Ketusi's Blog

take it easy,it's just life

პოსტში ‘more’ ღილაკის დამატება

როდესაც პოსტს ვწერთ და ვაქვეყნებთ,ის მთავარ გვერდზე სრულად ჩანს, და თუ ყველა პოსტი სრულად იქნება,მაშინ მთავარ გვერდზე სულ რამოდენიმე პოსტი ღა გამოჩნდება.

არის ძალიან კარგი საშუალება,რომ შევამოკლოთ პოსტის მოცულობა,რომელიც მთავარ გვერდზე გამოჩნდება.

ამისათვის არსებობს ტექსტის გამყოფი,რომელიც შემდგომ დაახლოებით ასე ჩანს

და ამგვარად გამოჩნდება ღილაკი,რომელზე დაწკაპებითაც იშლება გვერდი პოსტის სრული ვერსიით.სასურველ ადგილას რომ გავწყვიტოთ პოსტის ტექსტი,ვიყებენთ ’read more’ ფუნქციას.მისი დამატების ორი მეთოდი არსებობს.

მეთოდი № 1

თუ ახალ პოსტს ვწერთ Visual ედიტორში,მაშინ ტექსტის წერისას ვჩერდებით იმ ადგილას,სადაც პოსტი უნდა გავწყვიტოთ,

კურსორს ვაყენებთ ახალ აბზაცზე და ვაწკაპებთ

<———-ამ სურათზე მონიშნულ აიკონს.

მაშინვე გაჩნდება მონიშვნის ხაზი დაბოლოებული “more”-ით.

<———გამყოფი ასე გამოიყურება

შემდეგ ვაგრძელებთ წერას.

გამოქვეყნების შემდეგ კი

მთავარ გვერდზე ამგვარ სურათს ვნახავთ.

მეთოდი № 2

თუ პოსტს ვწერთ HTML  ედიტორში,მაშინ იქ,სადაც გვინდა,რომ

პოსტის ტექსტი გაიყოს,ვაწკაპებთ ‘more’-აიკონს ედიტორის ბარზე.

გამოჩნდება ამგვარი კოდი: <!–more–>

გამოქვეყნებისშემდეგ კი მთავარ გვერდზე გამოჩნდება იგივე,რაც მეთოდ №1-ში იყო ნაჩვენები–სურათი 4 .

ეს კოდი ამ თემისთვის დამახასიათებელ ფორმის ღილაკს შექმნის,ერთადერთი რაც შეგვიძლია შევცვალოთ,ეს არის ის,რომ კოდში არსებული სიტყვა more -ის შემდეგ ჩავწეროთ რაიმე,გინდაც ქართული,მაგალითად   ”მეტი”.

ანუ კოდი იყოს ასეთი: <!–moreმეტი–>

და ამ შემთხვევაში გამოქვეყნებისას ის გამოჩნდება ასე.

სულ ეს არის!

ასევე გირჩევთ:

უკვე აკრეფილი ტექსტი თუ გაქვთ და იქ სვამთ ამ გამყოფს,მაშინ ნახვა თუ მოგინდებათ და  Preview Changes-ს დააჭერთ–არ არჩვენებს შემოკლებულ ტექსტს,აუცილებლად Update -ს დააწკაპეთ,რომ შედეგი გამოიღოს.

სანამ ახალ პოსტს არ დაწერთ,ბოლო გამოქვეყნებიული პოსტი,უმჯობესია დატოვოთ სრული ვერსიით.

თუ ეს პოსტი გამოგადგათ,ნუ დაიზარებთ ამის აღნიშვნას კომენტარებში 🙂

წარმატებებს გისურვებთ.

29 responses to “პოსტში ‘more’ ღილაკის დამატება

  1. ketusi აპრილი 4, 2011, 2:53 AM

    შემდეგი თემა რა იყოს? ლინკის დამატება?

  2. netochka3 აპრილი 4, 2011, 9:36 AM

    -ქეთუსი,სხვადროსაც მითქვამს,რომ ძალიან კარგად შეგიძლია აუხსნა ადამიანს,რომელმაც ძალიან ცოტა რამ იცის ბლოგის შექმნის თაობაზე…შენი მეშვეობით ვისწავლე,ის რაც დღემდე ვიცი…მართალია ძალიან მოუცლელი ვარ ,მაგრამ მოვა დრო და საფუძვლიანად ჩავუჯდები,ასე კარგად თავს არსად არ ვგრძნობ…მადლობა შენ,რომ გაქვს სურვილი ასწავლო ადამიანებს ის,რაც არ ვიცით…თანაც ასე კარგად,ეს ბევრს არ შეუძლია! -კიდევ ერთხელ გმადლობ ჩემო კარგო!

  3. ninnaka აპრილი 4, 2011, 11:29 AM

    ქეთუსი ჩემი მშველელი ხარ :)) დიდი მადლობა ასეთი დეტალური განმარტებისთვის 🙂

  4. აქსიომა აპრილი 4, 2011, 5:42 PM

    ქეთ რა მაგარი ხარ არ იცი! გაგრძელებას ვამატებდი, მაგრამ როგორ გადმომექართულებინა ვერ ვხვდებოდი და ნერვები მეშლებოდა ხოლმე! მადლობა.
    ისე თუ იმასაც მირჩევ Like box–ი როგორ დავამატო ფეისბუქიდან ძალიან გამახარებ. კი ვცადე მარტივია თითქოს , მაგრამ ბლოგში ტექსტის ვიჯეტში დაკოპირებული HTML კოდი ისევ კოდად ჩანს მთავარ გვერდზე და გადავირიე, ვერაფერი მოვუხერხე.

    • ketusi აპრილი 5, 2011, 1:42 AM

      მადლობა აქსიომა,გაიხარე.

      Like box ვერ დაამატებ ვორდპრესის ჩვეულებრივ ბლოგს,მაშინ უნდა იყოს org-ზე,ძრავით.და იქ პლაგინების დამატება კი ხდება.
      ჩემნაირ უფასო ვერსიის ვორდპრესშიარ ხდება Like box-ის ღილაკიდ დამატება.ალტერნატივაა Facebook Badge-ანუ ბლოგის გვერდი FB-ზე,რაც შენც გაქვს,და კიდევ პოსტის ბოლოს share -ღილაკი.

  5. mia.. აპრილი 6, 2011, 2:00 PM

    DzaaaaaaaaaN magaria Roo asWavli SxvebSac !! :*:*

  6. მოლი ბლუმი აპრილი 6, 2011, 2:53 PM

    ჰმ ჰმ… ეს ბლოგი ჩემს ბლოგროლში რატომ არ მყავს?

    არ იცი, რამდენი ვიწვალე, სანამ “მორ” ოპციას ავითვისებდი.

    ძალიან საჭირო პოსტია და კარგად არის ახსნილი.

    შემდეგი თემა რა იყოსო, იკითხე. თემას ვერ გიკარნახებ, ასეთი თავხედიც არ ვარ, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს და ვერაფრით გავერკვიე – რამდენიმე ვორდპრესულ ბლოგზე ვნახე, თითოეული პოსტის ქვეშ სავიზიტო ბარათის მსგავსი რაღაც ფორმაა – ავტორის ავატარით, მოკლე წარწერით და ყველა პოსტის ლინკით. ჩემთან ვცადე და არაფერი გამოდის… 😦

    ხომ არ იცი, როგორ კეთდება?

    • ketusi აპრილი 7, 2011, 3:57 PM

      მადლობა,მოლი ბლუმი

      შენს შეკითხვას რაც შეეხება, ცოტა ხანში გიპასუხებ.

    • ketusi აპრილი 7, 2011, 4:39 PM

      მოლი ბლუმი
      ხელწერას რაც შეეხება, ეგ ყველა თემაზე არ კეთდება.

      გავიკითხედა მაგალითისთვის მოვიყვან ”მშვიდობიან ბლოგს” (http://qilipa.wordpress.com/ ) .აქ გამოყენებულია თემა Enterprise ,რომელსაცაქვს ეს ფუნქცია.
      და როგორც თვითონ ბლოგის ავტორმაც თქვა,საჭიროა გრავატარის ვებ გვერდზე,ინფორმაცია შეიტანო,თუ რა გინდა,რომ გამოისახოს,და ლინკად შენი ბლოგი მიუთითო.
      და ამის მერე პოსტის ბოლოს გამოჩნდება შენი გრავატარი წარწერით.

      • მოლი ბლუმი აპრილი 7, 2011, 10:44 PM

        მადლობა, ქეთუსი 🙂

        მეც ამას ვეჭვობდი. ინფორმაცია განვაახლე და წესით, ჩემთანაც უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, თემას ეს ოპცია არ აქვს.

        მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ შეწუხდი და ჩემთვის ინფორმაცია მოიძიე. თუ რამე გამიჭირდა, ისევ შენ მოგმართავ.

  7. stary,stary night... აპრილი 6, 2011, 2:54 PM

    ici ramdeni xania magas vcdilob? kai xani megona rom temazec iyo damokidebuli, thank you, dzaan kaia, ertgul mkitxvelad migule, ise saidan ici amdeni?

    • ketusi აპრილი 7, 2011, 4:01 PM

      მადლობა,stary,stary night…

      მეც ვკითხულობ შენს ბლოგს.და ეხლა ბლოგროლშიც დაგამატებ.

      რაღაცეები ვიცი,რადგან ძალიან ინტერესეიანი ვარ და თან ინგლისურის ცოდნა ძალიან მიწყობს ხელს.მერეგამოცდილებასაც ვიძენ და ასე… 🙂

  8. GHOST აპრილი 27, 2011, 8:12 PM

    გამარჯობა ე ფუნქციას კი ვაკეთებ მაგრამ სახელი როგორ შეუცვალო? ვრცლად ან რამე რომდავაწერო Read the rest of this entry » ეწერაბა..ვეცადე -ს მაგივრად ვრცლად ან სხვა სტვა ჩამეწერა მაგრამ ამაოთ 😦

    • ketusi აპრილი 27, 2011, 11:12 PM

      HTML კოდში ცვლილების შეტანა როგორც მიწერია ისე თუ გააკეთე და მაინც არ ცვლის ან ამოკლებს სიტყვას ესეიგი თემის ბრალია, ჩემთან , მაგალითად მარტო ერთი სიტყვის ჩაწერის საშუალება მაქვს.

  9. Pingback: როგორ გამოიყურება კარგი პოსტი «

  10. Pingback: როგორ გამოიყურება კარგი პოსტი « Ketusi's Blog

  11. TG Secrett * იანვარი 12, 2012, 3:57 PM

    ketusi ujigresi adamiani kharr arr vicii sheennss gaareeshee saaeertoodd rraa meeshveeleeboooddaa ❤ dzaaann saayvaareelii khaarr daa diidii maadloobaa roomm ess yveelaafeerii daaweerree !! ##

  12. LucasHopeson თებერვალი 12, 2012, 2:26 AM

    დიდი მადლობა დახმარებისთვის 🙂

  13. S.ff ♥ მარტი 11, 2012, 4:33 PM

    რამდენი ხანია უშედეგოდ ვცდილობდი ‘more’ ღილაკი ჩამემატებინა და ვერაფრით ვერ გავაკეთე :დ დიდი მადლობა ქეთუსი ❤

  14. Tamar Lolaze თებერვალი 13, 2014, 4:06 PM

    ძალიან დიდი მადლობა.

შენი კომენტარი