Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დიდი პატარა ადამიანი

ამ პოსტისთვის სათაურის მოფიქრებისას გამახსენდა ერთი ფილმი–”დიდი პატარა ადამიანი” –დასტინ ჰოჰმანის შესრულებით,ინდიელებზეა ეს ფილმი და ადამიანის შინაგან სამყაროს არაჩვეულებრივად გადმოსცემს.მახსოვს,ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სიუჟეტმა.მაგრამ ახლა საუბარი ფილმზე არ მაქვს,თუმცა ყველას ვურჩევ მის ნახვას.საქმე იმაშია,რომ ისეთი განცდა დამეუფლა გუშინ,რომ ზუსტად გადმოსცემს ამ ფრაზის არსს,ოღონდ პირდაპირი გაგებით.ახლავე გეტყვით რაშია საქმე.
გუშინ სპონტანურად გადავწყვიტეთ გოგოები შევკრებილიყავით.ადგილი–ნუ ჩვენი განუმეორებელი ”მარტინი” .
ხინკალ-ხაჭაპურ-ფრის დაგემოვნებისას კარგად ’მოვიფხანეთ ენები’ :).სახლში წამოსვლა ჯერ არ გვინდა–9 საათი არ არის ჯერ!გადაწყდა ავსულიყავით სამების ტაძარში–ღამე იქ არ ვყოფილვართ და ძალიან გვინდოდა გვენახა.
საოცრად ლამაზი იყო იქაურობა,კარგად განათებული და დიადი.სუფთა,ლამაზი ეზო,ბასეინი ლამაზი გედებით და ყიყინა იხვებით.ერთი სიამოვნებაა იქ სეირნობა!
პირველად არ ვარ ამ ტაძარში,მაგრამ რაღაც სხვა ’ტალღაზე’ ვიყავი.
უყურებ ამხელა ნაგებობას და ფიქრობ ათას რამეზე.ჩემს შეგრძნებებს დავუკვირდი–რას ვგრძნობ ამ დიდი ტაძრის ცქერისას? და იცით რას ვგრძნობ–რომ რაღაც დიდის პატარა ნაწილი ვარ!ისე,როგორც ღამის უღრუბლო ცას რომ უცქერ და ათასობით ვარსკვლავს ხედავ–აცნობიერებ,რომ რაღაც უზარმაზარ სივრცეს ხედავ და ამ დროს შენც მისი ნაწილი ხარ–გრძნობ რაოდენ პაწაწინა ხარ და შეიძლება შიშიც კი იგრძნო!
მაგრამ სამების ცქერისას შიშს არ ვგრძნობ!ეს უფრო რაღაც მოწიწების და პატივისცემის შეგრძნებაა.პატარა ბავშვთან მაქვს ასოციაცია–დიდ,წელში გამართულ ადამიანს რომ დაბლიდან შეჰყურებს!მხიბლავს არქიტექტორის თამამი,უზადო ჩანაფიქრი და ასევე შთაგონების წყაროც.მთელი სერიოზულობით აღვიქვამ სამების გრანდიოზულობას. და ეს გრანდიოზულობა მაკნინებს კიდეც და შიშსაც კი ბადებს ჩემში–ცოდვის ჩადენის შიშს!მაგრამ ამავდროულად არ მაქვს დაუცველობის შეგრძნება–პირიქით ფარ ამოფარებულივით ვარ.დაცულად ვგრძნობ თავს!მეუფლება სიამაყის შეგრძნებაც–რის მიმართ?კარგად ვერ ვხვდები,ალბათ იმის,რომ მართმადიდებელი ვარ და ეს ’ჩვენი’ ტაძარია,ან იმიტომ ხომ არა,რომ …არ ვიცი,ბევრ რამეზე ’მეფიქრება’ .ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნონებიც მეუფლება თითქოს.
ამავდროულად თავში ათასი სხვა ფიქრიც მიტრიალებს,რაზეც ეხლა არ მინდა საუბარი.
და კვლავ რითიც დავიწყე პოსტი,იმ სიტყვებს მინდა დავუბრუნდე.ხომ მიხვდით ეხლა რასაც ვგულისხმობდი?.ისიც მაინტერესებს თქვენ რას გრძნობთ?გქონიათ ამგვარი შეგრძნებები? სამების ტაძრის ცქერისას თავი პატარა მაგრამ დიდ ადამიანად არ გიგრძნიათ? თუ ეს ასეა–მაშინ არქიტექტორის მიზანი მიღწეულია!ასეც იყო ჩაფიქრებული!

ბარემ გადაღებულ ფოტოებსაც დავდებ 🙂 თუმცა კარგი ხარისხის არ გამმოვიდა,რადგან ბნელოდა,თან ტელეფონით გადაღებულია.

Advertisements

12 responses to “დიდი პატარა ადამიანი

  1. netochka3 მაისი 19, 2011, 9:01 PM

    -არ მინდა რაიმეთი გავაუფერულო შენი პოსტი,იმდენად ლამაზი და მრავლისმთქმელია ყოველი სტრიქონი…ჩემი შთაბეჭდილება არ შემიძლია გადმოვცე,უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის….ერთი ლამაზი საღამო მეგობრების და უფლის სახლის გარემოცვაში,მართლაც ამაღელვებელია…შენმა ფოტოებმა კი საბოლოვოდ მომაჯადოვა,მშვენიერი ქალბატონი- ქეთუსია!

  2. ketusi მაისი 19, 2011, 9:11 PM

    უღრმესი მადლობა ,netochka3,ასეთი შეფასებისთვის :*
    მართლა ძალიან ლამაზი საღამო იყო.პოზიტივით ’დატვირტული’

  3. Mallorie მაისი 19, 2011, 9:20 PM

    ჰარმონიასავით სტატიაა.
    არ ვიცი, მე ეგეთი შეგრძნება ჯერ არ მქონია, ასე რომ, ვერ ვისაბუბრებ ამ თემაზე.
    მმ, ასეთ საღამოებს – პროტონებიანი საღამოები ჰქვიათ.
    დიდად ვისიამოვნე პოსტით. :*

  4. »♥» ana «♥« მაისი 20, 2011, 12:27 AM

    გემრიელად ჩასაკითხი პოსტი იყო ))))

  5. beso7x7 მაისი 20, 2011, 12:41 PM

    ვაა რა ნაცნობი სიტუაცია აღწერე;)

    როდის გაიპარებითხოლმე ეგეთ ადგილებში რა…..

    რა შეგრძნებებზეც საუბრობ ეგარის ზუსტად გრანდიოზული შენობების დანიშნულება!
    ტაძრის შემთხვევაშიც ეგარის ზუსტად და უფრო ტაძრის შემთხვევაში ვიდრე სხვა რამე ნაგებონის შემთხვევაში!

    ცოტა ცუდად ჟღერს ეს რაცდავწერე მაგრამ… ასეა!!!

    ყვეალ რელიგიას აქვს იგივე მიმართულება და იგივე პრინციპები!!!

    არვადარებ რათქმაუნდა მართლმადიდებლურ მოძღვრებას სხვა რელიგიურ მოძღვრებებს! ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ პრინციპი და და მიზანი არის ერთიდაიგივე! ანუ მის მრევლზე ზემოქმედება!!!

  6. ketusi მაისი 20, 2011, 3:36 PM

    🙂
    ყველა დეტალს თავისი დატვირთვა აქვს! გრანდიოზულობას–მით უმეტეს!
    მე და შენ გვესმის … 🙂

  7. Mia.. : >> მაისი 20, 2011, 5:49 PM

    ადვილად წასაკითხი პოსტია..თან ლამაზია..დამაფიქრებელიც..სასწაველბელიც..არაფრის დამატება არ შეიძლება..სრულყოფილი პოსტია (როგორც ყველა სხვა 😛 ) მომწონს :**
    (suuuuuuuuuuun)

  8. presgeo იანვარი 11, 2012, 11:38 PM

    imdeni ramtqves magaze kargad arcmgonia shevafaso 🙂 tvitonac ici, rom ddzalian kargad wer 🙂

    kargi postia 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: