Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბიკინი 2011-2012

საზღვაო სეზონი მოდის და ალბათ გაინტერესებთ საცურაო სამოსის რა დიზაინს გვთავაზობენ დიზაინერები. თანაც ამ სფეროში წლევანდელი და მომავალი წლის ტენდენცია ემთხვევა ერთმანეთს!ასე რომ ეს ტრენდი ზედიზედ 2 წელი იქნება მოდაში!
ერთდროულად რამოდენიმე ტრენდი გავქვს შემოთავაზებული.სათითაოდ გაგაცნობთ და დამახასიათებელ შტრიხებსაც შევეხები.

1. ვ ი ნ ტ ა ჟ ი
ამ სტილის შთაგონება იყო სამოციანი წლების მაღალი საზოგადოიების ჩაცმის სტილი,სადაც გრეის კელიც გვევლინება როგორც ერთ ერთი ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონი.
ვინტაჟის დეტალები :

  • ერთიანი საცურაო კოსტუმი,ლამაზი ყელით,ბრიტელების ნაცვლად კისერზე გადავლებული სალტეთი.
  • ბიკინი მაღალი წელით,ჭიპამდე.
  • ნახატიანი სეხე(ქსოვილის რათქმა უნდა).
  • განიერი გვერდები–რომ აქცენტი გაკეთდეს თეძოებსა და წერლზე.
  • ტოპი ’ჩაშკების გარეშე’
  • ’ბიჭური’ ბიკინი–ანუ ნაკლებად მოხდილი.

2. რ უ შ ე ბ ი

რუშები საინტერესო დეტალია ამ ტიპის სამოსისთვის.

3. ნ ა ქ ს ო ვ ი   ბ ი კ ი ნ ი

ნაქსოვი–თან ყაისნაღით ნაქსოვი ბიკინი!

და აუცილებლად ნაქარგით დამშვენებული,რადგან სხეული არც შიშველი ჩანს და არც შემოსილი–ეს მეტ სექსუალობას მატებს.

ერთიანი საცურაო კოსტუმი შეიძლება ზედატანად გამოიყენოთ,თუ შარვალს ან ბოლოკაბას შეუფერებთ.

ეს ტრენდი ძირითადად თეთრ ფერშია წარმოდგენილი,თუმცა სხვა ფერებიც უხდება.

4. ზ ო რ ტ ი ა ნ ი    დ ე ტ ა ლ ე ბ ი

ზორტები და ზონრებია ამ წლის ტრენდის ერთ ერთი დეტალი.ეს არავითარ შემთხვევაში სტრინგი არ არის(ტანგა ბიკინი),კი, ისინიც გამოყენებადია, მაგრამ წლევანდელ ტრენდს ვერ დავარქმევთ.

ზორტები მხრებზე, ზორტები ბიკინის დეტალად–აი რა არის აქტუალური.ამ სტილის კოსტიუმები ძირითადად შავ ფერშია გააზრებული.

დფგ

5. ნ ა ხ ა ტ ი ა ნ ი   ქ ს ო ვ ი ლ ი

ლამაზ ფერებში ან ნახატებით გაწყობილი საცურაო კოსტიუმი არასდროს კარგავდა აქტუალობას,ახლაც დიზაინერები გვიცევენ რაიმე პრინტიანი ბიკინი შევარჩიოთ.

არანაირი  შეზღუდვა ფერებში!კონტრასტული ფერები მისასალმებელია!

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ  ზ ო გ ა დ ი   რ ჩ ე ვ ე ბ ი

  • ნებისმიერი საცურაო კოსტიუმი,იქნება ეს ბიკინი თუ მონოკინი,უნდა იყოს მჭიდროდ სხეულზე მომჯდარი.ის ქმნის თქვენს სილუეტს.
  • გაუწიეთ ანგარიში თქვენი სხეულის ნაკლოვანებებს.ამდენ ტრენდებს შორის შეძლებთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტის მოძებნას!
  • ვინტაჟის სტილი ბევრად უფრო ლამაზს გახდის განიერთეძოებიან სილუეტს.ის ფარავს ზედმეტ ცხინოვან ქსოვილს თეძოზეც და მუცელზეც.
  • ვიზუალურად ბიუსტის მოცულობის გასაზრდელად მშვენიერი გამოსავალია რუშებიანი ბიკინის ტოპი.
  • თუ დიდი ბიუსტი გაქვთ,მაშინ ბიკინის რუშების წყალობით კარგ პროპორციას მიაღწევთ.
  • ზედმეტი წონის ქალბატონმა უარი  უნდა თქვას სტრინგებზე და ნაქსოვ საცურაო კოსტიუმზე.
  • თუ მოკლე ფეხები გაქვთ,მაშინ ჩაიცვით საცურაო კოსტიუმი ჭრელი ბიკინით–ის ყურადღებას მიიქცევს და ვიზუალურად ფეხს აამაღლებს.უარითქვით ’ბიჭურ’ ბიკინიზე.

აქ  წარმოდგენილი სურათები ძირითადად დიზაინერ ლიზა მარი -ს(Lisa Maree) და ლიზა ბლუ-ს(Lisa Blue)ჩვენებიდან არის,თუმცა სხვა ცნობილ დიზაინერების მოდელებსაც შემოგთავაზებთ

Ralph Lauren 2011

Ralph Lauren 2011

Ralph Lauren 2011

Ralph Lauren 2011

http://www.ralphlauren.com/family/index.jsp?categoryId=2972330&cp=1760782&ab=ln_women_cs1_swim <—Ralph Lauren-ის საიტი-მაღაზია.

Betsey Johnson 2011

Guess Swimwear

Michael Kors

http://www.beccaswim.com/#/collection/2011/home/ <—- ეს არის BECCA-ს 2011 წლის კოლექცია, ისიამოვნეთ !!!

http://www.swimwearboutique.com/designer_offerings.asp <— შეათვალიერერთ საცურაო კოსტუმები.

და ბოლოს…

მამაკაცებო,მოემზადეთ!

საზღვაო სეზონი მოვიდა :)))))))

Advertisements

3 responses to “ბიკინი 2011-2012

  1. ninnaka ივნისი 29, 2011, 3:21 AM

    ეს ბოლო სურათი განსაკუთრებით მომეწონა. :))))

  2. Mallorie ივნისი 29, 2011, 11:16 AM

    სულ ბოლო რა მაგარია… :0000
    რამდენიმე საშინლად მომეწონა.. ^^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: