Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ოპერაცია ♥ ♥ ♥ მიაუ ♥ ♥ ♥

რა თავსატეხი გამიჩნდა თქვენ ხომ არ იცით!

ეს მინდოდა ეხლა მე?!

ამასწინათ ავტყდი სახლში კატა მინდა მეთქი!გადამაფიქრებინეს!დღეს კი თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ გამომიგზავნა პატარა ფისუნია!

ჯერ კიდევ გუშინწინ აბაზანაში რომ შევედი,კედლის უკან,საჰაერო რომ არის,იქიდან კატის კნავილი შემომომესმა,კატის კი არა–კნუტის!ვიფიქრე,უეჭველი საჰაეროში ჩავარდა თქო!ხმა ზუსტად ჭერიდან მოდიოდა.მაგრამ ზედა სართულის მეზობელთან მაინც ავედი,ვკითხავ მეთქი,ეგებ სახლში ყავთ კატა და აბაზანაში ყავთ გამოკეტილი და მაგიტომ კნავის–არ დამხვდნენ სახლში!რამოდენიმე ხანში ხმა აღარ ისმოდა და ვიფიქრე თვითონ გაძვრა-გამოძვრა და  კი უშველა თავს თქო!

მეორე დღეს რვის ნახევარზე გავედით სახლიდან–ექსკურსიაზე წავედით,და გვიან მოვბრუნდით,არც საღამოს და არც ღამე კნუტის ხმა არ გამიგია.აი დღეს დილით კი,როგორც კი აბაზანაში შევედი,გასაცოდავებული კნუტის კნავილი რომ გავიგონე კინაღამ ცუდად გავხდი–სამი დღეა გასული და ისევ იქ არის კნუტი!

ჩემს ქმარს ვუთხარი ეს ამბავი და არაფერი თქვა,მაგრამ ხომ ვიცოდი მაგის ამბავი–რა გააჩერებდა!ცოტა ხანში ვხედავ,აბაზანაში სკამი,ფარანი და ინსტრუმენტები შეაქვს,მოხსნა საჰაეროს ბადე და იჭყიტება შიგ.დარწმუნდა, რომ მართლა იქიდან მოდიოდა ხმა!

ბევრი რომ არ გავაგრძელო,ორი საათი იწვალა ჩემმა ქმარმა!ამოამტვრია იმ საჰაეროს აყოლებაზე კედელი, რომ ადვილად მისდგომოდა იმ ადგილს საიდანაც კნუტის კნავილი ისმოდა!ხო,ზემოთა მეზობელთან ავირბინე და ისიც ცალკე წვალობდა თურმე, მეოთხე დღეა ასე კნავის ეს კნუტიო,შეწუხებუკლი იყო უკვე იმის ცოდოთი,და თვითონაც კედლის ამომტვრევას ფიქრობდა.

საბოლოოდ თვალი მოვკარით ფისუნიასაც! გაფართოებული თვალებით იყურებოდა და  საცოდავად კნაოდა!რის ვაი-ვაგლახით ჩამოვიყვანეთ!(მერე ნახევარი დღე სახლი ვალაგე,იმდენი ნამტვრევები და მტვერი იყო!)

ისეთი გასაცოდავებული,გამურული და შეშინებული!მაგრამ ძალიან ლამაზი!სულ კანკალებდა და აშკარად შოკში იყო!დედჩემმა ჩვენი დუჩის საწოვარა და რძე ამომიგზავნა და მძლივს-მძლიობით ვაჭამე ცოტა.(ლამბაქზე დასხმული არ მიირთვა–ძალიან პატარაა ეტყობა).მერე სამზარეულოს კარადის ქვეშ მოყუჟდა და კაი ხანი იქ იყო.

კიდევ კარგი,აბაზანა არ მაქვს გარემონტებული,თორე ჩემი სართულიდან ამას ვერ ამოვიყვანდით!

ნელ-ნელა შეგვეჩვია მე და ხატიას.ცოტა თამაშობს კიდეც,დღეს უკვე 3 ჯერ ვაჭამე რძე.ვაბანავე!ისეთი შავი იყოოოოო,სახლში ერთი დღეც ვერ გავაჩერებდი ასეთს!მერე ხატიამ ფენით გააშრო,და გაფუმფულდა და გამოჩნდა მთელი მისი სილამაზე! 🙂

ორგან ხატიას ნაკაწრი აქვს და ხვალ ექიმთან წავიყვან და ვაჩვენებ,მაინც მეშინია,კნუტსაც წავიყვან ვეტერინართან.

ხო,ხატია მეხვეწება დავიტოვოთო,და ვერ გადამიწყვეტია,ვნახოთ საღამოს ჩემი მეუღლე მოვა და მერე მოვიფიქრებთ.ერთი კია,რომ ცოტას წამოვზრდი აუცილებლად და პატრონს გამოვუძებნი სხვას,თუ დატოვებას არ გადავწყვეტთ.

ხატიამ დაარქვა ”summer”-ი ,ბიჭია თუ გოგო ვერ ვარჩევ მე,ხვალ ვეტერინარი მეტყვის.

უკვე ყველგან დძვრება!დარბის და როცა შია კნავის ხოლმე!

მოკლედ ასეთ დღეში ვარ!

ეხლა მიზის აგერ მუხლებზე და ტკბილადაც სძინავს,და სულ არ ადარდებს რა სადარდებელი გამიჩინა მე!

P.S. ორი წლის შემდეგ…..

ვერსადაც ვერ გავუშვი,მაშინვე დავიტოვე და ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საოცრად ჭკვიანი ფისოა,თუმცა ცოტა უკარება.ისე, თავიდან უფრო უკარება იყო, ეხლა ცოტა მოთბა.უკვე ორი წელი გახდა,რაც სახლში მყავს და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის.ძალიან გვიყვარს და კარგად ვპატრონობთ.ისე, ლაქის ერთი კარგი პოსტი კი ეკუთვნის,რაც მაგან შემდგომში გადაგვატანინა და ალბათ ამისთვისაც მოვიცლი. 🙂

ჰო,ლაქი დავარქვით (lucky),რადგან ნამდვილად იღბლიანია  ❤

24 responses to “ოპერაცია ♥ ♥ ♥ მიაუ ♥ ♥ ♥

  1. შიო ივნისი 13, 2011, 8:23 PM

    კატების დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ გულწრფელად respect!!!!

  2. Giorgi Cheminava ივნისი 13, 2011, 8:24 PM

    vaime usayvarlesiiiiiaaaa vgijdebi knutebzeee

  3. rruska ივნისი 13, 2011, 8:26 PM

    Dzalian miyvars katebi!
    eseti knuti myavs zustad saxlshi :*

  4. GuRo ივნისი 13, 2011, 9:16 PM

    Vaimeeeeeeee ra cxovrebaaaa Genacvale yochag kaxa dzias magaria raa KeTusi DauToVet Xatias dzan gaertebian ertad IqAmde mainc Sanam ME gamoval da Cotas moveferebi 😀

  5. მოლი ბლუმი ივნისი 13, 2011, 9:42 PM

    არა, რა… ამ ბლოგის მეპატრონე, სხვა რომ არაფერი, ცხოველებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამოა უღრმესი პატიცისცემის ღირსი 🙂

    ყოჩაღ, ქეთუსი 🙂 ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შენიანებიც ასეთივე გულისხმიერები არიან.

    კნუტი მართლა უსაყვარლესია 🙂

    • ketusi ივნისი 13, 2011, 9:44 PM

      ხო,ასე აეწყო მართლაც,პრაქტიკულად თავს მოხვეულია,მაგრამ რა ვქნათ 😦 .მართლა გვიყვარს კიდეც ცხოველები.
      მადლობა მოლი,მანებივრებ კომპლიმენტებით :*

  6. Chiamaria ივნისი 13, 2011, 10:21 PM

    ვაიმე რა ლამაზია..
    როგორ მიყვარს ❤
    ჩემს პატარა კნუტს გავს, უფრო სწორად როცა პატარა იყო იმას ჰგავს 🙂 ოღონდ თეთრი ფერ ჭარბობდა ჩემს ფისუნიას.
    ლამაზია ლამაზია

  7. ninnaka ივნისი 14, 2011, 11:02 AM

    რა საყვარელია ქეთუსი, განსაკუთრებით იმ სურათში ჟალუზში რომ ძვრება :)) ჩემს მეგობარს ყავდა ზუსტად ასეთი და იმას იღბლიანა დავარქვით, ამ ფისოსი არ იყოს იმასაც საკმაოდ დიდი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ქონდა 😀

  8. ლიზიკუნა ივნისი 14, 2011, 4:17 PM

    ქე ლაქი დაარქვი. მაგ კნუტს აშკარად გაუმართლა და ეკუთვნის კიდეც ეს სახელი)))) ნინაკას მოვპარე ეს იდეა)))))))))))

  9. Tetiko ივნისი 15, 2011, 5:55 PM

    mekide summeri momwonda … 😀 zapxuls tavsatexi gauchina deidas :D:D:D mara vici dzalain sheechvevian da tavsatexi agar eqnebaat.. 😛 :* ❤

  10. ketusi ივნისი 15, 2011, 8:23 PM

    ხო,”ლაქი” დავარქვით,ნელ ნელა სწაცვლობს ყველაფერს,და თუ ჩკვიანი გამოდგა,ალბათ ვერც შეველევით 🙂

  11. beso7x7 ივნისი 15, 2011, 11:58 PM

    vaa ra sainteresoa:)

    arsheizleba magis gamazva daitove da gazarde!

    rogor gazlo amdenxans da ra sayvarelia:)

    ise keti eg knuti meti agar gairecxa tu bunebrivad shavi laqebi aqvs:)))))))))))))))))))))

  12. კახი სექტემბერი 4, 2011, 1:18 AM

    რა საყვარელია სურათებში ^^ იმ ისტორიას გავს (ფილმებიდან) უშვილოები ბავშვს რიმ იპოვნიან და ვერ გადაუწყვეტიათ დაიტოვონ თუ არა. პირდაპირ ღმერთმა გამოგიგზავნათ ჭერიდან :დ :დ

    • ketusi სექტემბერი 4, 2011, 1:23 AM

      უფ,ნუ იტყვი,მართლაც ღმერტმა გამომიგზავნა ტითქოს, მანამდე იმდენი ვიძაზხე კატა მინდა თქო,რომ აგერ ლამის თავზე დამეცა 🙂
      იცი როგორი გაზრდილია და რა კარგია,ძალიან გვიყვარს,გაგვიმართლა,რომ ძალიან ჭკვიანია ❤

  13. Pingback: ჩვენი საყვარელი ცხოველები « K e t u s i ' s .. B l o g

  14. Pingback: რა იყო და რა იქნება « Ketusi's Blog

  15. Pingback: ჩვენი საყვარელი ცხოველები « Ketusi's Blog

  16. Tamar Saginashvili მაისი 9, 2012, 2:44 AM

    არავის არ მისცეთ, ეს კნუტი თქვენთვის არის განკუთვნილი და დროში მიხვდებით თუ რა დიდი მისია აქვს თქვენს ოჯახში. გარდა იმისა რომ ულევი სიხარულის მოტანა შეუძლია, ფისო ოჯახის ექიმია, უამრავი დაავადების პრევენციას ახდენს და რა იცით რატომ გამოგიგზვნათ ღმერთმა… არ გააჩუქოთ თქვენი საჩუქარი)))

    • ketusi.com მაისი 9, 2012, 1:04 PM

      მადლობა ასეტი პოზიტიური კომენტარისტვის.ეს სარშანდელი პოსტია და მინდა გაგახაროთ ,რომ არსადაც არ გამიშვია ჩემი ფისო,დღესაც ცემტანაა და მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება, სამივესძალიან გვიყვარს და ვანებივრებთ. ბიჭია და ლაქი დავარქვით,ინგლისურიდან Lucky–იღბლიანი.მართლაც ღმერთის საცუქარია.ძალიან ჭკვიანია და მოწესრიგებული, თუმცა ცოტა უხასიათო—მოფერება არ უყვარს,გვჩხაპნის ან გვკბენს ხოლმე,მაგრამ ვუწევთ ანგარიშა–მისი ხასიათია და ვეგუებთ და მაინც გვიყვარს.ეხლა ამ კომენტარსაც კი სიამოვნებით და ღიმილით ვწერ 🙂 კდევ ორ სხვა პოსტში მყავს ნახსენები ჩემი კატა და ერტის დაწერასაც ვაპირებ, იმიტომ რომ ეხლა მისი დაბადების დღე ახლოვდება 🙂
      კიდევ ერთხელ მადლობა რცევისთვის და შემოიღყიტეთ ხოლმე ბლოგზე, მალე ლაქიზე დასურატებულ პოსტს დავდებ 🙂

შენი კომენტარი