Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მინდა კარნავალიიიიიი



ყველამ კარგად ვიცით,როგორი რთულია ცხოვრება ჩვენს საქართველოში,როგორი გაჭირვება სუფევს მასებში.უმუშევრობა იქით იყოს და დასაქმებული ადამიანის ყოფაც არ არის საინტერესო.უმეტესად ისეთი საქმით არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაკავებული,რაც,რბილად რომ ვთქვათ–სულ არ ეპიტნავება.
რა თქმა უნდა სამსახური შემოსავლის წყაროა,მაგრამ ეს ცხოვრება ხომ მარტო ’სამსახური-ოჯახი’-ით არ შემოიფარგლება!ადამიანს სულიერი საზრდოც ხომ სჭირდება,თავისუფალი დრო სჭირდება,რომელსაც საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებს.
ამ პოსტშიც ზუსტად ამაზე მინდა საუბარი.როგორ ვატარებთ თავისუფალ დროს სახლის გარეთ?

კაფესა ან რესტორანში მეგობრების შეხვედრა–მოსახლეობის მცირე ნაწილი.
კინო–მოსახლეობის მცირე ნაწილი.
თეატრი,ოპერა,ბალეტი–კიდევ უფრო მცირე ნაწილი.
კლუბები–მცირე ნაწილი,და ისიც სულ ეთი და იგივე ადამიანები.
გასართობი ცენტრები–მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი.
პრაქტიკულად ეს არის საქართველოს რეალობა.მე არ ვსაუბრობ ჩვენს ’ელიტაზე’ რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 2% შეადგენს,ვსაუბრობ საშუალო ფენაზე საშუალო შემოსავლით და ასევე იმ ფენაზე,ვისაც ’რა მე-’კინოება’ ’–მდგომარეობა აქვს.
ხოდა,პრაქტიკულად გამოდის,რომ რომ ჩვენთან ადამიანებს არ აქვთ საშუალება და უკვე ალბათ სურვილიც კი,რომ თავისუფალი დრო სასიამოვნო გარემოსი გაატარონ.და ესდრო იხარჯება ტელევიზორის ყურებაში,ჭორაობაში,დალვეში და ’ბირჟაობაში’ .
ეხლა ფიქრობთ — ნეტა ახალს რაც იტყვისო ამით.
ახალს მართლაც არაფერს ვამბობ.მაგრამ მინდა ჩემი თვალსაზრისი გაგიზიაროთ.
ჩემის აზრით საქართველოში ძალინ ცოტა დღესასწაული და კონკურსი გვაქვს.მარტო ის,რომ წელიწადში ორ-სამჯერ რაღაც კონცერტი იმართება-საკმარისი არ არის.საჭიროა დესასწაულები,კონკურსები,შეჯიბრებები,რომლის მზადების და ჩატარების პროცესში მოსახლეობა იქნება ჩართული.
მაგალითისთვის ავიღოთ გინდაც ბრაილიური კარნავალი,ევროპის ქვეყნებში საშობაო მზადებები და კიდევ უამრავი გასართობი.მაგალითად,რიო დე ჟანეიროს კარნავალისთვის პრაქტიკულად მთელი წელი მიდის მზადება,ამაში რიგითი მოსახლეობაა ჩართული,ადამიანები სამსახურიდან მიდიან სპეციალურ დარბაზებში და გადიან ცეკვის რეპეტიციებს,მსვლელობის რეპეტიციებს,იკერავენ ლამაზ ტანსაცმელს,დაკიდევ უამრავი რამით არიან დაკავებულები.და ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას,რომ კაცი რომ მოდის სამსახურიდან,ის თავისუფალ დროს ატარებს თანამოაზრეთა კოლექტივში,კოლექტიური მუშაობა–როდესაც რაიმე სასიამოვნოსთვის ემზადები–არის ერთ ერთი ყველაზე მეტი სტიმულის მიმცემი–ეს ადამიანი ბედნიერია->მას მეტი სტიმული აქვს->ის მეტად მოტივირებულია->ის წარმატებულია! —აი სწორედ ამისკენ მიმყავს საუბარი!
მაგრამ ამ ყველაფრის დაგეგმვა-დანხორციელება მუნდა იყოს სახელმწიფოს ნება და სურვილი.სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს არა მარტო ადამიანის რესურსის სწორი და ნაყოფიერი გამოყენებისთვის,არამედ მის ჯანმრთელობისთვისაც და დიახაც–გართობისთვის!
ხოდა,ჩემო კარგებო,ვთვლი,რომ საქართველოში ძააააააალინ ცოტა დღესასწაული გვაქვს!მასები პრაქტიკულად დეპრესიულ მდგომარეობაშია!და როგორც ავადმყოგს წამალი არ უყვარს მაგრამ ეს მისი განკურნების ერთადერთი საშუალებაა–ისე გვჭირდება ჩვენს მასობრივი გართობის ფორმები.
მე,მაგალითად,მიუხედავად იმისა,რომ არც კაფე-ბარი,არც კინოში სიარული არ მაკლია(ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ კლუბურ ცხოვრებას ვეწევი,ან ოპერაში ხშირად დავდივარ 🙂 )სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას კოსტუმირებული კარნავალის მზადება-ჩატარებაში–რა თქმა უნდა არა ისეთი’შიშველის’ 🙂 როგორც ბრაზილიურია,მაგრამ უამრავი ალტერნეტივაა.
რავი,უამრავი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება,მეთანხმებით?
თქვენ რა აზრის ხართ? გვჭირდება მზგავსი გასართობი ღონისძიებები?
მოდით გამოკითხვა ჩავატაროთ


ნუ დაიზარებთ და კომენტარში თქვენი აზრიც გამოთქვით ამ ინიციატივასთან დაკავშირებით!თქვენი იდეები გაგვიზიარეთ!

Advertisements

27 responses to “მინდა კარნავალიიიიიი

  1. maka მარტი 17, 2011, 1:36 PM

    ki,ketusi,getanxmebi,dzalian gvjirdeba,magram….

  2. ლიზიკუნა მარტი 17, 2011, 1:57 PM

    რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს რა თქმა უნდა, ისედაც როგრი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ამ ცხოვრების ცოტა გალამაზებაც არის საჭირო. მე მივესალმები ყველა დღესასწაულს. ნეტავი იმაზე მეტი იყოს ვიდრე გვაქვს)))))))))))

  3. ninnaka მარტი 17, 2011, 3:29 PM

    “ეს ადამიანი ბედნიერია->მას მეტი სტიმული აქვს->ის მეტად მოტივირებულია->ის წარმატებულია! ” გეთანხმები, ჯაჭვური რეაქციაა, თუმცა როცა ადამიანს შემოსავალი არ აქვს და ყოველდღე ლუკმაპურის საშოვნელად წელზე ფეხს იდგავს და ან იშოვის და ან არა, იმას მართლა არ ეკარნავალება და არ ეკინოვება… სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ისინი წარმოადგენენ, ხოლო როცა, ბოდიშს მოვიხდი და, კუჭი სავსე არ აქვს ადამიანს და შესაბამისად მის შვილებსაც, ძალიან ძნელია იმაზე ფიქრი რომ თავისუფალი დრო როგორმე ნაყოფიერად გაატარო. ეს სამწუხარო რეალობაა და ძალიან მწყდება გული, ხალხს სამწუხაროდ ხალისი აქვს დაკარგული… აი როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასაქმებული იქნება უკვე გაჩნდება ინიციატივებიც და ბევრი გაღიმებული სახეც ივლის ქუჩებში, რაც დღეს სამწუხაროდ ძალიან გვაკლია.

    P.S. პოსტი მომეწონა, მე მომხრე ვარ რაიმე მსგავსის :)) დიდი სიამოვნებით ვივლიდი საღამოობით ცეკვის სკოლაში, გულს გავიხარებდი :))

    • ketusi მარტი 17, 2011, 11:28 PM

      კი,ნინაკა,მეც მასე ვფიქრობ და იმიტომაც მიწერია,რომე სახელმწიფო ნება უნდა იყოს!.
      თან ამ მზადების პროცესში უამრავი ადამიანი საქმდება,არ დაგავიწყდეს,უფასოდ არავინ არაფერს არ აკეთებს!
      სამაგიეროდ ტურისტების ისეთი ნალკადია,რომ სახელმწიფოს დანახარჯი უნაზღაურდება!უბრალოდ ჭკვიანი მთავრობა გვინდა,რომ მილიონი ვიღაც ’კიკიმარას’ ერთ დღიან კონცერტში კი არ გადაიხადოს,უფრო სარგებლიანად დახარჯოს –გინდაც იმ დროსტარებაში!

      • ninnaka მარტი 17, 2011, 11:37 PM

        კიი ხალხი დასაქმდება და ცხოვრებასაც აზრი მიეცემა…
        ისე დიდი სიამოვნებით წავიდოდი ვენეციის კარნავალზე… ძალიან ლამაზი და დახვეწილი იქნებოდა, სითბოთი და სიყვარულით სავსე, “ჩაცმულიც” :)))) გაზაფხულის ზეიმია ამ ქალაქში ♥ ♥ ♥ ♥

        • ketusi მარტი 17, 2011, 11:41 PM

          რა თქმა უნდა,მეც სიამოვნებით წავიდოდი.და ძალიან გული მწყდება,რომ არც აქ გვაქვს ასეთი რამე და არც იმის საშუალებაა,რომ წახვიდე და იქ ნახო 😦

  4. Guro მარტი 17, 2011, 9:02 PM

    argindat vinmem wamiyvanot am karnavalze 😀

  5. maia მარტი 18, 2011, 2:22 AM

    რა თქმა უნდა გვაკლია კარნავალიც და ყველაფერიც.
    ძირითადად უაზრო და პრიმიტიულ ცხოვრებითჱ ცხოვრობს ხალხი.
    კოსტუმირებული მასკარადი რა კარგი იქნებოდა,კიდე ცეკვის დრეს შემოვიღებდიიიიიიიი,ყველას რომ ეცეკვა ერთ დღეს!

  6. Guro მარტი 18, 2011, 10:13 PM

    ketusi olimpiadas rom movigeb vincarwagiyvanos 😀

  7. Guro მარტი 19, 2011, 12:39 AM

    shexseneba ardamchirdeba damerwmunet mec dzan minda mand wasvlaaaaa 😀

  8. vekoo მარტი 19, 2011, 11:51 AM

    კარნავალი? მშვენიერი აზრია, ისე, რაღაც ამის მსგავსი ჩვენთანაც ინერგებოდა, კერძოდ- ჰელოუინი. და რა ბედი ეწია ამ მცდელობებს კარგად იცით :დ
    იგივე განმეორდება ასეთი კოსტუმირებული კარნავალის ჩატარების პროცესშიც.
    ამიტომ, ინდივიდებმა თვითონ უნდა ვუშველოთ თავს და ვიწრო წრეში ვეძებოთ გართობის წერტილები.
    და საუკეთესო ვარიანტია, თუკი ეს წრე არც ისე ვიწრო აღმოჩნდება :დ

    • ketusi მარტი 19, 2011, 12:10 PM

      დიახ,ვეკო,ჰელოუინის დანერგვა არ გამოვიდა,ამას თავისებური გამართლებაც აქვს,მისი ფესვები ცოტა ეჭინააღმდეგება ჩევენი რელიგიურ მრწამსს,მაგრამ რაიმე აბსოლუტურად ნეიტრალურის მოფიქრებაც ხომ შეიძლება!
      და უბრალოდ ეს თუ მასშტაბურ სახეს არ მიიღებს,აზრი ეკარგება–ვიწრო წრეში კარნავალი,მაგალითად–თვალშიცემი და სასაცილოც შეიძლება იყოს,აი დიდი მასშტაბები სურათს ცვლის.

      ეჰ,ეს ხომ ვიცი ოცნებებია,მაგრამ ვინ იცის! 🙂

  9. Mallorie მარტი 19, 2011, 3:16 PM

    მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები გასართობი ადგილებისა და სხვა მრავალი ახალი დაწესებულების დეფიციტს განიცდიან, მივეცი ხმა ნამდვილად გვჭირდება 50% (5 votes)-ს.
    ახლა მე რაც შემეხება. სულ არ მჭირდება, მთავრობის, ან ისე ვიღაცის მოფიქრებული ახალი ‘დღესასწაულების’ გამართვა, რადგანაც მყავს ისეთი მეგობრები, რომლებთანაც ყოფნა ფეიერვეკებზე და კარნავალებზე უფრო სახალისო, საინტერესო და პროტონებით გაჟღენთილია.
    Poll-ში გიწერია დღესასწაულიო.. მემგონი, ქართველებს იმდენი ტრადიციული დღესასწაული გვაქვს, ამდენი რამდენიმე ქვეყანა რომ შევაერთოთ, იმათ არ ექნებათ.. 😀

    • ketusi მარტი 19, 2011, 4:41 PM

      რა არის,იცი,Mallorie,დღესასწაულები შეიძლება კი გვაქვს ბევრი,და სახლშიც არავინ არის გამოკეტილი მთლად,და ყველას ჩვენი სამეგობრო ყავს.
      მაგრამ ისეთი დღესასწაული იქნება კიდევ კარგი,რომელსაც მზადების პროცესი ექნება საინტერესო და ჩართული იქნება მოსახლეობა—აი ეს გვაკლია ჩემის აზრით,რაც ბევრ სხვა ქვეყანაში კეთდება,ჩვენთან კი არ არის!

  10. Guro მარტი 21, 2011, 11:41 PM

    isada keti deida qartvelebma romowyon eseti karnavali arsheileba imxela gzaze wasvlals :D:D

  11. Guro მარტი 22, 2011, 11:38 AM

    chatareben da darbeva araddeba 😀

  12. Pingback: ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე « K e t u s i ' s .. B l o g

  13. Pingback: ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: