Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2011 წლის ზაფხულის მოდური ტრენდი — თეთრეულისმაგვარი სამოსი

სიახლე არ არის,რომ მოდური ტენდენციები გვთავაზობენ ისეთ სამოსს,რომელიც ძალიან გვაგონებს თეთრეულს,მეტიც კი–მათი იმიტაციაა.

Christian Dior,Reyes,Max Azria,Blumarine

და აი უკვე თეთრეულისმაგვარმა სამოსმა დაიმკვიდრა თავისი ადგილიც და ცდილობს კლასიკური სტილის ინტერპრეტირებას.

ამ ტენდენციით რა თქმა უნდა ისარგებლა Interfiliere -მ

Interfiliere – არის ინდუსტრიული გიგანტი,რომელიც აწარმოებს ქალის თეთრეულს და საცურაო კოსტიუმებს და ამისთვის საჭირო ყველა დეტალს.ანუ ყველაფერს, რასაც Lingerie- ქვია:საცვლები,ღამის პერანგები,პიჟამოები,კოლგოტები,წინდები და ამგვარი.
მან დახვეწა რამოდენიმე მოდური ტრენდი და 2011 წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის შემოგვთავაზა ისეთი მოდური სამოსი,როგორიც არის loungerie –(ეს ამ სტილის აღმნიშნავი ახლად გამოგონილი ტერმინია)რაც მეტყველებს იმაზე,რომ თეთრეულმა ევოლუცია განიცადა და უკვე გვევლინება როგორც სამოსი,რომელიც ატარებს თეთრეულის დეტალებს (Lingerie -თეთრეული),თანაც ის არის მსუბუქი და სექსუალური.
loungerie-ს ასე ახასიათებენ:

  • ის აბსოლუტურად თავისუფალია,
  • ის სამოსის ალტერნატივაა რომელშიც გამოყენებულია თეთრეულის საუკეთესო დეტალები,
  • ის არის მსუბუქი,ინტიმური,
  • ის არ ექვემდებარება კონკრეტულ კლასიფიკაციას!

და აი,Interfiliere 2011 წლის მოდურ ტრენდად თვლის(და ხედავს) თეთრეულის,საცურაო კოსტიუმის სტილისა და ქუჩის მოდის სტილის ერთგვარ მიქსს.
გთავაზობთ Interfiliere-ს მიერ შემოთავაზებულ 4 თემას,რომელზეც გაკთდება აქცენტი 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდურ ტრენდებში.

სინაზე და სიყვარული

გაიხსენეთ ტექნიკური ინოვაციები.რომ შევინარჩუნოთ სირბილე და შარმის ნოსტალგია,გამოყენებულია ნაგებობების სახეშეცვლილი იერსახე,პრინტები,გაბედულად არის გაკეთებული აქცენტები,გამოყენებულია ქსოვილის სიმსუბუქე,აბრეშუმი,თხელი სატინი და სხვა ნაზავი,თვალში საცემია გლამურული დეტალები–ყველაფერი რაც ცდუნებასთან არის დაკავშირებული!
იმისათვის,რომ ბედნიერი იყო,სულ არ არის საჭირო,რომ ყველაფერი იდეალურად იყოს.საქმე იმაში კი არ არის,რომ იყო კარგი და გონიერი.ვნებას შეუძლია ფერები შეჰმატოს შენს გამოღვიძებას!ფერადი ნახატები,გეომეტრიული აქცენტები,ინდური ყვავილები,ფოლკლორული მუსიკა,მულტიპლიკაციის გავლენა,მარტივი ძირითადი ფერები–ამ ყველაფრის ნაზავი ქმნის ველური ხასიათის მოდას!
ეს არის ყოველდღიურობის ზეიმი ჩვენს ცხოვრებაში,საინტერესო კრეატიულობა,პლჟის ტანსაცმლის ზეგავლენა,სხვადასხვა ეთნოსის მიქსი,ვნებიანობა და ქალურობა.და მთელი ტრენდის დამახასიატებელია–მკაცრი ხაზები!

2011 წლის ზაფხულს სიამოვნებით ვეწაფებით მზეს და სიხალისეს.ერთი მხრივ ეგზოტიკაა–გოგენის მიერ შთაგონილი უხვი ბუნება,უხვი სიმწვანე და კატის მაგვარი პლაჟის ტანსაცმლის მოტივები.სხვა მხრივ კი არის უდაბნო–ქვიშის ლანდშაფტი,მარტივი და პრიმიტიული ნაქარგები,ზოლები,ლამაზი ზონრები და აქცენტი რკინის ნაკეთობებზე.მ ტრენდს ახასიათებს აღმოსავლური ხალათის ფორმები,გამოიყენება ნაქსოვი,ტილოს ნაჭერი და მიტკალი.

განდიდება

ეს არის ახლებული ფუფუნების დედააზრი–მოჩვენებითი და განმაცვიფრებელი,თეატრალური და ქალაქური უხეშობის დეტალებით.დრევანდელი მოდა მიესალმება high-tech-ს.ის არის ხაზგასმით განმაცვიფრებელი და უნიკალური თავისი გამჭვირვალე ქსოვილითა და ნახატებით,გრაფიკით და ბანდაჟის სტილზე გაკეთებული აქცენტით.
ახლებური ფუფუნების დედააზრი ის არის, რომ განსაკუთრებულმა სილამაზემ დაიპყროს თანამედროვე მოდის სამყარო.

აი ასე აღწერს თავს ეს ტრენდი!

P.S.

სელებრითის,ბრიტნი სპირსის სურათს ვამატებ,რომელიც ამ ტიპის სამოსშია გამოწყობილი   “Femme Fatale”ტურის დროს

Advertisements

9 responses to “2011 წლის ზაფხულის მოდური ტრენდი — თეთრეულისმაგვარი სამოსი

  1. gio ივნისი 9, 2011, 10:41 PM

    ketusi kargi postia!modis dedofali xar :))

  2. ketusi ივნისი 9, 2011, 10:45 PM

    ხო, პირადად მე რაც შემეხება,სიმართლე გითხრათ სულ არ მომწონს ეს ტრენდი,არასდროს არ მიყვარდა ღამის პერანგებს რომ გავს ისეთი აბრეშუმის კაბები.
    რარაც დეტალები კარგია, მაგრამ საჩემო მაინც არ არის 🙂

  3. ninnaka ივნისი 9, 2011, 10:49 PM

    ეხლა ვუყურებ და მაინც ვერ აღვიქვამ ჩვეულებრივ სამოსად. 🙂 აშკარად ჩემთვის არაა შექმნილი ეს ახალი ტრენდი. 🙂

  4. Giorgi Cheminava ივნისი 9, 2011, 10:49 PM

    raga dagimalo da mec getanxmebi.sagamos perangivit ,,ragacashi”gamowyobili sad unda gaxvide? :))

  5. Lord Vader ივნისი 10, 2011, 2:14 PM

    შესანიშნავი საოფისე ტანსაცმელია.

  6. niniTo ივნისი 10, 2011, 3:27 PM

    აი მე ძააალიან მომწონს, მსუბუქი და ჰაეროვანია: ))
    უკვე მაქვს ასეთი რაღაცები :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: