Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ ჩავსვათ სურათი პოსტში



ნებისმიერ პოსტს უხდება სურათით გაფორმება,ან სულაც ვიდეოთი და სულ ერთია თქვენი შემოქმედებიდან იქნება ის,თუ სამძებრო სისტემაში მოძიებული.
სურათის ან ვიდეო ფაილის პოსტში დადებაც სულ არ არის ძნელი.
თან არსებობს რამოდენიმე მეთოდი:
1. საკუთარი კომპიუტერიდან ფაილის დამატება;
2. ფაილის ბაზაში ატვირთვა და მისი ლინკის დამატება;
3. სხვა საიტიდან ფაილის ლინკის დამატება.

გაითვალისწინეთ,რომ პოსტის საწერ ფანჯარას აქვს ორი ოფცია(რომელიც განლაგებულის პოსტის დასაწერი ფანჯრის მარჯვენა ზედა მხარეს)–Vizual -თუ ეს გექნებათ ჩართული,სურათის გამოსახულებას იმავე ფანჯარაში დაინახავთ,სადაც წექსტს წერთ,თუ HTML გექნათ ჩართული–მაშინ მხოლოდკოდები გამოჩნდება.
სურათი ან მისი კოდი ჩაჯდება იქ,სადაც კურსორით მიუთითებთ თავიდანვე,თუმცა მერე შეიძლება მისი ამოჭრა დაგადაადგილება(HTML ვერსიაში)
დავიწყოთ თავიდან:
1. კომპიუტერიდან სურათის დამატება:
1.  ამისათვის Upload/Insert-ის ღილაკებიდან პირველივე ავირჩიოთ და დავწკაპოთ.
.
.
.
.
.
2.  გამოჩნდებნა ფანჯარა და ვაჭერთ ღილაკ  Select Files-ს,რომელიც იმყოფება  From Computer -განყოფილებაში.

მიაქციეთ ყიურადღება,რომ სურათის ფაილი უნდა იყოს jpg, jpeg, png, gif, pdf, doc, ppt, odt, pptx, docx, pps, ppsx, xls, xlsx .

3.  გამოვა ფანჯარა ჩვენი კომპიუტერის შიგთავსით,და ავირჩევთ სასურველ ფაილს.
.
.
.
.
.
4.  ის ჩაიტვირთება და შემდეგ ვუთითებთ პარამეტრებს :

Title -სურათის დასახელება,რომელიც სურათთან კურსორის მიტანისას გამოჩნდება;

Alternate Text -ალტერნატიული სახელი სურათისთვის (იწერება სურვილისანმებრ);

Caption- რასაც აქ ჩაწერთ,ის სურათის ქვეშ მინაწერად გამოჩნდება(ივსება სურვილისამებრ);

Discription -აღწერა,რომელიც გამოჩნდება იმ შემთხვევაში,თუ პოსტში სურათს დააწკაპებთ და ის გადიდდება.(ივსება სურვილისამებრ);

Link URL – თვითონ ამ სურათის ლინკი ჩვენს ბლოგზე(თავიდანვე თვითონვეა მითითებული–არაფერს არ ვცვლით);

Alignment -განლაგება : None -არანაირი(ანუ ძირითადად შუაში აყენებს,ან თუ შუა ტექსტში გნებავთ სურათის ჩასმა–მაშინ სწორედ ეს უნდა მიუთითით),Left-მარცხნივ, Center-შუაში, Right-მარჯვნივ;

Size -ზომა : Thumbnail- პატარასურათი,Medium-საშუალო, Large -დიდი, Full Size-სრული ზომის.ფაილის მაქსიმალური ზომიდან გამომდინარე გვაძლევს არჩევის საშუალებას.მაგალითად თუ საშუალკო ზომისსურათიაორიგინალში–მაშინ ფუნქცია Large–დიდი–გათიშული ექნება და არ გაგიკვირდეთ 🙂

ყველაფერი თუ უკვე მითითებულია,ვაჭერთ  Insert into Post  -ს.თუ სურათის დადება გადავიფიქრეთ,აგერაა ბატონო ლინკი Delete -და წავშლით.

და აი მაგალითისთვის რაიმე სურათი მითითებული პარამეტრებით :

ორი ძროხა და პომადა

პომადიანი ძროხები

ამ სურათის ატვირთვისას მითითებული იყო :
Title –წითელი პომადა
Alternate Text –ორი ძროხადა პომადა
Caption –პომადიანი ძროხები
Discription –მიხდებაო?(გამოჩნდება თუ დააკლიკებთ სურათს და ის გადიდდება)
Alignment –Center
Size –Full Size

2.მეორე ვარიანტი განვიხილოთ.
გვჭირდება საიტი ჰოსტინგით,სადაც ხდება ფაილების ატვირთვა.მაგალითისთვის გამოვიყენოთ ჩვენი ქართული pix.ge.ეს საიტი ძალიან მომეწონა,პრაქტიკული ,სწრაფი და მარტივია.(უამრავი სხვა საიტები არსებობს,ყველგან ერთნაირად ხდება სურათის ატვირთვა და ლინკის მიღება)
მაშ ასე,პირველ რიგში ვხსნით www.pix.ge -ს .
1. სურათის არჩევის კატეგორიაში ( 1 ),ვაჭერთ ’ფაილის დამატება’-ს.ამოვა ფანჯარა,სადაც ჩვენი კომპიუტერის ფაილებიდან ვირჩევთ რომელიც საჭიროა.
.
.
2. სურათი რომ ჩაიტვირთება,გვაქვს შესაძლებლობა მის პარამეტრებში ცვლილებები შევიტანოთ.მერე კი სულ დაბლა ღილაკ ’სურათების ატვირთვა’-ს ვაჭერთ.
.
3. გამოჩნდება ასეთი გვერდი,და ვირჩევთ ’პირდაპირი ბმული ფაილზე’-ს,ვაკოპირებთ მას.
.
.
.
.
4. ეხლა შევდივართ ჩვენი პოსტის Upload/Insert-ის ღილაკებიდან პირველივეში,და ვაჭერთ ზედა პანელზე წარწერა
From URL -ს.
.
.
5. Image URL–ში ჩავსვამთ pix.ge-დან დაკოპირებულ ბმულის კოდს;
Image Title — დავარქმევთ სახელს;
დანარჩენი ველების შევსების წესი იგივეა,რაც იყო მოყვანული პუნქტ 1-ში ზევით.
ვაჭერთ Insert into Post-ს და სურათი უკვე ჩვენს პოსტშია:

3. დავამატოთ სურათი სხვა საიტიდან :
1. გავხსნათ ნებისმიერი საიტი.
მაგალითისთვის ავირჩიე გუგლის სურათების სამძებრო გვერდი.ავირჩიოთ სურათი,კურსორის მიყვანისას თაგვზე დავწკაპოთ მარჯვენა ღილაკი,და ფუნქციებიდან ავირჩიოთ Copy image URL .
2. სურათის ლინკის დამატება პოსტში ხდება იგივენაირად,როგორც ზემოთ იყო აღწერილი ვარიანტი 2,პუნქტი 4,5 .

და აი ჩვენი სურათიც:

წარმატებებს გისურვებთ!
მომდევნო პოსტში: როგორ დავამატოთ სურათი ბლოგის საიდბარზე.

Advertisements

3 responses to “როგორ ჩავსვათ სურათი პოსტში

  1. Pingback: სურათის დამატება ბლოგის საიდბარზე « Ketusi's Blog

  2. ninikavtelishvili სექტემბერი 16, 2013, 1:26 PM

    სურათს ვსვავ პოსტში, მხოლოდ სხვა საიტებიდან ლინკის ატვირთვის შემთხვევაში, პირდაპირ კომპიუტერიდან არ მიტვირთავს, თანაცე ჩემს მიერ პოსტზე ატვირთული სურათი სიახლეებზე არ მიჯდება, იქ ცარიელ (image pending) ჩარჩოს მიჩვენებს, http://b.pix.ge/b/0ixl3.jpg

    • ketusi.com სექტემბერი 17, 2013, 12:25 PM

      ესეც თემას გააჩნია, ზოგ თე,მას ხომ ჰგამოაქვს მთავარისურათი პირველ გვერდზე, ხოდა სურათის ატვირთვისას უნდა მიუთითო, რომ გინდა, რომ მთავარზე იყოს,დამატებიტ ,ედვანსდ სეთინგს-ში ექნება ეგ პუნქტი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: