Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ ავაგოთ ბლოგი wordpress.com-ზე


ბლოგის გაკეთება გადაწყვიტე?
ზუსტად იქ მოხვდი სადაც საჭიროა.

არაფერი ამაში რთული არ არის,თავადაც დარწმუნდები!
ორი რამ გჭირდება,მოიფიქრო ბლოგის სახელი და გქონდეს ელ.ფოსტა.მეორე პრობლემას არ წარმოადგენს(ერთადერთი,გაითვალისწინეთ თუ ელ-ფოსტა mail.ru-ზე გაქვთ,ვერაფრით ვერ დარეგისტრირდებით,სხვა მისამართი გინდათ) აი პირველს რაც შეეხება–ფანტაზიაა საჭირო,მანამდე კი კარგად მოიფიქრე რა კონტექსტის ბლოგი გექნება,რომ სახელიც და გარეგნული მხარეც შეესაბამებოდეს.
მეგობარმა,ნათიამ,მთხოვა ბლოგის გაკეთება და თვალსაჩინოებისთვის მისი ბლოგის აწყობის პროცესს გამოვიყენებ.სახელი მოფიქრებული აქვს–ცისარტყელა უნდა ერქვას–rainbow.
მაშ ასე,ვიწყებთ:

1.შევდივართ მისამართზე www.wordpress.com და ვაწკაპებთ sign up now-ს (სტაფილოსფერი ღილაკი მარჯვენა ზედა მხარეს)
2. აქ დაგვხვდება ასეთი გვერდი.ვავსებთ ველებს:
Blog Address–ის არის თქვენი ბლოგის მისამართი.ის უნიკალური უნდა იყოს,ანუ სხვას არ უნდა ქონდეს მზგავსი,თორე აჩვენებს წითლად,როგორც სურათშია.ანუ rainbow-რაც მე მინდოდა,არ შეიძლება რომ ავიღო,ამიტომ ვცვლი მას.
3. rainbowofmysky-ს ვარქმევ,და აჩვენებს,რომ ეს მისამართი დასაშვებია.

4. Username-ის ველში თვითონ საიტი იგივე სახელს შემოგთავაზებთ,მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ.ეს ის სახელია,რაც დაგჭირდებათ საიტზე შესასვლელად.Password-ს ვირცევთ ისეთს,რომ წითელი არ აჩვენოს,ანუ უსაფრთხოდ უნდა ჩათვალოს საიტმა.შეგვყავს ელ.ფოსტა,და ვაჭერთ Sign up-ს.გილოცავ,ბლოგი უკვე შექმენი!უკვე შეგიძლია გამორთო საიტი.
ამოწმებ ელ.ფოსტას.იქ დაგხვდება wordpress-იდან მოსული წერილი,გახსენი და მოცემულ ლინკზე გადადი.
5. აქ გატყობინებენ რომ უკვე შექმენი ბლოგი.შენი აღებული Username და Password-ით შედი შენს ბლოგში(ბარი ზედა მარცხენა კუთხეში)..
6. გაიხსნება გვერდი,სადაც უკვე შენი სახელით ხარ შესული.დააწკაპე My Blog-ს..
7. და აი ესაა შენი ’ახალგამომცხვარი’ ბლოგი,რომლის იერსახის შეცვლასაც ეხლა დავიწყებთ!.
8. My Blog -ღილაკთან რომ კურსორს მიიტან ჩამოიშლება მენიუ,აქ პირველია Dashboard-აქ შევდივართ!.
9. და იხსნება ასეთი სურათი.ეს შენი შიდა სამზარეულოა!ინსტრუმენტების პანელია.მარცხენა მხარეს პანელზე განლაგებულია ყველა ფუნქცია,რაც კი შეიძლება დაგჭირდეს.
პირველ რიგში ბლოგის გარეგნულ მხარეზე ვიზრუნოთ,ანუ თემა შევუცვალოთ.
10. ამისთვის მარცხენა პანელებში ვნახულობთ Appearance-ს და მას ’ჩამოვშლით’.ვირჩევთ პირველივე პუნქტს–Themes–ამუ თემას.გაგვიხსნის Manage Themes-განყოფილებას.აქ მოცემული ყველა უფასო wordpress-ის თემა,თავიდან პირველ გვერდზევეა შემთხვევითი მეთოდით შერჩეული თემები(Random),ასევე არის ანბანისებურად დალაგებული,პოპულარული,ბოლოს დამატებული,და პრემიუმი–ფასიანი ვერსიები.
11. ათვალიერებ თემებს და შესაფერისს ეძებ!(ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცვლა)მე მაგალითად უკვე წინასწარ მაქვს შერჩეული თემა Spectrum,ვპოულობ მას.
12. ყველა თემას ქვეშ აწერია Activate – თემის დაყენება და Preview-დათვალიერება..
13. ვაჭერ Preview-ს რომ ჯერ ვნახო,მომწონს თემა თუ არა.მე მომწონს ეს თემა–ზუსტად ისაა რაც მჭირდება.ამიტომ გამოვრთავ.და უკვე Activate-ს დავაწკაპებ..

14. გახსნის პრაქტიკულად ცარიელ გვერდს,დააწკაპე მარცხენა ზედა მხარეს ბლოგის საცელწოდებას!
15. და აი უკვე შენი ბლოგი,ახალი თემითურთ მოგვევლინა!.
გადავიდეთ პარამეტრებზე.ამისათვის შევდივართ Dashboard-ში(ზევითა პანელზე ღილაკ My Blog-თან მიიყვან კურსორს,და გამოჩნდება)

16. იქ კი მარცხენა პანელზე,დაბლა Setting განყოფილების General-ში.ასე გაიხსნება General Settings-ის განყოფილება.მივყვებით თანმიმდევრულად:
Site Title -აქ ჩაწერე ის სახელი,რაც გინდა,რომ ბლოგს ერქვას.
Tagline -თუ გინდა ბლოგის სახელის ქვეშ წარწერა იყოს,ჩაწერ აქ.
E-mail address -შესაბამისად ელ.ფოსტა,რომელიც ისედაც ცაწერილი დაგხვდება.
Timezone -თბილისისთვის ჩაწერ UTC+4 -ს
Date Format -რა სტილში გინდა რომ თარიღს აჩვენებდეს.
Time Format -რა სტილში გინდა რომ საათს აღვენებდეს.
Week Starts On -აქ იყოს Monday-ანუ კვირის დღე რომ ორშაბათიდან იწყება.
Language -ში მიუთითებ ka-ქართული -ს
Blog Picture/Icon -მარჯვენა მხარეს როა,აქ შეგიძლია ატვირთო სურათი,რომელიც შენი გრავატარი იქნება.(ატვირთული სურათის რედაქტირებაცაა შესაძლებელი შიგნითვე)
ბოლოს დააჭერ Save Changes .
17. ეხლა Settings-ში ვირჩევთ Discussions-ს.
Discussion Settings-ში აი რა ხდება:
Default article settings -მონიშნავ სამივეს
Other comment settings –
1.კომენტარის ავტორმა უნდა ჩაწეროს სახელი და ელ.ფოსტა–მონიშნავ
2.კომენტარს ტოვებს მხოლოდ ის,ვინც ამ ბლოგზეა დარეგისტრირებული–არ მონიშნავ.
3.ავტომატურად დაიხუროს კომენტარები,შეგიძლია მიუთითო თუ რამდენ დღეში–შენი ასარცევია.
4.დონეებიანი კომენტარები,და მიუთითებ რამდენია დასაშვები დონე.(ანუ კომენტარის კომენტარის კომენტარი..)-კარგი რამეა,მონიშნე მინიმუმ 3.
5.კომენტარების გვერდებად დაყოფა-არ მონიშნო ეს.
კომენტარების განლაგება:თუ გინდა რომ თავში ადრეული კომენტარები იყოს,მონიშნე older-ი.
E-mail me whenever -თუ გინდა რომ ყველა კომენტარის,პოსტის,დალინკვის და გამოწერის შესახებ წერილი მიიღო ელ.ფოსტით,ყველა მონიშნე.
Before a comment appears -არცერთი არ მონიშნო,თორე შენი დამოწმების გარეშე ვერავინ კომენტარს ვერ დადებს.
Comment moderation -არაფრი არ მონიშნო.
Comment Blacklist – აქ შეგიძლია ჩაწერო ის სიტყვები,რომლებიც აღქმული იქნება როგორც სპამი და კომენტარი არ გამოქვეყნდება.(მაგალითად სალანძღავი უცენზურო სიტყვები)
Comment Reply Via Email -გეძლევა საშუალება კომენტარი დაწერო და გამოაქვეყნო მეილის მეშვეობით.–მონიშნე.
Subscribe To Comments -ეს მონიშნე და კომენტარებს დაემატება ღილაკი,საიდანაც სტუმარს შესაძლებლობა ექნება გამოიწეროს იმ პოსტის კომენტარები.
Subscribe To Blog -აჩვენებს ღილაკს,რომლის დაჭერითაც სტუმარი ბლოგს გამოიწერს(ანუ შენი ბლოგის სიახლეები მიუვა მეილზე).–მონიშნე.
Avatars (ავატარი არის შენი ან შენი სტუმრის სურათი,როგორაც ჩანხართ შენს ან სხვა ბლოგზე)
Avatar Display – მონიშნე Show Avatars.
Gravatar Hovercards -მონიშნე,ასე გრავატართან რომ კურსორს მიიყვან პროფილს აჩვენებს.
Maximum Rating -პირველივე, G -მონიშნე,რომ ბლოგი ნებისმიერი აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
Default Avatar -ამოირჩიე რომელიც გინდა, ასე გამოჩნდება ის სტუმარი კომენტარში, ვისაც თავად არ აქვს რამე სხვა კომენტარი დაყენებული.
Save Changes – აჭერ და ამით ეს განყოფილება დარედაქტირებულია.

18. ეხლა შევდივართ მარცხენა პანელში Users -ის განყოფილებაში,აქ შევიდეთ Personal Settings-ში
ჩამოვთვლი მარტო იმას,რაც აქ უნდა მონიშნო.
Fun -Surprise me-ს მონიშნავ.
Admin Color Scheme – როგორ ფერებშიც გინდა Dashboard-ი იყოს,იმას მონიშნავ.მე მუქ ფერებში უფრო მომწონს.
Twitter API – ჩასმულია ბლოგის მისამართი,და ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსები აისახება ბლოგზეც(თვითონ Twitter-ის შესახებ მერე დავწერ პოსტს).Publish geolocation data with status updates -ეს მონიშნე.
დანარჩენი არაფერი არ შეცვალო,და ბოლოში დააწკაპე Save Changes.


19. ეხლა ბლოგი დავტვირთოთ widget-ებით.
მარცხნივ პანელში იპოვე Appearance-ი,ჩამოშალე და აირჩიე widgets.აქ მოცემულია ყველა ის მოწყობილობა,რაც შეიძლება დაგჭირდეს ბლოგზე.სხვათაშორის თვითონ თემას შეიძლება თავისი სრეციფიური ვიჯეტების კრებული ქონდეს.
მარჯვენა მხარეს Primary Widget Area -ში ნაჩვენებია ის widget-ები,რომლებიც ამ მომენტისთვის ბლოგზეა.
ნებისმიერი ვიჯეტის დამატება ხდება drag and drop-ის მეთოდით,ანუ ’მოკიდე და გადაიტანე’.
მოდით პირველ რიგში Recent Comments -დავამატოთ,ამისათვის მოკიდეთ ამ ვიჯეტს ’ხელი’ დ გადაათრიეთ მარჯვენა მხარეს Primary Widget Area -ში.იქ მექანიკურად გამონთავისუფლდება ადგილი,და ჩასვი.
შეგიძლია შეცვალო თანმ,იმდევრობა.მე მიყვარს,როდესაც პირველ რიგში ჩანს კომენტარები,ბლოგზე შესვლისას ძებნა არ მოუწევს არავის,რომ თავისი კომენტარი ნახოს.
მე ასევე დავამატე Links-ლინკები,აქ შეგიძლია მეგობარი ბლოგების ლინკები განათავსო.და დავამატე Blog Stats-ბლოგის სტატისტიკაა(საერთო სტატისტიკაა-ითვლება ყველა ბლოგზე შესვლა და ასევე გვერდებზე გადასვლა)

პრაქტიკულად სულ ეს არის!ძირითადი სამუშაო შესრულებულია,დააწკაპე ბლოგის სახელს და იხილე შენი ბლოგი!
მომილოცნია!
ვიგეტების სახელების შეცვლა და ასევე სხვა მანიპულირებაც შესაძლებელია.
დაწერე შენი პირველი პოსტი! wordpress-ის პირველი პოსტის ნაცვლად შეგიზლია დაწერო,ან ეგ გადააკეთო,ანუ შენებური მისალმება დაწერო,და მერე ახალი პოსტიც დაწერე.
ინფორმაცია პოსტის წერაზე და კიდევ ბევრ ნიუანსებზე შემდგომ პოსტებში იხილე.
წარმატებულ ბლოგერობას გისურვებ!

172 responses to “როგორ ავაგოთ ბლოგი wordpress.com-ზე

  1. ლიზიკუნა მარტი 3, 2011, 4:15 PM

    შენს ადგილას კურსებს გავხსნიდი)))))))))))))))

    • ketusi მარტი 4, 2011, 12:24 AM

      ხომ იცი მოწოდებით მასწავლებელი ვარ.
      ტუტორიალების წერა და რაიმეს ახსნა უკეთ გამომდის ვიდრე ისე რაიმე ზოგადის დაწერა,ყველაფერს სერიოზულად ვუდგები.

  2. ლიზიკუნა მარტი 3, 2011, 4:17 PM

    ძააააან მაგარი ხარ ქეთუსი….. ძაან მაგარი. ვამაყობ შენით მართლა ასეთი და რომ მყავს.. ხალხნო ეს ჩემი დააააააა))))))))))))))

  3. veronika მარტი 3, 2011, 5:19 PM

    kargi adamiani xar,mixaria,rom gamochndi…vinc damexmareba,ragac etapze gaviyine…ras vizamt, sibere tavisas shvreba…ici,rogor vgrznob tavs? krilovis igavi,rom aris,maimuni,rom satvales ipovis da ar icis sad daikosos…
    zalian minda srulfasovani blogva shevzlo,magram ver momixerxebia….imedia ragacas mivxvdebi odesme…farxmals ar vyri…

    • ketusi მარტი 4, 2011, 12:34 AM

      veronika მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
      ვეცდები ყველანაირად დაგეხმარო.
      თავიდან ყველა რაღაცით და რაღაცნაირად სწავლობს!რახან ამდენ ადამიანს აქვს ბლოგი,ესეიგი ამაში უნუკალური და შეუძლებელი არაფერია,თუ მონდომება გექნება,ყველაფერს კარგად გააკეთებ.
      მეც საკმაოდ დაკავებული ადამიანი ვარ,სამსახურ(ებ)ი და ოჯახი მეც მყავს,(და არც ასაკით ვარ პატარა სხვათაშორის) და ხშირ-ხშირად ვერ ვდებ პოსტებს,მაგრამ ვაპირებ ვორდპრესის თემაზე ამომწურავად დავდო ტუტორიალები.

  4. Pingback: www.wordpress.com « Ketusi's Blog

  5. Pingback: პოსტის წერა wordpress-ში « Ketusi's Blog

  6. Pingback: ტექსტის დამატება SideBar-ზე « Ketusi's Blog

  7. unansweredlttrs აგვისტო 31, 2011, 2:01 PM

    მადლობა იმისთვის, რაშიც უკვე დამეხმარა შენი ბლოგი და კიდევ იმისთვისაც, რასაც მომავალში ვისწავლი აქედან
    ახლა ვაწყობ ბლოგს და შენთან ერთად ყველაფერი უფრო გასაგებია

    • ketusi აგვისტო 31, 2011, 3:04 PM

      გაიხარე,ჩემო კარგო,მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის
      წარმატებებს გისურვებ,თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდა,შესაბამის პოსტის კომენტარში დაწერე და შევეცდები დაგეხმარო ^^

  8. Qeti Mosiava სექტემბერი 27, 2011, 11:05 PM

    Only lowercase letters and numbers allowed <- amas miwers ver amovisuntqeeeeeeeeeeeeeeeeee 😦

  9. rockermeloman ოქტომბერი 15, 2011, 2:50 PM

    უშესანიშნავესი, უმაგრესი, უიდეალურესი, უჭკვიანესი, უსასარგებლოესი :დ და ყველაფერი საუკეთესო ხარ :პ ჩემი მხსნელი :პ ერთი კვირაა შენი ბლოგიდან არ გავსულვარ :დ

  10. teomamulashvili დეკემბერი 29, 2011, 12:31 AM

    ❤ qeta ❤ dzalian dzalian damexmara es posti gaixare

  11. თათა თებერვალი 2, 2012, 8:58 PM

    შენი დახმარებით და ინსტრუქციით, რაღაც გავაკეთე და ჩონჩხის სახე მივეცი, მაგრამ სად რა დავწერო უკვე ვეღარ ვხვდებიი…. იმედია დამეხმარები ქეთუსი… 🙂

  12. anitbeli მარტი 11, 2012, 1:45 AM

    ketusi dzalian kargi blogi gaqvs. mec ert erti blogeri var, erti kitxva maqvs mtavari surati rogor dade ? ai ketusis blogi ro weria zemot mand surati rogor dade ?

    • ketusi.com მარტი 11, 2012, 1:49 AM

      დიდი მადლობა,მიხარია, თუ მოგწონს ბლოგი 🙂
      ამ სურათს ქვია ჰედერი,ის იცვლება აქედან: dashboard–>appearance–>header–>Upload Image-ის განყოფილებაში ატვირთავ სურათს

  13. colorfulsun აპრილი 6, 2012, 8:56 PM

    მადლობა… მაგრა დამეხმარეთ

  14. karamelka აპრილი 7, 2012, 8:08 PM

    ქეთ, ბლოგზე ფეისბუქის ლოგო დავაყენე მაგრამ მოწონების ღილაკი ვერ და მიშვე რამე?!

  15. karamelka აპრილი 7, 2012, 8:34 PM

    არა, პოსტის ბოლოში რომაა მაგაზე არ გეუბნები. ბლოგის მარჯვენა მხარეს რომ არის ფეისბუქის ლოგო. დავაყენე ფეიჯის ლოგო და ბლოგიდანვე რომ მოიწონონ ფეიჯი “მომწონს” ღილაკი რომ ჩანდეს მაგას ვერ ვაყენებ.

    • ketusi.com აპრილი 7, 2012, 11:12 PM

      მაგის ვიჯეტი თვითონ ბლოგს აქვს ვიჯეტად,Facebook like Box ქვია,მაგას დადებ საიდბარზე და ურლ-ში ჩაწერ ფეიჯის მისამართს,და ვსიო, მეტი არაფერი უნდა, მარტო პარამეტრები შეგიზლია ცაასწორო,ფერი და ზომა

  16. 1234friends მაისი 18, 2012, 12:04 PM

    ერთი კითხვა მაქვს: ანუ, ბლოგს უკან მინდა სასურველი ფონი გავუკეთო, მაგალითად რამე სურათი რომ დავდო უკან და ფონად გაიშხლართოს და როგორ გავაკეთო ხომ ვერ მასწავლით??:)

  17. egaaa ra მაისი 22, 2012, 11:43 PM

    vinmes shegidzliat damexmarot dizainzeee ??? ver vishove ra da damexmaret ra skype : talaxa21

    da suratebis atvirtva ver davamugame exla gavakete da sul sxvanairia ra :@

    • ketusi.com ივნისი 17, 2012, 12:21 PM

      დიზაინზე ნამდვილად ვერავინ დაგეხმარება,თემის არჩევა მართლა რთული საქმეა.
      სურათების ატვირთვაზე მაქვს ტუტორიალი და ნახე

  18. oli127 ივნისი 17, 2012, 10:56 AM

    qartuli mak amorcheuli magram mainc inglisuri asoebit michvenebs widgetebsac da pagebsac, da ratoa egre???

  19. ubralogogo ოქტომბერი 21, 2012, 3:08 AM

    ai davitanje araprit ar migdebs stapilospper gilaks sadac aweria sign up…….damexmaret gexvewebiiiiiiiiiiiittttttttttttt :)))))))))))))))))))))))) sul sxva dizainis gverds mixsnis http://wordpress.com/ mitxarit ro tqventanac asea tore gavgijdebi mteli game vcdilob blogis gaketebas

    • ketusi.com ოქტომბერი 21, 2012, 6:25 PM

      ეს პოსტი წელიწადნახევრის წინ არის დაწერილი და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა დიზაინში და ეხლა მგონი არარ არის ის ვიზუალი,რაც მე მაქვს დადბული,თუმცა შინაარსი იგივეა, მგონი ეხლა ლურჯი ღილაკია.ნებისმიერ შემთხვევაში ის ღილაკი გინდა, რასაც აწერია sign up

  20. ონისე ონიანი ნოემბერი 28, 2012, 11:07 AM

    uamravi mcdeloibia shemdeg rom sakutari blogi shemeqmna da kraxit damtavrebis gamo isga damrchenia gavtavxedde da pirdapir ketusias gtxovo daxmareba rom blogi gamiketo,tu ratqmaunda dzalian ar shegawuxewb

    • ketusi.com ნოემბერი 29, 2012, 10:55 PM

      არა, ამაში ნამდვილად ვერ დაგეხმარები, დარწმუნებული ვარ კიდევ თუ სცდი ყველაფერი გამოგივა.
      დ კონკრეტულად რომელ საფეხურზე გიჭირს? ეგებ მეილი გაქვს @mail.ru—რომელზეც არ კეთდება ბლოგი,ან ეგებ უკვე დაარეგისტრირე კიდეც და გგონია ვერ დაარეგისტრირე(ასეც ხდება ხოლმე)

  21. tiny მარტი 7, 2013, 7:06 PM

    მაინტერესებს როგორ დავამატო ბლოგი საძიებო ველში და გთხოვ ამაზე დაწერე რა პოსტი

  22. tiny მარტი 7, 2013, 8:11 PM

    გუგლში რომ ვწერ ბლოგის სახელს არ მიგდებს ჩემს ბლოგს და მაინტერესებს რა უნდა გავაკეთი

    • ketusi.com მარტი 8, 2013, 1:24 PM

      შეიძლება შენთვითონ გაქვს ბლოგის ლინკი დაფარული.აბა აქ ნახე :settings–>reading–>Site Visibility –>Allow search engines to index this site<–ეს უნდა გქონდეს მონიშნული.თუ არ გაქვს, ესეიგი დაფარული იყო და მონიშნე ეს პირველი და დაასეივე. მომწერე რას იზამ

  23. tiny მარტი 9, 2013, 7:29 PM

    ეგ მაქვს მონიშნული მაგრამ მაინც არ მიგდებს არც მაშინ მიგდებს როცა პოსტის სახელს ვწერ

    • ketusi.com მარტი 10, 2013, 2:20 PM

      მაშინ არ ვიცი რაშია საქმე,სულმთლად ახალი ბლოგი ხომ არაა? ზოგჯერ მაგ სემტხვევაში უჭირს ინდექსირება

  24. annetablog მარტი 9, 2013, 11:29 PM

    აუ პოსტები როგორ დავდო ან კატეგორიები როგორ ჩავამატო არ ვიცი და დამეხმარე რა :((

  25. tiny60 მარტი 23, 2013, 3:49 PM

    blogistvis saxelis da misamartis shecvla tu sheidzleba?

  26. 6skolisbiblioteka აპრილი 11, 2013, 11:09 PM

    მაგარი ხარ ქეთუს ძალიან დამეხმარა შენი ბლოგი უღრმესი მადლობა

  27. ნათია მაისი 28, 2013, 11:01 AM

    მაგრადაა ახსნილი… მომეწონა… დავრეგისტრირდი, მაგრამ მეილზე არ მოდის შეტყობინება… რამდენ ხანში უნდა მოვიდეს, წესით?

    • ketusi.com მაისი 28, 2013, 7:24 PM

      წესით მაშინვე მოდის, მაგრამ მეილს არა ქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც მახსოვს, იქ უბრალოდ მილოცვა მოდის.ასე რომ ვორდპრესში sign in-ში შედი და შეიტყვანე სახელი და პაროლი რაც დაარეგისტრირე და ნეხე თუ არს ჩაშვებული ბლოგი.
      მე მაშინვე დავწერე კომენტარი და ეხლა ვნახე, თურმე არ გამოქვეყნებულა,მეორედ გიწერ 🙂

      • ნათია მაისი 28, 2013, 8:20 PM

        პირველ რიგში, გმადლობ გამოხმაურებისთვის…
        ERROR: Invalid email or username. Lost your password?
        მიწერს ქეთი, არა და სწორად შემყავს… მერე პაროლის აღდგენას რომ ვაკეთებ, ჩემი ჭკუით, – Unable to reset password
        I’m sorry, but we weren’t able to find a user with that login information.
        😦

        • ketusi.com მაისი 28, 2013, 8:35 PM

          ბრაუზერის ველში ჩაწერე დარეგისტრირებული ბლოგის მისამართი აბა,თუ ამოაგდებს ბლოგს ნახე.აქ ვარ და მომწერე მაშინვე,თუ გინდა სკაიპი: ke_tu_si -ში შემეხმიანე

          • ნათია მაისი 28, 2013, 8:52 PM

            არ აგდებს ბლოგს… არა და არც მაგ მეილით და არც მაგ მისამართით დარეგისტრირების უფლებას აღარ მაძლევს… ხო და მეგონა გაკეთდა… აღარ შეგაწუხებ… ისედაც მოგაცდინე… გმადლობ… :*

            • ketusi.com მაისი 28, 2013, 11:45 PM

              არა,არ მოგიცდენივარ 🙂
              ჰმ,იცი რა, როდესაც რაიმე შეცდომა ხდება,ვორდპრესი მგონი ორკვირიან ვადით აკავებს ბლოგის სახელს და მერე ბლოკს ხსნის.მოდი ფეისბუქში შემეხმიანე

              • ნათია მაისი 29, 2013, 12:29 AM

                გმადლობ… ^_^ დაველოდები ორი კვირა, სხვა რა გზაა?! დაგიმატე FB-ზე და შეგაწუხებ, რამე რომ დამჭირება… :))) კიდევ ერთხელ, მადლობა ცამდე… :))))))

                • ketusi.com მაისი 30, 2013, 4:51 PM

                  ხო, მე იმდღეს, სენ რომ გელაპარაკე, ვორდპრესს წერილი მივწერე და სეიზლება მეილზე გიპასუხონ და ყურადღებით იყავი

  28. მარი მაისი 28, 2013, 3:51 PM

    მეც ძალიან მინდა ბლოგის გაკეთება. სახელი,იმეილი,პაროლი, ყველაფერი ჩავწერე.მწვანე აღნიშვნები იყო ყველგან. მერე დაბლა ეწერა free blog ხოდა მაგას დავაჭირე. მერე sing up-ს და ეხლა იმეილზე ველოდები. დაახ. 15წუთია ეს ჩავიდინე და მაინც არ მომდის წერილი. რამე არასწორად გავაკეთე? ამ უფასო ბლოგისთვის არ უნდა დამეჭირა? ძააალიან გთხოვთ დამეხმარეთ….მე ….. არასწორად ვქენი რამე? ”(

  29. მარი მაისი 28, 2013, 6:41 PM

    არაააა ნუღარ შეწუხდებით გავაკეთე! გმადლობთ!

  30. მარი მაისი 28, 2013, 6:50 PM

    ნტნტნტნტ. რა საშინელი ადამიანი ვარ…”(ისევ მჭირდებით ქალბატონო ქეთი…ჩემი და მომეხმარა გაკეთებაში, ჰოდა იქ სადაც თემები თუ რაღაც დიზაინები იყო ამოსარჩევი იქ გადაახტა,არაფერი არ აირჩია! გესმიიით! და ახლა ვერსად ვპოულობ დიზაინის შეცვლის ღილაკს, ანუ იმას ადრე რომ გამოაგდო…სულ ესე დარჩებაა? ძვირფასო ქალბატონო გთხოვთ! დამეხმარეთ! ძალიან კეთილი გოგო ბრძანდებით! ❤ მადლობა წინასწარ!

  31. მარი მაისი 29, 2013, 9:43 AM

    უღრმესი მადლობა! ძალიან მიყვარხართ! მე თუ დამაინტერესებს სულ თქვენ შეგეკითხებით ხოლმე რააა ”)

  32. მარი მაისი 30, 2013, 2:25 PM

    დიდი ბოდიში…ბლოგის თავზე წერია ინგლისური ასოებით სახელი და არ შეიძლება ქართულად დავაყენო? სადღაც ვიპოვე Change Username შევედი და 1.New Username
    2.Confirm დამიწერა. პირველში ვწერ ქართულად რაც მინდა,მეორეშიც იმავეს ქართულად. Please limit the value to 50 characters.ამას მიწერს…არადა გრძელია არაა… რამეს არასწორად ვაკეთებ? რა ვქნა? ”( და კიდე…გვერდებზე არც პოსტების სახელებია,არც კალენდარი,არც ჩემს შესახებ…ენებიდან ამპოვირჩიე ქართული მარა არ დაყენდა… ”( რისი ბრალია ნეტავ?

    • ketusi.com მაისი 30, 2013, 4:50 PM

      მარი,იუზერნეიმი სულ სხვა რამაა და მაგას დაანებე ტავი, შენ გჭირდება Site Title–ის შეცვლა, ამისათვის შედიხარ: dashboard–> settings–>general და პირველივეა Site Title,რასაც ჩაასწორებ როგორც გინდა, შემდეგი კი Tagline–ნიშნავს ქვეტექსტს, ანუ მინაწერს, მაგ.როგორც მე მაქვს “take it easy,it’s just life”
      მეორე კითხვას რაც შეეხება,შენ გინდა საიდბარის ვიჯეტებზე ქართულად რომ ეწეროს,ამის გაკეტება ადვილია, დაგილინკავ პოოსტს,სადაც ეს მაქვს ახსნილი
      http://ketusi.com/2011/03/06/sidebar/

      საერთოდაც, გადახედე ტუტორიალებს:
      http://ketusi.com/blogging/

      თუ კითხვა გაგიჩნდება, მკიტხე,არ არის პრობლემა,ვეცდები დაგეხმარო

  33. ninobaiko ივნისი 3, 2013, 11:58 AM

    გამარჯობა ქეთი,მე ნინო ვარ მეც გავაკეთე ბლოგი შენი დახმარებით,ერთი პატარა დახმარება მინდა გთხოვი,რა თქმა უნდა თუ შძლებ: მთავარ გვერძე მენიუს სათაურებს ქართულად ვერ ვთარგმნი მაგალითად შენ ხომ ქართულად გაქვს ”რაზე ვწერ”, ”ბოლო პოსტები”, ”არქივი” და ასე შემდეგ. ხო მიხვდი რაზეც გეუბნები? თუ მიმიხვდი იქნებ დამეხმარო და გამიზიარო როგორ გადავაქართულო ? დიდი მადლობა წინასწარ

    • ketusi.com ივნისი 3, 2013, 1:09 PM

      გამარჯობა, ნინო.ანუ შენ გინდა, რომ ვიჯეტებს ქართული სახელები ჰქონდეს, ამისათვის დაშბორდში აირჩიე widgetsდა მერე უკვ ვიჯეტი ცამოშალე და იქ დაწერე სახელი ქართულად და დაასეივე და ეგაა.

  34. ninulian ივნისი 3, 2013, 6:29 PM

    დიდი მადლობა ქეთუს გაიხარე გავაკეთე…

  35. ninulian ივნისი 4, 2013, 4:05 PM

    ქეთუს მგონი შეგაწუხე მაგრამ ერთი რაღაც მაინტერესებს.მთვარ გვერძე ვიდეო რო დავდო თუ შეიძლება? ალბათ ეგ ვიჯეტებში უნდა ვნახო ხო? თუ ვცდები დამეხმარე რააააააააა…

  36. ninulian ივნისი 4, 2013, 4:08 PM

    ჩემი ბლოგის მისამართს დაგიცერ,თუ სურვილი გექნება შემოდი, მაგრამ აითვალისწინე ჯერ ახალი ვარ და ვსწავლობ მერე და მერე უკეთესს გავაკეთებ.. აბა რაააააააააა 🙂 glamuri.wordpress.com მადლობა წინასწააააააააააააარ

    • ketusi.com ივნისი 5, 2013, 11:11 AM

      http://ketusi.com/2011/08/10/youtube/ –ამ პოსტშია ახსნილი,ნინო.
      აი ამ კატეგორიაში უამრავი ტუტორიალი მაქვს,რაც დაგეხმარება : http://ketusi.com/blogging/ მანდ ტუტოტიალების ლინკში მარტო 25 ტუტორიალია და პლუს დიზაინზე,ცვალკეა ბლოგინგზე.გამოგადგება
      შენ ბლოგს რაც შეეხებე შენი ფავიკონითაც შევიდოდი,არ არის პრობლემა,ერთს გეტყვი, რომ ცოტა უფრო გაშლილი თემა აირჩიე და ფონის პატარა სურათი,რაც დამრავლებულია,შეცვალე,სემაწუხებელია.

  37. shortdrink ივნისი 9, 2013, 9:23 PM

    გამარჯობათ… ბლოგი გავაკეთე როგორც გიწერია ზედმიწევნით, ყველაფერი რიგზეა უბრალოდ ერთი პრობლემა: კატეგორიებს ვამატებ მენიუში მაგრამ მთავარ გვერდზე საიტ ბარზე არა ჩანს… წინასწარ მადლობა!!!

    • ketusi.com ივნისი 10, 2013, 12:35 AM

      გამარჯობა.პირველ რიგში კატეგორიაში პოსტებიც უნდა იყოს,თორე ისე კატეგორია არ გამოჩნდება,მენიუს ცასმაში ალბათ პატარა ნიუანსი გამოტოვე.აი ეს არის ორიგინალი ტუტორიალი და ვიდეოც აქვს და დაგეხმარება–http://en.support.wordpress.com/menus/,მე არ მაქვს ამის შესახებ ტუტორიალი.

  38. მარი ივნისი 9, 2013, 10:36 PM

    აააააააააააააააააააააააა მადლობააააა1 თქვენ ხართ ჩემი (და ყველა გაჭირვებულის ბლოგის საქმეეებში) მხსნელიიიიიიიიიიიიიი ! გავაკეთე! გმადლობაააააააააააა! მიყვარხართ! :*:*:*

  39. meko ივლისი 21, 2013, 5:03 PM

    გამარჯობა ქეთუსი,ეს ბლოგი motivaciashentvis.wordpress.com/ შენი წყალობით გავხსენი დიდად გმადლობ,ესტუმრე ხოლმე იქნებ გამოგადგეს

  40. კუში–კუში ივლისი 28, 2013, 1:45 PM

    კეთი ძალიან დიდი მადლობა ძალიან ბევრს რამეში დამეხმარა შენი ნაშრომი, რა მაინტერესებს იცი როგორ გავაკეთო “თეგები” და კატეგორიები? ზალიან მრტივია მაგრამ რაღაც ვერ აღმოვაჩინეეე 😦 მადლობა წინასწარ!!!!

  41. lilekuna2121 აგვისტო 16, 2013, 10:59 PM

    მე გავაკეთე ახალი ბლოგი.http://liislovelyblog.wordpress.com .შემოდით და ნახეთ ჩემი ბლოგები. 🙂

  42. meko აგვისტო 28, 2013, 10:30 PM

    ქეთუსი გთხოვ დამეხმაროო,ჩემს ბლოგზე გამოკითხვა poll რომაა მაგის გაკეთება მინდა.კი შევქმენი გამოკითხვა მაგრამ ბლოგზე არ გამოქვეყნდა ,იქნებ დამეხმაროო..წინასწარ დიდი მადლობა

  43. irina სექტემბერი 7, 2013, 2:32 PM

    გავაკეთე ბლოგი wordpress-ზე,დავდე 3 სტატია,ანუ 3-ვე მოთავსდა home-ში,მინდა პოსტების ერთმანეში გადალინკვა,ეს როგორ გავაკეთო? ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება

  44. irina სექტემბერი 12, 2013, 10:34 PM

    ძალიან დამეხმარეთ,ყველაფერი კარგად გავაკეთე,მაგრამ მოხდა ასე: როდესაც გვერდები ერთმანეთში გადავლინკე კომენტარებში ავტომატურად დაიპოსტა ადმინის კომენტარი,პატარა ფრაზა სტატიიდან,ეს ნორმალურია?

  45. irina სექტემბერი 17, 2013, 10:14 PM

    ბლოგი google adsense-სთვის მჭირდება, ძირითადათ ამერიკელი ვიზიტორებისთვის, ვფიქრობ სოციალურ ქსელებზე(ფეისბუქი,ტვიტერი) გვერდები ამერიკული იპით ხომ არ დავარეგისტრირო? ანუ ამერიკული პროქსის საშუალებით , თუ არაა აუცილებელი? თქვენ რას მირჩევთ?

    • ketusi.com სექტემბერი 18, 2013, 9:12 AM

      მე ვფიქრობ არ არის აუცილებელი,ინგლისურენოვანი თუ იქნება ბლოგი და კარგი სეი გექნებათ, რა მნიშვნელობა აქვს აიპის.ნუ, არ ვიცი, უფრო კომპეტენტურს კითხეთ

  46. irina სექტემბერი 18, 2013, 6:17 PM

    როცა ჯიმაილის აიკონი გვაქვს ბლოგის ქვემოთ,აუცილებელია ბლოგის სახელი ფიგურირებდეს ადრესში,თუ არაუშავს ჩვენი სახელითა და გვარით?
    მაპატიეთ ბევრ კითხვებს გისვამთ,თქვენგან ძალიან ბევრი ვისწავლე,ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ,დიდი მადლობა.

    • ketusi.com სექტემბერი 19, 2013, 12:55 PM

      მაპატიე,მაგრამ ვერ გავიგე რას მეკითხები,რა შუაშია ჯიმაილი? ბლოგის სახელი რაც გინდა ის იქნება,თუ შენ მოგწონს.
      კითხვებს არაუშავს,გამეხარდება,თუ დაგეხმარები.მადლობა ბლოგის ასეთი სეფასებისთვის,ზალიან ვცდილობდი,რომ ასე ყოფილიყო

  47. irina სექტემბერი 20, 2013, 7:47 PM

    ჩემი ბლოგისთვის შევქმენი ფეისბუქ გვერდი,რადგანაც პირადად მე არ ვიყავი ფეისბუქზე დარეგისტრირებული,გამოვიყენე ჩემი მეგობრის გვერდი. ახლა მაინტერესებს,ეს სიახლე ჩემი მეგობრის ფეისბუქ გვერდზე აისახება? როგორც მივხვდი სხვა გვერდია,მაგრამ აქვს საზიარო log in.

    • ketusi.com სექტემბერი 20, 2013, 10:53 PM

      არა,არა, ნებისმიერ შემტხვევაში გირჩევნია, რომ პირადად დარეგისტრირდე და შენი ექაუნთით შექმნა გვერდი.თორე მაგას ვერანაირად ვერ გადაიტან სხვაგან.თან დაშეარება მოგინდება და ჯობს პირადი ანგარიშით დააშეარო,დაიმატე ბევრი მეგობარი ,რომ ბევრმა ნახოს.

  48. irina სექტემბერი 28, 2013, 4:12 PM

    მოგესალმებით,

    მაინტერესებს პლაგინი Network Publisher რამდენ სოც .ქსელს იმატებს უფასოდ?

    • ketusi.com სექტემბერი 28, 2013, 4:59 PM

      უფასო ვორდპრეს ბლოგი პლაგინებს არ იღებს, ფასიანი ჰოსტინგით კი არ მიმუშავია და ვერ გეტყვი ზუსტად, ასე რომ კომპეტენტურს კითხეთ.

  49. anaanuki811 ოქტომბერი 20, 2013, 8:51 PM

    Primary Widget Area amas ar migdebs widgteshi ro shevdivar da rato?

    • ketusi.com ოქტომბერი 23, 2013, 9:02 PM

      Sidebar აქვს მაგას და არა Primary Widget Area,რაც ერთი და იგივეა,უბრალოდ თემაზეა სათაური დამოკიდებული.სხვა ბლოგზე მოვარგე ეგ თემა და ვნახე

  50. ირა ნოემბერი 29, 2013, 2:59 PM

    საიტზე კომენტარები როგორ გავაუქმო? ვიჯეტებიდან ამოვიღე მაგრამ მაინც მოდის.ალბათ სეთინგებიდან უქმდება,როგორ?

  51. sagzvari დეკემბერი 12, 2013, 6:57 PM

    blogi rom facebookshi moiwonon rogor gavaketo??

  52. transsal მარტი 8, 2014, 9:05 PM

    baro ra mainteresebs exla gavakete blogi davayene tema da yvelaferi blogi pirvelat r gamiketebia magram chem hostze mqonda exla vaketebdi wordpress.comze da postebs rom vamateb archans maili mail.ru maq mititebuli chveulebriv gavakete da ra vuyo amas?

  53. vvvaax მარტი 9, 2014, 8:59 PM

    auu ver shevdivar mag saitze rom sheval mere ras unda davajiro

    • ketusi.com მარტი 9, 2014, 9:21 PM

      თუ ვორდპრესის დარეგისტრირებული მომხმარებელი ხარ,ჯერ sign out მიეცი და მერე შეხვალ…
      და რასთან დაკავშირებით არის კითხვა,ვერ გავიგე?თუ ბლოგის გაკეტება გინდა,ეს პოსტი ზუსტად ამას ეხება დ წაიკითხე ჯერ,იგივეს აქ ხომ არ დაგიწერ?

  54. dimavashakidze მარტი 21, 2014, 8:23 PM

    საიტის შექმნაც ხო არ იცი შემთხვევით? 🙂

  55. dimavashakidze მარტი 21, 2014, 8:26 PM

    ბლოგი შევქმენი მარა ინგლისურადაა წარწერები და ქართულად რომ იყოს არ შეილება?

  56. dimavashakidze მარტი 21, 2014, 8:30 PM

    სურათები და ვიდეოები როგორ დავამატო?

    • ketusi.com მარტი 22, 2014, 3:55 PM

      საიტის შექმნა ვიცი,მაგრამ ისე არა, რომ რამე ვასწავლო სხვას.
      ბლოგის დაშბორდში ვერაფერს შეცვლი,ერთადერთი ვიჯეტებს დაარქმევ ქართულ სახელებს საიდბარზე გამოტანისას.
      სურატების და ვიდეოების დამატებაზე ტუტორიალებში ნახე,მაქვს სტატია : http://ketusi.com/blogging/wordpresstutorials/

  57. dimavashakidze მარტი 22, 2014, 6:00 PM

    მადლობა….და დაშბორდი და ვიჯეტები რაა? 🙂

    • ketusi.com მარტი 24, 2014, 9:42 PM

      დაშბორდი ბლოგის შიდა მართვის გვერდია,ვიჯეტები კი არის ის უტილიტები,როგორიცაა :კომენტარები,ბოლო პოსტები,ტექსტი,ტაგ ღრუბელი და დანარჩენი,ანუ ის,რად ბლოგის საიდბარზე გვერდით არის განთავსებული.

  58. dimavashakidze მარტი 24, 2014, 10:12 PM

    აჰა….გასაგებია…მადლობა…:)

  59. tatusha0108 მარტი 26, 2014, 11:02 PM

    გამარჯობა ქეთი, ძალიან სასარგებლო რჩევებია. მეც მაქვს რამოდენიმე კითხა თუ არ შეგაწუხებ. 1) ზედა პანელზე რომ გაქვს სათაურები: “მეგობარი ბლოგები”, “პოსტოგრაფია” და ა.შ. როგორ გავაკეთო? 2) გერდით, მარჯვენა მხარეს გაქვს ასევე : “არქივი”, “რაზე ვწერ” და ა.შ. ესეც როგორ გავაკეთო? მე ახალი ვარ ამ საქმეში, შევქმენი ბლოგი, მაგრამ პოსტის ქვემოთ გამოიტანა კატეგორიები, კალენდარი და ა.შ. რაც მინდა რომ იყოს გვერდით. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის.

    • ketusi.com მარტი 27, 2014, 12:10 AM

      გამარჯობა…
      1) ეგ არის pages (თუმცა მე media-ს სახით მაქვგს).. dashboard-ში ნახე page და სექმენი ახალი,მერე თუ გინდა,რომ ცამოიშალოს, შექმენი კიდევ ერთი და მიუთითე,თუ რომლის ქვეფეიჯია (parent).
      2) ესენია ვიჯეტები.საშბორდში შედი widgets განყოფილებაში და მარჯვენა მხარეს გადაათრიე ეს ვიჯეტები (ბევრია და რომელიც გინდა აარციე),სახელები იქვე შეგიძლია გადაიტანო.
      3)კატეგორიები და კალენდარიც ვიჯეტებია,როგორც ცანს Footer –ში განალაგე,არაუსავს დაშბორდიდან მანდედან ეგ ვიჯეტები გადაიტანე სხვა საიდბარზე.
      იმედია,გასაგებად დავწერე 🙂
      ჩემი სხვა ტუტორიალები ნახე? http://ketusi.com/blogging/wordpresstutorials/

  60. tatusha0108 მარტი 27, 2014, 7:12 PM

    გამარჯობა ქეთი. page-ები გავაკეთე ადვილად, მაგრამ საიბარს ვერ ვპოულობ. კი, ნამდვილად ფოოთერ მივუთითე, როცა ვაკეთებდი და ახლა ვეღარ გადამყავს საიდბარზე :(( მადლობა რჩევებისთვის.

    • ketusi.com მარტი 28, 2014, 11:48 PM

      ‘გადათრევის’ მეშვეობით გადაიტანე ვიჯეტები,ჩამოშალე ის საიდბარი,სადაც გინდა,რომ გადაიტანო და მოკიდე კურსორი და წაიღე იქ,სადაც გინდა

  61. tatusha0108 აპრილი 1, 2014, 12:24 AM

    ქეთი მადლობა დიდი, ძალიან მეხმარები. ერთ რაღაცასაც შეგეკითხები რაა. პოსტის ბოლოში რომ არის მოწონების და გაზიარების ღილაკები, ეს როგორ უნდა დავაყენო? მადლობა წინასწარ .

  62. anidatashvili აპრილი 28, 2014, 12:38 AM

    მადლობა ძალიან დამეხმარე 🙂

  63. teonakipshidze მაისი 9, 2014, 11:47 PM

    ramdeni viwvale da postebs ver vwer gexvewebi damexmareeet)(

  64. გოგი მაისი 28, 2014, 1:53 PM

    blogze gverdebis veli rom gaqvs magalitad blogingi, mastan rom mausis kursors miitan, sxva chamonatvals gichvenebs da minda egre gavaketo mec, shegidzliat maswavlooot? madloba winaswar

    • ketusi.com მაისი 28, 2014, 11:22 PM

      ანუ შვილობილი გვერდის შექმნა ქვია ამას.პირველ რიგში უნდა შქიქმნას მტავარი გვერდი,რომლის სახელწოდების ქვესაც ჩამოიშლება დანარჩენი.ეს გვერდი რომ უკვე იქნება, მერე ქმნი ახალს და მის რედაქტორში მარჯვენა მხარეს pages attributes -ის განყოფილებაში Parent-ში მიუთითებ იმ გვერდს,რომლის შვილობილიც უნდა იყოს ეს ახალი გვერდი.

      • გოგი შაინიძე მაისი 30, 2014, 5:11 AM

        დიდი მადლობა ეგ გვერდების კატეგორიებში დავამატე მაგრამ მთავარ მენიუზე არ ჩამოიშლება, უბრალოდ გვერდით მენიუში გვერდების კატეგორიაში დაემატა როგორც ერთ-ერთი გვერდის ქვე გვერდი. იგივე მინდა ოღონდ მთავარ მენიუში მაუსის კურსორს რომ მიუთითებ ჩამოიშალოს

      • გოგი შაინიძე მაისი 30, 2014, 11:30 AM

        კიდე მაინტერესებს, ჩემს ბლოგს ფეისბუქსე რო ვაზიარებ იკონი რატო არ ჩანს, დაყენებული მაქვს

        • ketusi.com ივნისი 2, 2014, 1:57 PM

          არ ვიცი რატომ არ დაყენდა,საიდბარზე მართლაც არის ქვეკატეგორიად და ზევით რატომ არ მიება არ ვიცი.gravatar.com–ზე დააყენე ავატარი და ერთი დრის მერე ნახე,დრო უნდა ხოლმე გააქტიურებას ზოგჯერ

  65. განათლება აპრილი 24, 2015, 8:24 PM

    gamarjoba, rodesac vwer statusebs chemtan chans da sxvebi rom naxuloben ara ramovuxerxo ? dzalian gtxovt damexmaret winaswar madloba

    • ketusi.com მაისი 4, 2015, 10:41 PM

      ალბათ პოსტებს გულისხმობ…თუ სხვა ვერ ხედავს, ესეიგი private გაქვს დაყენებული ბლოგი ან უშაუალოდ პოსტები,,,ამისათვის პოსტის ედიტორში Advanced settings-ში,Visibility-ს პუნქტში Public უნდა გქონდეს მონიშნული.და მერე უპდეითი გაუკეთე და ამგვარად ბლოგზეც გამოჩნდება.

  66. სოლას ბლოგი მაისი 28, 2017, 4:57 PM

    mail.ru – თი მაქვს ბლოგი 😀 😀

  67. tokuli ოქტომბერი 28, 2017, 1:20 PM

    აუ რა მაინტერესებს, wordpress-სზე დაგროვებული ბლოგების გადატანა თუ შეიძლება შემდეგ ფასიან საიტზე ?

  68. მარინა აპრილი 22, 2018, 8:53 AM

    მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს!
    ვაპირებ ბლოგის შექმნას. მიდა თავი მოვუყარო ჩემს ნაწერებს…
    როგორ ხდება ჩემი ბლოგის მოძიება, რამდენად იქნება დაცული ჩემი მასალა?

    • ketusi.com მაისი 1, 2018, 12:45 PM

      გამარჯობა.თქვენც გისურვებთ წარმატებას!
      ბლოგის მოძიება ხდება მისამართით, ან კონტექსტით. დაცული ვერ გექნებათ, სამწუხროდ, მეც ხშირად ‘მპარავენ’ სტატიებს,,,ამის გასაკონტროლებლად არის აპლიკაცია copycape -მისი ლოგო მაქვს მარჯვენა საიდბარზე,რომ დააყენებთ,მერე მაგას რომ დააწკაპებთ ამოყრის იმ საიტებს, სადაც თქვენი ბლოგის იდენტური მასალაა,,,მერე უნდა დაეკონტაქტოთ პლაგიატორს და წააშლევინოთ :

  69. aleqsandre nalekrishvili იანვარი 31, 2019, 10:08 AM

    გამარჯობა wordpress ზე რეკლამების დამატება შეგიძლია მასწავლო ?
    ვფიქრობ advanced ads ით კეთდება მივყვე ინსტრუქციებს ?

  70. ავეჯის გადაზიდვა სექტემბერი 5, 2020, 9:11 PM

    მაინტერესებს, ჩემს ბლოგს ფეისბუქსე რო ვაზიარებ იკონი რატო არ ჩანს, დაყენებული მაქვს

Leave a reply to ketusi.com კომენტარის გაუქმება