Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ აღმოჩნდი ჩემთან?

ამ ბილიკით მოხვედი ჩემთან

”აქ რამ მოგიყვანა,შე დალოცვილო შენა…”

–სიამოვნებით დავიწყებ ჩემს პოსტს ამ ყველასთვის ნაცნობი,სითბოთი გაჟღენთილ სიტყვებით.

მართლაც მიხარია,რომ ჩემს ბლოგზე ხარ,ჩემს პოსტებს კითხულობ.მე ზუსტად ვიცი,ეხლა აქ რომ ხარ!ვიცი,დღეში რამდენი ადამიანი შემოდის ჩემთან!სათვალთვალო მაქვს დაწესებული,მთლად მარტივად კი არ არის საქმე,ისიც კი ვიცი საიდან მოხვდი ჩემთან!მე ისიც ვიცი თუ რას ეძებ ჩემს ბლოგზე!აბა რა!მე ყველაფერს ვაკონტროლებ!ყველაფრის საქმის კურსში ვარ.მარტო მე კი არა, აი,მაგალითად ჩემი მეგობარი ბკლოგერი Thea ,მანაც იცის ვინ საიდან მოხვდი მასთან.
მაგრამ არ შეგაშინოს ამ ყველაფერმა,რა გაქვს დასამალი?!ან ჩვენ კი არ ვართ სპეც-აგენტები 🙂
ჩვენც ჩვენს ჭიას ვახარებთ,იმიტომაც ვიქექებით ამ ’site stats’ და ’serch’-ებში,რომ ვიცოდეთ ვის ვაინტერესებთ,და ჩვენგან რას ’მოითხოვთ’ !

მაგალითისთვის ჩემი ბლოგის სტატისტიკას გაგაცნობ.
აი,ამ ეთი კვირის Top პოსტები-ანუ ყველაზე მეტად რასაც კითხულობთ,აი ესენია :

ეხლა კი ვნახოთ,საიდან მოხვდი ჩემთან,ეს ამ ბოლო კვირის სტატისტიკაა:

აჰაააააა,ესეიგი Facebook-ზე გამოქვეყნებული ლინკი დააწკაპე? ძალიანაც კარგი,აბა ტყუილად კი არ ვაქვეყნებ ლინკებს!:)
მეორე ადგილზეა სამშებრო სისტემა Holmes.ge ,28 ადამიანი გადმოასამართა ჩემთან ამ ბოლო ერთ კვირაში.
სხვ სამძებრო სისტემების შემდეგ,მოდის Top.ge და ვორდპრესის გვერდი.
შემდეგი კი უკვე მეგობარი ბლოგერებია–დიახ ჩვენ ერთმანეთს ძალიან ხშირად ვსტუმრობთ და ჩვენი სტუმრებიც ჩვენი მეგობრებითაც ინტერესდებიან! 🙂
და სამძებრო სიოსტემაში იცით რას ეძებენ ? ძირითადი საკვანძო სიტყვებია ’საბანკეტო კაბები’ , ’გრძელი კაბა’ ,’გამმოწერა ამერიკიდან’ , ’რემონტი’ ,’ლამაზი კაბები’ .–ნუ,ამ ყველაფერზე არაერთი პოსტი მაქვს დაწერილი და ამიტომ მარტივად სთავაზობს სისტემა ჩემი ბლოგის მისამართს :

ისე,ზოგჯერ ძალიან საინტერესო search ფრაზებს გადავაწყდები ხოლმე,აი,მაგალითად

მგონი იმედი გავუცრუე ამ search term-ის პატრონს,40 რამ-ო? არ ვიცი,ალბათ უნდა დავწერო რამე ამის შესახებაც,კარგი აზრია,ხო იცი 🙂
სხვათაშორის ამგვარი სტატისტიკა კარგ საქმეს გვიწევს!ამით ვხვდებით თუ კონკრეტული თემა რამდენად მოთხოვნადია.ასე რომ დაგვ-search-ეთ,ბატონო,რამდენიც გენებოთ!!! ხელგაშლილები დაგხვდებით!!!

ბლოგზე მოხვედრილი რას ეძებ?შენ –ჯერ არ ვიცი,მაგრამ აი ასეთ რაღაცეებს ეძებენ 🙂 :

ისე,ძალიან მაინტერესებს მეც,ნეტა რატომაა,რომ ’ფეისბუქს წითლად აჩვენებს’ ხოლმე.თუ ძმა ხარ,რომ გაარკვევ,მეც მითხარი,მართლა 🙂
აი იმ ადამიანს,ვისაც აინტერესებს თუ ’რატომ წარმოიქმნება და დნება ყინული’ რა უნდა ვურჩიო/უფრო სწორედ რომელი ჩემი პოსტი ვურჩიო?არ ვიცი ,გენაცვალე,ეგებ ბუნების საოცრება–თოვლი!-ეს ჩემი პოსტი დაგეხმაროს?
ჩემს ბლოგზე მოხვედრილი ადამიანი,ძირითადად,უცხოეთიდან ტანსაცმლის გამოწერის შესახებ პოსტებს ეძებს,ან მოდაზე რამეს,ან ბლოგის wordpress-ზე აგებას.რამკოდენიმეჯერ ფიგურირებს ’სიყვარულის დგის ორიგინალური მილოცვა’ -რაღაც მზგავსი მეწერა კიდეც ერთ ერთ პოსტში,და იმედია იპოვნე,აი ამას ვგულისხმობ :სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს!
მაგრამ მხვდება ხოლმე საინტერესო search სიტყვები და ფრაზები, ’მარგალიტებს’ რომ ვუწოდებთ ხოლმე:
’ამიტომ english’ –სიმართლე გითხრა,ვერ მივხვდი რას ეძებ…
’xachapuri’–უფ,მომამშიე,კაცო 🙂
’როგორ უნდა დაუმტკიცო გოგოს სიყვარული’–აი ეს ცალკე პოსტს მოითხოვს,და გპირდები,რამოდენიმე ხანში თუ კიდევ შემოიჭყიტავ,ამის შესახებაც დაგხვდება პოსტი 🙂
’mallorie blog wordpress’ –ხედავ,მაცო,შენ გეძებენ. აგერ მისი ახალი მისამართი http://www.dandellions.wordpress.com და ესტუმრეთ,ძალიან გაეხარდება 🙂
’gift card ტანსაცმელი’ –ზედმეტად ორი სხვადასხვა სიტყვის ცაწერა დაეზარა ადამნიანს,რა ქნას,და ბარემ ერთდროულად ჩაწერა
’როგორ გამოვიყენოთ ჩოპერი?’ –როგორ და ფრთხილად,ცხვირი არ უნდა ჩააყოლო 🙂
’გააკეთე’ –ოკ,გავაკეტებ,აი უკვე ვაკეთებ,ხო,ისა და რა უნდა გამეკეთებინა?უი,შენც არ იცი?კაი,მოიფიქრე და მერე კიდე მომწერე …
’მატარებლის ბილეთები’–ვაიმე,უკვე მივდივართ?–ხო,ხო,ერთი კაცი და გავდივაართთთთთ!
’chamis locva’–მთლად ’chamis’ არ ვიცი,გენაცვალე,მაგრამ რაღაც რაღაცეებს,კი არადა ყველაფერ მაგრაგვარს საპატრიარქოს ვებ გვერდზე http://www.orthodoxy.ge-ზე ნახავ 🙂
’პატარა შეხედულება მაქვს ’–მართლა?,მეც.მაგრამ თუ ამის საიდუმლოს გარკვევას აპირებ,ამაზეც ვაპირებ ერთი პოსტის დაწერას,ასე რომ ხაზზე იყავი–როგორც იტყვიან
’მასაჟისტი ხატია’–უF,მაგან წეღან შემოიარა და რომ არ დახვდი,ისე წავიდა,რომ არაფერი დაუბარებია…
’ketusi’s blog’–უკვე აქ ხარ,გენაცვალე,ვერ მიცანი?
’mowyenilobis wamali’–მაგას მე ვერ გეტყვი…არ გამოდის ეხლა აქ ამის დაწერა..:)
’sasacilo gogonebi’ –კაი,რა,ქალი სერიოზულს ’ვაწვები’ ბოლოს და ბოლოს 🙂
’ჩემი ლექსები’—ჩემი?ჩემი თუ სენი?აა,ჩემი? არ ვწერ ლექსებს,კი არადა,ბლოგი რომ გავაკეთე მაშინ დავწერე ’ჩემით’ პირველად,აბააააააა,მანამდე ჩემს აზრებს არ ვაკონსპექტებდი 🙂
’ლამაზი კაცები naked’ —რას რას,და აი ამას არ მოველოდი! აშკარად სხვაგან მოხვდი! —ამაზე მართლა ბევრი კი ვიცინე :)))))))))))))
’რატომ მიყვარს ბუნება’ –აქაც მოხვედი? ვერც Thea-ს ბლოგზე ნახე პასუხი? —გამახსენდა,რომ თეასთანაც იგივე ფრაზაა ძებნაში.(კიდე ვამბობ-სკლეროზი მაქვს მეთქი)
’უფასო გაცნობის საიტი საქართველოში’–ისა და, Facebook-იაო კარგი საიტიო,თან ფულსაც არ ახდევინებენო…:)
’ჭკვიან ქალს ლექსები’–ვაიმე,როგორ წუხდები ჩემი გულისთვის,არაა საჭირო,დავიმორცხვესავით :)))))))))
’ლამაზი ბოსტნეული’–რავი,მე კომბოსტოც მომწონს,თან ზოგჯერ ბავშვიც მოყვება ხოლმე :)))
’სიყვარულის საშიში სურათები’ –უკვე მეშინია…
’რაღაცნაირი სურათები’ –დამაფიქრე ეხლა,მოიცა გადავიღებ და დავდებ…
’is rac gulit ginda’–რა იყო,რომ გითხრა ამისრულებ?
’თოვლი blogger’ –თეთრი თოვლი არ წავა რამე რომ იყოს?
’ჩემი ინტერესის სფერო’ –უკიდეგანო!ხომ ხედავ,რომანტიული პოსტებიდან დაწყებული ტუტორიალებით დამთავრებული ყველაფერი მაქვს.
’კაცი,კაცი ოხერია’–კეეეეე 🙂
აი,ძირითადი ეს არის,ეხლა,ყველას ხომ არ დავწერ,ძალიან გრძელი პოსტი გამოვა.

მაშ ასე,ძირითადად ეძებენ ტანსაცმელს,მაღაზიებს,რემონტს,მოდას,ინფორმაციას იაპონიაში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით და brain-ს,ამ ბოლომ გამაკვირვა–14 ჯერ არის ჩაშვებული ძებნაში(no comment),
აი ასე,ჩემო სტუმარო…ამგვარად ვარკვევთ ვის რა აინტერესებს!
არ მოგერიდოს,და-search-ე და ეგებ მომაგნო კიდეც.
ძალიან გამეხარდება,თუ იპოვნი იმას,რასაც ეძებდი და მაშინ ბარემ კომენტარიც დამიტოვე ხოლმე,რომ ვიცოდე,რომ ჩემი პოსტი გამოგადგა.დატოვე შენი კვალი ჩემს ბლოგზე, რომ არ ვიფიქრო,რომ ”მოფრინდი და გამიფრინდი,ჩემო თოლიააააააა” 🙂

მე კი მუდამ აქ ვარ და გელოდები

ჩემს მეგობრებსაც მიგასწავლი,ეგებ მათ უწერიათ ის,რასაც ჩემთან ვერ პოულობ.აბა ნახე: Mallorie ,Kakhi’s World , Mr. Love Cat ,Molly Bloom’s Day™ ,გვირილა ,მშვიდობიანი ბლოგი ,ფსევდოლიტერატურული ბლოგი ,სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები ,ნინაკას ბლოგი .

Advertisements

29 responses to “როგორ აღმოჩნდი ჩემთან?

  1. kaxiii აპრილი 27, 2011, 2:46 AM

    რა საყვარელი პოსტია ^_^ ძალიან მომეწონა ❤ i love you :)))

  2. აქსიომა აპრილი 27, 2011, 7:15 AM

    იმდენად კარგი ადამიანი ხარ, რომ ნებისმიერი პოსტი ფანტასტიურ ხასიათზე მაყენებს! მაგარია ნუ… 🙂

    • ketusi აპრილი 27, 2011, 9:41 AM

      აქსიომა,მოკლედ,განებივრებული ვარ შენი ამგვარი კომ,ენტებით,გაიხარე,მადლობა–ჩემი სტიმული ხარ მინდა გითხრა :*

  3. Mallorie აპრილი 27, 2011, 9:44 AM

    ქეთუსიკო, რა კარგი პოსტია.
    რაღაცნაირად თბილია.
    შემობრძნადი, დაბრძანდი, აბა კარგად მოთავსდი, რამე ხო არ გინდა – აი, ამაზე ვგიჟდები. ამიტომაც მიყვარს სტუმრად სიარული. 😀 ჰოდა, რაღაც აქაც ეგრე მეგონა.
    კარგია, კარგი..
    დავწერ აუცილებლად, გპირდები. :*

  4. Mallorie აპრილი 27, 2011, 10:50 AM

    ჰო, ახლა შავი მანიკურები მისვია და ისე მომწონს.. ^^
    არადა არ მიყვარს შავი ფერი დიდად.. ^^

  5. kevana აპრილი 27, 2011, 10:57 AM

    აღარ მახსოვს მე როგორ მოვხვდი აქ .. მგონი რომელიღაც ტუტორიალ პოსტს შემოვყევი :ტჰინკ:

    მმმ, სასიამოვნო პოსტია :მზე:

  6. ნატალი აპრილი 27, 2011, 11:25 AM

    რა საინტერესო რაღაცეებს წერ ხოლმე :*
    მე ფეისბუქიდან შემოვდივარ ხოლმე,მაპატიე,იშვიათად ვტოვებ კომენტარს.

    ’ლამაზი ბოსტნეული’–რავი,მე კომბოსტოც მომწონს,თან ზოგჯერ ბავშვიც მოყვება ხოლმე )) –ამაზე ჩავბჟირდიიიი

    • ketusi აპრილი 27, 2011, 11:41 AM

      ”რა საინტერესო რაღაცეებს წერ ხოლმე :*” –მადლობა,ვცდილობ 🙂

      კი,ვიცი შენი კომენტარები—ამ კომენტარისტვისაც მადლობა 🙂

      ლამაზი ბოსტნეული–მართლა სასაცილოა 🙂

  7. Teaa აპრილი 27, 2011, 12:42 PM

    qetooo 😀 😀 vixalise magrad, simpatiur shishvel mamakacebsac shentan edzeben??? 😀 😀 😀 dzaliaaaan kargi posti gamovidaaa :)))))

  8. mia.. აპრილი 27, 2011, 1:47 PM

    მაგაარია ძაან.. ორიგინალურად წერ და ეს მომწონს : > პოსტიც უზლიერესია >>

  9. ketusi აპრილი 27, 2011, 2:34 PM

    mia.. იცი როგორ მიხარია,რომ მოგწონს !
    მადლობა :*

  10. niksologi აპრილი 27, 2011, 3:35 PM

    ”’sasacilo gogonebi’ –კაი,რა,ქალი სერიოზულს ’ვაწვები’ ბოლოს და ბოლოს” – :*
    კარგი ხარ :*

  11. ლიზიკუნა აპრილი 27, 2011, 5:48 PM

    ნუ რასაც შენ არ მოიგონებ და დაწერ))))))) გენაცალე, შენი პოსტების კითხვა ერთი სიამოვნებაა)))))))))))))

  12. ninnaka აპრილი 27, 2011, 6:53 PM

    ’უფასო გაცნობის საიტი საქართველოში’ :)))))) ისე მე ადნაკლასნიკისკენ გავუშვებდი ქეთ :)))) მასაჟისტს ჩემთანაც ეძებდნენ მაგრამ სიმართლე გითხრა გუგლმა რატომ მოისროლა ჩემსკენ ვერ მივხვდი :))
    მეც ავხდი ეხლა ფარდას კულისებს იქ ისეთები ტრიალეებს 😀 😀 ერთი ორზე უკვე 2 თვეა ვიცინი :)))))))

  13. nana აპრილი 30, 2011, 10:09 PM

    dzalian sayvareli postiaaa:))))))))))

  14. Pingback: როგორ მოხვდი ჩემთან.. « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  15. ketusi.com თებერვალი 6, 2012, 8:06 PM

    ამ ბოლო დროს კიდევ დამიგროვდა რამოდენიმე საინტერესო სერჩ-სიტყვა.ფაქტია, რომ მათი მეშვეობიტრ ცემ ბლოგზე მოხვდნენ.ზალიან გამაკვირვა:
    აჩრდილი კომუნიზმისა
    nair-nairi
    როგორ ვისწავლოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული (სხვათაშორის ასეთი პოსტის დაწერას მართლა ვგეგმავ)
    როცა მოლოდინი აგიხდება

    ხოდა ვხვდები, ასე მრავალნაირი პოსტები რომ მაქვს, როგორ ბევრი საკვანძო სიტყვით ხვდებიან ჩემთან 🙂

  16. tami მარტი 17, 2012, 4:42 PM

    პინკიდან მოვხვდი შენთან<3

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: