Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

უბედნიერესი ერთი დღე!

დილით გამაღვიძა ტელეფონის მესიჯის ხმამ,გავოცდი რომ წავიკითხე მეგობრის მესიჯი:”რომ არ მოგწერო არ შეიძლება 🙂 გილოცავ,ესეთი თოვლი მე არ მინახია თბილისში კაი ხანია!:)… ” –იცით რა დამამართა,მივვარდი ფანჯარას და ჟალუზები რომ გავწიე და თოვლი დავინახე გავგიჟდი ლამის სიხარულისგან!თოვლი მიყვარს უზომოდ,ამ პოსტშიც მიწერია ამაზე,და ვინც მიცნობს ყველამ იცის ,რომ ’ზამთრის’ ადამიანი ვარ.წინა ღამეს ითოვა(ცა როგორი ვარდისფერი იყო ნახეთ?),მაგრამ არ მეგონდა დილამდე თუ მიატანდა!

ხოდააააა,უცბათ ჩავიცვი, და ბავშვები გავაღვიძე,ჩემი დიშვილიც ჩემთან დარჩა იმ ღამეს–მეთქი გოგოებო რა თოვლია ნახეთ,წავედით ჩავიდეთ სანამ დადნაააა!ეთუნა კი მაშინვე გახარებული წამოხტა,აი მიას კი სანამ 5 ლარს არ შევპირდი არ გაინძრა(მომკლავს ეხა ეს რომ დავწერეეე :))
დილით ფანჯარასთან სურათის გადაღებას ვინ დამასწრებდა ეხლა (მიამ გადამიღო):

ფარცხა-ფურცხით ვისაუზმეთ და წავედიიიიიიიით.თან რა კარგი თოვლი იყო,კარგი გუნდები რომ კეთდება!
ბავშვებს აქა იქ უკვე თოვლის პაპები გაუკეთებიათ!ყველა გუნდაობს,ერთობა,სურათებს იღებს!
ჩვენც მაგით დავიწყეთ რა თქმა უნდა,და მერე ბევრიც ვიგუნდავეთ,პატარა ბავშვებივით გავერთეთ!


მერე როგორც იქნა ჩემი დაც,ლიზი,შევითანხმეთ,რომ ჩამოსულიყო დაბლა(რა კარგია ახლოს რომ ვცხოვრობთ!)
მიამ მანამდე გუნდები დაამზადა,დეიდა რომ ჩამოვა კარგად უნდა დავუშინოვო :

რა თქმა უნდა ლიზი ვერ გადაურჩა გოგოების ’რისხვას’!სურათებიც რა თქმა უნდა გადავიღეთ,პოზიორობა კი გვიყვარს ყველას!მერე კარგი იდეა მოგვაწოდეს: თბილისის ზღვაზე კარგი თოვლი იქნებაო!მეგობარმა გამოგვიარა და წავედით რა თქმა უნდა.ისეთი მოთეთრებული იყო იქაურობა,რომ მანქანიდან მანამდე გადმოვხტით მგონი ვიდრე გაჩერდებოდა!აი იქ იყო გუნდაობა რასაც ქვია,ვის რამდენი თოვლი აჭამეს უკვე არ ვიცი, ყველაზე მეტი მაინც თეთოს და ლიზის მოუწიათ!!!






შესანიშნავად გავატარეთ დრო,ბევრი ვიხალისეთ,მაგრამ ეს არ ვიკმარეთ,მერე ყველა ლიზისთან წავედით,მე ჩემი საფირმო პიცა გავაკეთე და გემრიელადაც ვიქეიფეთ.
აი ასეთი დაუვიწყარი დღე იყო ჩემთვის 20 თებერვალი–თოვლიანი ლამაზი დღე!
იმედია,თქვენც ისიამოვნეთ თოვლით!თან ხომ არ ვიცით კიდევ თუ გათოვდება ამ ზამთარს!

Advertisements

14 responses to “უბედნიერესი ერთი დღე!

  1. Guro თებერვალი 21, 2011, 11:27 AM

    MagRebiii xart Genacvalet miyvarxart Yvela Gulshii :*:*:*

  2. ბესო თებერვალი 21, 2011, 11:36 AM

    vaimeeeeeeeee:) es ramagra gaertet;) neta sadviyavi magdros………… rogor “gamimazia” 0000000000

  3. Lizikuna თებერვალი 21, 2011, 11:51 AM

    აბა სად იყავი შენ და აზრზე არ ხარ რა გამაზეეეეეე!!!!! ძალიან კარგი იყო, თურმე როგორ მომნატრებია თოვლი, ბავშვობის შემდეგ ასე არ მიხალისია თოვლში. ესეიგი გააჩნია სად იქნები და ვისთან ერთად, ანუ სწორი ადგილი და სწორი გარემო უნდასეარჩიო და ადამინები შენს გვერდით))))))))))) ჩემთვის დაუვიწყარი იყო ეს დღე))))

  4. Lizikuna თებერვალი 21, 2011, 1:34 PM

    შემდეგისთვის გავითვალისწინებთ)))))))))))))

  5. ბესო თებერვალი 21, 2011, 1:45 PM

    erti kvira yvelaze kai variantshi tuarada erti weli lodini momiwevs;)

  6. na_ti თებერვალი 21, 2011, 5:17 PM

    boroteboooooooo…….. chems gareshe rogor waxvedit …. ra magari dro gitarebiat….. picaaaaaaaa

    • ketusi თებერვალი 21, 2011, 5:36 PM

      აბა შენ კინოში იყავი წასული,თორე როგორ გამოგაპარებდით!
      არაუშავს ნათ, კიდე მოვა თოვლი!
      დ პიცასაც გავაკეთებთ!
      :))))))

  7. Lizikuna თებერვალი 21, 2011, 9:19 PM

    გენაცალეეე))) ისე მართლა ისე გამოვიდა ჩვენი სამეული დაიშალა იმ დღეს და შენ არ იყავი ჩვენთან ერთად. მარა არაუშავს, მოვა ისევ სად წავა))))))))

  8. tetiko თებერვალი 22, 2011, 5:10 PM

    ჩვენ ძალიან ძალიან მაგრები ვარტ რაგათქმაუნდაააა………………..

  9. nick მარტი 15, 2011, 9:36 PM

    მეც ზამთრის ადამიანი ვარ :)ვამბობ ხოლმე ჩრდილოეთში უნდა ვცხოვრობდე ალბად:)საშინლად ვერ ვიტან სიცხეს…ზამთარში უფრო ”შეკრულია” ადამაინის ორზანიზმი,ნივთიერებათა ცვლა აქტივობის შედარებით მაღალ საფეხურზეა და ა.შ.შ. მაშ ასე გაუმარჯოს ზამთარს.თოვლით,აჟრიამებული ბავშვებით,აწითლებული ლოყებით,აჩქარებული გულებით,თბილი ბუხრებით და ბუხრის პირას გაშლილი ტაბლით-წითელი ღვინით,კუპატებით,ღადრის მჭადით,სულგუნით,მწნილით :)) კაი აღარ გავაგრძელებ ამ მარხვაში

    • ketusi მარტი 15, 2011, 10:13 PM

      ეს რა კარგი რამეები ჩამოთვალე…:)

      ზამთარი და სიცივე რომ მიყვარს ყკვე ჩემზე მგონი მიტები დადის :))))))))

      ამასწინათ მეგობართა წრეში ვიყავი და რაღაცაზე ვსაუბრობდით,ალბათ ზამთრის თემა იყო, და მეგობარი მეკითხება სრული სერიოზულობით: ქეთი, საერთოდ არასდროს არ გცივა ხოლმე? –მე ვუთხარი,რა იყო,სქელკანიანი კიარ ვარ,საერთოდ არ მციოდეს-თქო,

      სასაცილო იყო.. :)))))

  10. donaldo2191 ნოემბერი 7, 2011, 2:36 PM

    მეც მინდააააააა :დდდდ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: