Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბუნების საოცრება — შოკოლადის გორაკები



ეს სურათი მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ.ასეთი სილამაზე მართლაც არსებობს თუმცა ის ბუნების ერთ ერთი საოცრებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.
აბა წარმოიდგინეთ — უკიდეგანო სივრცე და სადაც კი თვალი გაგიწვდება,ყველგან ჩამწკრივებულა კონუსის ფორმის სიმეტრიული გორაკები!
ეს საოცრება მდებარეობს ფილიპინებზე,ბოჰოლში და მას შოკოლადის გორაკებს უწოდებენ!
საოცარია,რამ შექმნა ამდენი გორაკი,ასეთი სიმეტრიული.ერთხანს იმასაც ფიქრობდნენ,რომ ადამიანის შექმნილი იყო–პირამიდების მზგავსად.მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა და ეს იდეა უკუაგდეს.აბა წარმოიდგინეთ 50 კვადრატულ კილომეტრის ფართზე 1,776 გორაკი,თითო 30 დან 50 მეტრამდე სიმაღლის,თანაც აბსოლუტურად სიმეტრიული—არა,რაში ჭირდება ადამიანს ამის გაკეთება.აი ჩვენს დალოცვილ ბუნებას კი არ ეზარება საოცრებების შექმნა!
ვითომ ბუნებამ შექმნა?თუ ლეგენდას დავუჯეროთ?
ლეგენდა კი იუწყება,რომ …
იყო და არა იყო რა… იყო ორი გიგანტი,რომლებმაც იჩხუბეს და ერთმანეთს ქვებს და ქვიშას ესროდნენ,.ჩხუბი რამოდენიმე დრეს გრძელდებიოდა.და ბოლოს,დაქანცულებმა გადაწყვიტეს დამეგობრება.დამეგობრდნენ და იმ ადგილს გაეცალნენ და უკან მოიტოვეს ის არეულობა და ქაოსი,რასაც ეხლა შოკოლადის გორაკები ქვია.
აი ასეთ ლეგენდას ყვებიან ამ საოცარ გორაკებზე.
და რატომ ’შოკოლადის’?
წელიწადის გარკვეული დრო გორაკები ხასხასა ბალახითაა დაფარული და ჭირს მათი აღქმა,როგორც ’შოკოლადის’ გორაკებისა.მაგრამ როგორც კი მშრალი სეზონი დგება და ბალახი გადახმება–აი მაშინ იღებს ამ ’გემრიელ’ შეფერილობას და ეჭვს აღარ იწვევს,რომ ეს მართლაც შოკოლადის გორაკებია!

შოკოლადის გორაკები

25 responses to “ბუნების საოცრება — შოკოლადის გორაკები

  1. Juns მაისი 9, 2011, 4:07 AM

    მშვენიერია დიდი სიამოვნებით ავიდოდი ყველა შოკოლადის გორაკზე –
    ისე გადამწვანებული ”ზურმუხტის ძუძუებს ჰგავს” : )

  2. აქსიომა მაისი 9, 2011, 4:08 AM

    აუუუ მაგ ბოჰოლში თუ სადღაც მინდაააააააააააა! ა! ა!!!!!! :(((((
    ოხ ქეთუსი რააა!!! რას მერჩოდი!!!! ეხა მაგაზე დავიწყებ აკვიატებულ ოცნებას! 😦

  3. ლიზიკუნა მაისი 9, 2011, 10:39 AM

    ქეთუსი, ეს მართლაც საოცრებაა!!!! იქ მოხვედრა კიდე მეორე საოცრება)))))ვეთანხმები აქსიომას. რას გვერჩოდა)))))

  4. ShikO მაისი 9, 2011, 11:09 AM

    წავედი მაღაზიაში ბარამბოს ვეძგერო! 🙂 იფ გემრიელი პოსტია!!!

  5. ლიზიკუნა მაისი 9, 2011, 12:16 PM

    ბარამბოს რეკლამაც გაკეთდა!!!!!!!!!!! ქეთუსი მოვდივარ)))))

  6. Lord Vader მაისი 9, 2011, 1:56 PM

    შოკოლადის ხეები მირჩევნია 🙂

  7. ლიზიკუნა მაისი 10, 2011, 4:46 PM

    სად და შოკოლადის ხეების ლაივში სანახავად))) თუ წამიყვანეს რა თქმა უნდა. ფილიპინებზე დასასვენებლად წასვლა არც თუ ისე ცუდი აზრია))) თან შოკოლადის ხეები და ეგაა რა…

  8. ჯი-ნია-ნი მაისი 10, 2011, 5:50 PM

    რა სილამაზეაა..

    • ketusi მაისი 10, 2011, 6:34 PM

      კი,ნართლა საოცარი სილამაზეა.კავკასიელები ლამაზ მთებს კი ვართ მიჩვეულები, მაგრამ ამ გორაკებს რაღაც თავისებური ხიბლი აქვთ.

  9. kevana მაისი 11, 2011, 10:18 AM

    მიყვარს შოკოლადი :უსერ:

  10. michael მაისი 15, 2011, 5:28 PM

    რა მაგარია… მინდა შოკოლადის გორაკები 😦

  11. »♥» ana «♥« მაისი 16, 2011, 9:58 PM

    ვაიმე,ეს რომ მართლა სულ შოკოლადი იყოოს ❤
    მმ.. ვერავინ მომაცილებდა იქაურობას 🙂

  12. Chiamaria სექტემბერი 8, 2011, 11:18 AM

    სულ სულ ნამდვილი შოკოლადის რომ იყოს ის მინდა : ))))) მერე მექნებოდა სამოთხე დედამიწაზე. ეუფ

  13. Nodar Kontselidze დეკემბერი 16, 2011, 11:27 PM

    ჩემი საყვარელი სიზმარია “შოკოლადის გარემო”
    ამაზე ფიქრი დაძაბულობას მიხსნის ხოლმე
    თურმე მართლა არსებობს….

  14. Pingback: ბუნების საოცრება — წითელი გორაკები « Ketusi's Blog

Leave a reply to ლიზიკუნა კომენტარის გაუქმება