Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როცა დედა გიყვარს…

დღეს დედების დღე იყო,დაგვიანებით მინდა ჩემს დედიკოს მივულოცო.(ეს ბლოგზე ვწერ გვიან,თორე ისე მივილოცე,აბა რა)
დედი,ძალიან მიყვარხარ და გაფასებ.მე გამიმართლა,რომ შენნაირი მზრუნველი და მოსიყვარულე დედა მყევხარ.
ჩემმა შვილმაც მომილოცა დედების დღე,ძალიან მასიამოვნა,ვარდის თაიგული მომართვა და ულამაზესი ლექსი მომიძღვნა.
ყველა დედას სიამოვნებს ასეთი ყურადღება შვილისგან,მაშინ ხვდება,როგორ უყვართ,
იმიტომ რომ
როცა დედა გიყვარს ცდილობ არ აწყენინო
როცა დედა გიყვარს ცდილობ ასიამოვნო
როცა დედა გიყვარს ცდილობ ცხოვრება გაულამაზო
როცა დედა გიყვარს ცდილობ თავი არ მოანატრო
როცა დედა გიყვარს ცდილობ იყო კარგი
როცა დედა გიყვარს ცდილობ ამ ყველაფერს ცდა არ დააკლო!

შენც ხომ გიყვარს დედა?
რას ცდილობ შენ?

Advertisements

13 responses to “როცა დედა გიყვარს…

  1. პერწკლი მარტი 4, 2011, 10:14 AM

    როცა დედა გიყვარს ის უბრალოდ, გიყვარს, დანარჩენი რაც შენ ჩამოთვალე დედების მიერ შვილების ექსპლუატაციის სტანდარტული პაკეტი იყო : ))

    • ketusi მარტი 4, 2011, 1:12 PM

      რატომ,პერწკლი?ექსპლუატაცია სხვა რამეა.
      მე დავწერე შვილის პოზიციიდან რა სურვილებს ბადებს სიყვარული.
      მაგრამ როგორც ყველაფერ სხვა რამეში სტანდარტები არ მოქმედებს აქ,უბრალოდ არის ზოგადი დამახასიათებლები.

  2. ლიზიკუნა მარტი 4, 2011, 2:20 PM

    ესეიგი თუ დედები ექსპლუატაციას უწევენ შვილებს, მაშინ შვილები რას უკეთებე დედებას)))))))) დედა უბრალოდ ვფიქრობ არ უნდა გიყვარდეს. ის განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს. მე რა თქმა უნდა მაქვს ნორმალურ ურთიერთობაზე ლაპარაკი. საერთოდ რა და როგრო და მშობლის ფასს გებულობენ როცა თვითონ ხდებიან მშობლები. მაგრამ ფაქტი ერია, უნდა ვაფასებდეთ, ვაღმერთებდეთ და ველოლიავებოდეთ ჩვენს დედიკოებს (მამაიკოებმა რა დააშავეს, მაგრამ თემა დედიკოზეა). ყოველთვისაც უნდა ვეუბნებოდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის და ვართ კი ისეთები როსთვისაც მათ ამდენი იწვალეს…..

  3. ლიზიკუნა მარტი 4, 2011, 2:27 PM

    ცოტას წაგახალისებთ))))))))

    როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
    როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
    ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ –
    ვინ გიმღეროდა?!
    – მშობელი დედა.

    ეზოში როცა იტკენდი რამეს, –
    ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
    შენი გულისთვის უძილო ღამეს
    ვინ ათენებდა?!
    – მშობელი დედა.

    ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, –
    შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
    შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
    ვინ ვერ ისვენებს?!
    – მშობელი დედა.

    ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
    ვის უხარია ყველაზე მეტად?!
    ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, –
    ვინ იამაყებს?!
    – მშობელი დედა.

  4. ლიზიკუნა მარტი 4, 2011, 2:34 PM

    შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
    ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
    მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
    ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
    მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
    შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
    ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
    შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
    გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
    გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
    ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
    რა გამაჩნია ამ უცოდველ ლექსების გარდა?!
    შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
    მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი!..

  5. tetiko მარტი 4, 2011, 7:12 PM

    ჩემს დედიკოოოოს…… (მიყვარხარ დეე)

    ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
    გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
    შენს ამაგს ვხედავ….
    შენს ხოტბას ვბედავ….
    ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
    მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
    გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
    ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
    არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
    ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან…
    ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან ერთად….
    თუ გაწყენინე შენდობას ვითხოვ არ ვმალავ ამას,
    ვიბედნიერებ ალბათ, თუ დაგიფასებ ამაგს.
    ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
    გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ

  6. ლიზიკუნა მარტი 5, 2011, 8:54 PM

    ეს ჩემი შვილია)))))) თეთიკო. ნახეთ რა დღეშია))))))))))

  7. რუსო მარტი 5, 2011, 9:18 PM

    ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
    ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
    მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
    სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

    ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
    ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
    დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
    არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

    შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
    მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
    შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
    არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

    უპატიებელს მპატიობ მუდამ.
    თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
    შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
    მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით

  8. რუსო მარტი 5, 2011, 9:19 PM

    ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
    განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
    ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
    რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.

    იყო დროება მხნედ რომ იყავი,
    სიბერე უცებ შემოგპარვია,
    გაგთეთრებია თმები ძვირფასო,
    და გულზე ცეცხლი შემოგდებია.

    წარსულის დღეებს რომ გაიხსენებ,
    ჩუმად ცრემლები თვალს დაგდენია,
    გულით იყავი ძლიერი კარგო,
    და ეგ სიბერე არაფერია.

  9. რუსო მარტი 5, 2011, 9:20 PM

    ახლა გამახსენდა პატარაობა
    როცა გავიგე დედის რაობა
    ისიც გამახსენდა როგორ იტირე
    როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
    რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
    ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
    ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
    და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
    მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
    მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
    შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
    ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
    დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
    შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი
    …………………………………………………………….
    შენი სილის გაწნა ეხლა ტკბილად მახსოვს
    შენი ცრემლებია გულში ხმალს რომ მარჭობს
    დედა! მაპატიე ჩემი შეცოდება
    მე ჩემი თავი ძლიერ მეცოდება
    ეხლა რომ დავინახო მე შენი ცრემლები
    ალბათ თვითმკვლელობას მეორედ ვეცდებიდაგა
    ჩემთვის შენ ყველაზე წმინდა სანთელი ხარ
    ეხლა ვხვდებირომ ძლიერ მყვარებიხარ

  10. Mallorie მარტი 27, 2011, 7:29 PM

    თბილა, თბილა, თბილა.. ძალიან თბილა.
    კარგი ხარ, ძააალიან კარგი. :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: