Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

უმოწყალო ცხოვრება



ქუჩაში მოწყალების თხოვნით ხელგაწვდილი ადამიანის ნახვა უკვე აღარავის უკვირს, სამწუხაროდ იმ რეალობას შევეჩვიეთ რომ იცინი არსებობენ.
მეც მივეჩვიე…
რეაქციის გარეშე ჩავუვლი ხოლმე ზოგჯერ…
ზოგჯერ ფულს ვაძლევ…
მაგრამ ეს ზოგჯერ…

ზოგჯერ ჩემთვის გავიფიქრებ:ნეტა რამდენს აგროვებს დღეში?ყოფნის რომ მშიერი არ იყოს?
როდესაც რაღაცას ვყიდულობ და კმაყოფილი ვარ შენაძენით,მაშინ თუ შემხვდა მოწყალების მოლოდინში ხელგაწვდილი ადამიანი,ვცდილობ მივცე ხურდა,ალბათ დანაშაულის გძნობა მაწუხებს ამ დროს, რომ მე ’ფუფუნებაში’ ვხარჯავ ფულს(მისი თვალსაზრისით),ამ ადამიანს კი ლუკმა-პური ენატრება.მსიამოვნებს,რომ გახარებული ადამიანი გულიანად დაგლოცავს!

მიფიქრია იმ მოხუცზე,რომელსაც მოწყალების თხოვნა უწევს…ნეტა თუ არავინ ყავს ისეთი,რომ ასეთ გაჭირვებას აარიდოს?ეტყობა არ ყავს!თვითონ კი აბსოლუტუად უსუსურები არიან,პენსიაზე დამოკიდებულები.
მოხუცების ნაირ გაჭირვებაში არიან ხეიბარი ადამიანები,რომლებსაც არ ეხმარება სახელმწიფო და უწევთ მოწყალების თხოვნა!

ახალგაზრდა ადამიანის მათხოვრობა მაღიზიანებს!კაცია,თუ ქალია–სულ ერთია,სანამ ადამიანს რაღაცის გაკეთება მაინც შეუძლია თავისი ხელით–არ ეპატიება მოწყალებით თავის რჩენა!

სასწაულად მაღიზიანებს ჩვილიანი ქალები,ბავშვებს რომ აჩენენ და მათთან ერთად რომ ზიან ხელგაწვდილები!გამართლებას ვერ ვუძებნი იმ ქალს,რომელიც ასეთი ცხოვრებისთვის წირავს საკუთარ შვილს!ბოროტი ვარ?

თავს ვარიდებ იარა-გაშიშვლებულ ადამიანებს.ეს სპეკულაციას გავს!
ერთი ვითომდა ბრმა და ხეიბარი კაცი მყავს ნანახი სრულიად გამართულად დადიოდა და არც მხედველობა აკლდა.ეტყობა ’დასვენების დღე’ ქონდა.
აღარც სხვისი ხეიბრობის გჯერა მერე!

ბავშვები მეცოდებიან…
ბევრი მიზეზების გამო მეცოდებიან…
იმის ნაცვლად რომ ისწავლონ და ითამაშონ,უწევთ მოწყალების თხოვნა.ისინი ხომ არ ირჩევენ ამ ცხოვრებას,მათ უბრალოდ ძალიან არ გაუმართლათ,რომ ისეთ ოჯახში დაიბადნენ,რომ ლუკმა-პურის შოვნა თვითონ უწევთ.ასეთ ბავშვებს უპატრონოებს ხომ ვერ ვუწოდებთ! უმრავლესობას ოჯახები ყავთ,დედა,მამა,და-ძმანი ალბათ.ერთხელ გადაცემა იყო ამის თაობაზე,მახსოვს,როგორ აიძულებდა საკუთარი დედა ან მამა შვილს,რომ წასულიყო და მოწყალება ეთხოვა.
ბავშვით მანიპულირება კი როგორი ადვილია,ის ისეთ გარემოში იზრდება,რომ ძალადობაც და მლიქვნელობაც მისთვის ნორმაა. იკვრება წრე,საიდანაც ბავშვი გამოსავალს ვერ პოულობს.ის ცხოვრობს იმ ცხოვრებით რაც მარტივად მიაჩნია.შეიძლება ცუდი ზეგავლენის ქვეშაც მოექცეს და განარკომანდეს,ქურდობა დაიწყოს და ამით უფსკრულის პირას აღმოჩნდეს!რა მომავალი აქვს მას?
მეტროს ვაგონში შემოსული მოზარდი,ან სულაც პატარა ბავშვი რაღაც მომენტში დაიჭერს საცოდავი ბავშვის ’მინას’ და იწყებს გულის ამაჩუყებლას სიმღერას,ან ლექსს,ან მოთქმას,მოგაშტერდება საცოდავი თვალებით,და ელოდება,როდის მისცემ ფულს.(თან მადლობასაც აღარ ამბობს ზოგი)ჩაივლის ასე ’საქმიანად’ ვაგონს და ’მოიხსნის’ საცოდავ გამომეტყველებას სახიდან!–არ დაკვირვებიხართ?–აქაოდა ესეც კიდევ ერთი ვაგონიოოოო!
როგორიც გინდა პატარა ასაკისა იყოს ცხოვრებისგან დაღდასმული გამომეტყველება აქვთ!რაღაც უიმედო მზერა აქვთ,ადამიანების სიკეთის აღარ სჯერათ!
ისიც გასარკვევია, მათი აგროვილი ფული სად მიდის მერე?ცნობილი ფაქტია ყველასთვის მგონი დანაშაულებრივი ჯგუფები რომ არსებობენ,რომლებიც ასეთ ბავშვებს მოწყალების თხოვნას აძულებენ და მერე ფულს ართმევენ.ხომ გსმენიათ ამის თაობაზე?

ბოშები კიდევ სულ სხვა თემაა!სასტიკად არ მიყვარს ბოშები!საშინელი ხალხია.
მოიკიდებენ დიმედროლით გაბრუებულ ბავშვებს ზურგზე და დადიან და აბრიყვენებ ხალხს ვითომდა მკითხაობით!სხვათაშორის შეიძლება საკუთარი შვილი არც ყავდეს,’თხოულობენ’ ბავშვებს!იყო შემთხვევები,როცა პოლიცია გამოკიდებიათ და ბავშვი ადაუჭერიათ გზის პირას–მანქანას ჩავუგდებ ბორბლებ ქვეშ თუ დაჭერას ეცდებითო–დიახ,ასეც იქცევიან.მეგობარმა პოლიციელმა ისეთი ამბები მომიყვა,ტანში რომ შეგაჟრიალებს!
ბოშები ერთხელ ჩემს უბანში ტანსაცმლის მაღაზიაში შეცვივდნენ,მოიპარეს რაღაცეები და კიდე ქვით ვიტრინების გატეხვით დაემუქრნენ გამყიდველს იმ შემთხვევაში,თუ ის პოლიციას გამოიძახებდა! საშიში ხალხია!
ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს,ქორწინების სალებთან რომ არიან ჯგროდ და გასავალს არ გაძლევენ.ვერ მოიშორებ ვერაფრით!ვერ გააძღებ ფულით!რამდენეიც არ უნდა მისცე მაინც დაგდევენ!—მეჯავრებიაააააააანნნნნ!ბრრრრრ! სად არის ამ დროს პოლიცია ნეტავი?ეს არ შეიძლება მოგვარდეს?

კართან მოსული მოწყალების მთხოვნელებისაც არარ მჯერა!ამასწინათ ახალგაზრდა კაცი ითხოვდა მოწყალებას იმ მიზეზით,რომ ბავშვი მყავსო ავადო.შეიძლება დავეხმარო კიდეც ასეთ ადამიანს,მაგრამ გულში მაინც ეჭვს მიჩენს–მართლა ასეა ეს თუ არა?ეგებ უთავმოყვარეო ადამიანია და ხელის გაწვდა უფრო ეადვილება ვიდრე მუშაობა.რა ვიცი,შეიძლება ვცდები.
სხვადასხვა დახმარების ფონდებიდანაც დადიან.აღარც იმათი მჯერა!მართლა ბავშვებისთვის აგროვებენ ფულს?ვიცით რომ ეს ასეა?
პატივს ვცემ იმ ადამიანებს,რომლებიც გაზეთებს,ცელოფნებს ან ხატებს ან წვრილმანს ყიდიან.ურჩევნიათ ასე გამოიმუშაონ საარსებო ფული,ვიდრე მოწყალება ითხოვონ.

ალბათ მოვა ის დრო,როდესაც თბილისის ქუჩებში ხელგაწვდილი ადამიანები აღარ იქნებიან,მაგრან ეს ალბათ ძალიან შორეული მომავალია!!!
მანამდე კი ვიყოთ მოწყალენი!

Advertisements

26 responses to “უმოწყალო ცხოვრება

  1. Lizikuna თებერვალი 28, 2011, 10:45 AM

    ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მეცოდება ის ვინც ხელს გაიწვდენს. სხვა ცხოვრება რომ ქონდეთ ალბათ სხვა არჩევანს გააკეთებდა. არამგონია ვინმეს ასეთ სიცივეში, როცა შენ მაგალითად პურის საყიდნელად ჩასვლა გეზარება მაგაზიაში, ის ერჩიოს სიცივეში იმათხოვროს.მაგრამ არის მართლა გამონაკლისებიც რა თქმა უნდა. ერთადერთი ვერასოდეს ვერ ავუვლი გვერდს ასაკიანს და მოხუცს. ბევრი რომ მქონდეს ალბათ არცერთი მოხუცი ქუჩაში არ იქნებოდა.” ჩემს” ქვეყანაში არცერთი მოხუცი არ იშიმშილებდა და არ იმათხოვრებდა. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვინმეს ზედმეთი 5 თეთრი ჯიბეში ექნება ნუ დაინანებთ. ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება, მათ კი 5 თეთრით მეტი ექნება

  2. Lizikuna თებერვალი 28, 2011, 9:14 PM

    ასეთი მათხივრებიც არიან)))))))))) ეს ისე სახალისოდ

    ვარ მათხოვარი ხელგამოწვდილი
    მეფე ვარ ლირი,
    გვირგვინს და შიმშილს ერთდროულად
    დაღლილი ვტირი,
    ვარ კალიგულა,ბალთაგარი
    ნერონი თავად,
    მაინტერესებს ყველაფერი,
    რადგან ვარ ევა
    და არ მადარდებს თუ ედემში
    ვერავინ შევა.
    ვარ თავად ლამა უცნაური,
    ცოცხალი ღმერთი,
    და ჩემს სამყაროს მე განვაგებ
    მე ერთადერთი,
    ვარ ანგელოზი, ხან ეშმაკი
    მაცდური თავად,
    და ჩემს უმსგავსო მოქმედებას
    სულ ვუწრ ფრიადს!
    მაგრამ არავარ ეჭვებისგან
    მოკლული მავრი
    და სიყვარულის არ დამყვება
    ნიადაგ ჯავრი.
    ვერ შევიცოდე კალიგულა ,
    ნერონი,ლირი….
    დეზდემონასთან ერთად ისევ
    სიყვარულს ვტირი,
    მათხოვარივით გამიწვდია
    ორივე ხელი,
    და ეჭვებისგან გაგიჟებულ ოტელოს ვტირი!….

  3. Lizikuna თებერვალი 28, 2011, 9:20 PM

    ეს ცოტა გაგახალისეთ, მარა გინახიათ ზანგი მათხოვრები?მე კი….. და სულ მაინტერესებს, უცხო ქვეყანაში ჩამოსულებმა სხვა ვერაფერი ნახეს ნეტა, თუ უცხო ქვეყანაში მათხოვრობა უფრო პრესტიჟულია….ან უკან დასაბრუნებელ ფულს შოულობენ და ვერ მიდიან, რას გაიგებ))))) არადა ჯან-ღონით სავსე ბიჭები არიან.

    • ketusi თებერვალი 28, 2011, 11:55 PM

      ზანგი ვიცი ერთი ,მუშად მუშაობს,ნებისმიერ ანაზღაურებას რო თანხმდება.და იმას თურმე გულწრფელად ჰგონია–ევროპაში ვარო!

  4. Lizikuna მარტი 1, 2011, 12:02 AM

    ხო ჩვენს პრეზიდენტსაც მასე გონია ევროპაში ვართ))))) იმდენად მიმზიდველი ქვეყანა ვართ უცხოლეი ტურისტებისტვის))))) ვაიმე…… ჩვენთან უცხოელიც კი მატხოვრობს)))))))))))

  5. Lizikuna მარტი 1, 2011, 12:06 AM

    ისე ალბათ ჩვენი მოქლაქეების რამდენია მასეთი უცხო ქვეყანაში))))) მაგიტომ მაინც ყველა მეცოდება)))))სიამოვნებისთვის მაინც არავინ იმათხოვრებს, თუ ძალიან არ გაგიჭირდა

    • ketusi მარტი 1, 2011, 2:03 AM

      რა კეთილი ხარ,Lizikuna
      🙂

    • ბესო მარტი 1, 2011, 12:02 PM

      ratqmaunda bevri shechivrebulia magram ardagaviwydet bavshvebs aqiraveben samwuxarod da zogs kide chvevad eqca es matxovroba!!!

      adamianis miswrafeba martivi da muqta cxovrebisken yvelgan shesamchnevia!!!

      lizi sheni ariyos bevri jangonit savse matxovrobs imtom rom mainc shoulobs saarsebo minimums da ratom “iwvalos” zedmetad? eseti gza ufro martivi da misagebia mistvis vidre erti adgilis ganZreva!!!

      aserom janmrteli da axalgazrda rom matxovrobs is aferistia pirvelrigshi!!!

  6. ლიზიკუნა მარტი 1, 2011, 10:25 PM

    აბა უშენოდ რა უნდა ხდებოდეს აქ)))))))))) ისე ჩვენში დარჩეს და ვინმეს თუ მიუცია ფული (ჩაუგდია ქუდში) მიწისქვეშა გადასასვლელებში მუსიკოსებისთვის? რამდენჯერ გამივლია მაგალითად მე და არ მიმიცია ფული……… თქვენ?

    • ბესო მარტი 1, 2011, 11:14 PM

      არც მე მიმიცია სიმართლე გიტხრა მაგათთვის. არც ქუდში ჩამიგდია და არც ყუთში)))))))))

      არც ეგ კულტურა მეჩვენება მაინდამაინც განვითარებულად ჩვენთან!!

      ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს!

      არმომხიბლა არცერთის დაკრულმა ალბათ))))))

  7. ლიზიკუნა მარტი 1, 2011, 11:48 PM

    ისე მიკვირს რაღა მიწისქვეშა გადასასვლელებს აირჩევენ ხოლმე, მიწის ზემოთ ვერა?……. უფრო მეტი მაყურებელი ეყოლებოდათ და მსმენელი. მაინც თავიანთი ნიჭის მათხოვრები არიან, მაინც მათხოვრობენ ეგენიც. არადა რამდენ მუსიკოსს დაუწყია მაქედან…………)))))))

  8. ketusi მარტი 2, 2011, 11:57 AM

    დაგეთანხმებით,რაღაც ვერ მოიკიდა ჩვენთან ფეხი ’ქუჩის მუსიკოცობის ინსტიტუტმა’ .
    და თან იშვიათია,რომ რაიმე ღირეული შესრულება ნახო.
    მაგრამ მაინც არიან!
    რამდენჯერმე მყავს ახალგაზრდა ბიჭები ნანახი,დუეტში უკრავდნენ,საკმაოდ კარგი მოსასმენი იყო.გიტარისტი მამაკაცი–არ მახსოვს სად მყავს ნანახი,მაგრამ შესრულება მომეწონა.
    აი მეტიწილი,ვინც ინსტრუმენტით გამოდის,ან ისე მღერის–მართლაც მოწყალების სათხოვნელად არიან გამოსული.
    წესით შემსრულებელს უნდა სთხოვო რაიმის შესრულება,მოუსმინო და მერე ჩაუგდო ფული–ის მცირედ გასამრჯელოს ითხოვს შესრულებული სიმღერის ან ნაწარმოების სანაცვლოდ.
    მე ხან ვუყრი ხურდება,ხან არა,ხან ცოტა ხანი ვჩერდები,ხან არა.

  9. eTeri მარტი 3, 2011, 4:00 PM

    ra mizeziTac ar unda hqondes maTxovars xeli gawvdili is mainc Secodebis Rirsia. bednieri adamiani quchaSi ar dadgeba da xels ar gaiSvers, amitom amas arc unda SevechvioT da arc TanagrZnobis da sinanulis gareSe ar unda chauaroT gverZe. nu ganvsjiT suliT dacemul adamianebs.

  10. dadu მარტი 3, 2011, 6:50 PM

    bevri iseti adamiani itxovs mowyalebas romelsac ar uchirs ubralod cdilobs am saqmit gmerts upro miuaxlovdes mama gabrieli yoveltvis imas ambobda rom itxove mowyaleba da kide erti nabijit miuaxlovdi upals ar aqvs mnisvneloba ra saxit itxov mowyalebas amitom bevri qristiani gvtis gamo aketebs amas da ara imitom rom uchiirs…me piradad myavs egeti qali nanaxi da imitom vidzaxi amas…

    • ketusi მარტი 4, 2011, 12:38 AM

      ეგ არ ვიცი,რამდენად ღმერთის მოსაწონი საქმეა,რომ არ გიჭირდეს და მაინც ითხოვდე მოწყალებას.
      თავდაბლლობის სხვაგვარად გამოხატვაც შეიძლება.
      dadu,პირადად მე მიკვირს ასეთი ადამიანის მოწოდების,მაგრამ ეტყობა მართლაც არსებობს ასეთი ადამიანები.

  11. beso მარტი 4, 2011, 1:33 AM

    erti adamianis mier meores shecodeba rasworia! es gamoxatavs erti admianis agmatebas meoreze rac ampartavnobidan modis! fizikuri ketildgeroba arnishnavs sulier sizlieres, is shewivrebuli adamiani sheidzleba mdidar adamianze gacilebit zlieri da agmatebuli iyos sulierad!
    ai mowyalebis gageba kide shesazlebelia rac aramcirebs meore adamians!!

    aq aris droebiti sacxovrebeli iq kide samudamo sasufeveli!!!

    gaiget mowyaleba ramdenic shegizliat!!!

    • ketusi მარტი 4, 2011, 1:23 PM

      მოწყალების გაღებაც შეცოდების ნიადაგზე ხდება,
      და შეიძლება სასუფევლის რწმენა ზოგიერთს სულ არ ქონდეს,მაგრამ თავისი ადამიანურობიდან გამომდინარე გასცემს მოწყალებას.

  12. maka მარტი 4, 2011, 2:04 AM

    quchashi dgomit da matxovrobit rom ufals uaxlovdbodes adamiani am cutasve gavidodi! mocyaleba kide sxva ramea!!! saqme imashia,rom xshirad chemze jangonit savse adamiani dgas da matxovrobs! dzalian vgiziandebi da ar vadzlev arcert tetrs! scorad gamiget raaa,tu mocyalebis gacema minda vici sad unda gavigo,magram girseba dakargul aferistebs ar mivcem! ra tqma unda es moxucebs da bavshvebs ar exebat!

  13. tetiko მარტი 4, 2011, 10:11 PM

    http://4love.ge/index.php?newsid=14682
    ძალიან მაგარი ლექსია უბრალოდ ვერ გადმოვიტანეეე… თუ წაიკითხავთ ძალაინ კარგი…

  14. Teaa აგვისტო 21, 2011, 5:20 AM

    :((( boshebze mec egreti reaqcia maqvs, magram ai dzalian moxucebuls ro vuyureb, ro arc mushaobis tavi ar aqvs, da arc patroni yavs, an bavshvs -ar shemidzlia chavuaro gulgrilad.. da roca ar maqvs xurda fuli rom mivce mere sindisi mawuxebs :(((((((((((( ramdenia, visac realurad schirdeba daxmareba, da ramdeni manipulirebs, imitom rom ase ufro martivi echveneba!!

  15. katerina ოქტომბერი 25, 2011, 11:13 PM

    ვაღიარებ, უმეტესად არ ვეხმარები მათხოვრებს, რადგან არ მიმაჩნია სწორად და ეს არ არის პრობლემის მოგვარების გზა. აი ბოშებზე ვერ დაგეთანხმები. კი იქცევიან ცუდად, მაგრამ ეგ იმის ბრალია, რომ არასდროს იყვნენ წევრები საზოგადოების და ვერ ადაპტირდნენ, სკოლაშიც კი არ დადიოდნენ. ახლა ცოტა შეიცვალა მდგომარეობა და იმედია, მალე კიდევ უფრო მოშინაურდებიან.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: