Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ინტერვიუ ’კონკურენტ’ ქეთუსისთან ^__^

ორი დღის წინ მეგობარმა ბლოგერმა ინტერვიუ ჩამომართვა,მინდა ჩემს ბლოგზეც იდოს!თან ჩემი პირველი ინტერვიუა 🙂

მისი ნახვა აგრეთვე შეგიძლიათ აი აქ ,შედით ამ საიტზე, სხვა ბლოგერების ინტერვიუებსაც გაეცანით 🙂

მაშ ასე:

მთვლის თუ არა ქეთუსი კონკურენტად და გაუუქმებდა თუ არა იგი სხვას ბლოგს?

არის თუ არა თქვენთვის ბლოგერობა საპასუხისმგებლო?

კი,რა თქმა უნდა,ვიტყოდი,რომ გახდა საპასუხისმგებლო

რაზე წერთ ყველაზე ხშირად?
ჩემს ბლოგზე ცხოვრებისეული პოსტებია,ბევრია მოდაზე და ასევე ბლოგის შესახებ მაქვს ბევრი ტუტორიალი

რამ გადაგაწყვეტინათ ბლოგერობა?
თავიდან ბლოგებს ვკითხულობდი და აქა იქ ვაკომენტარებდი,ერთ მშვენიერ დღეს ამ ამპულაში ჩემი ძალების მოსინჯვაც გადავწყვიტე.თავიდანვე ბლოგი როგორც პირადული ისე ჩავიფიქრე,მერე კი რაღაც თემატური საკითხები შემოვიტანე.თავიდანვე ვფიქრობდი,რომ ბლოგი შეიძლება ყოფილიყო ერთ- ერთი შემოსავლის წყაროც,მაგრამ ახლა რატომღაც მონეტარიზაციაზე ნაკლებად ვფიქრობ

შანსი,რომ გქონდეთ ბლოგს გაყიდიდით?

როგორც ამასწინათ შევაფასე ჩემი ბლოგის ფასია $169 –ამ თანხად და არც ათჯერ მეტად ვერ დავთმობ,ძალიან შევსისხლხორცდით მე და ჩემი ბლოგი.ცხოვრებაში ჰობი–როგორც ასეთი არ მქონია.ახლა კი თამამად ვიტყვი,რომ ბლოგინგი ცემი ჰობია,თუმცა ხშირად არ ვწერ პოსტებს,ეს მაინც დიდ სიამოვნებას მანიჭებს

ჩემს ბლოგზე რამეს ხომ ვერ მეტყვი?
როგორ არა–საინტერესო ბლოგი გაქვს
ხშირად შემოვდივარ ხოლმე

მთვლი თუ არა კონკურენტად?
რა თქმა უნდა, ამ სფეროში ყველა ადამიანი ვისაც ასე თუ ისე წაკითხვადი ბლოგი აქვს–კონკურენტები არიან,მაგრამ ეს უწყინარი კონკურენტობაა,და როგორც წესი,ამბიცია იმისა, რომ მეტად წაკითხვადი ბლოგი გქონდეს–ბლოგის ხარისხზეც აისახება

თვლი თუ არა ჩემს ბლოგს უხარისხოს?

არ ვთვლი

რომელ ბლოგებს გამოარჩევდი?

გამორჩევით ვერ გამოვარჩევ–უსამართლობა იქნებოდა, არის ბევრი ბლოგი,რომელიც ძალიან მომწონს,არის ბლოგები,სადაც ზოგი რამ მომწონს

შანსი,რომ გქონდეს რომელიმე ბლოგერს გაუუქმებდი თავის ბლოგს?
კი,ორი-სამი ბლოგი არის, რომელზეც ვთვლი,რომ არაფერი დაეკარგებოდა კაცობრიობას მათი არ-ქონით

ხომ ვერ დაგვიკონკრეტებ?
ისინი ნაკლებად ცნობილი ბლოგებია და პრაქტიკულად მიტოვებული

შანსი,რომ გქონდეთ ჩემს ბლოს გააუქმებდით?

არავითარ შემთხვევაში

მოდით ახლა პირად ცხოვრებაზე გადავიდეთ! რას გვეტყვით თქვენს პირად ცხოვრებაზე?
ჩემი პირადი ცხოვრება დაფარული არ არის,ეს ბლოგის კონტენტიდანაც ჩანს.ვარ დაოჯახებული–მყავს შესანიშნავი მეუღლე და ერთი ქალიშვილი


Advertisements

17 responses to “ინტერვიუ ’კონკურენტ’ ქეთუსისთან ^__^

  1. მოლი ბლუმი ივნისი 5, 2011, 9:39 PM

    ყურადღებიანი რატომ? 🙂

    • ketusi ივნისი 5, 2011, 10:46 PM

      იმიტომ რომ პოსტი ნახე და კომენტარიც დატოვე ,მერე რა,რომ ერთი სმაილიკია,ის მაინც ბევრ რამეზე მეტყველებს.
      შეიძლება პოსტი კონკრეტულ კომენტარს არ მოითხოვდეს, მაგრამ როდესაც სტუმარი რეაგირებს კომენტარის ან გინდაც სმაილიკის სახით და ამგვარად ’კვალს ტოვებს’–ეს სასიამოვნოა.ამით ყურადრებასაც იჩენ! იმიტომ რომ როგორც მთვლელი იუწყება,დრეში 100 კაცამდე შემოდის ჩემთან,მაგრამ კომენტარს ბევრი არ აკეთებს,სამწუხაროდ.

  2. მოლი ბლუმი ივნისი 5, 2011, 11:00 PM

    საინტერესო პოსტებზე კომენტარის გარეშე როგორ წავალ 🙂 სმაილს რაც შეეხება, მართლა გამეღიმა – ინტერვიუს პირველ ოთხ კითხვაზე თქვენობით მოგმართავდა, მერე გაშინაურდით და შენ-ზე გადავიდა, ბოლოს ისევ თქვენით დაასრულა 🙂 მაგ ბლოგზე სხვა ინტერვიუებსაც გადავხედე გუშინ და “გზის” და “თბილისელების” კითხვები გამახსენდა 🙂

  3. 13th ივნისი 6, 2011, 5:19 PM

    “ჩემს ბლოგზე რამეს ხომ ვერ მეტყვი?” “მთვლი თუ არა კონკურენტად?” “თვლი თუ არა ჩემს ბლოგს უხარისხოს?” “შანსი,რომ გქონდეთ ჩემს ბლოს გააუქმებდით?”

    🙂 ჩამოართვით ვინმემ თავად ჟურნალისტს ინტერვიუ 🙂

  4. GuRo ივნისი 8, 2011, 9:43 PM

    ketusi chemi blog gauqmebdi xo 😀 parolic ki damaviwyda siaxlebi rom davwero 😀

    • ketusi ივნისი 8, 2011, 10:19 PM

      ნუ,ამ ’ინტერვიუში’ შენი ბლოგი არ მიგულისხმია,თუმცა მართლა მიატოვე,პაროლის აღდგენა კი შეიძლება მე მგონი.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: