Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ვიდეო ფაილის ჩასმა პოსტში

პოსტში ვიდეო ფაილის დასამატებლად საუკეთესო ხერხია www.youtube.com-ზე ატვირთული  ვიდეოს მისამართის დადება.ეს ძალიან ადვილია:

1. ვირჩევთ ვიდეო ფაილს http://www.youtube.com/ -ზე.

2.ვიდეო ფაილის ქვეშ განლაგებულ ღილაკ — share-ს ვაწკაპებთ,გამოჩნდება ლინკის კოდი,რომელსაც ვაკოპირებთ.შეგვიძლია ასევე გვერდით განლაგებული Embed ღილაკს დავაწკაპოთ და მაშინ სულ სხვაგვარ კოდს ამოგვიგდებს,რაც უნდა დავაკოპიროთ და პოსტში ჩავსვათ(იქ დამატებითი ფუნქციების მონიშვნაც შეიძლება)

3.პოსტის ედიტორში საჭირო ადგილას ვსვამთ ამ კოდს,მანამდე კი ედიტორი Text რეჟიმში.როდესაც ჩასვამთ კოდს,მერე ისევ Visual-ზე გადიყვანეთ და ყვითლად იქნება მონიშნული ვიდეოს ადგილი.

თუ გინდათ ნახოთ როგორია პოსტში ვიდეო გამოსახულება ,Preview Changes გამოიყენეთ 🙂

სულ ეს არის ^__^
დაგეხმარათ პოსტი?
შეკითხვებს ველი კომენტარებში 🙂

18 responses to “ვიდეო ფაილის ჩასმა პოსტში

  1. ქიმერა ივნისი 25, 2011, 12:14 PM

    ქეთუსი მე იცი რა მაინტერესებს, თუ შეიძლება კომპიდან ავტვირთო ვიდეო youtube-ის გარეშე? პრინციპში აქვს კიდეც თითქოს wordpress ეს ფუნქცია მაგრამ რეალურად ვერაფრით ვერ ვიყენებ.

  2. bunaki ივნისი 28, 2011, 1:00 PM

    ყველაფერი გავიგე, მაგრამ რომ ვაკოპირებ მითითებულ კოდს და ვსვამ , ისევ ისე ჩანს 🙂 სად ჩავსვა ზუსტად? ანუ ჩავსვა და მერე მოვნიშნო თუ როგორ? ( შეგაწუხე:)

    • ketusi ივნისი 29, 2011, 1:26 AM

      დაკოპირებულ;ი კოდი ჩასვი პოსტის საწერ გრაფაში,სადაც ტექსტს წერ.სანამ მაგ გრაფაში იმყოფები,კოდის გამოსახულება აქვს, მაგრამ საკმარისია პოსტის preview-ს დააჭირო, რომ უკვე სრულფასოვნად აჩვენებს.

  3. bunaki ივნისი 30, 2011, 6:05 PM

    gmadloob:) me sxva kods vakopirebdi turme :):):):) diidi madloba

  4. LiLaC ივლისი 5, 2011, 2:05 AM

    მე არ გამომივიდა. ვორდპრესის ბლოგზე ჩვეულბრივად ვაკეთებდი, პირდაპირ ლინკის ჩაკოპირებითაც კი ვიდეოს ატვირთვის რეჟიმში და აქ როგორც არ უნდა ვაცდო, არ ჯდება, მხოლოდ ლინკს სვამს 😦

  5. memuaristi სექტემბერი 5, 2012, 6:22 PM

    თუ პოსტში რამდენიმე ვიდეოს ატვირთვა მინდა მაშინ პოსტის ედიტორში ყველა ლინკის კოდს ვწერ ერთმანეთის გამოტოვებით, თუ როგორ იქნება, დავიბენი 🙂

    • ketusi.com ივლისი 5, 2013, 11:26 AM

      ვხედავ,მიყვები ჩემ ტუტორიალებს(შენი ნკომენტარებიდან ჩანს) და ყველაფერს მშვენივრად აკეთებ.შენი ბლოგიც ვნახე და საიდბარი საერთოდ არ გაქვს და რატომ? მაგას მიხედე, ვიჯეტები დაამატე.

Leave a reply to ქიმერა კომენტარის გაუქმება