელათ,ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გაირუჯებით.თუკი მზე არის—ირუჯებით კიდეც,მაგრამ საქმე იმაშია, რომ სიცხისგან არ წუხდებით,და რადგან სხეულიც გრილდება, დაწვას ვერც გრძნობთ, ამიტომ შეიძლება უფრო მეტ ხანსაც კი გაჩერდეთ მზეზე.შედეგი—მიიღებთ დამწვრობას.ამიტომ დრო კარგად განსაზღვრეთ, ნუ მოგატყუებთ სიგრილე.
11.მოღრუბლულ ამინდში ჩვენამდე მაინს აღწევს 70% სხივებისა,ამიტომ მაინც გაირუჯებით!
12.პლაჟიდან წამოსვლის შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა გაიხადოთ საცურაო კოსტუმი,ნუ დაიტოვებთ მას სველს სხეულზე,რადგან ნოტიონ,მარილიანი და ჩახურებული ჰავა უკიდურესად ხელშემწყობი ფაქტორია ინფექციების და სოკოვანი დაავადებების წარმოქმნა-განვითარებისთვის!
13.ხშირად ტანზე ისმევენ სხვადასხვა საშუალებებს, რომ სწრაფად გაირუჯონ,ლუდს,ზეთს.მე მიზანშეწიონილად არ მიმაჩნია ეს, მაგრამ ერთი რჩევა მაინც მაქვს.თუ მცირე დრო უნდა დაყოთ მზეზე, მაშინ აი ასე მოიქეცით:”ჯონსონს ბეიბი”-ს ტანის ზეთში ჩაამატეთ 2-3(და არა მეტი)წვეთი იოდი.გარუჯვამზე მცირე რაოდენობა შეიზილეთ კანში.სახეზე ნუ წაისმევთ.
14.არ დაგავიწყდეთ, რომ სათვალით მზეზე დიდ ხანს ყოფნისას, თვალის ირგვლივ არე არ მუქდება,რაც საბოლოოდ შესამჩნევ კონტრასტს ქმნის და რა თქმა უნდა სასაცილოცაა.
15.არ დაისხათ სუნამო ისე, რომ ის კანზე მოხვდეს,რადგან პარფიუმზე პირდაპირი მზის სხივის მოხვედრისას წარმოქმნილი რეაქცია კანს აღიზიანებს და ლაქებიც კი შეიძლება წარმოპქმნას.
16.იხმარეთ მხოლოდ წყალგამძლე მაკიაჟი ისიც მარო შავი ფანქარი და ტუში,თუ აუცილებელია.გარუჯვისას არ ხმარობენ არანაირ დეკორატიულ კოსმეტიკას.
17.თუ შეღებილი თმა გაქვთ,აუცილებლად პლაჟზე გასვლამდე შეიზილეთ ან შეისხურეთ რაიმე თმის დამცავი საშუალება.მე ორიფლეიმის შესასხურებელი მაქვს და კარგად დამიცვა შარშან.

ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ,ზომიერად და ლამაზად გარუჯული სხეული გექნებათ
კარგ დასვენებას გისურვებთ
^__^

Advertisements

30 responses to “გაირუჯე ’ჭკვიანურად’

  1. Mari ივლისი 8, 2011, 11:15 AM

    მშვენიერი პოსტია. კარგი იქნება, თუ ყველა გაითვალისწინებს ამ რჩევებს.

    • ketusi ივლისი 8, 2011, 5:12 PM

      ხოი, იმედია გფაითვალისწინებენ.ადრე მეგონა, რომ ეს რაც მე დავწერე ყველამ იცოდა, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ასე არ არის და ამიტომ მომინდა ჩემი გამოცდილების გაზიარება.რომ ვხედავ ამ გადაყვლეპილ და დამწვარ გოგო-ბიჭებს,მეცოდებიან,რომ საკუთარ სხეულს ამგვარად აზიანებენ.

  2. kevana ივლისი 8, 2011, 11:31 AM

    კარგი პოსტია, სასარგებლო… აგერ, ერთმა გოგომ ლეღვის ნახარში გადაისხა და დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, ისეთი ხარისხის დამწვრობა მიიღო :შ

  3. kevana ივლისი 8, 2011, 11:32 AM

    პ.ს. მე გამიგია, რომ მარიალიანი წყლით ბანაობა უფრო აჩქარებს გარუჯვას… ანუ ზღვაში თუ არ ჩახვალ, შედარებით ნელა გაირუჯებით …

    • ketusi ივლისი 8, 2011, 5:10 PM

      იცი, რა არის, წყალშიც იგივენაირად ირუჯები,მაგრამ აი მარილი აცილებს ნარუჯს.ასე რომ ზღვაში თუ ხარ,ოდნავ ირუჯები.და რუჯის მოსაცილებლად მარილიან საფენებს იდებენ რომ იცოდეთ.
      მე არ მიყვარს გარუჯვა .სულ წყალში ვა პრაქტიკულად,და თან მართლა ’ჭკვიანურად’ ვირუჯები.ამიტომ ზედმეტად გარუჯული არასდროს ვბრუნდები ზღვიდან და მით უმეტეს დამწვარი.კარგა ხანიც გასტანს ხოლმე ჩემი გარუჯვაც.

  4. ketusi ივლისი 8, 2011, 1:18 PM

    madloba,gogoebo komentaristvis,saxlshi rom mival,kidev ert punkts davamateb,exla gamaxsenda kide.

  5. Lord Vader ივლისი 8, 2011, 2:05 PM

    აქამდე მეგონა ამ ლეღვის ფოთოლს მარტო მამაკაცები ვიყენებდით.

  6. machabeli ივლისი 8, 2011, 6:47 PM

    კეთუსი შესანიშნავი პოსტია.იმდენად არის შეპყრობილი ხალხი ჰქონდეთ გადასარევი რუჯი,რომ საბოლოვოდ გამოსდით მართლაც ,,გადასარევი”რუჯი.კარგია თუ გაითვალისწინებენ მაინც

  7. ketusi ივლისი 8, 2011, 6:53 PM

    მადლობა, machabeli :*
    ხო, მართლა შეპყრობილია ხალხი.
    არადა პირადად მე სულ არ მომწონს ’შოკოლადის ზაგარი” .ეგ მარტო კუოპალნიკს უხდება, და ჩვეულებრივ ტანსაცმელში ქალი სასაცილოა მერე,არანაირი ნორმალური ტანსაცმელიმ აღარ უხდება D

  8. Apple Butaphory ივლისი 9, 2011, 4:31 PM

    ვაიმე რამდენჯერ დავფუფქულვარ ჩემი არანორმალური სიყვარულის გამო რუჯისადმი…ქეთუსი ძალიან მომწონს შენი სტატიები..ყოვეთვის გამოსადეგარ ამბებზე მუშაობ..ჩემი დიიიდი სიმპათიები შენს ბლოგს :)))))))

  9. Teaa ივლისი 10, 2011, 3:24 PM

    me yoveltvvis viwvebi 😦 magram chrel tvalebze ise mixdeba muqi kani rom ai ai.. dlia raznoobrazia mojna 😛 sharshan mec ragac oriflame s damcavi kremebit visargeble da rogorc iqna, damajda normaluri zagari 😀 😀 ketusi :* rogorc yoveltvis praqtikuli, saintereso da sasargeblo 🙂 :*

    • ketusi ივლისი 11, 2011, 1:15 PM

      აუ,არ დაიწვა, რაააააა:(
      მე უამრავ რამეს ვხმარობ ორიფლეიმისას, ძალიან მიყვარს.და გასარუჯი სერიის ყველაფერი მაქვს და ძალიანკმაყოფილი ვარ.
      გუშინ მანგლისში ჩავაკითხე ჩემსგოგოს, გავისეირნეთ,მდინარესთან დავჯექით,და მოღრუბლულიიყო ვითომ,არ ცხელოდა, და ჩუმ–ჩუმად მაგრამ ისე გავირუჯეეეეეეე,აშკარად შეფერილი ვარ!
      მადლობა ტეა შეფგასებისთვის.კიდევ ერთი სტატია მაქვს მზადების პროცრსში და ხვალ დავდებ.

  10. აქსიომა ივლისი 12, 2011, 5:45 AM

    მე მაინც არ მეკიდება ზაგარი! არასდროს! :)))))

  11. Pingback: რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი ფაქტორი — > SPF-ის შესახებ ! « Ketusi's Blog

  12. ირმისა ივლისი 21, 2011, 4:35 PM

    ასეც ვიქცცევი! 😉

  13. tee ივლისი 29, 2011, 5:25 PM

    arachveulebrivi rchevebiaaa me piradad dz gamomadgebaaa da gavitvaliswinebbbb… didi madloba ketusi am arachveulebrivi postiaa martla dasafiqrebeli da bevris momcemii

  14. ketusi.com მარტი 5, 2012, 12:08 AM

    ეს პოსტი დასარედაქტირებელია,მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ,ზაფხული რომ მოვა,ახალ პოსტად დავდებ და ამას წავსლი,აბა რა ვუყო

  15. kisoki მაისი 20, 2012, 12:27 PM

    წინა სეზონზე ბევრი უჭკუო გვყავდა სამწუხაროდ 😦

  16. Pingback: როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი « Ketusi's Blog

  17. Pingback: როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი « Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: