Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს!


ვალენტინობა გვიახლოვდება და დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული ადამიანი საჩუქარს ამზადებს და თვითონაც ელოდება სურპრიზს. ეს დღესასწაული მარტო შეყვარებულებისთვის არ არის დაწესებული,თუმცა საქართველოში ამ დღეს ერთმანეთს მხოლოდ შეყვარებულები ულოცავენ(ცოლ-ქმარიც ითვლება რა თქმა უნდა).
მაშ ასე,გადავდივართ საჩუქრების მოლოდინის რეჟიმში 🙂 !!!

და რა თქმა უნდა ყველაზე მეტი გარჯა ისევ ბიჭებს ატყდება თავს!!!(იმ ბიჭების გარდა ვინც დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ’სპეციალურად’ ეჩხუბება შეყვარებულს,რომ საჩუქრის ჩუქებას თავი აარიდოს–ასეთებოც არიან,სამწუხაროდ).
ბიჭებო,არ დაიჯეროთ თუ გოგონა გეტყვით,რომ სურპრიზები არ უყვარს–ეს ტყუილია,შეიძლება ის მხოლოდ თავის თავს ჩააგონებს,რომ თავი დაიცვას იმედგაცრუებისგან თუკი უსაჩუქროდ დარჩება!მოდით–გააკვირვეთ ის!
საჩუქრებს რაც შეეხევა —განა მათი მატერიალური ფასეულობაა მნიშვნელოვანი–პირიქით!სულ არ არის აუცილებელი სჩუქარი ძვირი ღირდეს.ამ დღეს გოგოს საჩუქარის ფასეულობაზე მეტად თქვენი ყურადღება უფრო სჭირდება.მაღაზიებში უამრავი რამ იყიდება რაც ამ დღესასწაულისთვის შესფერისი იქნება,თუმცა დიდი დაკვირვება გჭირდებათ,ამ დღეს ორიგინალურობა უნდა გამოიჩინოთ! და ეს სულ არ არის დღევანდელ დღეს რთული!
ყველაზე კარგი საჩუქარი შეიძლება ის იყოს,რომელიც გინდაც შენი ხელითაა გაკეთებული.და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,რასაც გინდა ჩუქნიდეთ საყვარელ ადამიანს,აუცილებლად მისალოცი ბარათიც დაურთეთ, სადაც მარტივი მილოცვა მაინც ეწერება.ყვავილების თაიგულის ჩუქება ამ დღეს რომანტიულ ჟესტად არ ჩაგეთვლებათ–ესეც დაიმახსოვრეთ!!!
ეხლა ვფიქრობდი,ნეტა ბიჭი რომ ვიყო რას ვაჩუქებდი შეყვარებულს თქო და რამოდენიმე ვარიანტი მოვიფიქრე. და თქვენც გაგიზიარებთ, ეგებ ვინმეს მოგეწონოთ აზრი:
—ჰელიუმით გაბერილ გულის ფორმის საჰაერო ბუშტებს მოვაბამდი ტკბილეულით სავსე კალათას და ისე დავამაგრებდი,რომ ბუშტები მის ფანჯრებთან ლივლივებდეს!
—კერამიკის ლამაზ ჭიქაზე დავახატინებდი რაიმე სიმბოლურ სურათს ან წარწერას.
—შევუქმნიდი ლამაზ ბლოგს ან საიტს.
—დავახატინებდი ასეთი სურათს,მე და ჩემი შეყვარებიული რაიმე რომანტიულ სიტუაციაში.

ეხლა ინტერნეტიდან მოძიებული რამოდენიმე რჩევა მინდა გაგაცნოთ:
–გააკეთეთ რამოდენიმე წერილისგან შემდგარი მისალოცი,და თითოეულში დაწერეთ თუ რა გიყვართ მასში.
–მიუძღვენით ლექსი.
–დაწერეთ მოთხრობა,თუ როგორ შეხვდით მას პირველად.
–გააკეთეთ ლამაზი კლიპი თქვენი ნამღერი სიმღერით და თქვენი ერთობლივი სურათებით.
არ ვიცი რამდენად გამოადგება ვინმეს ეს პოსტი,მაგრამ თქვენც თუ დაწერთ თქვენს აზრს კარგი იქნება.
თქვენ რა მოიფიწრეთ ამჯერად?
ან სხვას რა იდეას მიაწვდიდით?

Advertisements

43 responses to “სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს!

  1. cdisპიreli თებერვალი 13, 2011, 1:39 AM

    მე ვაჩუქებდი კალენდარს, რომელშიც ყველა დღე 14 თებერვალი იქნებოდა. :)))

  2. lizikuna თებერვალი 13, 2011, 1:24 PM

    იმდენისაგან მსმენია რომ “რა აუცილებელია”, “რა საჩიროა “, “ტუტუცობაა მეტი არაფერი”, “ერთი ეს დღე არაფერს ნიშნავს ჩემთვის, მთავარია სხვა დღეები” და ასე შემდეგ. მე არანაირად არ ვეთანხმები და ძალიანაც მომწონს.თუნდაც 15 აპრილი. რაც უფრო მეტი ასეთი გამორჩეული დღეები იქნება წელიწადში მით უკეთესია. განსხვავებული, გამორჩეული, რაღაც სხვა…… მოკლედ ყველას გილოცავთ ამ დღეს. გისურვებთ რომ ასეთ დღეს გყოლოდეთ ადამიანი ვისთვისაც იფიქრებთ რითი გაახაროთ ან თუნდაც რა აჩუქოთ, სად წახვიდეთ ან უბრალოდ დღე ერთად გატაროთ და დატკბეთ!!!!!!!!!!!!!!!!!

    • ketusi თებერვალი 13, 2011, 1:45 PM

      რა თქმა უნდა,ლიზი,ყველა დღე ვერ იქნება დღესასწაული,ამიტომაც ასეთ დრეებში ყოველდღიურობა უნდა მოვიშოროთ და რაღაც განსაკუთრებულით უნდა დაგვამახსოვრდეს!

  3. lizikuna თებერვალი 13, 2011, 1:29 PM

    ეხლა რაც შეეხება რა აჩქოთ… ხომ იცით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნევა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს. მე მაგალითად მესიამოვნებოდა სასიყვარულო ბარათი, რამე ორიგინალური სადაც შენს მიმართ გრძნობები იქნებოდა გადმოცემული ლამაზად. რავი რამდენი მრამის მოფიქრება შეიძლება))))))))))))))

  4. Xatuna თებერვალი 13, 2011, 8:49 PM

    ჩემვის სულ ერთია რას მაჩუქებს,მთავარია ყურადღება და ის,რომ ფიქრობდა იმაზე რომ ჩემთვის ესიამოვნებინა.
    მეც მოვუმზადე საჩუქარი და იმედი მაქვს მოეწონება–მაისურზე გრაფიკული სურათი გავაკეთე,უფრო სწორედ დავამზადებინე.

  5. ketusi თებერვალი 13, 2011, 8:52 PM

    კარგი მოფიქრებაა მაისურის მოხატინება–დარწმუნებული ვარ ნებისმიერს მოეწონება 🙂

  6. mia.. თებერვალი 13, 2011, 9:26 PM

    ყველას სხვადასხვა რამ იზიდავს.. თუ შენ შეყვარებულს კარგად იცნობ მაშინ ამაზე ბევრი ფიქრი არ უნდა დაგჭირდეს.. ^^

  7. Lizikuna თებერვალი 13, 2011, 10:17 PM

    მე რომ ბიჩი ვიყო მაგალითად, სერენადას ვუმღერებდი))))) იმედია ვედროთი წყალს არ გადამასხამდა ეხლა)))))))))))))) წარმოიდგინეთ დამკვრელები, მუსიკოსები და შენ მღერი (იმედია კარგად, რომ არ დააფრთხო)

  8. lizikuna თებერვალი 14, 2011, 11:53 AM

    ჩემმა ერთ ერთმა ნაესავმა სწორედ ეგ გააკეთა)))))) მაგით მოხიბლა თავისი შეყვარებულიც და მისი ოჯახიც და მთელი უბანიც)))))))))) და გაჭრა))))))

  9. lizikuna თებერვალი 14, 2011, 12:02 PM

    სხვათაშორის მოვიძიე საინტერესო ისტორია ალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, ბევრს ეცოდინება კიდეც, მაგრამ მაინც. რავი თუ დაგაინტერესებთ.
    უკვე რამდენიმე წელია ჩვენში არაეკლესიური საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს. გაზეთი, ტელევიზია და საკონცერტო აფიშები ამ დღის მოახლოებას თუ დადგომას გვაუწყებენ. საგაზეთო სტატიებიდან და ტელეგადაცემებიდან ვიგებთ, რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?

    14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601). თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

  10. lizikuna თებერვალი 14, 2011, 12:11 PM

    მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს – 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) – 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის – 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.

    ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.

  11. Pingback: კალენდარი “ვალენტინობა” | ექსპერიმენტი

  12. ketusi თებერვალი 14, 2011, 3:12 PM

    cdisპიreli-მ მოიფიქრა ვალენტინობის კალენდრის ჩუქება და შექმნა კიდეც კალენდარი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ http://cdispireli.wordpress.com/2011/02/14/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/

    🙂

  13. Guroo თებერვალი 17, 2011, 10:25 PM

    chemtvis 14 tebervali gansakutrebuli dge araris imitom rom chemtvis yoveli dge siyvarulit iwyeba 😛 da saertod yvela miyvarxart

  14. Lizikuna თებერვალი 17, 2011, 11:08 PM

    გენაცალეეეე)))) გურო, მაინც როგორ მიულოცავდი შენს შეყვარებულს ვალენტინობის დღეს. იყავი ერთი დღე აბა ვალენტინი))))))))

  15. ბესო თებერვალი 18, 2011, 2:04 PM

    აბა ყველამ დაწერეთ ვინ როგორ მიულოცეთ და როგორ მოგილოცეს ვალენტინობა!!!

    გვიანია ეხლა მაგაზე საუბარი მარა მაინც კაია:)

  16. Lizikuna თებერვალი 18, 2011, 2:12 PM

    მერე დაწერე))))))))))

  17. Guroo თებერვალი 18, 2011, 10:51 PM

    saertod winaswar arafris mofiqreba armiyvars da arc tqma imitom orm rasac vidzaxi yoveltvis sxvanirad gamodis chemi azrit valentinobs rodesac sheyvarebuli gyavs da bednierebi xart sjobs romantiuli sagamo mouwyo romelime lamaz restoranshi waxvidet 2 rni santlis huqi witeli gvino da ravi siyvarulit datkbet an tu magdeni fuli argaq da verqachav siyvarulshi fuli xom mtavari ara amitom shexvde sheyvarebuls da waxvidet tqven orni saseirnot qalqshi ogond 2 rni marto da bednierebit datkbet iseti dge moiwyot rogric arasdros gqoniat dmaijeret es gamogivat tviton moitans situacia yvelafers (piradi gamocdileba )

  18. Lizikuna თებერვალი 19, 2011, 2:21 PM

    ხანდახან არ არის საჩირო ფულის დახარჯვა რომ სიყვარული დაუმტკიცო. მ,თავარია მან იცოდეს, რომ გულწრფელად გიყვართ და ამ ქვეყანაზე ყველაფერი მისთვის გემეტებათ))) შეგიძლიათ ბარათზე ლექსიც კი დაუწეროთ და კარებში ჩაუდოთ ან გაამრავლოთ და მთელ სადარბაზოში თუ ეზოში მოუფინოთ. რავი, მე რომ ბიჭი ვიყო ალბათ გავაგიჟებდი, ისეთი იდეები მომდის)))))))))))))

  19. Guro თებერვალი 20, 2011, 11:20 PM

    xo martla kai ideaa lizikuna magram rodesac siyvarulia maincdamainc 1 dges arunda gaigijoo tavi sulyoveldge yovel wams xom siyvarulit suntqav da im wamebs elodebi roca mis xmas gaigoneb roca chaexutebi da am jadosnur sityvas etyvi miyvarxarrr dzan magri sityva mara es sityva borotad arundagmaoiyenot …… 😛

    • ketusi თებერვალი 21, 2011, 12:22 AM

      არ გეთანხმები გურო,ყოველი დრე დრესასწაული ვერ იქნება,მაშინ მცნება ’დღესასწაული’ –გაუფერულდება.და ზუსტად იმ ერთ დღეს რომ ’გაიგჟებ’ თავს მაგაშია ხიბლი.

  20. Guro თებერვალი 21, 2011, 12:50 AM

    Roca sheyvarebuli xar yvelafers isedac lamaz ferebshi xedav me vidzaxi marto 1 dges arunda iyo tqoo ert dges arunda gaigijo tqo tavi me esemgonia rom roca siyvaruli xar yoveldge imas cdilob rom gabedniero sheni sheyvarebuli da imashin dzalian gansakutrebuls vervxedav rom aucileblad 14 tebervals unda gaketo yvelaferi roca geqenba shansim ashin unda gaketo da mashina darqvi siyvarulis dge da ravici ra me ase mgonia yovelshemtxvevashi tu vcdebi mirchiet :*:*:*

  21. Lizikuna თებერვალი 21, 2011, 11:36 AM

    მაშინ არ უნდა აღნიშნავდე ახალ წელს, დაბადების დღეს, მაშინ ყოველი დგე ახალი დღეა და რად არის საჩირო ახალი წელი ავღნიშნოთ. ასე ტუ იქნება რომ მაშინ ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსება. წელიწადში რამდენი ერთნაირი დღე უნდა იყოს, ეს დღეების კიდე გამორჩეული იმ დანარჩენისაგან. არ ვიძახი რომ მხოლოდ იმ დღეს უნდა გიყვარსეს განსაკუთრებულად, მაგრამ მაინც არის ამაში რაგაც ხიბლი……

  22. Lizikuna თებერვალი 21, 2011, 11:53 AM

    ზუსტადაც)))))))))) 100% გეთანხმები ბესო…….

  23. Guro თებერვალი 21, 2011, 12:32 PM

    martali xart lizi deida albad me imitom mgonia ase rom sheyvarebuli armyavs da magitom mgonia asee madlobt chevistvis :*:*

  24. Lizikuna თებერვალი 21, 2011, 1:34 PM

    როცა გიყვარს, მაშინ ყოველი დრე შენტვის დღესასწაულია და ყოველი დღე რაგაც განსაკუთრებულია, მაგრამ მაინც ის ერთი დღე გამორჩეული უნდა იყოს!!!!!! გაიხარე გურო, ძალიან მიყვარხარ და გაფასებ

  25. ბესო თებერვალი 21, 2011, 1:47 PM

    Lizikuna

    როცა გიყვარს, მაშინ ყოველი დრე შენტვის დღესასწაულია და ყოველი დღე რაგაც განსაკუთრებულია, მაგრამ მაინც ის ერთი დღე გამორჩეული უნდა იყოს!!!!!!

    +11111111111111111111

    Tu namdvilad giyvars da darwmunebuli xar amaSi da is grznobs shen siyvaruls rac yvelaze mtavaria, maSin es erti dge da ori dge kiara mteli cxovreba gansakutrebulad geqceva;)

  26. Guro თებერვალი 21, 2011, 6:49 PM

    Genacvalet mec dzalian miyvarxart :* (hug)

  27. Pingback: როგორ აღმოჩნდი ჩემთან? « Ketusi's Blog

  28. Barcelonisimo... თებერვალი 10, 2012, 12:44 AM

    ეჰ…. ბიჭს რა ვაჩუქო…. 😀

  29. Pingback: საჩუქრები ვალენტინობის დღესასწაულისთვის « Ketusi's Blog

  30. tamuna თებერვალი 12, 2012, 6:40 PM

    mec mindaa valentinoba….. mastan ertad. magram shorsaaaa…..:*

    • ketusi.com თებერვალი 12, 2012, 7:00 PM

      ჰო, ამ შემთხვევაში არ ვიცი რა გირჩიო,ალბათ მოგიწევს სიტყვიერი მილოცვით შემოიფარგლო,თუმცა ესეც მნიშვნელოვანია 🙂

  31. ty ოქტომბერი 2, 2012, 12:42 AM

    bavshveboo)) mchirdeba tqveni daxmareba da rchevaaA)tqveni azrii)sheyvarebuls ra sheidzleba gavuketo siuprizi an sachuqarii rocaa 2 weli unda gaxdes sheyvarebulebi ro vaart,,ra sheidzleba :(((

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: