Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როცა ადამიანები ადამიანობენ

როდესაც ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ რომ,რომ იტყვიან ”ძაღლი პატრონს ვერა სცნობს”-ო ადვილი დასაჯერებელი აღარაა არც კაცთმოყვარეობა და მით უმეტეს ცხოველის მიმართ ადამიანური სიბრალული და მზრუნველობა.მაგრამ ადამინში მაინც კეთილი სათავე იმარჯვებს ხოლმე და თავის ’ადამიანობას’ კრიტიკულ მომენტში საუკეთესო რაკურსით გვაჩვენებს.
ასე მოხდა ამსწინათაც,რამაც ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა.
რომელითაც უბანში რომელიღაც ქუჩის ძაღლს რამდენიღაც ლეკვი ყავდა,სულ პაწიები იყვნენ ჯერ,რომ თვალებიც არ ქონდათ გახელილი და მოხდა უბედურება–მათი დედა მანქანამ გაიტანა.ასე დარჩნენ ალალ ბედის ამარა ეს ლეკვები.ადამიანებმა,რომლებმაც ისინი იპოვეს,გამოიჩინეს რა სულგძელობა,არ გაწირეს ლეკვები და წამოიყვანეს.სათითაოდ საიმედო ხელში გადასცეს მათ, ვისაც კი მათი გაზრდა შეეძლო.არადა იმდენად პატარები არიან,თვალებიც არ აქვთ გახელილი,და საწოვარათი კვებაა საჭირო!
ხოდა ზუსტად ამაზე ვამბობდი–როგორი ადამიანურობაა საჭირო, რომ ასეთ გასაჭირში ცოცხალი არსბა არ მიატოვო,და იზრუნო მასზე.მადლობა,ადამიანებო,რომ არსებობთ!

აი ეს არის ჩვენი ლეკვი(გულზე აწევს ჩემს დიშვილს,გატიკნულია რძით და ეხლა ისვენებს :))

ხოდა ასე მოხვდა ერთი ლეკვი დედაჩემთანაც,იმ ერთ ერთმა კეთილ ადამიანმა ’მიაბარა’ ჩემს დას და დედაჩემს,რომ გაეზარდათ.და ასე გავიცანი მეც!
იცით რა საყვარელიაააა,გაბუშტული ცხვირი აქვს,აი სულ პატარა ლეკვებს რომ აქვთ,თხელი ბეწვი აქვს,შეფერილობა ჭრელი–თეთრზე ყავისფერი ლაქები.ჯიში—კლასიკური უჯიშო :)))))))))
მოუტანეს საწოვარა,რძე,ყუთშია თბილად მოკალაTებული და ჭამის ,ძილის და კრუსუნის მეტს ჯერ ჯერობით არაფერს არ აკეთებს 🙂
ასე,ეს საქმე რა აკლდა დედაეჩემს–წუწუნებდა თავიდან თვითონ,მაგრამ ნეტა ეხლა ნახოთ,როგორი სიამოვნებით ეფერება,ჩემი და მთელ ’ჭუჭყიან’ საქმეს თავის თავზე იღებს! და ასე ზრდიან ეხლა სახლში ამ პატარას.თავიდან იძახდა დედა, რომ გავზრდი,ვინმე კარგ,ეზოიან პატრონს მოვუნახავო–ახლა კი მგონი ისე შეუყვარდა,რომ არც იფიქრებს იმის სადმე გაშვებას.სახელს რაც შეეხება,ჩემი იდეა იყო მაქსი დაერქმიათ,მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა—დუჩი!! ხო, ბიჭია,და თან დიდიც გაიზრდება როგორც ვატყობ და სახელიც შესაბამისი ხომ უნდა ჰქონდეს.:).ეხლა მეც ერთი სული მაქვს როდის მოვინახულებ.ნეტა თვალებს რა ასაკში ახელენ?ხო,დამავიწყდა მიმეთითებინა,ეხლა უკვე 14 დღისა იქნება,მეტის არამგონია.10 დღისააო რომ მიუყვანეს.(დღეს სურათებს გადავუღებ და მერე დავამატებ პოსტს )
ეს პირველი ძაღლი არ არის ჩვენს ოჯახში.
მოდით,მოგიყვებით…

ბობი l ,ამის მზგავსი ძაღლი,ცოტა უფრო მაღალი ფეხებით

პირველი იყო ბობი (”ბობი პირველი”–როგორც ახლა მას ვუწოდებთ,რადგან მერე იყო ”ბობი ორი” 🙂 )ბობი იყო შოტლანდიური შპიცი.არისტოკრატიული ჯიშის ძაღლი,რომელიც მართლა არისტოკრატიული მანერებით გამოირჩეოდა! ეს უბრალოდ ძაღლი არ იყო–ერთი,რომ ლაპარაკი არ შეეძლო,თორე მოწესრიგებულობით ზოგიერთ ადამიანს სჯობდა! გარეგნობაც ძალიან დხვეწილი ქონდა–პაწია გაცუცქნული იყო,უკუდო და დაყვლეპილი თვალებით,მაგრამ მაღალი ლამაზი ფეხებით და გრძელი კისერით!ყელი თეტრი ქონდა,ტანი შავი,და კუდთან მომცრო ზომის თეთრი სამკუთხედი ქონდა–ძალიან ლამაზი იყო! მახსოვს,თავიდან მამაჩემმა რომ მოიყვანა,სულმთლად პატარა იყო,კოსტუმის ჯიბეში ეჯდა და იქიდან თათებზე იდგა და ისე იყურებოდა–ისეთი პაწაწინა იყო!
ყველაფერი თავიდანვე ადვილად ისწავლა–მოსასაქმებლად ეზოში ჩაგვყავდა,და თუ დავუგვიანებდით,იყო ატუზული კარებთან.რომ ამოვიდოდა,აბაზანის კართან ჯდებოდა და ფეხს არ მოიცვლიდა,სანამ ’კაკ მინიმუმ’ თათებს სველი ტილოთი არ გავუწმენდდით! დედაცემმა მიაჩვია ასეთ სისუფთავეს.ეზოში გუბეს თუ დაინახავდა,ნეტა გენახათ როგორ ცდილობდა თათის არიდებას–უმოკლეს გზას ეძებდა ხოლმე.
ისეთი ავი კი იყოოო,ყველა მეზობელს უყეფდა,თან ისეთი მჭექარა ხმა ქონდა–პატარა ძაღლების ’იარაღი’ ხომ ეგაა!
ხოდა საბოლოო ჯამში ჩემი დისვილი რომ დაიბადა,ბევრი იბჭეს ოჯახში და გადაწყვიტეს იქვე მეზობლად მცხოვრებ მარტოხელა ქალისთვის ეჩუქებინათ,რადგან ჩვილ ბავშვს აშინებდა ყეფით და თან ბეწვის გამოც იფრთხილეს.ასე ’გააშვილეს’ ბობი პირველი.რამოდენიმეჯერ გამოექცა იმ ქალს ,მაგრამ მერე ისე მიეჩვია,რომ ჩვენ გვიუცხოვა!

წლების მერე ერთმა ნაცნობმა ქალმა დედაცემს მიუყვანა პატარა ლეკვი–”მე მაჩუქეს,მაგრმ ამის თავი სად მაქვს და შენ გყავდეს არ რამე უქენი”–ო.ადე შერჩა ეს ძაღლი დედაჩემს.გოგო იყო და ჯინა დავარქვით.მოკლედ რომ მოვყვე–ისეთი უჯიშო იყო, რომ წვრთნას არაფრით დაექვემდებარა.ორი წელი ითმინა დედაჩემმა მისი უზნეობა და მერე ერთმა ნაცნობმა ექთანმა ქალმა თავისთან წაიყვანა–ეზოიანი სახლი მაქვს და ძაღლი არ მაწყენსო–ასე არის იქ დღემდე ბედნიერად.

ბობი 2 ,ამას გავდა

ბობი მეორე ერთ ზმთარს სადარბაზოში აფარებდა თავს,სასაცილო,გაქუცული პატარა ზომის ძაღლი იყო,ჯერ ისე,გარეთ აჭმევდნენ ხოლმე საჭმელს, და მერე ჩემმა დამ ვეღარ გაუძლო ცდუნებას,და სახლში შემოიყვანა.გავკრიჭეთ და ’რაღაცას’ დავამგვანეთ.სამწუხაროდ ერთი წელიც არ იყო გასული მგონი,რომ მანქანამ გაიტანა–ეს იყო ჩემი დისთვის ტრაგედია!მთელი ამბით დავასაფლავეთ 😦
ამის მერე არანაირი ცხოველის გააჭანება აღარ უნდოდა სახლში დედაჩემს!
და აი ეხლა ეს პატარა მაქსი ყავთ!

კატახო, მე კიდევ ერთხელ ქმარმა კნუტი მომიყვანა,ნახე რა საყვარელიაო,სადარბაზოში იყო და შემთხვევით ფეხი დავაბიჯე და რამე ხომ არ დვუშავეო–არა,ძალიან კარგადაა მეთქი.და ეხლა ამას ხომ არ გავაგდებთ ნახე რა პატარა და საყვერელია–ო. –სულ ასეთი პატარა კი არ იქნება,გაიზრდება და იქნება კატა!-მეთქი,მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი და დავიტოვე.სასაცილო ის იყო, რომ გოგო მეგონა და დავარქვი–სუსი! მაგრამ რომ წამოიზარდა აღმოვაჩინე,რომ ბიჭი ყოფილა და –სოსოს ვეძახდი :)))))))))) ვაიმეეეეეეე,ჯვარს მაცვა–მომისპო ყველაფერი:იები სულ ძირში დამიკვნიტა და ქოთნებში მოისაქმა,ფარდები გამიფუჭა,მაგიდაზე ძვრებოდა,დილის 6 საათიდან ფეხზე მაყენებდა, ჩემს ლოგინში იძინებდა.2-3 დღე დაიკარგებოდა ხოლმე და ჭუჭყისგან გაშავებული მომადგებოდა მერე სახლში.ვერ გაუძლო ამას ჩემმა ნერვებმა და გვერდით უბანში ერთი ქალი ცხოვრობდა,ბევრი კატები ყავდა– იმას მივუყვანე და წამოვედი!

ეხლა კი მინდა რამე კარგი ჯიშის კატა ან ძაღლი, მაგრამ რომ ვუფიქრდები,ძალიან ძნელი ’ასატანი’ იქნება,მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ და სად მაქვს ძაღლის დაბლა ტარების თავი! კატა კიდე რამეს გამიფუჭებს სახლში–ხომ ვიცი!
თან ზაფხულში სულ სადღაც მივდივართ დასასვენებლად და როგორ უნდა ვატარო თან ცხოველი?ყველას კი არ უყვას!
ხოდა ასე,ეს ცხოველთა მოყვარული ადამმიანი კი ვარ ასე უ-ცხოველოდ.თორე სადაც რამეს ვნახავ ყველაფერს ვეფერები,ძაღლია,კატაა,თუ ზაზუნა..
უი ხო, ადრე თევზები მყავდა,მაგრამ იმდენი დამეხოცა, იმდენის ცოდვა მადევს კისერზე, რომ თავს პირობა მივეცი,რომ აღარ ვიყოლიებ!
აი ასე,ძალიან ხომ არ დაგღალეთ?
მე კი მესიამოვნა ჩემს არსებებზე მოგონება,კარგები იყვნენ.მენატრებიან ყველა!

48 responses to “როცა ადამიანები ადამიანობენ

  1. netochka3 მაისი 26, 2011, 6:56 PM

    -ქეთი მიხარია,რომ გიყვარს ცხოველები და მათთან მეგობრობ…ვკითხულობდი და შენს განცდებს ვადარებდი ჩემსას…ჩემს მეუღლეს სიგიჟემდე უყვარს ცხოველები,მე ატანა არ მაქვს…სულ რამოდენიმე დღეაა,რაც კატა მომიკვდა,მაგრამ დღემდე ვერ მომინელებია,ვერ ვეგუები სიკვდილს,ამიტომ არ მინდა ხოლმე მათი შეყვარება,რადგან ძალიან ემოციური ვარ,დღემდე კოშმარულ სიზმრებს ვნახულობ,არ მასვენებს იმის ფიქრი,რომ ვაითუ :” ცოდვა ჩავიდინე,როცა მასზე ვბრაზობდი?”

    • ketusi მაისი 26, 2011, 8:57 PM

      კი,ცხოველები ძალიან მიყვარს…
      ასე ნუ განიცდი კატის სიკვდილს,რას იზამ, ცხოველები ცოტას ცხოვრობენ და წინასწარ უნდა შეეგუო იმ აზრს რომ შენს ხელში მოკვდებიან 😦

  2. ლიზიკუნა მაისი 27, 2011, 12:49 PM

    ვაიმე ქეთუსი ეს ძაღლები ჩემი სუსტი წერტილია))))))))) ხალხნო ეს მე ვარ უჯიშო ძაღლებს რომ იფარავს სახლში)))))) რა ვქნა მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა ჯიშიანია თუ არა. მეცოდებიან უჯიშო ძაღლები უფრო მეტად, რადგან კაგს ყოველთვის გამოუჩნდება პატრონი, და უჯიშოს კიდე ყველა ერიდება და არ მიყავთ, სცხვენიათ თუ არ მიოაჩნიათ ძაღლად. მე პირიქით ვარ. ეხლაც გავიჩინე ერთი პაწაწუნა ლეკვი, როგორც ქეთიმ ზემოთ აღწერა დედა მოუკვდა და მე რა გამაჩერებდა ისე, ერთი ლეკვი მე მყავს. საიცრებაა რომ ნნახოთ. პატარა უსუსური. ჩემი შვილებისთვის მაგალითად სოსკით საჩმელი არ მიჩმევია, ამას კიდე დღეში 3-4 ჯერ სოსკით ვაჩმევ. ღამეც ვაჩმევ როგორც კი აწკმუტუნდება. პატარა ბავშვივით რის. რომ გაძგება და მორჩება ჭამას უნდა ნახოთ…. უყვარს როცა ჩაგეხუტება და ტავს ჩარგავს და სიამოვნებისაგან კრუსუნებს))))) ძილი ზურგზე უყვარს, გაჩაჩხული თათები და მოკლედ ისეთი საოცრებაა, რომ რავი. ჯერ თვალები არ აქვს ახელილი მაგრამ ეხლა და ეხლა დაიწყო სიარული, თორემ იქამდე ვერ დადიოდა. ეხლა ყუთიდანაც ძვრება უკვე. იძახიან ძაღლი მხოლოდ მოცლილებს ყავთო ვისაც საქმე არ აქვსო. მე მაგალითად ძალიან დაკავებული ვარ, დღე დედაჩეწმი უვლის და პოსტს საგამოდან ვიბარებ. მთავრია გიყვარდეს არსება და მოსავლელად დროს ყოველთვის გამონახავ რასაც სიამოვნებით გააკეთებ. ერთი სული მაქვს როდის აახეწლს თვალს. სახლეი მაქსი გადაწყვეტიილი იკო, მაგრამ ჯერ კიდე ოჯახში ვერ გადაგვიწყვეტია რას დავარქმევთ საბვოლოოდ. ეგებ თქვენც მომაწოდოთ სახელები. იმდენი სახელი მომწონს და მინდა დავარქვა რომ უკვცე არ ვიცი რომელი ავირჩიო)))))))))

  3. ლიზიკუნა მაისი 27, 2011, 1:00 PM

    ვაიმე ეხლა გამახსენდა)))))) მეორე ძაღლი რომ მყავდა ქე გახსოვს? ულვაშებს რომ ვუკრეჭავდით ისეთი გაბურძნული იყო))))))))) ძალიან გაბურძგნული იყო სასაცილოდ)))))) პირველ სურათზე რომ გაქვს ზუსტად მასეთი იყო ერთ ერთი ჩემი ძაღლი.

  4. beso7x7 მაისი 27, 2011, 2:47 PM

    ertma chem axlobelma remonti gaaketa saxlshi adre da shpalers sanam aakravda kedelze didad daawera “adamianebo giyvardet ertmaneti” roca vkitxet rasnishnavda.. ese tqva: roca chemi shvili gaizrdeba da axal remonts gaaketebs da amas moaxevso waikitxavs am nawerso….. zalian brutaluria titqos es saqcieli da am temastan saerto araferi aqvs albat, garda satauriasa “როცა ადამიანები ადამიანობენ” magram mainc ragac aris naperwkali msgavsebisa!!!

  5. GuRo მაისი 29, 2011, 9:33 PM

    au Laikas LeKvii mindaa Tu vInMes Yavs mAqUChet Raa

  6. ლიზიკუნა მაისი 29, 2011, 10:11 PM

    გურო არ გინდა კიდევ ერთი ლეკვია არის ჩემნაირი დარჩენილი))))) ლაიკაა რა ცოტა სხვანაირი )))))))))) დაარქვი ლაიკა და ეგაა რა))))))))))))))))

  7. beso7x7 მაისი 29, 2011, 10:19 PM

    adamians arsheuzlia imdeni siyvaruli zogjer, rac tval auxelel lekvs sheuzlia!!!

    • ketusi მაისი 30, 2011, 1:00 AM

      აბა რააააა,როგორი უსუსურები არიან მერე, და როგორ ეტმასნებიან ადამიანს!ერთი სიამოვნებაა ლეკვი რომ შენს გულისპირზე მშვიდად წევს და სძინავს!

  8. ლიზიკუნა მაისი 29, 2011, 11:14 PM

    ზოგს შეუძლია))))))))))))) ზოგს არა)))))))))))))მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ არ შეუძლია)))

  9. beso7x7 მაისი 29, 2011, 11:23 PM

    visac ar sheuzlia imatze vambob!!! advilad wyvitaven da ganagrzoben cxovrebas!!

  10. maka მაისი 30, 2011, 12:46 AM

    ar mesmis im adamianebis visac cxovelebi ar uyvars! ketusi,dzalian kargi postia!!! Lusi gamaxsenda da…:(((((((((

    • ketusi მაისი 30, 2011, 1:03 AM

      მადლობა, მაკა :*
      მართლა არ მესმის მეც როგორ შეიძლება, რომ ცხოველი არ გიყვარდეს!
      ადამიანში უფრო შეიძლება ბევრი საძულველი იპოვო,ვიდრე ცხოველში!

      ლუსი მეც გამახსენდა 😦 რა კარგი და ჭკვიანი კატა იყო …

  11. ლიზიკუნა მაისი 30, 2011, 10:40 AM

    და რა მოუვიდა ლუსის?

  12. აქსიომა მაისი 31, 2011, 7:04 AM

    1000000000 ჯერ მეტად მიყვარხარ ამ პოსტის გამო!

  13. ketusi მაისი 31, 2011, 11:47 AM

    ჩემო ძვირფასო მკითხველო,მინდა ბოდიში მკოგიხადოთ იმისთვის,რომ ჯერ ერთი,რომ ამხელა პოსტი გამოვიდა, და მერე– იმდენი შეცდომები დამიშვია!.წეღან გადავავლე თვალი და ჩავასწორე გრამატიკული შეცდომები.
    ეხლა რარა დროსიაო,რამდენი დღის წინ დაწერილი პოსტია, მაგრამ მაინც 🙂

  14. kevana მაისი 31, 2011, 12:22 PM

    ხო, ეხლა თემას რაც შეეხება… ყველაფერი შეფარდებითია და გააჩნია :დ
    უბრალოდ გააჩნია შემთხვევას რა… შემხვედრია ადამიანი, რომელიც ცხოველებს ეფერება, მაგრამ ადამიანებს სასტიკად ექცევა, ამიტომ ვამბობ გააჩნია თქო 🙂

    • ketusi მაისი 31, 2011, 12:30 PM

      აბა,რა გააჩნია ადამიანს.მე მყავს ახლობელ-ნაცნობები კატას დასანახად ვერ იტანენ, არც ძაღლები უყვართ,მაგრამ უაღრესად პოზიტიური და კარგი ადამიანები არიან.ერტი მეზობელიც მყავს,ძაღლებზე ჭკუა ეკეტება ამ კაცს მაგრამ სახლში–ცოლისტვის ნამდვილი ’საქონელია’,ისე უმოწყალოდ სცემს ხოლმე.რას გაიგებ,მართლა.

    • beso7x7 მაისი 31, 2011, 5:47 PM

      ხო, ეხლა თემას რაც შეეხება… ყველაფერი შეფარდებითია და გააჩნია :დ
      უბრალოდ გააჩნია შემთხვევას რა… შემხვედრია ადამიანი, რომელიც ცხოველებს ეფერება, მაგრამ ადამიანებს სასტიკად ექცევა, ამიტომ ვამბობ გააჩნია თქო

      am posts romar gamovexmaur arSemiZlia!!

      martla arseboben egeti adamianebi!!

      sakutar tavze gamomicdia!!!

      arsebobs istoriuli faqtebic:

      tiranebis umetesobas cxovelebi uyvarda zalian!!!

      Hitleri
      Stalini
      Caligula
      Cezari
      Hanibali
      Devig krugeri (cvobili filmia gadagebuli magaze)
      Macedobeli (es kide sadaoa iyo tu ara tirani)
      da bevri kide sxva…
      Aslana abaSiZe 😀

      mokled yvela CventaganSi aris patara tirania damaluli! metnaklebi doziT.
      zogs mometebuli aqvs zogs michqmaluli, magram yvelas aqvs!!

      yvelaze autanelia romarelodebi imisgan!!!

  15. beso7x7 მაისი 31, 2011, 5:50 PM

    es tema sxva gzit midis mgoni vidre daiwyo!!

  16. beso7x7 მაისი 31, 2011, 5:50 PM

    mapatie qeti mets agar chavugrmavdebi 🙂

    • ketusi მაისი 31, 2011, 7:49 PM

      რატომ,ეს ყველაფგერი მაინც ამ თემის გარშემო ტრიალებს
      კარგი მაგალიტები მოიყვანე, ბესო,მადლობა
      მე რომ პოსტს ვწერდი,განგებ არ მოვიყვანე მასეთი მაგალითები,არ განვავრცე თემა,როგორც იტყვიან.ამის სასუალება კომენტარებსიც არის თქვენი მხრიდან.

  17. მოლი ბლუმი მაისი 31, 2011, 7:40 PM

    ბობი პირველი უსაყვარლესია 🙂 თათებზე იდგა და ისე იყურებოდაო – ამაზე სულ გავგიჟდი.

    ყოჩაღ, თქვენ, ასე რომ იფარებთ ლეკვებს 🙂 გულისხმიერი ოჯახი გყოლია, ქეთუსი 🙂

    • ketusi მაისი 31, 2011, 7:50 PM

      კი, ბობი პირველი მართლაც განსაკუთრებული ზაღლი იყო.

      მადლობა ,მოლი ბლუმი,თბილი კომენტარისთვის ❤

  18. ლიზიკუნა მაისი 31, 2011, 10:00 PM

    მაინც მიმაჩნია თუ ადამიან სიყვარული არ შეუძლია ის ცხოველსაც ვერ შეიყვარებს. მე ასე მგონია, თუმცა ხანდახან ისევ ცხოველი შეყვარება ჯობია. . )))))))) გიერთგულებს მაინც, სხვა თუ არაფერი და ხანდახან უკეთ გაგიგებს ვიდრე ადამიანი))))).

  19. ლიზიკუნა მაისი 31, 2011, 10:02 PM

    აი ეხლაც ამ კომენტარის წერისას ჩემი დუჩი მიზის კალთაში და ძინავს. საკმარიშია თბილი ხელი იგრძნოს და ეგრევე მიყუჩდება ხოლმე. ძალიან საყვარელია)))))) ძალიან.

  20. beso7x7 მაისი 31, 2011, 11:03 PM

    ise erti ramea!

    adamians rom jobia gagebashi da ertgulebashi egari zustad saocari)))))

    arc arafers mogatyuebs, arc ecdeba, arc dagabolebs, arc ecdeba, arc daaviwydebi 2-3 dgeshi, arc ecdeba, arc gadagisvams xazs, arc ecdeba. ravici kide rachamovtvalo rasac admiani gagiketebs…!!!

  21. beso7x7 მაისი 31, 2011, 11:05 PM

    chirdebi archirdebi mainc uyvarxar:))))) icis rom uyvarxar da ar miedeb moedeba tavis gasasamartleblad ragaceebs da aseshemdeg:)))))

  22. შიო ივნისი 1, 2011, 9:48 AM

    ბლინ 17 წლის მანძილზე არც ერთ ძაღლში არ გაგვიმართლა, რომ დავწერო სულ იმხელა პოსტი გამოვა ვორდპრესი დამბლოკავს საერთოდ 😦 იმენა ბედი არ აქვთ ჩემ ხელში საოცრებები ემართებათ, ამიტომაც სხვას ყავდეს ისევ ჯობია 🙂

  23. Pingback: 1 ივნისი–დღესასწაული ბავშვებისათვის! « Ketusi's Blog

  24. ლიზიკუნა ივნისი 12, 2011, 12:18 PM

    ჩემ დუჩის თვალები აეხილა და კბილები ამოუვიდა ხალხნო. უკვე დარბის და იყეფება. ვითომ იყეფება, მაგრამ თვითონ ხომ გგონია რომ იყეფება. და კიდევ იღრინება. ძან მაგარია. ჯერაც სოსკით ჭამას და ძალიან ღორმუცელაა)))))

  25. Tetiko ივნისი 15, 2011, 6:00 PM

    )ჩვენ გვეცოდება ძაღლები, რადგან ისინი ადამიანებს გვანან… მაგრამ ჩვენ არ გვეცოდება ადამიანები, რადგან ისინი ძაღლებს გვანან… 😀 ert-ert saitze wavikitxe da gamecina… 😀 chvenu duchi krutunidan ukve yefaze gadadiis, dgitidge izrdeba arada minda sul eseti pawawuna iyos :** dzaglebi dedachemis ari iyos mec dzalian miyvars,arcerti dzaglis ar mshinia… dzaan sayvarlebi arian … 😛

  26. ketusi ივნისი 15, 2011, 8:25 PM

    რამხელა გაზრდილა დუჩი,დეს რომ ვნახე თვალში მომხვდა,ყოველ დღე იზრდება! საყვარელია ძალიან

  27. Teaa აგვისტო 21, 2011, 5:14 AM

    aii boloshi ro lekvia.. minda !!!! :))))))))))) vgijdebi ise miyvars cxovelebiiiiiiii

  28. Pingback: რა იყო და რა იქნება « Ketusi's Blog

Leave a reply to beso7x7 კომენტარის გაუქმება