Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 1)



რა კარგად მახსოვს ჩემი ბანკეტიიიიი.როგორი ჟიტირებულები ვიყავით ყველა.სამზადისი ყველაზე მეტად განერვიულებს ამ დროს,რას ჩაიცმევ–უმნიშვნელოვანესი ’სადარდებელი’ გოგონებისთვის(ეს თემა ხომ მუდამ აქტუალურია!).ადრე ასეთი ’Party’ ბანკეტები არ იმართებოდა ხოლმე,არც ასეთი ლამაზი ცერემონია და პომპეზურობა იყო,უფრო სადად იყო ყველაფერი.მახსოვს ჩემს საბანკეტოდ დედაჩემმა პოლონეთიდან ჩამოატანინა ძალიან ლამაზი ბლუზა,და მკერავთან შევიკერე გრძელი,ფენა-ფენა რუშებიანი შავი შიფონის ბოლოკაბა,ლამაზი ქამარი მეკეთა და ახლანდელი გადასახედიდანაც კი ძალიან ლამაზი ჩასაცმელი გამოვიდა.მგონი ყველაზე ლამაზი კაბა მე მეცვა :).uFF ჭკუაზე არ ვიყავი! თმა კულულებად მქონდა დახვეული.ხო,მეორე დღისთვის მეცვა ’მარიაჩკა’-სტილის კაბა,ზედა და მოკლე ბოლოკაბა–მეზღვაურის სტილში გადაწყვეტილი,ძალიან კარგი რამე იყო,ეგეც პოლონეთიდან ჩამომიტანეს,მაშინ თან მოდაში ეგ სტილი იყო და ძალიან მიხაროდა.ცუდი ის არის რომ ერთი სურათიც არ მაქვს ჩემი ბანკეტიდან,რავიცი რატომ გამოგვრჩა რომ მესურათე არ მოვიწვიეთ 😦 (ხო,ნუ გაგიკვირდებათ,ეს 1992 ში იყო,სად იყო მაშინ ციფრულები და მობილურები და კაი ცხოვრება 🙂 )

ეხლა ჩემი გოგოსთვის ვათვალიერებდი კაბებს ინტერნეტში,ჯერ 14 წლისაა,მაგრამ წლის ბოლოს ბანკეტიას მაგვარი უნდა გვქონდესო და უკვე ’ვემზადებით’ პრაქტიკულად.
სასწავლო წლის ბოლოს მე12-ე კლასელებს ხომ ექნებათ ბანკეტები და წარმომიდგენია რა ამბავში არიან!
ხოდა ჩემო კარგებო,მინდა წაგეშველოთ და ინტერნეტ მაღაზიების მისამართები მოგაწოდოთ,რომ შეიძინოთ ლამაზი კაბები,ან დიზაინის მხრივ მაინც მოხვეჭოთ იდეები.

  1. www.xoxo.com აქ წარმოდგენილია უამრავი საინტერესო კაბა,ფასები ვარირებს,მაგრამ უსაშველოდ ძვირი არ არის.
  2. asos.comაქაც შეიძლება კარგი რამემბის ნახვა.
  3. FOREVER 21რამოდენიმე კარგი კაბაა
  4. VICTORIA’S  SECRET –აქაც არის რაღაცეები
  5. urbanog.comსეილშიც ნახეთ,კარგი კაბებია,მაგრამძალიან მალე მთავრდება ხოლმე,უნდა მოასწრო.
  6. LightInTheBox.com გამოწერით თუ არ გინდათ,დიზაინსმაინც შეარჩევთ.
  7. Dresses Mania აქ ვერ იყიდით,მაგრამ შესანიშნავ გალერეას ნახავთ და დიზაინსაც ადვილად აარჩევთ.
  8. Quiz ბრიტანეთში აეს მაღაზია,ძალიან კარგი კაბები აქვთ.ვალუტა –ფუნტი სტერლინგი.

აგრეთვე იხილეტ სემდგომი პოსტები:

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 2)

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 3 )

Advertisements

36 responses to “მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 1)

  1. LiLaC აპრილი 14, 2011, 2:16 AM

    1 კლასიდან ველოდებოდი ბანკეტს, ვოცნებობდი, როგორ კაბას ჩავიცმევდი, თმას და მაკიაჟს როგორ გავიკეთებდი, მაგრამ ყველაფერი ჩამშხამდა…
    ჯერ იყო და კაბა შევიკერე ერთერთ დიზაინერთან და მივათხლიშე 300 ლარი. ისიც ნაცნობობით. მართალია, ლამაზი იყო ნამდვილად (თან სულ ჩემი გემოვნებით), მაგრამ ძალიან ცუდად შეკერეს. სარჩული არასწორად ქონდა, ბანკეტის დილას ჩამისწორეს და ბანტი ქონდა კიდე, რომელიც ნორმალურად ვერ დაამაგრეს, სულ მეშლებოდა.. მოკლედ, კაბამ ვერ ”მასიამოვნა” : (((
    მაკაიჟიც და თმაც ფაცხა-ფუცხით გავიკეთე. კი მივიღე კომპლიმენტები, მაგრამ ახლა რომ ვიყო, ყველაფერი სხვანირად იქნებოდა და უფრო იაფადაც!!! : ))))
    თავს იმით ვიიმედებ, რომ კლასების შეხვედრები ან სულაც უნივერსტეტის ბანკეტი მაქვს წინ და იქ ავიხდენ ჩემი ბავშვობის ოცნებას : )

    • ketusi აპრილი 14, 2011, 11:12 AM

      აუ რა ცუდია კაბა რომ დისკომფორტს გიქმნის.მეც რამდენჯერმე მაქვს გამოცდილი.
      კი,უნივერსიტეტის ბანკეტი უფრო კარგია როგორც ვიცი.
      მე ,სამწუხაროდ ვერ დავესწარი ჩემი ინსტიტუტის ბანკეტს,ბავშვი შემეძინა იმ დღეებში.

  2. netochka3 აპრილი 14, 2011, 9:57 AM

    -ქეთი,უსაყვარლესი პიროვნება ხარ! მუდამ შეგიძლია მისცე ადამიანებს ის რაც ასე აქტალურია დღეს! -მუდამ მოუთმენლად გელოდები!

  3. ლიზიკუნა აპრილი 14, 2011, 3:56 PM

    ეხლა რომ, პომპეზურად აღნიშნავენ ამას რა თქმა უნდა და ძალიან მიხარია. ეს თარიღი მხოლოდ ერთხელ არის ცხოვრებაში და ისეთი უნდა იყოს რომ არასოდეს არ დაგავიწყდეს. რაც შეიძლება მეტი სურათი , კარგი განწყობა და გართობ, რა რადგან ამ დღეს ყველა გამორჩეულად ლამაზია, ერთმანეთზე უკეთესი. ნეტავი წელიწადში რამდენჯერმე იყოს ბანკეტი))))))))))))

  4. Mallorie აპრილი 14, 2011, 4:38 PM

    ქეთუსი, დავაშეარე..
    აი, დარწმუნებული ვარ, მართლა ბევრი ადამიანის მადლს მოისხამ. ^^

    • ketusi აპრილი 14, 2011, 4:44 PM

      კარგი გოგო ხარ,მადლობა

      გამეხარდება,თუ გამოგადგებათ.

      ლინკები კიდევ დაემატება ამას.
      და ამ დღეებში მოდის ტენდენციებზეც დავწერ

  5. Jessie აპრილი 15, 2011, 1:14 PM

    ვაიმე რა აკრგად მახსოვს ცმი ბანკეტი. არც ისეთ მაგარი იყო..მაგრამ მაინც. 1 თვუით ადრე დავიწყე მზადება.. კაბა თმის ვარცხნილობის შერჩევა და ა.შ…. რამდენი წელი გავიდა……

  6. GuRoo აპრილი 15, 2011, 11:23 PM

    vaime qetusi davitanje am teos banketis gadamkide yoveldge dgeshi erti 100 kaba unda wavshalo kompidan :D:D agarshemilia

  7. ლიზიკუნა აპრილი 16, 2011, 12:15 PM

    რას ქვია წაშალო გურო))))))) მანქანას რომ ყიდულობდე მაშინ კაია თეომ წაგიშალოს ))))))) მაგარია ბანკეტი, ნეტავი მე მქონდეს ან მაგ ასაკშ ვიყოოოოოოო))))

  8. GuRoo აპრილი 16, 2011, 9:56 PM

    martali xar lizikuna mara ukve tvitonac aricis romeli moswons 😀

  9. kevana აპრილი 19, 2011, 11:53 PM

    მე არ მქონდა ბანკეტი 🙂 მაგრამ მიხარია როცა ასეთ რამეებს ვკითხულობ

  10. ninnaka აპრილი 24, 2011, 12:59 PM

    რა კარგად მახსოვს ჩემი ბანკეტი… 🙂 ზუსტად 6 წლის წინ იყო და ისეთი გულმოდგინებით ვემზადებოდით მთელი ოჯახი 🙂 წითელი კაბა მეცვა და თმა მაღლა მქონდა აწეული, კარგი ვარცხნილობა მქონდა, არა და სპონტანურად იმ დღეს შევარჩიე. 🙂 სამწუხაროდ უნივერსიტეტის დამთავრებისას ბანკეტი არ გვქონია, ექსკურსიით შემოვიფარგლეთ, არა და კარგი გეგმები მქონდა 😀 წარმომიდგენია 12-ე კლასელების ეიფორია. 🙂

  11. ruso აპრილი 29, 2011, 4:05 PM

    წელს ვამთავრებ სკოლას და კაბა ჯერ ვერ შევარჩიე! წარმოგიდგენიათ?? :((((((((

    • ketusi აპრილი 29, 2011, 6:29 PM

      ხოოოო,თუ ყიდულობ მზა კაბას,მაშინ არაუშავს,აი შეკერინება თუ გინდა, უფრო უნდა იჩქარო,მალე ვერ შეგიკერავენ,ბევრი შეკვეთები აქვსთ ხოლმე მკერავებს ამ დროს,:)

  12. ThekLa მარტი 2, 2012, 10:39 PM

    weLs Mee VaamtavReeb :X Da Kaba Ver Vnaxe Cota TanameDROOvEE :s:s Ar miiYvrs iS ragac aTlaSebis Tu ragacc JandabebeBII : (( gAAVgIIjDII

  13. ThekLa მარტი 7, 2012, 5:44 PM

    2 tvega darchaa:X vaime roggor vnerviuloob iqneb damexmarooot : ((( ver vnaxe iseti rogoric me minda : ((

  14. ketusi.com მარტი 8, 2012, 2:51 PM

    გამოწერა გინდა უცხოეთიდან?

  15. ThekLa მარტი 9, 2012, 11:18 PM

    ara ketusi ubralod minda naxva kargi kabis da imis mixedvit mere ro shevakerio

  16. Pingback: მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 2) « Ketusi's Blog

  17. Pingback: მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 3 ) « Ketusi's Blog

  18. qristisurguladze იანვარი 20, 2013, 11:09 PM

    me wels vamtavreb 🙂 iseti emociebit veli maisis mosvlas 🙂 ukve agar shemidzlia 🙂 sul kabebis archevashi var, tu aq , internetshi da tu magaziebshi 🙂 jer veraferi avarchie , ertaderti vici rom chemi kaba grdzeli da witeli iqneba 🙂 dzalian didi madloba am blogs, bevri kargi saiti vnaxe :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: