Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ტემპერამენტის ტიპები


მას შემდეგ რაც ადამიანი გონიერ არსებად ჩამოყალიბდა,დაიწყო დაკვირვება ადამიანის ხასიათზე.

და აი უკვე მე4-ე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ (ძვ. წ 460 — ძვ. წ. 370)პირველად აღწერა ტემპერამენტი და მოგვცა ტემპერამენტთა კლასიფიკაცია.მას მიაჩნდა, რომ “ფიზიკური და სულიერი სნეულებების მიმდინარეობას ადამიანის სხეულის შემადგენელი ოთხი ელემენტის პროპორცია განსაზღვრავს”. ჰიპოკრატეს აზრით, ტემპერამენტის ტიპი ადამიანის ორგანიზმში არსებული ოთხი სითხიდან ერთ-ერთის სიჭარბეზეა დამოკიდებული. ესენია სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში და ლორწო, რომელიც აცივებს ორგანიზმს (სიცივეს ინახავს). აღნიშნულის შესაბამისად მან ადამიანთა 4 ტიპი გამოყო.

და რა არის ტემპერამენტი?
ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ტემპერამენტის ტიპებია: სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს,რომ ადამიანს ტემპერამენტი დაბადებიდანვე დაჰყვება. მას ვერ შევუცვლით, მაგრამ მისი გაგება და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. ახალშობილი ამ ქვეყანას ნერვული სისტემის ჩამოყალიბებული თვისებებით ევლინება. სწორედ ნერვული სისტემის თავისებურებები განსაზღვრავს შემდგომ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას.სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტემპერამენტის დამსახურებაა პაწაწინა ადამიანის ხასიათი, ემოციების გამოვლენის ხერხები, ახალი ცოდნის ათვისება, მიდრეკილება გარკვეული ტიპის საქმიანობისადმი, სწრაფვა მონოტონურობისკენ ან, პირიქით, ცვლილებებისკენ. ბავშვს ან ერთ-ერთი მშობლის ტემპერამენტი დაჰყვება, ან თანაბრად იღებს ორივე მათგანის თვისებებს. სწორედ ამიტომ იბადებიან ერთსა და იმავე ოჯახში განსხვავებული ხასიათის ბავშვები.
ტემპერამენტის მკვეთრი გამოხატვა მაშინ იწყება, როცა ხდება პიროვნების ჩამოყალიბება სოციალურ გარემოში. სწორედ ამიტომ ტემპერამენტის ტიპის განსაზღვრა მხოლოდ 3-4 წლის ასაკისთვის არის შესაძლებელი. ბუნებით ბოძებული ტემპერამენტის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში, სოციალური გამოცდილების კვალობაზე, ის გარკვეულ ცვლილებას მაინც განიცდის. უმეტესად ეს დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან, გარემოცვასთან. ცხოვრებისეულ გარემოებათა გავლენით ადამიანი სწავლობს დაფაროს ერთი და გამოავლინოს მეორე თვისება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფთა სახით ესა თუ ის ტიპი იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ, ყველა ჩვენგანს აქვს ოთხივე ტიპის თვისებები. მთავარია განვსაზღვროთ, რომელი მათგანი დომინირებს ადამიანში. სწორედ დომინანტური ტემპერამენტის საფუძველზე ხდება ქცევისა და ხასიათის ფორმირება.

ეხლა კი თვით ტემპერამენტის ტიპები :

სანგვინიკური ტემპერამენტი

სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან „სანგუის“ (ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.

ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპიური ექსტროვერტია. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.

ქოლერიკული ტემპერამენტი

„ქოლე“ (ბერძნ. χολή) ნიშნავს ნაღველს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.

ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის

ფლეგმატიკული ტემპერამენტი

„ფლეგმა“ (ბერძნ. φλέγμα) ნიშნავს ლორწოს. ჰიპოკრატეს აზრით ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.

ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის

მელანქოლიკური ტემპერამენტი

„მელან ქოლე“ (ბერძნ. μελας — შავი; χολη — ნაღველი) მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.

ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.

რომელი ტემპერამენტის ტიპია შენი?
ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით გამოგადგებათ ეს სტატია

Advertisements

15 responses to “ტემპერამენტის ტიპები

  1. ლიზიკუნა მარტი 5, 2011, 8:53 PM

    არცერთს არ მივეკუთვნები ერთიანად. ოთხივედან რაღაც რაღაცეები მახასიატებს))))) მაგრამ უფრო მეტად მაინც სანგვინიკი ვარ)))))))

  2. guro მარტი 6, 2011, 5:29 PM

    Getanxmebi besoo martla dzan magari adminia :*
    Da dzan miyvars

  3. ლიზიკუნა მარტი 6, 2011, 9:52 PM

    ვაიმე ეს ჩემზეა ლაპარაკიიიიი)))))) უნდა გავინაზო…… სხვათაშორის ხშირად ჩემი ხასიათი დამოკიდებულია ხოლმე ხანდახან ამინდზე, თუ კარგი ამინდია მზეა და სითბო შეიძლება ხასიათი უცებ გამომისწორდეს, თუ ჩემს გარშემო კარგი რამ ხდება ისაც მოქმედებს. თუ ცუდი ესაც მოქმედებს)))) ბესო შენ რომლეს მიეკუთვნები ან შენ გურო)))) ან შენ ქალბატონო ქეთუსი

    • ketusi მარტი 6, 2011, 10:11 PM

      ეხლა რომ ვთქვა რომ მე ზებუნებრივი არსება ვარ და ამ ტიპებს არ მივეკუთნები თქო,არ დამიჯერებთ ხომ ვიცი!:)
      ისე,თუ არ ვიხუმრებ,მე მგონი ფლეგმატიკული ტემპერამენტია ჩემში 90 პროცენტით და მცირედი სანგვინიკურიც.

    • mia.. მარტი 9, 2011, 2:16 PM

      uii meec egre var , xshirad emtxveva chemi xasiati aminds…

  4. guro მარტი 6, 2011, 10:46 PM

    სანგვინიკური -ქოლერიკული am 2 ridan naxevar naxevari var chemiazrit da tqvenc shemapaset aba vinc micnobt :*

  5. beso მარტი 6, 2011, 11:19 PM

    ise es xalxi rom amtkicebs rom 4 tipis adamiani arsebobso ragac armjera mtlad mag ambis!!

    is 4 xasiatis tipi xomsheizleba ertmanetshi gadatamashdes dozebis mixedvit da mivigot su sxva xasiatebi?

    an tundac 4-is faqtoriali rom gamoviangarishot zalian did cifrebs mivigebt!!!
    (matematika visac esmis mixvdeba ras vgulisxmob!)

    ise arsebosb teoriuli shansi imisa rom daibados zustad ertidaigive adamiani sxvadasxva qveyanashi!!! anu sxvadasxva adgilas!

    es genetikur kodshi chadebuli albatobis variantze damokidebuli!!

    genetikuri kodebis albatoba usasrulo araa amitom aris teoriulis shansi gameordes pirovneba magram amas imdeni dro unda rom imis albatoba imdenad mcire rom es adamianebi ise daibados rom ertmanets aramctu shexvdnen aramed ert epoqashi moxvdnen. faqtiurad shansebi 0-is tolia!

    shansi mxolod teoriulia!!!

    • ketusi მარტი 7, 2011, 12:20 AM

      ბესო – ”უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფთა სახით ესა თუ ის ტიპი იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ, ყველა ჩვენგანს აქვს ოთხივე ტიპის თვისებები. მთავარია განვსაზღვროთ, რომელი მათგანი დომინირებს ადამიანში. სწორედ დომინანტური ტემპერამენტის საფუძველზე ხდება ქცევისა და ხასიათის ფორმირება”

  6. mia.. მარტი 9, 2011, 2:18 PM

    me ravi.. ^^ grdznobebshi zedapiruli ar var. adamianshic kargsac vxedav da cudsac, es imitom ro tavs ar vittyueb arasdros. mozraobebi , jestebi da mimika swrapi maq da cxovrebashic ufro kargs moveli.. : )))

  7. A Magazine სექტემბერი 4, 2012, 10:30 PM

    მეც მაქვს პოსტი ამის შესახებ. ვერაფრით დავადგინე რომელი ტიპია ჩემი დომინანტი. სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა ხასიათს ვიჩენ.
    http://wp.me/sYIPq-4p

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: