
რადგან ბლოგერებმა Kakhi და აქსიომამ დამთაგეს,მეც დავწერ ჩემს შეცდომების შესახებ.
რამდენნაირი შეცდომები არსებობს,ხო?რამდენიც ცხოვრებისეული სიტუაცია ექმნება ადამიანს –იმდენნაირი შეცდომა შეიძლება დაუშვას.და რადგან ცხოვრებაში ნებისმიერი სიტუაცია პირველად ’პირველად’ გვხვდება,ამიტომ არის პოტენციურად დიდი შანსი,რომ შეცდომა მოგვივიდეს.ძალიან კარგია,თუ გავაანალიზებთ,რომ ეს ქმედება შეცდომაა,ეს პირველი ნაბიჯია,მეორე კი მისი გამოსწორებაა,ან მცდელობა მაინც,რომ დაშვებული გამოვასწოროთ.მაგრამ ხშირად უკან დროს ვერ ვაბრუნებთ და შანსსაც ვუშვებთ ხელიდან რომ რაიმე გამოვასწოროთ,და ერთადერთი პლუსი რჩება ის,რომ ვიძენთ გამოცდილებას,რომ თუკი მზგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით–იგივე შეცდომა არ დავუშვათ!
ამბობენ,რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო,ბრიყვი კი თავის შეცდომებზეო.
რაღაც მომენტში შეიძლება ასეც იყოს,მაგრამ საერთოდ ყველა ცხოვრებისეული სიტუაცია ერთნაირი ვერ იქნება და ვერც ადამიანის საქციელს გავთვლით წინასწარ,და არც ხშირად ყვებიან ადამიანები თავიანთი შეცდომების შესახებ,რომ მათგან რაიმე ვისწავლოთ.ასე რომ გამოდის,რომ ადამიანი უმეტესწილად თავისივე შეცდომებზე სწავლობს!
უშუალოდ ჩემს შეცდომებს რაც შეეხება,ეს დღეები ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე და რამოდენიმე შეცდომა გამოვყავი,რაზეც ადრეც მიფიქრია ხოლმე.
მაშ დავიწყებ:
- როცა მოზარდები ვიყავით, ჩემს დას ყავდა შეყვარებული,მე დიდად არ ვუკვირდებოდი მათ ურთიერთობას,მაგრამ ვამჩნევდი,რომ ჩემს დასაც უყვარდა ის ბიჭი.ერთხელ რაღაც ძალიან ბანალური რაღაცის გამო იჩხუბეს,და ორივე იმდენად ჯინიანი აღმოჩნდა,რომ პირველი ნაბიჯი არცერთმა არ გადადგა და ასე სამუდამოდ გაიყო მათი გზები.—ხოდა ჩემს თავს ვადანაშაულებ იმაში,რომ არ ჩავერიე,და არაფერი მოვიმოქმედე იმისათვის,რომ ისინი შემერიგებინა.მართალია,საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა,ისევ ჯობდა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა(როგორც ცხოვრებამ აჩვენა),მაგრამ მაშინ ხომ ეს არ ვიცოდით,და მე ჩემს შეცდომად ვთვლი ჩემს პასიურობას!
- სკოლას რომ ვამთავრებდი,ბოლო ზარს ავღნიშნავდით კლასელები ჩვენი თანაკლასელის სახლში,კარგი პურმარილი გვქონდა და კარგი სიტუაცია,ერთი,რაც მანამდე მანაღვლებდა იყო ის,რომ რამოდენიმე ჩემს თაყვანისმცემელს უნდოდა ჩემთვის სიყვარულის ახსნა და რავი,ვერაფრით ვერ მიბედავდნენ 🙂 ხოდა,ეს სიტუაციები რომ თავიდან ამეცილებინა,რამდენიმე დღის წინ შემთხვევით ქუჩაში გაცნობილი ბიჭი დავპატიჟე,ისიც ჭკუაზე არ იყო სიხარულისგან და რა თქმა უნდა სიხარულით გამომყვა.ხოდა მთელი ის საღამო პრაქტიკულად შირმად მყავდა,გავაცანი კლასელებს და მერე მისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.რა თქმა უნდა ის მიხვდა ყველაფერს და გამიგო და ’დასტოინად’ ჩაამთავრა ის საღამო.პრაქტიკულად არც კი დავმშვიდობებივარ და მას მერე არცმინახია,ეხლა სახელიც არ მახსოვს მისი.–ხოდა შეცდომა იყო ეს! ეს ადამიანიარ უნდა გამომეყენებინა,მეც კარგად გავართმევდი ყველაფერს თავს!პატიებას ვთხოვ ამ ადამიანს.
- ინსტიტუტში ერთ ბიჭს ვუყვარდი ძალიან,მეც მომწონდა,მირეკავდა ხოლმე და ვსაუბრობდით,ზოგჯერ გამაცილებდა ხოლმე.ის უკვე სერიოზულად ფიქრობდა ჩემთან ოჯახის შექმნაზე.რამოდენიმე ხნის მერე კი გავთხოვდი(გავთხოვდი,რა,მომიტაცეს!მაშინ ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე,და ეტყობა მიყვარდა კიდეც გულში კახა,რახან მაინც დავთანხმდი მის ცოლობას–ეს გრძელი ისტორიაა და შეიძლება ერთხელ მოგიყვეთ კიდეც ;))ხოდა,მას მერე თემური(ასე ერქვა მას) აღარც მინახია,სად გაქრა არ ვიცი.დარწმუნებული ვარ არასწორი წარმოდგენა შეექმნებოდა ჩემზე.–ჩემი შეცდომაა,რომ რამენაირად უნდა მენახა ის და ამეხსნა,რომ ის მართლა მომწონდა და უბრალოდ ჩემდა დამოუკიდებლად სხვაგვარად აეწყო სიტუაცია.მაპატიე თემური!
- ხო,მერე კიდევ რა იყო? ოჯახში დედამთილთან პრობლემები მქონდა,ეხლა ვთვლი,არ უნდა ვყოფილიყავი თავმდაბალი–ეს იყო ჩემი შეცდომა!მაგრამ რაც იყო იყო!
- ოთხი წლის თავზე ჩემს პატარა ოჯახს პრობლემები შეექმნა,და შეცდომა იყო ჩემი,რომ კარგი ნებისყოფა არ მქონდა,და ჯიუტი ვიყავი,მაგრამ კარგი ისაა,რომ როგორც კი ჩემს შეცდომას მივხვდი(სამწუხარიოდ ჭკვიანური რჩევაც კი არავის მოუცია),მაშინვე ყველაფერი ’გამოვასწორე’ .
- ადრე სულ მყავდა ხოლმე თევზები,უფრო მეტად ოქროს თევზები,გუპი,და კიოდევ რამოდენიმე ჯიში.და ერთხელაც აკვარიუმის წყალს ვათბობდი,და ეტყობა(ეტყობა კი არა და ნამდვიალდ),ზედმეტად გათბა წყალი და ყველა თევზი დამეხოცააააა.ვერ წარმოიდგენთ რა ტრაგედია იყო ეს ჩემთვის!ვერ ვპატიობ ჩემს თავს!და დავიფიცე,რომ თევზებს აღარ ვიყოლიებ მეთქი.არადა როგორ მინდა კიდევ თევზები:(
- ხო,ეხლა ექსპრომტად ერთი რამ გამახსენდა.ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი,რექტორმა შემომთავაზა არასპეციალურ ფაკულტეტზე მასწავლებლობა(ხუთებზე დავამთავრე უცხო ენების ფაკულტეტი),ჩემმა ქმარმა გაიგიჟა თავი და უარი მათქმევინა–მიზეზი ის იყო,რომ საცაა ბავშვი უნდა შემძენოდა,თან ინსტიტუტიც შორს მდებარეობდა და მთავარი მიზეზი კი რათქმა უინდა ეჭვიანობა იყო.რაღაცმომენტში გასაგებიცაა,ძირითადად მამაკაცებით დაკომპლექტებულ ფაკულტეტზე სიმპატიური ლექტორიო და…მოკლედ უარი მათქმევინა.რამოდენიმეხნის მერე კი მივხვდი,რომ ეს დიდი შეცდომა იყო.კარგი შანსი გავუშვი ხელიდან.არ უნდა დამეჯერებინა, იდეურად მაინც უნდა მეტად გამეწია წინააღმდეგობა.
კიდევ რა გავიხსენო?იყო წვრილმანი სიტუაციები,როდესაც,რაღაც წვრილმან შეცდომებს უშვებდი,მაგრამ სერიოზული არაფერი მახსენდება.
დრო გადის,და ზოგი შეცდომა უფრო სერიოზული გეჩვენება,ზოგი კი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.
თავიდან ძნელი გასარჩევია თუ შვებული შეცდომა რა შედეგს გამოიღებს.
ყველა ვუშვებთ შეცდომებს.მაგრამ მთავარია,საბედისწერო შეცდომა არ დავუშვათ!
ჯერ ისეთი ’ბებერი’ არ ვარ,უამრავი შეცდომა მაქვს წინ 🙂
ჩემდა თავად ვთაგავ ამ ბლოგების ავტორებს :ექსპერიმენტი, ფსევდოლიტერატურული ბლოგი , rruska’s blog….
მოგეწონა? გაუზიარე მეგობრებსაც!
Like this:
Like იტვირთება. . .
Related
პოსტი მომეწონა. რაც შეეხება თევზებთან დაშვებულ შეცდომას მგონია რომ თავს ტყუილად ისჯი.
მადლობა kaxiii
ჩემი თევზები მაინც ძალიან მეცოდება,მაგრამ რას ვიზამ აწი…
ოოოოოოო))))) იმდენი მაქ შეცდომები დაშვებული, რომ ხანდახან მიფიქრია რომ ჩემი ცხოვრების 15 წელი რომ ამომაშლევინა და ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მქონდეს ალბათ ამდენ შეცდომას აღარ დავუშვებდი და სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. ან შეიძლება დამეშვა კიდეც.რა ვიცი)))) სამწუხაროდ ვერაფერს ვეღარ გამოვასწორებ. მთავარია აწი აღარ დავუშვა იგივე შეცდომები. ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვდასხვანაირად ფიქრობ, იქცევი და გრძნობ კიდეც. რაც ადრე სწორად მიგაჩნდა თურმე შეცდომა აღმოჩნდა წლების მერე და ასე. არ არსებობს ადამიანები რომელსაც ერთი შეცდომა მაინც არ დაუშვიათ ცხოვრების მანძილე და არ უნანიათ. სინანულით ცხოვრება კიდე საშინელი რამ არის, პრინციპში შეიძლება ჩაითვალოს რომ დაისაჯე კიდეც ამისთვის)))))
კი,მართალია
lisikuna eg shecdomebi rom aryofiliyo axla aq eset kai komentars verdawerdit adamiani xom shecdomebze swavlobs yvelafers chemiazrit warsuls arunda shevchivlodet imitom rom racmoxda es yvelaferi gmertis neba iyo aseti iyo tqveni bedi da imitomac moxda mase ushecdomo xom aravinaa… da kidev eseti gamotqma roma admini shecdomebze swavlobs yvelafers xolo chkvianebi sxvishecdomebzeo es xom sruli uazroba imitom rom sanam shen tviton argamocdi sxvisas vergaigeb !!!!!!!!!!
sanam shen tviton argamocdi sxvisas vergaigeb
-კი,მეტწილად მასეა,
სწორი ხარ გურო))))) გეთანხმები, რამოდენიმე შეცდომა მართლა გამომისწორებია წლების შემდეგ და ამომისუნთქია მშვიდად, მარა ზოგი უბრალოდ არ გამოსწორდება.
zogi unda daikidot liziko imitom rom imiti unda datkbet risi bednierebac gmertma moganichat………. imaze fiqri rasac areshveleba puchi nervebis shla aris imaze kiarunda ifiqro rom es ratom momivida imaze unda ifiqros adminma rom eseti ram agarmouvidees da tavis axlomyofs daexmaros rom analogiuri ram armouvides :*:*:* tu ki vinmes chemi azri ramshi dagexmarebat dzan gamixardeba adminebi marto tanjistvis ara sheqmnili
შეუცდომელი არავინაა. უბრალოდ ჩვენი შეცდმების აღიარება უნდა ვიცოდეთ და მერე ყველაფერი დალაგდება… ზოგს არ შეუძლია აღიაროოს რომ მან შეცდომა დაუშვა.. სწორედ ეს პრობლემა ართულებს ადამიანის ცხოვრებას…. :))
კი,შეცდომის აღიარება,მის გამოსწორებისგენ გადადგმული ნაბიჯიც შეიძლება იყოს.
dzan bevrjer xdeba cudi ragacebi amisgamo me da etomac vicxubet mara mere orive mivxvdit rom orive shevcdit da yvelaferi kargad damtavrda :* shecdomis agiareba sircxvili araaaaaaaa rogorc bodishis moxda :*
უშეცდომო არავინაა, მთავარია ვისწავლოთ და მეორედ აღარ გავიმეოროთ. ხან ისე ცუდად გამახსენდება ხოლმე ერთი-ორი რამ, გულში ხინჯად რომ მაქვს ჩარჩენილი, ლამის გული საგულედან ამომიხტეს. მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ გამოვასწორებ. ასე რომ ვიყუროთ წინ და ვეცადოთ იგივე აღარ გავიმეოროთ. 😉
კი,მთავარია იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ!
ვისიამოვნე პოსტით. კარგი ადამიანი ხარ.:)
მადლობა,გაიხარე აქსიომა
ძალიან მნაგგარი ადამიანი ხარ,ქეთუსი.
ნეტა მეც მარტო ეგეთი შეცდომები მქონდეს!
გამმოსწორება არ ვიცი,მაგრამ ვცდილობ იგივე აღარ ჩავიდინო,ჭკუა ვისწავლე 😦
მადლობა ასეთი შეფასებისთვის,natali
ხო,გამოცდილებას იძენ და ეგ მაინც არის კარგი
natali 1 rchevas mogcem tu ratqmaunda ginda .! tu ki ragacis gaketeba ginda da veraketeb es aramarto shentavshi unda edzebo aramed imashic risi gamosworebac ginda iqneb sheileba is ragac ris gamosworebasac cdilob shens sasargeblod gamoiyenoo daufiqrdi imedia mixvdebi chems natqvams
ნატალი სად დაგვეკარგა? 🙂
აი ეხლა შევცი, ფეხსაცმელი გამოვიწერე და ცოტა მიჩერს)))))))) ზომაში შევცდიიი, ვეიმე ნეტავი ასეთი შეცდომები მქონდეს სულ რას გავიხარებდი))))))))))))))))))))))
uFF,ბარაქა,ლიზიკუნა,ბარაქა :))))))
lizikuna raici iqneba klienti gamogichndes :D:D :* zomac miutitet es ratqmaunda xumrobit :*
xხო,მართალია,დადე აბა სურათიც
aha kai idiac wamovcheri :* ise bichis ragacebzec dawere ketusi 😛 sul gogoebisaze romgaqvs postebi (shuri ) 😀
იმდენათ ცოტაარჩევანია ბიჭების ტანსაცმელის,რომ რავი,ვერაფერ ისეთს ვერ გურჩევ,რასაც აქ ვერ იყიდი.ერთადერთიფეხსაცმელი შეიძლება უკეთესი გამოიწერო
xoo magalitad konveris ketebi vchedavvv minda gamowera da exla varchev zustad :*
ძალიან გულწრფელი და სასიამოვნო პოსტი იყო, ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ :* :*
მადლობა @Teaa
uyure ramdeni adamiani saubrobs shecdomebze tamamad!!!
kaia maladec!!!
ert rames vfiqrob!!
aravin icis ra aris Secdoma da ra ara! es ubralod garkveul momentshi danaxuli situaciaa da meti araferi. iseve rogorc ararsebobs problemebi arsebobs martivi da rtuli situaciebi romlidanac minimum erti gamosavali yoveltvis aris!!
Secdoma aris cud situaciashi uceb agmochena sakutari tavis an shenive axloblis, romlidanac gamosavali arsebobs!! ai aq aris ukve sachiro chkua da gamchriaxoba;)
ketusi: Sen zemot agnishne garkveuli situaciebi romlic samomavlod agmochnda rom turme sworad moqceulxar, magram raxan im momentshi aricodi samomavlod raiyo swori da araswori mxolod amis gulistvis shen qmedebas “shecdoma ” daarqva me arasworad mimachnia;)
sheizleba naxevari cxovreba ise kargad icxovor rom echvic aravis eparebodes mis sisworeshi, magram cxovrebis bolos shegecvalos shexeduleba da agmoachino rom turme “shecdomit” gicxovria!!
veravin ver gansazgvravs “shecdomas ” da “arashecdomas”
amitom vtqvi tavdan aravin icis ra aris “shecdoma” da ra ar!
me ese vfiqrob
მადლობა კომენტარისთვის,ბესო.
მართალი ხარ,თავიდან მართლაც არ იცი შეცდომა რა არის,(რომ იცოდე,ამას ხომ არ გააკეთებდი!) დრო სჭირდება,რომ გაირკვეს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო.
ისე,ჩემს ცხოვრებაში არ მქონია ისეთი სიტუაცია,რომ რაიმე მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი მქონოდა.
კიდევა არის რამოდენიმე შეცდომა,რაც პოსტის წერის დროს არ გამხსენებია….