Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ზაფხული <3

ი,უკვე მეოთხე დღეა ,რაც ზაფხული დაიწყო.კარგად დაიწყო,არა, უნდა მეთქვა –არადა რა კარგად დაიწყო – 🙂 როგორი კარგი ამინდი იყო პირველ ივნისს!!!აი,ზაფხულის პირველ დღეს როგორიც შეეფერება ისეთი :)კაშკაშა მზე იყო,მაგრამ არ ცხელოდა!
იმ დღეს უზნაძეზე მოვდიოდი და სკოლასთან რომ გამოვიარე,ერთ ეზოში ბავშვები იყვნენ შეგროვილები,დიდი ფაცი-ფუცი იყო,მერე მივხვდი,რომ ბოთლებს ავსებდნენ წყლით,უნდა ეწუწავათ.თვითონაც ნახევრად სულ სველები იყვნენ.რამდენი სიცილი,მხიარულება…. :).იმ ეზოს პატრონიც აშკარად გულკეთილი ადამიანი იყო,აცადა ბავშვებს გართობა!მე კი სწრაფად გავეცალე,მეც არ ’შემოვეწუწო’-თქო :).მაშინ ვიგრძენი ზაფხულის დადგომა!

კიდე ,დროებით აღარ უნდა გამოვიყენო ფრაზა ”ჩაიცვი,ზაფხული კი არაა!”–ვსიო,ზაფხულია უკვე,და რა გაიხადო იმას ფიქრობ :))))))

წვიმა….ზაფხულის წვიმა ხომ სულ სხვაა!რაღაცნაირი თბილია,სასიამოვნო,აი როგორც 2 ივნისს იყო.

იცით რა მიყვარს კიდევ ზაფხულში–სარეცხს რომ დაფენ და 5 წუთში რომ მშრალია–ხო,ნუ გაგეცინებათ,ეს უკვე ’მე-დიასახლისი’-ს აზრებია 🙂

ზაფხული იმითაც მიყვარს,რომ ივნისში ჩემი შვილი დაიბადა!მალე დაბადების დღე აქვს, 15 წლის ხდება.უიმე რამხელა შვილიკო მყავს უკვე ❤ .

აბა ვის ახსენდება ჩრდილის არსებობა ზაფხულამდე? მას ყველაზე მეტად ზაფხულში აფასებ! მანამდე ვერც ამჩნებ შენობის თუ ხის ჩრდილს,ან სუსხის დროს თუ მზიანი ამინდია,ჩრდილს არიდებ კიდეც თავს.აი ზაფხულში კი ჩრდილი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია!კიდევ კარგი თბილისში გზების გასწვრივ სულ ხეებია–თავშესაფარი ტრანსპორტის ლოდინისას!

ხოდა ხომ მიყვარს ეს რაღაცეები,მაგრამ რაღაც ურთიერთ საწინააღმდეგო შეგრძნები მაინც მაქვს ხოლმე.ზაფხული კი მიყვარს, მაგრამ სიცხე არ მიყვარს!არადა ჩვენს კლიმატურ ზოლში ზაფხული ცხელი იქნება აბა რა, ასე რომ ერთი ვარიანტი მაქვს–გადავსახლდე ჩრდილოეთისკენ–უიმე,რას ვბოდიალობ,იქ რაღა მინდა, ისევ აქ დავეტევი და ავიტან ამ ზაფხულსაც.

სამწუხაროდ პროგნოზსაც ვერ ენდობი,ესენი ორი დღით ადრე ვერ იგებენ რა ამინდი იქნება,და სულ არ მჯერა,რომ მთელი ზაფხულის პროგნოზმა გაამართლოს–ცხელი ზაფხული იქნებაო–არ მჯერა! არ მინდა დავიჯერო!

ეხლა ამ ზაფხულს დასვენებაზეც ხომ უნდა ვიფიქრო,უფრო სწორედ ვფიქრობ და ვერაფერი მომიფიქრებია,მაგრამ ეს სხვა პოსტის ისტორიაა…

ახლა კი უნდა დავტკბე ზაფხულის საუკეთესო მონაკვეთით,აი იმით–ჯერ რომ ძალიან არ ცხელა– ❤
^__^

Advertisements

31 responses to “ზაფხული <3

  1. LiLaC ივნისი 4, 2011, 3:09 AM

    მეც მიყვარს ზაფხული, ოღონდ არა თბილისში.
    ჯერ კოჯორს ვეწვევი ხოლმე, შემდეგ ზღვისკენ ვიღებ გეზს. შუალედში სოფელშიც ჩავდივარ, სადაც ასევე სიგრილე და ცივი მდინარე მელოდება.
    აი, თბილისის ხვატსა და ცხელი ასფალტის მხურვალებაში გატარებული ზაფხული კი – არა, გმადლობთ : ))

    • ketusi ივნისი 4, 2011, 11:24 AM

      აბა რა, საშინელებაა ზაფხული თბილისში,მეც მინიმუმ ორგან მივდივარ დასასვენებლად.მთელი ცხოვრების მანძილზე მარტო ერთი ზაფხული მაქვს სრულად გატარებული თბილისში–როცა ბავშვი შემეძინა,ძალიან პატარა იყო,რომ სადმე წამეყვანა 🙂

  2. აქსიომა ივნისი 4, 2011, 6:00 AM

    გაგეცინება, გავიაზრე სათაური და მერეღა მივხვდი, რომ უკვე ზაფხულის პირველი თვეა. მაგარი პოსტია და რაღაცნაირად იმედიანი და თბილი ბლოგი გაქვს. 🙂 გილოცავ შვილის დაბადების დღეს და გისურვებ ისეთი გაზრდილიყოს როგორიც შენს გულს გაუხარდება! 🙂

  3. GuRo ივნისი 4, 2011, 11:25 AM

    au ramgaria zapxulii vgijdebi jer sezoni bolomde ar damdgara da ukve movaswari zgvaze wasvla da dawvaa mteli dgebia mawonit davrbivar D:D:D

  4. ლიზიკუნა ივნისი 4, 2011, 12:06 PM

    ისე ველოდები ზაფხულ და არადა არ მოდის))) აბა ეს ზაფხულია? ჯერაც ჯაკეტები არ გაგვიხდია. ხან ცივა ხან ცხელა, ვერ გაიგებ რა ჩაიცვა რა გაიხადო)))) ეხლა ჩემი დროა როგორც იტყვიან ხოლმე. ზამთარი არ მიყვარს და სულ ვიძახი ხოლმე მე თბილი ქვეყნების ჩიტი ვართქო და თბილ ქვეყნებში უნდა მივფრინავდე მაგ დროს, მარა სადაა ეს ბედნიერება. გამოვიზამთრე და ეხლა ველოდები ჩემ სეზონს)) წასვლას რაც შეეხება ალბათ წელსაც არ ვუღალატებ მანგლისს და იქ დავისვენე მე და ჩემი “ქალთა სასტავი” ოჯახი))))))

    • beso7x7 ივნისი 4, 2011, 1:44 PM

      ჯერ ერთი ზამთრის ფუნფულა თოვლში ვინ გორაობდა წელსე ეს გაიხსენე…..:)))))))))))
      და მერე მეორეც თუ სიცხე და მზე გიყვარს მანგლისში რას არბიზარ? გადი პლეხანოვზე ისეთი მზედა სითბოა აგვისტოში უკეტესს ვერინატრებ)))))))))

  5. Chiamaria ივნისი 4, 2011, 12:29 PM

    ზუსტად ეგეთი ურთიერთწინააღმდეგობა მაქვს, ზაფხული მიყვარს, მაგრამ არა უსაშველო სიცხე. თუმცა მზე და ზღვა იცოცხლე ❤

  6. ლიზიკუნა ივნისი 4, 2011, 2:04 PM

    ზაფხული მიყვარს მეთქი ძალიან, მარა არ ნიშნავს რომ ზამთარში სახლიდან არ გავდივარ. ვიგუნდავე დაძალიანაც ვისიამოვნე ბატონო ბესო))))) მარა ჩენი ნება რომ იყოს და ამით არაფერი რომ არ ფუჭდებოდეს (რადგან ყველა სეზონს თავისი სარგებელი მოაქ) ზამთარს და შემოდგომას ამოვიგებდი სეზონებიდან და დავტოვებდი გაზაფხულს და ზაფხულს)))))) ვოტ))) მანგლისში კიდე დგე იქაც ცხელა, საკმარისია ჩრდილში დადგე და გრილა. მაგიტომ მიყვარს მანგლისი. იქ კარგად დაისვენე ადამიანი.

    • beso7x7 ივნისი 4, 2011, 3:19 PM

      შენ არგინახია კარგი თოვლი, სისუფთავე და დიდი თოვლი სადაც ყველგან სიქათქათეა!
      შენ გინახია მაქსიმუმ თბილისის თოვლი ისიც კოჭებზე ცოტა ზემოთ რომელსაც სურათი უნდა გადაუღო იმიტომ რომ 1 საათშ აღარ იქნება)))))))))

      რაც შეეხება სეზონი ამოღებას რადაგიშავა შემოდგომამ???!!!

      ეგარის ყველაზე უხვი ლამაზი და მრავალფეროვანი სეზონი ყველა სეზონებს შორის და ადამიანის ჩამოყალიბების და ზრდის პროცეის ყველაზე დიდი პროცენთი ზაფხულზე და შემოდგომაზე მოდის!!!
      ზამტარში ძინავს ორგანიზმს გაზაფხული კიდე გამოფიტულია!
      ზაფხულში იღვიძებს და შემოდგომაზე აქროვებს მტელ ენერგიას!
      ასერომ შემოდგომა უნდა გიყვარდეს))))

      აუ რა ლექცია ვჭექე)))))))))

  7. ლიზიკუნა ივნისი 4, 2011, 2:18 PM

    ქეთუსი ზღვის გოჭი ხარ, გოჭი)))))))))))

  8. ლიზიკუნა ივნისი 4, 2011, 3:25 PM

    “მარა ჩენი ნება რომ იყოს და ამით არაფერი რომ არ ფუჭდებოდეს (რადგან ყველა სეზონს თავისი სარგებელი მოაქ) “-ესაც დავწერე ბატონო ბესო))))0 რა თქმა უნდა ყველა სეზონი თავისებურად ლამაზია, აუცილებელი და სასარგებლოც. მე ვიძახი სიცივე არ მიყვარს მეთქი, თორემ არ მითქვამ არ მიყვარს ყურძენი მაგალათად და საერთოდ რომ არ იყოს არაფერიათქო)))) ვაააა)))))))

  9. ლიზიკუნა ივნისი 4, 2011, 4:17 PM

    ეხლა შენ ჩუ……… რასაც ვფიქროიბ ის დავწერე. არ მიყვარს ზამთარი და რა ვქნა))))) ჰა კაი, შემიყვარდა, ვგიჟდები, შენი ხათრით, მაგრამ გაზაფხულ ზაფხულზე მაფანატებს))))))))))) ზამთარი შენთვის მიჩუქნია:P

  10. ლიზიკუნა ივნისი 4, 2011, 4:40 PM

    შემდეგ თოვლს დაველოდები აბა))))))) სად თოვლში გორაობა და სად ყვავილების მინდორში ))))))))

    • beso7x7 ივნისი 4, 2011, 5:12 PM

      ოო ეს უკვე კაი პასუხი იყო!!! მომეწონა!!! )))))))))))))

      ისე სიმართლე თქვი…. ცუდი იყო???? არიყო ძალიან მაგარი???? ))))))))

    • ketusi ივნისი 4, 2011, 10:05 PM

      უFF ყვავილებიან მინდორსი გორაობაოოოოოოოო, უიმე რა კარგი იქნებააააააააა

  11. ლიზიკუნა ივნისი 4, 2011, 9:58 PM

    ვაგიარებ, ძაან მაგარი იყო. იმ დღეს ბავშვობა გამახსენდა ისე ვიხალისე. ძაან მაგარი იყო. ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და სილამაზე. მე გაზაფხულზე ვცოცხლდები და მიხარია ყველაფერი. კარგი ამინდიც კი კარგად გამწყობაზე მაყენებს. შეიძლება ცუდ ხასიათზე ავდგე დილით, მაგრამ თუ მზე შემომიჭყოტინებს შეიძლება გუნება განწყობილება უცებ შემეცვალოს კარგისკენ და მეც გავეპრანჭო მზეს)))))))) რა ვქნა მიყვარს მზე და სითბო……..

  12. tetiko ივნისი 5, 2011, 3:38 PM

    me am zapxulistvis magari gegmebi mqodna magram yvelaperi chameshala amitom agaranairi xalisi agar maq sadme gasvliis 😛 :((( arafers agarv velodebi zapxulisgan… zapxuli sie dzalian miyvars,sxva droebtan shedarebitufro xalisiani da sicocxliit savsea :))

    • ketusi ივნისი 5, 2011, 8:25 PM

      ხო,მეც გული დამწყდა,რომ ასეთი გეგმები ჩაგეშალა,მაგრამ არაუშავს თეთიკო,მაინც კარგი ზაფხული გექნება :*

  13. მოლი ბლუმი ივნისი 5, 2011, 9:38 PM

    ზაფხული ძალიან მიყვარს, მაგრამ ზუსტად სამი თვით – სექტემბრის დასაწყისში უკვე ჩრდილი, სიგრილე და თბილი სამოსი მენატრება.

    შვილის დამდეგ დაბადების დღეს გილოცავ, ქეთუსი 🙂

    • ketusi ივნისი 5, 2011, 10:38 PM

      კი,სექტემბრისთვის უკვე ისეთი ამონდებია მეც რომ ძალიან მიყვარს 🙂

      ”შვილის დამდეგ დაბადების დღეს გილოცავ, ქეთუსი ” –მადლობა :*

  14. ლიზიკუნა ივნისი 7, 2011, 11:37 PM

    მგონი ზაფხული აღარც იქნება რა))))) უკვე 8 ივნისია და ზაფხულს პირი არ უჩანს……….

  15. ketusi ივნისი 8, 2011, 12:00 AM

    იქნება,როგორ არ იქნება…..

    ხო, ალბათ 7 ივნისი უნდა დაგეწერა 🙂

  16. ლიზიკუნა ივნისი 8, 2011, 7:02 PM

    რა მნიშვნელობაა))) დღეს თუ არის 8 ისევ გრილა რა. გინდ 7 იყოს გინდ 8 , “ყოველი დღე შაბათია” ხო იცი))))))) ველოდები ამინდს ისევე როგორც ველოდები მზეს>>>>>

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: