Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ზოგადად ინტერნეტ-მაღაზიებზე

უცხოური საიტებიდან შეკვეთის გაკეთება ავღწერე ამ პოსტში,ახლა კი მინდა ზოგადად მაღაზიების სპეციფიკაზე დავწერო,თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება,და ასევე ზოგადად ზომების ცხრილი მოვიყვანო.

1. მაღაზიაში დარეგისტრირდით,ანუ Account შექმენით და ამის მერე დაიწყეთ კალათში საყიდლების დამატება.
2. საიტზე რეგისტრაციისას აუცილებლად უტყუარი ინფორმაცია უნდა გქონდეთ მითითებული,შეცდომა არ გაგეპაროთ.
3. ბევრ საიტს აქვს დაშვებული შეღავათიანი ან უფასო Shipping-ი(ანუ ტრანსპორტირება იმ ქვეყნის ფარგლებში) კონკრეტული თანხის შენაძენზე,მაგალითად საიტი Forever21 $50 -იან ან მეტის შეკვეთას უსასყიდლოდ მიიტანს მითითებულ მისამართზე.მაღაზია Macy’s -ს უფასო ტრანსპორტირება უკვე $99 -ზე აქვს.
4. ზოგ საიტს აქვს აქციები, სხვადასხვა თანხის შენაძენზე იღებთ ფასდაკლებას განსაზღვრული პროცენტით,როგორც მაღაზია Victoria’s Secret -ს აქვს,ოღონდ შეკვეთის განთავსებისას მითითებულ ველში მოცემული კოდი უნდა ჩაწეროთ.
5. ბევრ მაღაზიას სეზონული ფასდაკლება აქვს ან რაღაცა დღესასწაულთან დაკავშირებული ფასდაკლება,რომლის მოქმედების თარიღი ყოველთვის პირველივე გვერდზეა ხოლმე,ამიტომ კარგად დაათვალიერერთ ხოლმე საიტი სანამ შეკვეთას გააკეთებთ და ეცადეთ დაუმთხვიოთ ფასდაკლებებს.ხშირად შაბათ-კვირის ფასდაკლებებიც არის ბევრ საიტზე.
6. ზოგიერთ საიტს აქვს უფასო ტრანსპორტირების სერვისი მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტზე,ეს განხილული გვაქვს აი აქ amazon.com-ის მაგალითზე.
7. თუკი საიტს აქვს უფასო მიტანის სერვისი კონკრეტულ თანხის შეკვეთაზე,ჯობია ამ სერვისით ისარგებლოთ,ვიდრე პროცენტულ ფასდაკლებით,რადგან ტრანსპორტირების თანხა ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი გამოგივიდთ,ვიდრე ფასდაკლება,ამიტომ კარგად დააკვირდით განსხვავებას.
8. დაეთანხმეთ newsletter-ის მიღებას მაღაზიიდან,ამგვარად მუდამ მაღაზიის აქციების და სიახლეების კურსში იქნებით.
9. ზომების ცხრილი შეგიძლიათ ნახოთ აი აქ,ყველაფერი რც კი შეიძლება რომ დაგჭირდეთ.
10. როდესაც უფასო ტრანსპორტირების სერვისი აქვს მაღაზიასკონკრეტული თანხის დახრჯვაზე,შეგიძლიათ შეუამხანაგდეთ მეგობარს და საზიაროდ გამოწეროთ სქონელი.(ჩვენ ასე ვიქცევით ხშირად)

ეს არის ძირითადი,რაც საერთოა ყველა ინტერნეტ მაღაზიისთვის,თუ რამე შეკითხვები გაქვთ თამამად მომწერეთ კომენტარებში

52 responses to “ზოგადად ინტერნეტ-მაღაზიებზე

  1. cdisპიreli თებერვალი 17, 2011, 4:09 PM

    ისღა დაგვრჩენია რომ ვიშოფინგოთ. 🙂

  2. ბესო თებერვალი 17, 2011, 6:10 PM

    uf dailocos mag internet magaziis momgoni. ise gadamarchina dges rom………….

  3. Lizikuna თებერვალი 17, 2011, 8:53 PM

    ძალიან კარგია ბესო რომ იშოვე და გააკეთებ კიდეც, მარა ხომ ჯობდა ფრთხილად იარო და ფარების ნაცვლად ბოტასები გამოგეწერა))))))))))))))))))

    • ბესო თებერვალი 17, 2011, 9:18 PM

      იცი ყველაზე მეტად რამაოცებს!!!

      რაც ავარია მომსვლია დღეის ჩათვლით ყველა მომივიდა ნელა სიარულის დროს და ამ დგეებში რაც გადავრჩი ისიც ნელა მივდიოდი!! არასდროს ჩქარა სიარულის დროს!!! მოკლედ ნელა სიარული არვიცი:) აღარ ვივლი ნელა:)

      პარდონ ადმინ სააქაურო თემა არაა;)

  4. Lizikuna თებერვალი 17, 2011, 9:37 PM

    ესაც არის http://www.urbanog.com . იგივე პრინციპით ხდება გამოწერა

  5. Lizikuna თებერვალი 17, 2011, 11:06 PM

    ვაიმე, ქეთუსი, როდის მოასწარი გამოწერა?)))))))))))))) აშკარად აუტში ვარ)))))))

    • ketusi თებერვალი 18, 2011, 1:33 AM

      არა ხარ აუტში :D,ეს ისაა,მე და ნათიამ რომ გამოვიწერეთ.
      ერთ მაღაზიაში ეხლა ვუკვეთავ რაღაცეებს და შენც შემოგვიზიარდი,რო უფასო შიპინგი გამოგვივიდეს,მოგწერ ლინკს.

    • ბესო თებერვალი 18, 2011, 1:59 PM

      ვინარი აუტში:))))))))) შენხარ აუტში:))))))))))

      სუ ვაკეში დადიხარ ჩექმა ჩამომივიდა ჩექმა ჩამომივიდაო:))))))

      აუტში კიარა წინახაზის იქეთხარ კიდე გადასული:))))))

  6. Lizikuna თებერვალი 18, 2011, 2:11 PM

    აშკარად შეთქმულებაა))))))))) და ცილისწამებაააა))))))))

  7. Lizikuna თებერვალი 19, 2011, 2:23 PM

    ბევრი თითი დამრჩა კიდე რომ დავითვალე))))))))) ესეიგი არ არის საკმარისი))))

  8. Lord Vader მარტი 4, 2011, 5:54 PM

    აი, მეისი კი საზიზღარი მაღაზიაა 🙂
    ჯერ ერთი არამერიკული ბარათები არ ევასება, მეორეც დაუკვეთავ, phone-ავტორიზაციას გაივლი… ელოდები, ელოდები, მერე მოგდის მეილი – უკაცრავად აღარ გვაქვსო. 🙂 მაგრები არიან.

    სხვასთანაც მომსვლია ეგეთი, მაგრამ მეისი განსაკუთრებულად გამოირჩევა ეგეთი მაიმუნობებით.

  9. ლიზიკუნა მარტი 4, 2011, 6:46 PM

    ლორდ ვადერ))))) http://www.macys.com თუ ამ მაგაზიას გულისხმობ, მაშინ საკმაოდ ძვირია, მაგრამ ძალიან კარგი რაგაცეებია, ხარისხიანი. თუ ასე აწვალებენ არ ვიცოდი. მე მაქვს რამოდენიმე კარგი ნივთი და ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ბევრისგან გამიგია რომ უჭიანურდებათ ნივთების ჩამოსვლა სხვადასხვა მაღაზიებიდან.

  10. Lord Vader მარტი 4, 2011, 7:04 PM

    ჰო. მეისიზ.
    ნუ ძვირი… უფრო მიდლ-ლეველია და ამიტომაა მიმზიდველი ფასების ამბავში. DKNY რაღაცეები ვიყიდე მაგათთან. სამაგიეროდ მომსახურება ურევს მაგრად. მერე გადავხედე და ჩემსავით ბევრი ყოფილა მეისიზე გაბრაზებული. 🙂
    აბა ნეიმანმარკუსი ბევრად მაგაზე ძვირია, სამაგიეროდ გადაგყვებიან და აქეთ გირეკავენ, ოღონდ რამე იყიდო 🙂

    • ketusi მარტი 4, 2011, 10:20 PM

      კი,მეისისიდან მქონია მეც პრობლემა,დამუშავებული ორდერიდან ნახევარზე მეტი არ ყოფილა და მთლიანად აუქმებენ მერე.
      ეხლა walmart.com-მა მომიშალა ნერვები,აქედან ვერ ვიწერ,შიპინგ და ბილინგ მისამართი ერთი უნდა იყოს,ან ამერიკული ბარათ უნდა ყოს.არადა რაღაცეები ძალიან მინდოდა,მაგრამ ისევ ძველი ხერხი ჯობია,ახლობელს შევაკვეთინებ და მერე ანგარიშსი გავსწორდებით და ეგაა.

      • Lord Vader მარტი 5, 2011, 11:21 AM

        უოლმართიდან არ შემიკვეთია, მაგრამ ზოგიერთი მაღაზია არაამერიკული ბარათების ავტორიზაციას ვერ ახდენს და სხვა მისამართი თუ ჩაწერე, იწუნებს. 🙂
        მაგრამ ეგ არაა პრობლემა.
        მიწერე სეილსდეპს და აუხსენი სიტუაცია.
        100-დან 95% შემოგთავაზებენ phone-ავტორიზაციას. მოგცემენ უფასო ნომერს (რომელიც საქართველოდან მაინც არაა უფასო :)) დაურეკავ, დარეგისტრირდები ქართული ბილინგ მისამართით, შეგიტანენ ბაზაში და იყიდე რამდენიც გინდა.

        ეგრე გავაკეთე მე Kenneth Cole-ში და ასევე Vineyard Vines-ში და ვყიდულობ მშვენივრად.
        ეგ კი არა “ვინიარდ ვაინსმა” პირველი შეკვეთისას შიფფინგ ქოსთის დისკაუნტიც გამიკეთა – რახან ამდენი გაგაწვალეთო. 🙂

        • ketusi მარტი 5, 2011, 3:00 PM

          ეგ კარგი რამე მირჩიე,თორე ერთხელ გავაკეთე წოლმარტიდან ჩემი ჭკუით შეკვეთა და არ დავუკვირდი ბილინგის მისამართა,ერთნაირი მოვნიშნე და დამიბლოკეს ბარათზე თანხა,თან ერთი თვით დაბლოკა თბს ბანკმა.ადრე ჩემ სიძეს ვაბარებდითა,ამერიკაშია,და ის იწერდა და ფოსტით გვიგზავნიდა,და მეისიდანაც და წოლმარტიდანდაც ბევრი კარგი რამე მაქვს ნაყიდი.
          შენს რჩევას გავითვალისწინებთ ყველა ,მადლობა.

  11. nick მარტი 15, 2011, 9:40 PM

    საშინლად მინდა ონლაინ შოპინგი ”ავითვისო” კარგად,რადგან უამრავი ნივთია რასაც აქ ვერ ვშოულობ და ამაზონზე საკმაოდ იაფადაც კი მინახავს…ნუ ძირითადად წიგნები მინდა,და პროფესიული ინვენტარი..:)ძალიან მინდა რომ დამეხმარეო ამ საკითხშიი

  12. nino აგვისტო 2, 2012, 3:10 PM

    forever21-dan rogor gamoviwero raime nivti?…..winaswar didi madloba

  13. kikowwe სექტემბერი 16, 2012, 7:46 PM

    gaumarjos yvelas amazonidan gamovwere da momweres baratis vadis gasvli dro gadaamowmet da banks daukavshirdito fuls ve igeben baratidan me meqneba shecdoma tu bankshi unda gavarkvio ?

    • ketusi.com სექტემბერი 16, 2012, 10:09 PM

      ბანკში რა გითხრეს? ამაზონი ჯერ თანხას ბლოკავს და ამანათის მიწოდების შემდეგ ჩამოპაჭრის ხოლმე.ასე რომ ბანკში უნდა გიტხრან ტანხა დაბლოკილი არის თუ არა.ასევე ამაზონის ორდერებიდან გადაამოწმ,ე ბარათის სწორი მონაცემები შეიყვანე თუ არა

  14. kikowwe სექტემბერი 16, 2012, 10:21 PM

    ara bankshi ar mivsulvar .
    dablokili ro iyos ra moxdeba?

    • ketusi.com სექტემბერი 16, 2012, 10:38 PM

      ნუ, თუ ტელეფონით დაუკავშირდები,მასეც გეტყვიან
      დაბლოკილილ––ამ შემთხვევაში ნიშნავს,რომ გაყინულია თანხა და და მერე ჩამოაჭრის ხოლმე ამაზონი, როდესაც შეკვეტას მისამართზე მიიტანს,და ეს ჩანს ბანკის სისტემაში.
      თუ ამაზონმა თანხა ვერ მიიღო, მაშინ დააბრუნებს თავის შეკვეთას და ეგაა და მოგიწევს ხელახლა გამოწერა

  15. kikowwe სექტემბერი 16, 2012, 10:24 PM

    ai es aris da naxe aba
    Regarding Order from AGFA STORE

    Greetings from Amazon.com.
    We were unable to complete the payment processing for order and your order has now been canceled.

    Your credit card payment for order 67 could not be completed

    An issuing bank will often decline an attempt to charge a credit card if the name, expiration date, or ZIP Code you entered at AGFA STORE does not exactly match the bank’s information.

    Please double-check your credit card information via the “Your Account” link in the upper right corner of the Amazon.com site:

    Once you’ve ensured your information is entered correctly, please feel free to purchase the item(s) again.

    If paying by credit card is not an option, buy Amazon.com Gift Card claim codes with cash from authorized resellers at a store near you. Visit http://www.amazon.com/cashgcresellers to learn more.

    Below are the item(s) affected by the canceled order:

    1 of SanDisk® SDHC Memory Card
    (http://www.amazon.com/exec/obidos/ASIN/B000UZL0YU)

    We hope that you will be able to resolve this issue promptly so we can complete your purchase (note that you will need to create a new order).

    Please note: This e-mail was sent from a notification-only address that cannot accept incoming e-mail. Please do not reply to this message.

    We appreciate your business and hope to see you again soon.

    Sincerely,

    • ketusi.com სექტემბერი 16, 2012, 10:42 PM

      თანხა ვერ მოვხსენით ანგარიშიდანო და ამიტომ შეკვეთა გაუქმებულიაო

      ეტყობა რაღაც შეგეშალა შეკვეთისას

      თავიდან სცადე და ყურადღებით გააკეთე

  16. kikowwe სექტემბერი 17, 2012, 12:40 AM

    ketus gmailze wameshala usageorgiadan gamogzavnili mesiji da meoret rogor gamovgzano?

  17. etuna ივლისი 24, 2013, 6:50 PM

    ketusi gamarjoba.bevri ro iyos saqartveloshi shennairi raga gagvichirdeboda.xalxs ufasod gamarjobas tqma agar undat da shen sagol :)) exla rac sheexeba chems kitxvas.aliexpress.comze ras metyvit?ragaceebis gamowera minda da pirvelad unda gamovwero sxvisi daxmarebis gareshe da ra unda gavitvaliswino,usa2georgias misamartze unda gamovwero?

    • ketusi.com თებერვალი 1, 2014, 5:08 PM

      მაპატიე,ეხლაღა ვნახე ეს კომენტარი,ბევრი კომენტარები რომ არის გადაფარავს ხოლმე ერთმანეთს და არ ჩანს საიდბარზე,სორი,უპასუხოდ დამიტოვებია ამდენი ხანი.
      ამასწინათ დავწერე ეს პოსტი http://ketusi.com/2013/12/01/aliexpress/ და მგონი დაგეხმარება,თუმცა მგონი ძალიან დაგვიანებულია და ალბათ თავადაც გაართვი თავი 🙂
      მადლობა თბილი სიტყვებისთვის

  18. Lasha Lazara იანვარი 31, 2014, 10:08 PM

    ketusi daxmareba mchirdeba daa shegidzlia rame mirchio???

    aliexpress.com idan gamoviwere teleponi romelsac mititebuli qonda DHL-is upaso momsaxureba, ratqmaunda teleponi ar chamovida da arc fuli damibrunda ukan, rogorc vici dava unda gavxsna magram egec agar aqvs mititebuli…. rogormoviqce ver metyvi??? 😦

    • ketusi.com თებერვალი 1, 2014, 5:13 PM

      ზუსტად ასეთ შემთხვევაზე გავამახვილე ყურადღება ამ პოსტში– http://ketusi.com/2013/12/01/aliexpress/ —რომ არ უნდა ენდოთ ურეიტინგო მიმწოდებელს.
      ეხლა შენ ერთი გამოსავალი გაქვს, თვითონ ალიექსპრესის მენეჯმენტს უნდა მიწერო,მაგრამ ამავდროულად ბანკში დარეკე და დააზუსტე,ხომ არ დაჯდა უკან თანხა,არ გეგონოს,რომ აუცილებლად მესიჯს მიიღებდი ბანკისგან.,შემტხვევა მქონდა,რომ აღარ ქონდა ის პროდუქტი მიმწოდებელს და უკან დამისვეს თანხა და ეს მხოლოდ მაშინ გავიგე,როდესაც დავრეკე ბანკში,მესიჯი არ მომსვლია,რომ ანგარიშზე თანხა შემოვიდაო

      • Lasha Lazara თებერვალი 10, 2014, 12:12 PM

        ეგ პროცედურები კი გავაკეთე უკვე ბანკთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი არ დამჯდარა ანგარიშზე, 1 შემთხვევა მეც მქონდა მაგდაგვარი და კი დამისვეს თანხა მაგრამ აქ საქმე იმაშია რო იმ შემტხვევაში “უფასო მიწოდება” ქონდა პროდუქტს, ეხლა კი ეს რო წამოვიდა DHL-ის უფასო მოწოდება დაეწერა, აი მეორე დღეს კი უკვე ეწერა რო ჩამოვიდაო მაგრამ ეგ ხო აბსურდია, ხოო და ეხლა ის მითხარი ერთი როგორ დავუკავშირდე მენეჯმენტს თუ შეიძლება 🙂 ღია დავა კიდე არ აქვს საერთოდ..

  19. gvanca აპრილი 14, 2014, 12:01 PM

    gamarjoba,
    alliexpress.com idan yovelitvis fosis misamartze vicer da ise vigeb shekvetebs, xom ver metyvit kidev ra saitebidan sheidzleba gamocera fostis misamartit?

Leave a reply to ბესო კომენტარის გაუქმება