Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (1)

დედამიწაზე უამრავი უცნაური და კიდევ უფრი მეტი ლამაზი ადგილია!
ვერანაირი ტექნოლოგიის განვითარება ვერ შეცვლის იმ აღფრთოვანების განცდას რასაც განვიცდით ულამაზესი ხედის ნახვისას.და ზუსტად ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა ასე ვთქვათ ’შორიდან’ მაინც დავტკბეთ ლამაზი ადგილებით.
ხოდა დღეს მინდა გასიამოვნოთ!


წარმოგიდგენთ ჩვენი ლამაზი დედამიწის ლამაზ და საინტერესო ადგილებს!

1. PAMUKKALE -თურქეთი.
ათასობით წლის წინ მიწისძვრამ საინტერესო კვალი დატოვა თურქეთის პამუკალეს ტერასებიანი აუზების სახით.ეს უჩვეულო ფორმის ტერასები შექმნეს მიწის სიღრმიდან ამოხეთქილმა კალციუმის კარბონატის უხვი რაოდენობით გაჯერებულმა ცხელმა ნაკადულებმა.ეს ბასეინები სავსეა რძისფერი ცხელი წყლით,რომელსაც სამკურმნალო დანიშნულება აქვს,თუმცა ახლა ეს ადგილი შედის UNESCO World Heritage Site -ის შემადგენლობაში და უკვე დახურულ ზონას წარმოადგენს.
პამუკალე (Pamukkale)–ნიშნავს ”ბამბის სასახლეს” ,რომელებს მის სატავესტან აშენებული ქონდათ ქალაქი,რომელსაც ’წმინდა ქალაქს ” უწოდებდნენ( “Holy City” ან “Sacred City”),რადგან კარგად იცოდნენ ამ რძისფერი წყლების გამაჯანსაღებელი თვისებები.

2. MOERAKI–ახალი ზელანდია.
ნახეთ რა უცნაური ფორმის ქვებია.ასეთ სფეროსებურ და უცნაურად ლამაზ ლოდებს შეხვდებით კოეკოხეს სანაპიროზე(Koekohe Beach),რომელიც ახალი ზელანდიის სამხრეთში მდებარე ოტაგოს (Otago)სანაპიროს ნაწილია.მათ მოერაკის ლოდებს უწოდებენ (“Moeraki Boulders” ).ისინი თავდაპირელად ზღვის ფსკერზე წარმოიქმნენ.ეს არის ქვის გარშემო წარმოქმნილი ნალექის ფაქტურა(გაიხსენეთ–მარგალიტის აგებულება).ზოგიერთი მათგანი რამოდენიმე ტონასაც კი იწონის და 3 მეტრ სიგრძესაც კი აღწევს.
მაორის ლეგენდა იუწყება შემდეგს:როდესაც მოვიდნენ პირველი დამპყრობლები–გიგანტები,მათ მოცურეს დიდი კანოეთი (Araiteuru canoe )მაგრამ მატაკეასთან (Matakaea)ახლოს კანოე დიდმა ტალღებმა დაამსხვრია.გადარჩერნილი გიგანტები მთებად გადაიქცნენ,კანოეს ნამსხვრევები და ბარგი კი ამ ქვის ლოდებად გადაიქცა!

3. NINE HELLS OF BEPPU –იაპონია.
იაპონიის კუნძულ კუიშუს (Kyūshū)ტერიტორიაზე განლაგებული ბეპუ(Beppu)-გეოთერმიული წყლების წარმოქმნის მიხედვით მსოფლიოში უდიდესთა შიორის მეორე ადგილასაა.ამ ერთ ტერიტორიაზე განლაგებულია ”ცხრა ჯოჯოხეთი” (“Nine Hells”)–ანუ 9 ბუნებრივი აუზი,რომლების ყველა სხვადასხვა შემადგენლობის და წყლებით არის სავსე.ამიტომ შესაბამისად ფერიც და თვისებებიც სხვადასხვა აქვთ.

4. LAS CAÑADAS –ტენერიფე(TENERIFE)
Las Cañadas კალდერა არის კუნძულზე მდებაზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანი–ის მთა თეიდის( Mount Teide)მწვერვალზეა.მისი კრატერის გარშემოწერილობა 16 კილომეტრია.ალბათ ასეთია ჯოჯიოხეთი,თუ მას ცოტათი შევაგრილებთ–ასე ამბობობენ თვითმხილველები.ამ ვულკანს მხოკლოდ სძინავს,ის არ არის ჩამქრალი ვულკანი.მის ტერიტორიაზე კიდევ ხდება ძლიერი მიწისძვრები.

5.ბელიზის დიდი ლურჯი ხვრელი.
ბაჰამისა და ბელიზის ეროვნულ წყლებში შეგხვდებათ ლურჯი ხვრელები,ზემოდან ისინი განსაკუთრებით ლამაზად მოჩანან–წრიული ფორმის ლურჯი ლაქები!
ეს არის ჩასასვლელი წყალქვეშა გამოქვაბულებში,ზოგიერთი მათგანის სიგრძე 14 კილომეტრიც კი არის.
ამ გამოქვაბულებში მყვინთავებს მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი სახეობის არსებებიც უნახავთ!
ზოგიერთ გამოქვაბულში აღმოჩენილ იქნა სტალაქტიტები და სტალაგმიტები–რომლებიც მხოლოდ მშრალ გამოქვაბულებში წარმოიქმნებიან.ამ აღმოჩენამ საფუძველი გაუმყარა იმ მოსაზრებას,რომ ყინულოვანი პერიოდის ბოლო მონაკვეთში,დაახლოებით 65.000 წლის წინ,წყლის დონე ბაჰამებზე დდღევანდელთან შედარებით 150 მეტრით დაბალი იყო!დროთა განმავლობაში კუნძულების კირქვის ნიადაგი ამოირეცხა და შეიქმნა გამოქვაბულების კომპლექსი.როდესაც ზღვის დონემ კვავ აიწია,10.000 წლის წინ,ზოგიერთი გამოქვაბული ჩამოინგრა და ასე შეიქმნა ეს ”ლურჯი ხვრელები”.

6.ჯოჯოხეთის კარიბჭე–თურქმენეთი.
თურქმენეთის უდაბნო ყარაყუმში მდებარეობს ერთი სოფელი სახელწოდებით დარვაზა (Derweze).1971 წელს სოფლის სიახლოვეს საბჭოთა მზვერავთა ჯფუფი მიწის გაბურღვისას წააწყდა დიდ სიცარიელეს,რომელიც სავზე იყო ბუნებრივი აირით.ზედაპირი ჩაინგრა და წარმოიქმნა 25 მეტრის სიღრმის კრატერისმაგვარი ჩაღრმავება,რომლის დიამეტრმა 60-70 მეტრი შეადგინა.რადგან მიწის სიღმიდან ბუნებრივი აირის გამოჟონა კვლავ მიმდინარეობდა,ჰაერის მოწამვლის საშიშროების თავიდან ასაცილებლად გადაწყდა აირისთვის ცეცხლი მოეკიდათ!
მას შემდებ ადგილობრივები ამ ხვრელს ”ჯოჯოხეთის კარიბჭეს” უწოდებენ.

7. SANQINGSHAN–ჩინეთი
სანკინგშანი–არის ეროვნული პარკი,რომელიც მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ჯიანხის (Jiangxi) ქალაქ შანგრაოს (Shangrao)მახლობლად.მიუხედავად იმისა,რომ მცირე ადგილს მოიცავს–ულამაზესი ადგილილა!თავისი განსაკუთრებული ხედების წყალობით ის შეტანილ იქნა როგორც მე-7-ე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.ამ ადგილის ხიბლი არის უჩვეულო და უცნაური გრანიტის კლდეების და სვეტების კომბინაცია კლიმატის სეზონურ ცვლილებებთან რომელიც წარმოქმნის ნისლს და ულამაზეს დაისს.უამრავი ჩანჩქერის,ბასეინის და წყაროების წყალობით ეს ადგილი უაღრესად დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს მნახველზე!
ლეგენდის თანახმად მუ-გომ (Mu-Go )რომელიც იყო აღმოსავლური ღმერთი(the “Lord of the East” )მოისურვა შეექმნა ბაღი თავისი მეუღლე ინისთვის(“Yin” ) და მან ოთხი ელენმენტის(მიწა,წყალი,ჰაერი,ცეცხლი)ერთად შეჯერების მეშვეობით შექმნა ეს ბაღი სანკინგშანი(Sanqingshan).

8.აფრიკის თვალი–მავრიტანია.
კოსმოსიდან თუ დავხედავთ მავრიტანიის საჰარას უდაბნოში არსებულ ამ ადგილს–ის ადამიანის თვალს მოგვაგონებს!ამ ბუნებრივი ფენომენის სტრუქტურას შეადგენს გუმბათის ფორმის სიმეტრიულად განლაგებული მაღალი კლდოვანი სისტემა რაც არის ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე ეროზიის შედეგი.თუმცა არიან მეცნიერები,რომელთაც მიაჩნიათ,რომ ეს მეტეორის შეტაკების კვალია,არიან ისეთებიც,ვინც თვლის,რომ ეს მიწისქვეშა ატომური აფეთქების შედეგად გამოწვეული ფორმირებაა–მაშინ ამას გიგატონის სიმძლავრის აფეთქების ძალა დასჭირდებოდა!და ჯერ-ჯერობით არცერთ ქვეყანას ამგვარი სიმძლავრის იარაღი არ გააჩნია!

9.კუნძული სუკატრა–იემენი.
ამ 50-მომხიბვლელ მაგრამ ნაკლებად ცნობილ კუნძულს აგრეთვე ”სოკოტრას” უწოდებენ.ის მდბარეობს იემენის სამაპიროდან აღმოსავლეთით.რადგანაც ის იზოლირებულია მთელი დანარჩენი სამყაროსგან,აქაურმა მცენარეებმა შეიძინეს უცნაური ფორმები,რომლებია მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება!ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მცენარიეა –დრაკონის სისხლის ხე(Dragon’s Blood Tree),რომლის წვენიც გამოიყენება კრისტალების შესაქმნელად,რაც გამოიყენება რო9გორც საღებავი ან აფროდოზიაკი.სურათზე ნაჩვენები უცნაური მცენარე არის–Desert Rose ,უდაბნოს ვარდი(Adenium obesium),მას ასევე სპილოს ფეხება ხეს ეძახიან(Elephants Leg Tree).ამ კუნძულზე აგრეთვე იზრდება კიტრის ხე და სუკოტრის ლეღვის ხე.
კუნძული სულ უფრო და უფრო ცნობილოი ხდება მსოფლიოსთვის და მას ეკო ტურისმის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს.
2008 წელს სუკატრა შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეიობის ძეგლთა მუსხაში.
სუკატრას წარმოუდგენელი ბიო მრავალფეროვნებას ამსგავსებენ ჰალაპაგოსის კუნძულებს.
ის იმყოფება საფრთხის ქვეშ მყოფი კუნძულოვანი ეკოსისტემის ტოპ ათეულში.

10. RACETRACK PLAYA – USA
პლანეტის ირთ-ერთ ყველაზე სწორ ადგილას,სიკვდილის ველზე(Death Valley)–კალიფორნია,აშშ,შეგვიძლია ვიხილოთ საოცარი და ამოუხსნელი მოვლენა–მოცურავე ქვები(Sailing Stones of Racetrack Playa).ხანმოკლე ზამთრის წვიმების დროს უდაბნო ატალახდება ხოლმე.ამ დროს ლოდები და დიდი ქვები სხლტება და უკან იტოვებენ თვალსაჩინო კვალს.მეცნიერები აგრეთვე ძლიერ ქარსაც აკისრებენ ’პასუხისმგებლობას’,რადგან ზოგჯერ მიმართულება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.ამაში არანაირი ხრიკი არ დევს,თუმცა ეს ტრაექტორია არცერთხელ არ ყოფილა გადაღებული ვიდეოს მეშვეობით.არადა გასაკვირია, ამ ტექნოლოგიურ ხანაში როორ არ დაამონტაჟეს ერთი კამერა!
სიკვდილის ველის უმთავრესი იდუმალება არის ეს მოცურავე ქვები,მაგრამ ამ ადგილის რეალური უცნაურობა არის მისი სრული იზოლაცია,ფორმა–ექვსკუთხედია,სიცხე და დაუჯერებელი ზედაპირის სისწორე!

ამ რუბრიკას ექნება გაგრძელება 🙂

Advertisements

23 responses to “ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (1)

  1. gio ივნისი 16, 2011, 2:00 AM

    qet dzaliaan chkviani xar sheni saitze bevri siaxle vnaxe

  2. LiLaC ივნისი 16, 2011, 2:05 AM

    ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მხოლოდ თურქეთში ვარ ნამყოფი, თუმცა ეგ აუზები არ მინახავს. იმედია, მომავალში მსოფლიოს ყველა თუ არა, ბევრ საინტერესო ადგილს ვნახავ აკუთარი თვალით 🙂

  3. მოლი ბლუმი ივნისი 16, 2011, 9:32 AM

    პოლარული წრის მიღმა რა ხდება, ვნახავდი დიდი ინტერესით.,..

  4. Chiamaria ივნისი 16, 2011, 12:24 PM

    ძალიან ლამაზი ადგილებია ❤ ზკვდილის ველზე ვიცოდი და თუქეთზე. დანარჩენი ჩემთვის სიხალე იყო. მადლობა, საინტერესო პოსტისთვის

  5. ketusi ივნისი 16, 2011, 12:57 PM

    მადლობა ყველას კომენტარისთვის :*

    ეს რუბრიკა გაგრძელდება,ეს ჯერ პირველი ნაწილია 🙂

  6. ♥ მარიტა ♥ ივნისი 16, 2011, 10:50 PM

    რა საინტერესოა 🙂 ველოდები გაგრძელებას

  7. Teaa ივნისი 17, 2011, 1:01 AM

    უმრავლესობა ვიცოდი… მადლობა national geographic ის ვებ გვერდს.. მაინც, ძალიან საინტერესო იყო ერთად თავმოყრილი ეს ყველაფერი. ველოდები შემდეგ ნაწიიიიიიიიიილს 🙂

  8. kevana ივნისი 17, 2011, 10:31 AM

    ვააა…. მინდა მაგ ადგილების ნახვაააა… აუჰ, ეს რა მიქენი ქეთუს, რა ოცნებები გამიჩნდა შენი პოსტის წყალობით :დ

  9. ლიზიკუნა ივნისი 17, 2011, 10:45 AM

    ნუ ესეიგი საოცრებათა ქვეყანაა. ულამაზესი და უჩვეულო ადგილებია. და რამდენია კიდე ასეთი ამოუცნობი და იშვიათი ადგილები მსოფლიოში კაცმა რომ არ იცის კიდე. ყოჩაღ ქეთუსი. ძალიან საინტერესო იყო. დიდი ინტერესით ჩავიკითხე ბოლომდე პოსტი და ველოდები შემდეგ ნაწილს……

  10. benco ივნისი 17, 2011, 11:20 PM

    ძალიან საიტერესოა ქეთუსი ეს თემა!!!

  11. benco ივნისი 17, 2011, 11:42 PM

    ეს ბოლო რაც დაწერე მოცურავე ქვებზე…. რახან ეგ ადგილი ითვლება ყველაზე სწორ ადგილად დედამიწაზე და კიდევ ერთი არის დამშრალი მდინარის ფსკერი მარილიანი ზედაპირით, მანდ ტარდება სიჩქარის დამყარების შეჯიბრი, მსოფლიო რეკორდი, გინესის რეკორდი 1930-იანი წლებიდან დღემდე. ძალიენ ბევრი პილოტი დაღუპულა და შეწირვია მაგ რეკორსმენობას და 1997 წლის 15 ოქტომბერს დამყარდა ჯერჯერობით მოუხსნელი რეკორდი 763 მლ/სთ (1228კმ/სთ) მანქანის სახელწოდებაა Thrust SSC (ნაკლებად გავს მანქანას)

    საოცრება ისაა რომ დედამიწის ზედაპირზე რაიმე ობიექტი გადალახავს თუარა ბგერის სიჩქარეს (1140 კმ/სთ) ჰაერი გამოსცემს აფეთქების ხმას და ეს ნიშბავს იმას რომ ობიექტი ზებგერითი სიჩქარით მოძრაობს! აი მაგ ადგილის და რეკორდის კადრები!

  12. კახი ივნისი 18, 2011, 6:07 PM

    საინტერესო პოსტი ისევე როგორც თვითონ ბლოგია საინტერესო და ისევე როგორც ბლოგის პატრონია საინტერესო 🙂 მომეწონა პოსტი, ყველა ზემოთ ნახსენები ადგილი მათი ბუნებრივი მოვლენებით ახალი და გამაოგნებელი იყო ჩემთვის 🙂 მადლობა ქეთი 🙂 ❤ (ამ რუბრიკას ექნება გაგრძელება 🙂 ეს მომეწონა 🙂 )

  13. Mari ივნისი 27, 2011, 12:50 PM

    დედამიწაზე ამდენი საოცარი რამ არსებობს და გული მწყდება, რომ მათი უმრავლესობის შესახებ არასდროს არაფერი გამიგია 😦

  14. ketusi ივნისი 29, 2011, 1:23 AM

    მართალია!
    უყამრავი თვალწარმტაცი ადგილია!
    რამდენი რამის ნახვა მინდა მეც!

  15. beso აგვისტო 27, 2011, 12:19 AM

    samwuxarod dedamiwis 60% meti Seuswavlelia… igulisxmeba okenais fskeric da magali mwvervalebic….
    ramdeni saxeobis sicocxle aris Seuswavleli eg kidev sxva temaa….

    • beso აგვისტო 27, 2011, 12:29 AM

      es faqti erTerTi… ra ucnaurad ikbineba:

      • ketusi აგვისტო 27, 2011, 12:55 AM

        უიმე,რა მახინჯი რაღაცაა
        მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თითქმის ყველა ზვიგენს ყბა წინ ეწევა,ანუ მაგაში დიდად არაფერია უჩვეულო, უბრალოდ თვითონ ეს თევზია უჩვეულოდ მახინჯი ’დაჟე’ ზვიგენისთვის 🙂

  16. Pingback: Bora Bora « K e t u s i ' s .. B l o g

  17. Pingback: ჩვენი პლანეტის საოცარი ადგილები (2) « Ketusi's Blog

  18. Green დეკემბერი 10, 2011, 5:46 PM

    შესანიშნავი პოსტია, მომეწონა ძალიან! ყველას გთხოვთ შემოხვიდეთ http://www.facebook.com/MakeWorldGreener <<<გამწვანდით და ერთად გავამწვანოთ სხვა. გავერთიანდეთ ბუნების მოყვარულები!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: