Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას

როცა კომპიუტერთან ზიხარ,თითქოს დრო სხვაგვარად მიედინება.გგონია,რომ დრო გაჩერდა,არადა შეხედავ საათს და გაოცებული დააღებ პირს–ეს რა დრო გასულა-ო!თქვენ არ ვიცი,მაგრამ მე ასე ბევრჯერ დამმართნია.საათობით კომპიუტერში ’ქექვა’ ან რამის კითხვა ჩემთვის უცხო არ არის,იყო დრო, რომ თამაშებსაც კარგად ’გეახლებოდით’ ხოლმე ^__^ .როდესაც რამით ხარ გართული,სულ არ გახსენდება,თუ რა დატვირთვას უძლებს ჩვენი ’საწყალი’ თვალები!

არ გეგონოს,რომ ამ პოსტში ბანალური ჭკუის დარიგება უნდა დავიწყო ამასთან დაკავშირებით!არა,ეს ისედაც ყველამ კარგად ვიცით;კიდევაც უთქვიათ ჩვენთვის და კიდევაც ამოგვიკითხავს სხვადასხვა წყაროდან.
ამ პოსტში მინდა ’ჩემეული’ რჩევა მოგცეთ,თუ როგორ ავარიდოთ თვალებს ზედმეტი დატვირთვა და მოგვეცეს საშუალება მეტი ხანი გავატაროთ კომპიუტერის მონიტორის წინ ’უმტკივნეულოდ’ 🙂
ხო, მინდა წინასწარვე ვახსენო,თუ ვინმემ არ იცის,რომ კომპიუტერის მონიტორის ცქერა მოქმედებს მხედველობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უწყვეტლივ 15 წუთზე მეტ ხანს ვუცქერთ(რაიმეს კითხვის დროს ან თამაშის დროს).ამიტომაა საჭიროა ცოტა უფრო ჭკვიანურად მივუდგეთ ამ საქმეს,რომ არც მხედველობა მოგვაკლდეს და თან მეტ ხანს ’გავძლოთ’ კომპიუტერთან.
სტანდარტული რჩევებია,რომ :

  • შედარებით გავამუქოთ ეკრანი კითხვის დროს;
  • ვაკეთოთ თვალის სავარჯიშოები;
  • 15 წუთზე მეტ ხანს არ ვუცქიროთ მონიტორს;

ხოდა,ზუსტად ამ მესამე პუნქტის შესრულება რომაა ყველაზე რთული,მეც თქვენზე ნაკლებად კი არ ვიცი!ხოდა,თუ როგორ უნდა დაასვენო თვალები–ამასთან დაკავშირებით აი ამას გირჩევდით:

  • წყალი გინდათ? ნუ დააბარებ ნურავის–”აუ,ბარემ წამომიღე,რაააა!”–ადექი და დალიე,დაასვენე თვალები!
  • მოგშივდა? არ მოიტანო საჭმელი კომპიუტერთან! გემრიელად მიირთვი სამზარეულოში :)დაასვენე თვალები!(და გაუფრთხილდი კლავიატურას 🙂 !
  • თვალი ადევნე ტელევიზორსაც,ალაგ-ალაგ მასაც გახედე ხოლმე!დაასვენე თვალები!
  • თუ მწეველი ხარ,აუკრძალე თავს კომპიუტერის ’თანდასწრებით’( 🙂 )სიგარეტის მოწევა!დაასვენე თვალები!
  • კარებზე ზარია?სენ მიდი და გაარე კარები!დაასვენე თვალები!
  • თუ კომპიუტერთან ზიხარ და ტან ტელეფინით საუბრობ,აარიდე თვალი მონიტორს!დაასვენე თვალები!(ორ რამეს ერთდროულად მაინც ვერ გააკეთებ,ასე რომ,შენგან რა მიდის )
  • სავაძელში ხშირად იცვალე ჯდომის პოზები!ეგებ და ფეხიც კი გაიბუჟო და სადღა გეცლება მერე მონიტორის ცქერისთვის და გამოვა, რომ დაასვენე თვალები! ^^

ამ ნუსხას კიდევ უამრავი ვარიანტი შეიძლება დავუმატოთ–სერიოზულიც და იუმორნარევიც.ვფიქრობ,რომ შენც,ჩემო სტუმარო,ამ პოსტის კითხვისას მოგაგონდა შენი მეთოდებიც და ნუ დაიზარებ და რჩევები კომენტარში დაწერე,მადლობელი დაგრჩები მეც და ჩემი სტუმრებიც!
აბა შენ იცი,გაითვალისწინე ჩემი რჩევებიც და ….დაასვენე თვალები!

Advertisements

19 responses to “როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას

  1. beso აპრილი 28, 2011, 11:25 PM

    oo zalian sainteresi Temaa!!!

    magram minda dagamshvidot:)

    miyvars teqnika da tanamedrove teqnologiebi!!

    eseigi raxdeba: sworad agnisna temis avtorma monitoris da tvalebis “megobrobaze” magram ert Sesworebas Sevitan: es yvelaferi exeba TV (kinoslopur) TFT da LCD formatebis monitorebs gansakutrebit exeba pirveli taobis kinoskopurebs romelic ekranidan gamosuli sxivebis 50% araswori mimartulebit ushvebda da tvalis baduras agizianebda shedabamisad. shemdeg gamovida win chamosafarebeli shushis damcavi ekranebi tugaxsovt romelic filtravda arasworad gamosul sxivebs da shesabamisad cota shegavati iyo magram didi araferi, igive danishnuleba qonda kompis satvaleebs! rac shenovida axali teqnologia TFT da shemdeg LCD shesabamisad moixsna eg problema araswor gamosxivebastan dakavshirebit magram kachnda axali problema “nateba” ris safuzvelzec agiqvamda tvalis badura gamosaxulebas es ukve tvalis dagla iyo da ara gagizianeba! anu visac susti tvali qonda imat uwitldebodat (es exeba giaferis tvalebis patronebs cisferi; mwvane)
    shemdeg teqnologia daixvewa da wamovida axali taobis monitorebi esaris plazmuri (txevad gazze) da LED (mikro diodebze) teqnologiebi romlebic gacilebit naklebad glis tvals (saxlshi amqvs da piradi gamocdilebit vizaxi zaanmagaria) da bolos super nova romleic exla jer kidev damushavebis etapzea da sacdeli eleqtronuli wignebi ukve gamosulia magsi saxit esaris axali taobis matrica romleic izleva iset efeqts rogoric wignis kitxvis dros aqvs furcels anu faqtiurad tvali iqleba im dros roca kitxva migwyinedab:)))
    es tenologia kidev ufro win miiwes miuxedavad jer bolomde gatestili arc aris! shegizliat naxot aq shedareba

    aserom su ramdenime weli da iseti monitorebi iqneba raga quchashi gagixedia da arag monitoristvis shegixedavs:)

    arsebobs axali taobis usatvalo 3D ekranebi. tu dagainteresebt magazec davpostav:)

    • ketusi აპრილი 29, 2011, 12:36 AM

      ძალიან საინტერესო ინფორმაციაა,ბესო
      მაგრამ რაც გინდა ახალი ტექნოლოგია იყოს,თვალის დაღლას ვერაფერს მოუხერხებ.

  2. GuRo აპრილი 29, 2011, 12:24 AM

    kompiutertan didxans arvijdet gansakutrebit gamee

  3. ninnaka აპრილი 29, 2011, 2:22 AM

    ხან ისე ჩამითრევს ხოლმე აქაურობა ვერ ვხვდები დრო როგორ გადის. საშინელებაა, ადამიანი მიჯაჭვულია უკვე კომპიუტერს და არ ფიქრობს რამდენი ზიანის მომტანია… ამას წინათ ინტერნეტი გამეთიშა, კაბელი იყო დაზიანებული, ზუსტად ერთი კვირა კომპიუტერს არ გავკარებივარ, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმუმ ნახევარი საათით ვჯდებოდი თუ რამე მქონდა ასაკრეფი ვორდში ან სამეცადინო. ისეთი დასვენებული ვიყავი, ღამეც თავის დროზე ვიძინებდი, დილით თავის დროზე მეღვიძებოდა… აჰ, ჩაირთო და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი 😐 🙂 ყველაზე სასაცილო კი იცი რა არის? ამ ყველაფერს ვხვდებით, ვაცნობიერებთ და მაინც ამის გარეშე ვერ ვძლებთ…

    • ketusi აპრილი 29, 2011, 11:57 AM

      იკი,ყველა ’შევსისხლხორცდით’ ამ კომპიუტერებტან,ცხოვრება წარმოუდგენელია უკვე ინტერნეტის გარეშე.
      მე ცოტა პროდლემა მქონდა მხედველობასთან დაკავშირებით,და [ჩემთვის შემოვიღე ეს წესები,რაც პოსტში დავწერე,და ბევრად უფრომარტივი გახდა კომპიუტერთან ჯდომა.
      ვიცი ადამიანები,რომლებიც თავს ვერ აკონტროლებენ და საათობით არ სწყდებიან მონიტორს,ეწყებათ მერე თავის ტკივილი,სისხლის მიმოქცევის დარღვევა.მხედველობა კიდე ისეთი რამაა, რომ ვერ აღადგენ ერთი თუ დაგაკლდა 😦

  4. Mallorie აპრილი 29, 2011, 10:31 PM

    15 წუთზე მეეტს?
    მმმმ, რაღაც არ გამოვა ეგ..
    არა, ქეთუსიკო, საინტერსო პოსტი იყო.. ^^ მადლობა რჩევებისთვის.. :*

    • ketusi აპრილი 29, 2011, 11:37 PM

      ხო,მეც მიჭირს,მაგრამ მაინც ვცდილობ ხშირ-ხშირად ავარიდო თვალი მონიტორს,რამეზე რამდენიმე წამიტ გადამაქვს ყურადღება,და უკვე საკმარისი არის ხოლმე 🙂

      მადლობა რჩევებისთვის.. :* — გაიხარე :))))

  5. GuRo აპრილი 30, 2011, 9:57 AM

    me ambolodros gadavechvie gamgamobit komptan jdomas da sxvatashoris dzili ufro momewona 😀

    • ketusi აპრილი 30, 2011, 9:56 PM

      ოოო,ღამის ძილი რამდენად საჭიროა თვალისთვის ალბათ არც იცი!

      მარტო ერთს გეტყვი,რომ ძალიან კარგს შვები,რომ გვიანობამდე აღარ ზიხარ კომპთან. ^^

  6. GuRo მაისი 2, 2011, 12:31 AM

    sadmaq dro ketusi tore ki davjdebodi magram am varjishebis da pravis gadamkide ukve erti sulimaq loginisken gaviwio

  7. GuRo მაისი 3, 2011, 1:46 PM

    xo ravi nelnela windawin midis da vnaxot yvelaferi gmertis nebaa

  8. mmaarriizz მაისი 14, 2011, 10:19 PM

    ah me es agar mishvelis :(( -2 maq :S

    • ketusi მაისი 14, 2011, 11:44 PM

      უნდა გაუფრთხილდე,თან აუცილებლად,რა გგონია აღგიდგება? თვალებს ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილება.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: