Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მე–ინტრიგანი!

    • რიგში დგომისას ჩემს წინ ვცდილობ არავინ გავატარო, ერთხელ ასაკიანი კაცი ჯიჯღინს იწყებს–აშკარად პატარა ასაკის გოგო ვგონივარ,”მამაშენმა უფროსებისთვის დათმობა არ გასწავლა”–ო,მე ვეუბნები–აბა კარგად შემომხედე–36 წლის ქალი ვარ,არც ისეთი პატარა ვარ ასეთი ტონით მესაუბრებოდე,რის უფლებას აძლევთ თავს,ან მოზარდებამა რა ქნან?ამდენი პენსიონერის გადამკიდე,რამდენი ერთს დაუთმონ რიგი?–სხვათაშორის ძალიან მშვიდად და ნიშნისმოგებით ვუთხარი(ახალგაზრდებმა ლამის ტაში დამიკრეს!)!,რომ ვერაფერი არგუმენტი მოიყვანა,უკმაყოფილება დეწერა სახეზე,და აშკარად გუნებაში შემომიკურთხა,და ინტრიგანი მეძახა!—დიახაც,ინტრიგანი ვარ?

  • ისევ რიგში…მარჯანიშვილზე ლიბერტი ბანკის შესასვლელთან.როგორც იქნა,კარებამდე მივაღწიეეეეეე.ამ დროს ასაკიანი უზარმაზარი ქალი ჯოხით ხელში,მძლივს რომ დადის,კიბეებზე დახმარებით ცდილობს ამოსვლას,იქ ქალები წამოიძახებენ–გაუშვით ურიგოდ,რაააა.მე ნერვები მეშლება–მაღალქუსლიანებზე შესკუპებული,სასწაულად დაღლილი ვარ,თან მაგვიანდება,მაგრამ ფული მაქვს ასაღები ბანკში და უეჭველად უნდა ავიღო,ვერ გადავდებ ამ საქმეს!ხოდა,ამოდის ის ქალი და პირდაპირ კვნესა-კვნესით კარებთან მოდის და ჩემს წინ დგება.ნერვები მეშლება–მაგრამ ჩუმად ვდგავარ.მერე ერთი ქალი უკმაყოფილებას მატყობს სახეზე და მეუბნება–ყველა ვიქნებით ამ ასაკის, შვილო.მე ვეუბნები–ქალბატონო,გასაგებია,მაგრამ ჯერ ერთი–ასეთი ავადმყოფებისთვის გათვალისწინებულია საკურიერო მომსახურება და პირდაპირ სახლში მიუტანენ პენსიაა თუ რამე სხვა,მეორე–აქ სულ პენსიონერები დგას და ჩვენ როდის ღა შევიდეთ? მესამე–ისე მეჩქარება,რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ,და მეოთხე–თქვენ ხომ არ იცით და შეიძლება ეხლა მე მასზე მეტად მიჭირდეს ფეხზე დრომა!–მართალი ხარ,მართალიო,და ის ჯოხიანი ქალი იცით რას ამბობს–რა ვქნა მეც ხომ მინდა გართ გამოსვლაო!(ნუ,ეს პასუხია იმაზე,რომ სახლში მიტანის სერვისით ისარგებლეთ თქო!)–გავგიჟდი ლამის ამ პასუხზე მაგრამ უკვე აღარაფერი ვუთხარი–თურმე ბებოს ’გასეირნება’ მოუნდა და ამისთვის მაინდამაინც ბანკი ამოირჩია,ჩვენ კიდე ზედმეტი 10 წუთი ვიდექით რიგში! –რა ვქნა,ვიქნები ბატონო ისევ მე ინტრიგანი!
  • ბანკში რომ იმდენი ინგლისური არ იციან,რომ მარტივ წერილს ვერაფერი გაუგეს და წინ და უკან ატარეს მენეჯერი-ოპერატორის მიმართულებით,ნახევარი საათი უაზროდ მალოდინეს–ძალიან ძნელია მინიმუმ პრეტენზია მაინც არ გამოხატო!თქმით რას გეტყვიან,მაგრამ კი იფიქრეს ალბათ,ეს რა ინტრიგანი ვიღაცააო,–კარგი ბატონო,ვარ ინტრიგანი!
  • კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიაში…ჯერ გამყიდველს–>მერე კიდევ ერთ გამყიდველს–>მერე მენეჯერს–რომ ვუხსნი WiFi -ზე მომუშავე პრინტერი და მეორე კომპიუტერი რომ  დავაკავშირო გადამცემი მინდა და მიმღებიც მინდა რომ პერსონალურ კომპიუტერს დავუყენო–და რომ ვერ ხვდება ვერაფერს და ფურცელზე ვუხატავ სამივე მოწყობილობას–და რას ვეუბნები რომ ვერ ხვდება და WiFi-ზე მომუშავე პრინტერის შესახებ პირველად ჩემგან გაიგო,ნერვები რომ ეშლება აშკარად,რომ მე–გოგომ,მასზე,მაღაზიის მენეჯერზე,მეტი ვიცი ტექნიკაში—მეუბნება:ქალბატონო,სხვა მაღაზიაში იკოთხეთ-ო,მე კი ვეუბნები–ამხელა მაღაზიაში აბა ასეთ რამეზე წესიერი პასუხი როგორ ვერ უნდა გამცეთ მეთქი!და აშკარად ფიქრობს ეს ვინ არის,საიდან რა მოიტანაო,ეს ინტრიგანი ესაო—დიახ,ვარ ინტრიგანი!
  • როცა დედაჩემის ბინაში გაზი შემოყავდათ ხელოსნებს,და თავიანთთვის ყველაზე მეტად გამარტივებულ მეთოდს ირჩევდნენ,და მე რომ ვუთხარი ასე და ასე უნდა იყოს,რომ პრაქტიკული და უსაფრთხო იყოს თქო—ნერვები აეშალათ–სულ დავანებებთ თავს და თქვენ გააკეთეთო! ასე უთხრეს დედას.დედაჩემმაც მე გამაჩუმა,შენ რა იცი,ესენი ხელოსნები არიან და უკეთესი როგორც იქნება ისე გააკეთებენო.კარგი,ბატონო,გააკეთონ! ვიქნები ისევ მე–ინტრიგანი!.ხო,მე რომ წავსულვარ ერთერთს უკითხია,საიდან იცის შენმა შვილმა ამდენიო?(ვერც გააკეთეს კარგად,და მერე სხვა ხელოსნები მოიყვანა დედამ და ზუსტად ისეთნაირად გააკეთეს,როგორც მე ვურჩიე დედას თავიდან!)

კიდევ უამრავი ჩემი ამგვარი ინტრიგნობის მაგალითების მოყვანა შემიძლია!

და თუკი საღი აზრის ქონას,სამართლიანობის შეგრძნებას და ჭკუის არსებობას ინტრიგანობას უწოდებს ზოგ-ზოგიერთი,სიამოვნებით ვიქნები შემდგომშიც მე–ინტრიგანი!

Advertisements

39 responses to “მე–ინტრიგანი!

  1. netochka3 მარტი 20, 2011, 5:59 PM

    -ქეთი,ისეთი ნაცნობი სიტუაცია გაქვს აღწერილი რიგში დგომის,რომ კინაღამ ეჭვი შემეპარა ერთად ხომ არ ვიდექით?,მაგრამ არა,მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ.ზუსტად ანალოგიურად ვითარდებოდა ჩემი რიგში დგომა,როცა ურიგოდ მდგომ ქალს მივუთითე,მომიტრიალდა და მკვახედ მომაძახა”-ეხლა ,არ დამაწყევლინო თავი”-ო,.რა უნდა მეთქვა?-მთელი დღე უსიამოვნო განცდა დამეუფლა,სანამ ხალხი რიგში დგომის კულტურას ისწავლის,მანამ ვირი ხეზე ავა…

    • ketusi მარტი 20, 2011, 6:38 PM

      კი,დარწმუნებული ვარ ბევრს ’ეცნობა’ სიტუაცია.და ბოლოს და ბოლოს ედრთადერთი ’ინტრიგანი’ არ ვარ,ღმერთის წყალობით!

  2. maia მარტი 20, 2011, 6:33 PM

    მართალი ხარ,ქეთუსი,ჯობია ამგვარიინტრიგანი იყო!
    ცვარს რომ გააცხარებს–ისეთი სიტუახცია იქმნება ხოლმე ზოგჯერ!

    • ketusi მარტი 20, 2011, 6:40 PM

      გეთანხმები,maia.
      მიუხედავად იმისა რომ ’უძაანმაგრესად’ (:)) თავშეკავებული ადამიანი ვარ,და ძალიან უნდა ’მიქაროს’ ადამიანმა,რომ მე მას შენიშვნა მივცე,ზოგჯერ მაინც გამხდიან ხოლმე ინტრიგანს!

  3. Jessie მარტი 21, 2011, 10:25 AM

    ინტრიგანო ^_^ მაგრამ სამართლიანი :)))) მართალი ხარ ….

  4. აქსიომა მარტი 21, 2011, 10:03 PM

    ძალიან ვიხალისე!!!! მაგარი ხარ! :)))))))

  5. აქსიომა მარტი 21, 2011, 10:04 PM

    ხო ისე, 36 ისას არ გავხარ ნამდვილად და ნუ გიკვირს პატარასავით რომ გექცევიან.

  6. ninnaka მარტი 21, 2011, 10:12 PM

    პატარა ასაკის გოგოს არ შეიძლება ეჩქარებოდეს? 😦 ან ცუდად იყოს და მას უფრო სჭირდებოდეს სკამზე ჯდომა? არა და რაც მართალია მართალია, ხშირად მოხუცების გამო ისეთ ჭყლეტვაში მოვყოლილვარ ავტობუსში, რომ შეწუხებული პირველივე გაჩერებაზე ჩავსულვარ…

    • ketusi მარტი 21, 2011, 11:06 PM

      კი,ნამდვილად,ninnaka,და მაგაზე გული სულ მწყდება.
      რამდენი სასწაულად დაღლილი ახალგაზრდა მინახია,რომელსაც ფეხზე დადგომის თავი ნამდვილად არ აქვს,მაგრამ მაინც ან ადგილს უთმობს ტრანსპორტში,ან რიგში ატარებს.
      ზოგი მოხუცს ზედმეტი ’პარაზიტობაც’ კი გამოუვლენია,მასეთიც შემხვედრია.

  7. აქსიომა მარტი 27, 2011, 1:02 AM

    რატომ აღარ წერ? რა დაგემართათ ხალხო?!!!! :)))))

    • ketusi მარტი 27, 2011, 12:17 PM

      რატომ აღარ ვწერ და ვერ მოვიცალე ვერც ფიზიკურად და ვერც ისე,ჩემს დას ოპერაცია გავუკეთეთ და თავზე ვადექი,ბლოგისთვის რას მოვიცლიდი,დღეს ღა შემოვედი,და არც ეხლა ვარ სახლში.

      ისე,მესიამოვნა,რომ თვალში მოგხვდათ ჩემი არ-აქტივობა 🙂
      აწი ჩავდგები ჩვეულ რეჟიმში.

  8. ლიზიკუნა აპრილი 1, 2011, 7:14 PM

    ეს მე მედგა ტავზე და ჩემი გულისთვის ვერ მოიცალა )))))))))))))) რაც შეეხება ინტრიგანობას, ხანდახან ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე სამსახურიდან ან საიდანმე რომ ფეხზე რომ ვერ დგახარ, ან ფეხსაცმელიც კი გიჭერს ხანდახან რომ სული გეხუთება გინდა დაჯდომა და უცებ დგება ვიგაც და გამოჩნდება ხოლმე ადგილი. და რომ დაჯდები და ამოისუნთქებ……. და ამოვა ვიგაც არც ისე ასაკიანი (რომ უთხრა ტავს აგაგიტეხავს რა შემატყეო) მაგრამ ისეთი თვალებით შემოგხედავს რომ გული გაგიწვრილდება-ფიქრობს “მე ვდგავარ და შენ კი ზიხარო”, რა უნდა ქნა? რამდენჯერ დამითმია, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვაღიარებ არ ავმდგარვარ, უბრალოდ ვერ შეველეოდი ჩემს ადგილს))))))) რატომღაც გგონიათ ახალგაზრდები არ იღლებიან

    • ketusi აპრილი 1, 2011, 7:43 PM

      გუშინწინ ბევრი სასირულო შემხვდა, და მეორე დღესაც კი მტკიოდა ფეხები,განსაკუთრებით მარცხენა,ფარული ვენები მაქვს,ხოდა გუშინ დილით მარშუტკაში რომ ავედი,ცოტა ხანში სამი საშუალო ასაკის ქალბატონი ამოვიდა, თავზე დამადგა და მიდის ასეთი საუბარი:
      –სად ღა იცის ახლანდელება
      –აღარაა ის დრო
      –ხო,სადღა იციან
      ვუსმინე,და მერე ავხედე–ქალბატონო,ჩანთას თუ გინდა გამოგართმევთ,მაგრამ ვერ დაგსვამთ,ფეხები ისე მტკივა,რომ ფეხზე ნამდვილად ვერ დავდგები,
      –არაუშავს,შვილო,არაუშავს.

      ხოდა თუ არაუშავს დაყენდი,რა, და ენას ნუ იფხან!მე ნერვები კი ამიშალეს!

  9. ლიზიკუნა აპრილი 1, 2011, 8:40 PM

    ეს ყველაფერი მასეა ხან ასეა ხან ისე, მარა ერთხელ ავედი გაძეძგილ მარშუტკაში (სამწუხაროდ საკუთარი მანქანა არ მყავს ჯერ), ყველა იჯდა და იდგნენ მხოლოდ მამაკაცები, ანუ თუ ვინმე დამსვამდა არავის ეწყინებოდა. მოკლედ როგროც იქნა ავედი და დავდექი, რადგან უმეტესობა მჯარიც კი მამაკაცები იყვნენ, ველოდებოდი რომ ადგებოდნენ როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე და დამითმობდნენ ადგილს, მარა დავდექი ერთ ახალგაზრდა ბიჭთან და შენც არ მომიკვდე არ გაინძრა)))) იცით რა მითხრა? მომეცით ჩანთას დაგიჭერთო))))) და ეჭირა მთელი გზა ჩემი ჩანთა , მაინც მადლობა მას, მარა ასეთ სირცხვილს არ ჯობდა ადგილი დაეთმო? ზოგიერტებს გაეცინათ კიდეც……. ვოტ

  10. Mystic D სექტემბერი 19, 2011, 10:45 PM

    მართლა ძალიან ვიხალისე ამ პოსტზე :). გამარჯობა, მე ესა და ეს (ასეთი და ისეთი) ვარო რომ ამბობდნენ ერთი პერიოდი იმ სტილის პოსტია : )

  11. Lanka სექტემბერი 20, 2011, 12:28 AM

    ჰაჰაჰა საქართველოა და ნუ გიკვირს… ვერ ვიტან თუნდაც რიგში დგომის კულტურა რომ არ აქვთ, ეს ხომ ელემენტარულია… გეგონება ჩვენ ახალგაზრდებს გვეხალისება რიგში დგომა და ვგიჟდებით ლოდინზე… ჩვენ გვეძახიან ახალგარზებს უკულტუროებს და ავიწყდებათ ვინ გაგვზარდა.. იმ დღეს კიდევ ავტობუსში ვიდექი და ამოვიდა ვიღაც მსუქანი ქალი და მეუბნენა ფუფ ეს რამხელა თმები აგქვსო… ნუ რას ვიზამთ, სანამ ეს ხალხი კულტურას მიეჩვევა… და ამბობენ ევროპა ევროპაო იმდენ მიზეზს ჩამოვთლი კიდევ, ძალიან შორს ვართ ევროპიდან : )))

  12. takojabauri სექტემბერი 20, 2011, 12:38 AM

    eeh mec maxsenedeba maseti situaciebi mere ra ro patara var mc vixdi mgzavrobis fuls da mec maq sruli ufleba vijde..uuh 🙂

    • ketusi სექტემბერი 20, 2011, 2:03 AM

      მართალი ხარ!
      ნეტა როდის იქნბა ჩვენთანაც,როგორც ევროპაშია—ფეხზე მდგომი მგზავრები არ უყავთ! ყველა სავარძელზე ზის!

  13. cinikosi სექტემბერი 20, 2011, 2:43 AM

    dges damemarta zustad egre:) TBC pay it vsargeblobdi
    komunaluri gadasaxadebi unda gadamexada da
    cota shevyovndi. vigac qalbatoni idga chems ukan icdida, metqi exlave chavricxav da mobrdzanditqo 🙂 shemomibgvira xeli aiqnia da cavida.

    ukacravad tu adgili ver davutme :DD

  14. ცისფიქრიანი სექტემბერი 20, 2011, 8:13 AM

    და მარშუტკაში ნაცნობი რომ შეგხვდება და რომ უნდა გადაუხადო, ეგეც ხომ ქართული ავადმყოფური ჩვევაა..
    მიდი აბა და გადაუხადე :დ მე პირდაპირ ვეუბნები, ამდენი და ამდენი ფული მაქვს და ვერ გადაგიხდი, არ გეწყინოს-მეთქი :დ

  15. teennewson სექტემბერი 20, 2011, 9:10 PM

    მასეთი ინტრიგანობა მწადია მეც და ხშირ ემთხვევაში გამომდის ხოლმე… : )
    აი ერთი მარშუტკაში ყველას ვუხდი ფულს.. ჩვევად მაქვს….

  16. Apple Butaphory ნოემბერი 15, 2011, 6:47 PM

    ვიმრავლოთ შენნაირმა ინტრიგანებმა ქეთ :))))) მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და დარწმუნებული ვარ ყველა აღმოჩენილა, ბევრჯერ შემცოდებია და თავად დამითმია ადგილი მოხუცისთვისაც და ასაკოვანისთვისაც, მაგრამ როცა გავალდებულებენ მაგაზე ვცოფდები… ადგილს დავუთმობ თუ არა ჩემს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და სულაც არ ვარ ვალდებული…

  17. Teaa ივნისი 28, 2012, 1:35 PM

    გამოდის, მეც მაგარი ინტრიგანი ვყოფილვარ :დ :დ
    ინტრიგანო ქეთუსი :დ :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: