Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Brush Up Your English!



”რამდენი ენაც იცი,იმდენი ადამიანი ხარ”-ო ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ პოლიგლოტური შესაძლებლობები მინიმუმამდეც რომ დავიყვანოთ,ორი ენა მაინც უნდა იცოდე(ან გეთქმოდეს,ვიციო :)),რომ ზოგი კარი მაინც გაიღოს შენს წინაშე.იყო დრო,როდესაც რუსული ენის ცოდნა საგრძნობლად წინ გწევდა კარიერულად.მიუხედავათ იმისა, რომ რუსულ ენას აქტუალურობა არ დაუკარგავს,დღევანდელ მსოფლიოში, და კერძოთ საქართველოშიც, პრიორიტეტული უცხო ენა –ინგლისური ენაა.

ბევრმა შეიძლება არ იცის,რომ ინგლისური უკვე ბაღიდან ისწავლება.დიახ,ბაღში ბავშვები ინგლისურს სწავლობენ!და თან კარგი შედეგიც აქვთ.ისწავლება ლექსები,პატარა ინსცენირებები,ცალკეული სიტყვები და ყოფითი ფრაზები.ამიტომაც ბავშვებს სკოლის პროგრამის დაძლევა უკვე აღარ უჭირთ,რადგან უკვე მიჩვეულნი არიან მეტყველებასაც და სმენით აღქმასაც.და რადგანაც სასკოლო პროგრამა უცხო ენის შემოღებას პირველ-მეორე კლასშივე ახოციელებს–ბაღში დაგროვილი გამოცდილება რეალურად ზრდის სკოლის მასალის ათვისების უნარს.
ამ ყოველივეს ვიღაცის მონაყოლის საფუძველზე არ ვწერ,პირადად ჩემი გამოცდილებაა,რადგან უკვე მეორე წელია ბაღში ვმუშაობ ინგლისურის მასწავლებლად.(ეს ჩემი საქმიანობებიდან პრიორიტეტით ნომერ მეორე სამსახურია)
ამ პოსტით მინდა,როგორც სპეციალისტმა(ვარ ინგლისური ენის სპეციალისტი) ,რამოდენიმე დამატებითი რჩევა მოგცეთ,თუ როგორ დახვეწოთ თქვენი ინგლისური.და რა თქმა უნდა ეს ეხება მხოლოდ იმათ,ვინც ენა ზოგადად მაინც უკვე იცის.
მოდით ისევ ბავშვებით დავიწყოთ,შეგიძლიათ მოიძიოთ საკმაოდ კარგი ლექსები და სიმღერები აი ამ საიტებიდან:
1 BusSongs.com სადც უამრავ ლექქსა და სიმღერას ნახავთ ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის.თან გაითვალისწინეთ სულ პატარების ლექსები და სიმღერები თავს იყრის ამგვარ სახელწოდების ქვეშ —Nursery Rhymes & Lyrics
2 Love Poems -აქაც ბევრი საბავშვო ლექსია,თუმცა ყველა ასაკის და მოთხოვნილებების ადამიანზე გათვლილი,იმდენად დიდი არჩევანი აქვთ,აი მთავარი გვერდი.
3 ამ საიტზე ბევრი ლექსია და სიმღერები და აგრეთვე ენის გასატეხები
4 საინტერესოდ გაფორმებული მოთხრობები
5 საბავშვო პოეზია და პოემები აი აქ
6 უამრავი მოთხრობა და აუდიომოთხრობა ამ საიტზე სადაც თემატურად შეგიძლიათ აირჩიოთ მოთხრობა.
7 ნაირ ნაირი ზღაპრებს იპოვით ”იყო და არა იყო რა” -ს გვერდებზე.
8 აქაც მრავალი ლექსი და სიმღერაა

ეხლა ცოტა უფრო სერიოზულ ინგლისურზე გადავიდეთ.ბევრი საიტია სადაც კარგი სასწავლო პროგრამები დევს, გრამატიკის გაკვეთილებია და ონლაინ სერთიფიკატის აღებაც კი შეგიძლიათ.რამოდენიმე აქაც მინდა მოვიყვანო:
1 Bitish Counsil ალბათ ყველაზე ცნობილია.აქ მასწავლებლებისთვისაც საკმარისი ინფორმაციაა.არის აგრეთვე განყოფილება ბავშვებისთვისაც
2 ძალიან კარგი სასწავლო მასალა აქვს BBC -ს აი ამ განყოფილებაში
3 Exam English – ზე შეგიძლიათ სასწავლო მასალაც მოიძიოთ და აუდიო მასალაც კარგია, და აგრეთვე გაიაროთ ტესტი და შეამოწმოთ თქვენი ინგლისურის ცოდნის დონეც.
4 ძალიან მომწონს აი ეს საიტი- Learn English with english-at-home.com .არ დაიბნეთ–სარცევი მარჯვენა მხარესაა.(რამდენი გუგლის რეკლამები აქვთ!)
აქ გრამატიკა კარგად აქვთ მოწოდებული,სესანიშნავია თვით-განათლებისთვის,ასევე ახალბედა მასწავლებლებსაც დაეხმარება!
5 მეილით გამოსაწერი სასაუბროებია ამ საიტზე.ცხოვრებისეული დიალოგებია,თარგმნის გარეშე.უსმინეთ და დროთა განმავლობაში ადვილად სეძლებთ გაიმეოროთ.
6 ქართული საიტი english.ats.ge საკმაოდ კარგი თავშესაქცევია დამწყებთათვის.
7 www.brainpopesl.com საიტი გვთავაზობს ანიმაციურ დიალოგებს.
ასევე მინდა გირჩიოთ– იმღერეთ ინგლისური სიმღერები–დიახ! ანუ აყევით სიმღერას!ეს საკმაოდ რთულია თავიდან, მაგრამ ნელ ნელა მიეჩვევით და აღარ გაგიჭირდებათ.ამაში დაგეხმარებათ საიტი www.lyrics.com -სადაც თავმოყრილია უამრავი სიმღერის ტექსტი.ტექსტის დახმარებით იმღერეთ,ეცადეთ ჩაჯდეთ რიტმში–და ნახავთ როგორ ’გაიტეხავთ ენას’ !
ამისათვის კიდევ ერთი ძალიან კარგი პროგრამაა MiiLyrics,რომელიც შეგიძლიათ გადმოიწეროთ აქედან,ეს პროგრამა უთავსდება winamp -ს და სიმღერის მსვლელობისას ტექსტს აწერს!ან შეგიძლიათ ეს ვერსია გადმოწეროთ.

სტუდენტებისთვის საინტერესო იქნება ალბათ უცხოეთში სწავლის გაგძელების პერსპექტივა, რასაც გვთავაზობს ASC English School და London School of Business & Finance .

TOEFL ტესტის გავლა შეგიძლიათ საიტზე ats.ge (ეს საიტი ’მდიდარია’ ტესტებით,აქ მრავალი ტესტია თავმოყრილი,IQ ტესტის გავლაც შეგიძლიათ)

სწავლის პროცესში ონლაინ ლექსიკონები დიდ სამსახურს გაგიწევენ.ასეთებია TRANSLATE.GE და www.en-ge-en.com და აგრეთვე უდიდესი სიტყვების ’კატალოგი’ dictionary.ge.ასევე განმარტებითი ლექსიკონი m-w.com .
Lexicon.ge ტექსტის თარგმნაშიც დაგეხმარებათ.

კიდევ რაღაც საიტები მაქვს,და შეიძლება თანდა თან სევმატო ამ ნუსხას.თქვენც კომენტარებში მოგვაწოდეტ საინტერესო საიტები.

ეხლა კი ცოტა სახალისო რაღაც უნდა შემოგთავაზოთ.ეს არის ლექსის დასაწერი პროგრამა !
ამ პროგრამას ქვია ROBOPOEM,მანდ რაიმე ტექსტი უნდა შეიყვანოთ და ადვილად ’გალექსავთ’–საკმაოდ სახალისო გამოდის! ეს საიტია აი აქ . მზგავსი პროგრამაა ამ საიტზე, ოღონდ გადმოტვირთვა უნდა,თუმცა ამ გვერდზე სამძებრო სისტემაა რომელიც გვთავაზობს შეყვანილი სიტყვის მზგავს ჟღერადობის სიტყვებს.

მგონი ძალიან დიდი პოსტი გამოვიდა, ამიტომ სხვას არაფერს აღარ დავამატებ.თუ დამატებით ინფორმაცია გენდმომებათ რომელიმე ამ საიტზე ან ინგლისური საბავშვო ლექსები გინდათ–სიამოვნებით დაგეხმარებით :)!

Advertisements

23 responses to “Brush Up Your English!

  1. Digger იანვარი 24, 2011, 1:37 AM

    Respect რამდენი ’გიშრომია’,კაი პოსტია.

    ეხლა ლექსი უნდა დავაწერინო იმ პროგრამას და ვნახოთ რა გამოვა….

  2. ketusi იანვარი 24, 2011, 10:20 AM

    მადლობა 🙂
    დაწერე და ჩვენც გვანახე რა გამოგივა 🙂

  3. michael იანვარი 24, 2011, 2:17 PM

    უნდა გავაგრძელო ერთი Self education
    ძალიან კარგი რჩევებია
    ადრე რაღაც საიტით ვაკეთებდი სავარჯიშოებს და ტესტებს, მისამართი დამავიწყდა, კარგი რამე იყო, მარა პრინციპში უფასო გაკვეთილები ამოვწურე და ფასიანის თავი არ მქონდა 😀

  4. ketusi იანვარი 24, 2011, 2:39 PM

    მადლობა 🙂
    დღეს კიდევ რამოდენიმე საიტის მისამართს დავამატებ ამ ნუსხას.

    Self education –აუცილებელია უცხო ენასთან მიმართებაში, იმიტომ რომ თუ შეხება ყოველდღიურად არ გაქვს, ადვილად გავიწყდება.

  5. michael იანვარი 24, 2011, 11:51 PM

    საერთოდ მე რაც ვიცი თითქმის სულ Self education-ია, არც სკოლაში მისწავლია, არ მასწავლებელი მყოლია, არც კურსებზე მივლია და არსად 😀
    ისე ენასთან ყოველდღიური ურთიერთობა მიწევს, ხან რაღაცეებს ვცოდვილოდ და ვთარგმნი თუ არადა ფილმებს ან ვიდეოებს ყოველდღე ვუყურებ

    • ketusi იანვარი 25, 2011, 12:33 AM

      მე კიდე პირიქით,სამსახურში მხოლოდ ელემენტარული ინგლისური მჭირდება და ამიტომ პრაქტიკულად მავიწყდება.ადრე უფრო ვიცლიდი, რომ დავმჯდარიყავი და მეკითხა და მეთარგმნა რაღაც რომ არ დამვიწყებოდა, ეხლა მაგისთვისაც ვერ ვიცლი.

  6. ninnaka იანვარი 30, 2011, 3:32 PM

    მომეწონა პოსტი, კარგი საიტებია, გადავათვალიერე და მივხვდი რომ ბევრი რამ დავიწყებული მაქვს, დიდი ხანია ხელი არ მომიკიდია და თავისი შედეგი გამოიღო. საკუთარ თავზე მუშაობისთვის ზედგამოჭრილია.

  7. Jazzmena იანვარი 30, 2011, 10:58 PM

    ძალიან კარგია, მაგრამ ქართული რომ გვავიწყდება? ქართულის შემსწავლელი საიტებიც მიუთითე რა… 🙂 🙂

  8. Jazzmena იანვარი 30, 2011, 11:37 PM

    კარგი მაშინ დაველოდები კრიტიკული ზღვარის მოახლოვებას… 🙂 თუ უკვე არ გავცდით ზღვარს… 🙂

  9. guro თებერვალი 1, 2011, 6:52 PM

    chven rom vswavlobt rusul enas rusebi ratom ar swavloben qartuls 😕

  10. lizikuna თებერვალი 1, 2011, 11:31 PM

    xoda rusulad rom rames ikitxaven ar unda upasuxos aravin rusulad, iswavlon elementaruli qartuli da gaigeben. zogi ise berdeba saqartveloshi rom deda rom sheagino imasac ki ver gaigebs.)))))))))))))getyvis gadamitargneo))))))))

  11. მანანა緑 ივლისი 27, 2011, 8:49 AM

    ძალიან კარგი პოსტია.
    და საერთოდ ძალიან სასარგებლო ბლოგია.
    ყოველდღე შემოვალ აწი აქ. ინფორმაციის ზღვაა.

    • ketusi ივლისი 27, 2011, 12:47 PM

      დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის
      ჩემმა ბლოგმა სიამოვნებით მიიღო შენი კომპლიმენტი ^__^
      ყოველთვის გამეხარდება შენი სტუმრობა 🙂

  12. plants vs zombies apk მარტი 7, 2012, 11:14 AM

    Brush Up Your English! Ketusi's Blog I was suggested this blog by my cousin. I am not sure whether this post is written by him as no one else know such detailed about my problem. You’re amazing! Thanks! your article about Brush Up Your English! Ketusi's BlogBest Regards Nick

  13. Quell Reflect apk მარტი 20, 2012, 3:02 AM

    Brush Up Your English! Ketusi's Blog I was recommended this blog by my cousin. I’m not sure whether this post is written by him as nobody else know such detailed about my difficulty. You’re incredible! Thanks! your article about Brush Up Your English! Ketusi's Blog Best Regards Cassetta Justin

  14. anoonymouss აპრილი 25, 2012, 3:43 PM

    ძალიან , ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მივიღე, შევუვლი ბევრ მათგანს, მადლობა cute ketusi

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: