Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბავშვები ოხუნჯობენ!!!

ამასწინათ მე და მია საიდანღაც მოვდიოდით და ვსაუბრობდით და პატარა ბავშვებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მიას ’აღიარებები’ მოვისმინე.თურმე რამდენჯერ საჭმელი აივნიდან გადაუყრია,ან გადაუქცევია ნიჟარაში.ნუ,ეგ სიახლე არაა, მეც ’ცუდი მჭამელი’ ბავშვი ვიყავი და საათობით ვეჯექი მათლაფას,თუ გადაქცევას ვერ ვახერხებდი 😀 .მაგრამ მია თურმე წამლებსაც არ სვამდა, რამდენჯერ ენის ქვეშ ვმალავდი და მერე ვაგდებდი ხოლმეო კაპსულასო,და ასკილის ნაყენს რომ მასმევდი,იმასაც არ ვყლაპავდიოოოოოოო. კიდევ კარგი სუსტი ბავშვი არასდროს ყოფილა და მაინცდამაინც ხშირად არ ხდებოდა ავად,თორე რა სერიოზული შედეგი შეიძლება მოყოლოდა ასეთ საქციელს,ხო ხვდებით!

ისე, საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი მეც,ოხ ოხ ოხ,რა ძნელი გასძლები ვიყავი,ჩემგან თუ ქალი დადგებოდა არავის ეგონა.თან ხიფათიანი ვიყავი.ერთია,რომ ხელ-ფეხი არ მომიტეხია,თირე თავიც რამდენჯერმე მაქვს გატეხილი, ცხვირიც გავიტეხე,ტვინის შერყევაც მაქვს მიღებული.საწყალი დედაჩემი–რამდენს ვანერვიულებდი.რამდენი რაღაც მაქვს გაფუჭებული,დედაჩემის კოსმეტიკას და სუნამოებს ხომ მუსრს ვავლებდით!
თან მე და ჩემი და სულ ვოხუნჯობდით.რამდენჯერ აივანზე ჩავიცუცქებოდით ხოლმე და ქუჩაზე გამავალ მანქანებს სუხარს ან გამხმარ პურებს ვესროდით ხოლმე.ან პატარა კენჭებს ამოვზიდავდით ხოლმე მაგისთვის საგანგებოდ,კიდევ კარგი მაგდენს მაინც ვხვდებოდით,რომ ქვა არ გვესროლა მანქანისთვის!ის გვიხაროდა, რომ გაბრაზებული მძღოლი მანქანას გააჩერებდა, და გადმოვიდოდა გინებით და ათვალიერებდა ხოლმე კორპუსს,ნეტა ვინ მესროლაო,ჩვენ კი ჩავიცუცქებოდით ხოლმე და ჩუმად ვხითხითებდით.ბედნიერების პიკი იყო–თუ ვინმე აივანზე მყოფს ’გამოიჭერდა’ მძღოლი და ჩხუბს დაუწყებდა!ვაიმე, რა პარაზიტი ბავშვები ვყოფილვართ,არა?
მაგრამ მთავარი ისაა,რომ როცა გაიზრდები და ’დიდი’ ხარ,სხვა ბავშვის ამდაგვარ საქციელს მიმტევებლურად უყურო,და გახსოვდეს,რომ შენც იყავი როდესღაც ბავშვი და ალბათ იგივეს აკეთებდი ან სურვილი მაინც გქონია რომ გაგეკეთებიონა!არ მიყვარს,როდესაც ამგვარ წვრილმან ხულიგნობას მწყობრიდან გამოჰყავს ზრდასრული ადამიანი!ხალხო–თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ!
ამ თემაზე ერთი ამბავი გამახსენდა.ჩემს კარების ზარს გრძელი მელოდია აქვს,ერთხელ ბავშვები თამაშობდნენ სადარბაზოში.და ეტყობა ჩემი ბინა ’ამოიღეს მიზანში’–დამიზარუნებდნენ და გაიქცეოდნენ ხოლმე!ორჯერ რომ გავაღე კარები და გარეთ არავინ დამხვდა,მივხვდი, რომ ბავშვები მაიმუნობდნენ,მერე კიდევ რომ დააზარუნეს,უკვე ჩემი ქმარი, გაბრაზდა,რა არი ესოო,რამდენჯერ ღა უნდა დააზარუნონო,ეხლა ვასწავლი ჭკუასო!ვაიმე,შემეშინდა,მეთქი არ გაუბრაზდეს ბავშვებს,არ შეაშინოს თქო,მაგრამ მივიდა ბავშვებთან და ეკითხება:
–რომელმა დააზარუნა?
–მე არა,კახა ბიძია!სათითაოდ ყველამ თქვა.(თან აშკარად დამნაშავე და შეცბუნებული სახეები ქონდათ).და კახა ეუბნება:
–არ გინდათ დააზარუნოთ?(აქ ბავშვები რასაც ქვია გამოშტერდნენ)
–რაო?
–მოდით სათითაოდ დააზარუნეთ,ოღონდ იმ პირობით,რომ შემდგომში ტყუილად აღარ დარეკავთ ზარს,მოსულა?
ხოდა, ასე სათითაოდ დააჭერინა ბავშვებს ღილაკზე ხელი,ზოგს ხელში აყვანა დასჭირდა,რადგან ვერ სწვდებოდა.ბოლოს იმდენად მობეზრდათ ეს ჩემი ზარის მელოდიის მოსმენა, რომ იმ დღის მერე ნამდვილად სურვილი აღარ ქონიათ რომ ტყუილად ეზარუნებინათ.კახას,ეტყობა,თავისი ბავშვობის ხულიგნონები გაახსენდა და ამიტომ გადაწყვიტა ბავშვების ინტერესი დაეკმაყოფილებინა.
მოსაყოლი და გასახსენებელი კიდევ ბევრია და ყველაფერს პოსტში ვერ დავატევ,თან და თან კომენტარებში დავამატებ,რაც გამახსენდება.
ჩემო სტუმარო,ამ პოსტის კითხვისას შენც გაგახსენდა ალბათ შენი ბავშვობის ამბები და ნუ დაიზარებ,და ჩვენც გაგვიზიარე!
სახალისო სურათებიც მოვიძიე!

Advertisements

31 responses to “ბავშვები ოხუნჯობენ!!!

  1. tetiko იანვარი 20, 2011, 2:46 PM

    bavsvoba cirkia… rmadnejer mec sachmeli fanjridan misvria da ramdenjer rakovinashic chasxmula… 😀

  2. mia.. იანვარი 20, 2011, 6:05 PM

    აუ დე ყველაფერი კი არ უნდა დაწერო : DD ტანსაცმელებზეც იგივე იყო ხოოლმე : ზამთარში კაშნს და ქუდს რო მაფარებდი ხოლმე სადარბაზოში ვიხსნიდი და ჩანთაში მქონდა : D : >

  3. tamaRa იანვარი 20, 2011, 9:25 PM

    დონდლო და დამჯერი ბავშვი ვიყავი, ნამდვილი “ზანუდა”…
    წავიკითხე ეს და ჩემი ათი წლის წინანდელი თავი შემეცოდა 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

  4. ketusi იანვარი 20, 2011, 10:41 PM

    სამაგიეროდ მშბლებს პრობლემებსაც არ უქმნიდი ალბათ!

  5. maka იანვარი 21, 2011, 12:51 AM

    exla gamaxsenda:) sagamo iko bavshvebi garet visxedit da ragaceebs vlaparakobdit.xelshi patara kenji mejira da vatamashebdi,cin ki chemi mezobeli giorgi medga.etkoba edzineboda raaa da daamtqnara,me ki es kenji gavuqane da martla pirshi ar moxvda”:) giorgi lamis dagvexrcho,me ki kargad momxvda

  6. maka იანვარი 21, 2011, 12:52 AM

    eh,ramdeni ram shemidzlia gavixseno.:)

  7. Digger იანვარი 24, 2011, 1:41 AM

    აუფ მეზობლების რისხვა ვიყავი
    რამდენი ფანჯარა მაქვს ჩალეწილი ფეხბურთის ბურთით ვინ მოთვლის!
    :))))

  8. lizikuna იანვარი 26, 2011, 12:05 AM

    bavsjvebi asetebic unda iyvnen!!!!!!!!!! celqebi, mousvenrebi, maimunebi)))))))))) magas ra jobia roca dajdebi da shen bavshvobas ase gaixseneb, me ase gamiketebia, ise gamiketebia)))))))))) aba isaa gverdzwe rom mogijdeba vinme da marto mogismens shen ra gimaimunia bavshvobashi, is ki gulshi ifiqrebs……”eh, esme arasodes mqonia”” magranm amas gulshi gaifiqrebs, xmamagla amas ar ityvis!!!!!imdeni rame gamaxsendeba bavshvobis, rom exla chemma shvilma rom igive gaaketos albar movklav)))))))))))))) magram modit am chiqit chvens mogonenbebs gaumarjosssss!!!!!!!!!)))))))))))))))))))))))))))))))

  9. ninnaka თებერვალი 3, 2011, 12:29 AM

    ვაი რამდენი ვიცინეე :)))))) მე სკოლაში წასვლა რომ არ მინდოდა მიზეზად სიცხეს მოვიდებდი, თერმომეტრს ნათურაზე ან ღუმელთან შევათბობდი და მერე ისევ იღლიაში ვიდებდი 😀 😀 😀 ერთხელ ამ მაიმუნობაში თერმომეტრი ძალიან გამიცხელდა და გამისკდა. იქ ამბავი ატყდაააააააა…… 😀 😀 😀

  10. lizikuna თებერვალი 3, 2011, 1:26 AM

    vaime dedachemi gamompranchavda, gamapiwkinebda da gamishvebda xolme skolashi. me sanam skolashi mividodi (laparakia 5-7 wutze) dacherobanas, rezinobanas da wreshi burtsac ki vasrebdi metamasha. ra tkma unda gakvetilze bantebis gareshe, manjetebis gareshe, (forma mecva) da gawewili shevdiodi klashi. sawyali dedachemi mtavi moqonda ra kargi shvilebi myavso))))0 chem das ar exeboda is yoveltvis chkviani iyo…. xoda ertxelad daibares skolashi da krebaze gamoucxades cota mowesrigebuli gamoushvit bavshvio. warmoidginet ra daemarta sawyal qals. exla mrcxvenia)))))))))))))))))))))))))))))

  11. lizikuna თებერვალი 3, 2011, 1:28 AM

    sxvatashoris chempioni viyavi bichebshic da gogoebshic dacherobanashi, rezinobanashi da wreshiburtis tamashhic ki. vot!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  12. guro თებერვალი 23, 2011, 5:10 PM

    au mec dz paraziti bavshvi viyavi dz celqii da oxeri :D:D me da chemi daa ravi ras agar vaketebditt sul axal axal tavgadasavlebs vigonebditt xolmee:D ert-ert zafxuls sofelshi visvenebdit da teom chustebshi dz bevri kbilispasta chamisxaa da rom gavixvidze tavistavad chavicvii da ai mashin ki namdvilad sashineleba iyoo ara marto tavad davisvaree aramed iatakic da xalichac sashinel mdgomareobashi iyoo 😀 nu ratqmaunda es ambavi ese ar chaivlida da gadavwyvite shurisdziebaa,,, gegma ki eseti iyooo 😀 teoss bavshvobidan dz grdzeli da xveuli tma aqvss ,,,xoda meore dgesss dz gavabraze da rodesac ezoshi gamovidaa tmit davabi setkazee magram ratqmaunda misi ezoshi datovebis survili gegmashi ar shedioda ubralod es sadgac 5 wutiani shurisdzieba unda yofiliyo magram gadamaviwydaa daa mouwiaa iq sadgac 2 saati yofnaa da ara marto iq yofnaa tma ise qonda awewili shechrac dachirda 😀 auu bavshvoba martla magariaa exa rom vixsenebt xoolme dz bevrs vicnit :D:D

  13. Lizikuna თებერვალი 23, 2011, 7:57 PM

    შენ არც ეხლა აკლებ თეოს ალბათ))))))))))))))) თუ პირიქით))))))))

  14. guro თებერვალი 24, 2011, 2:17 AM

    piriqit lizikoo piriqit sul nervebs mishlis mara rogorcve rames vetyvi mamastan garbis damartyavs da egreve mamaaaaaa rom araferi utxra. ukve meshinia rom movefero meshinia rame arvatkinoo 😀

  15. Lizikuna თებერვალი 24, 2011, 1:41 PM

    ისეთი ცელქი ვიყავი მე , რომ ჩემმა შვილმა იგივე რომ გააკეთოს ალბათ მოვკლავ))))) თან ვიყავი ძალიან “ჟილკა”. სულ ვუმწარებდი ჩემს მეგობრებს)))) ალბათ მესამე კლასამდე ასეტი “ქაჯი” ვიყავი. ჩემმა მასწავლებელმა ერთხელ ისიც კი მითხრა ( ნუ მერე ისეთი გამოსწორებული ბავშვი ვიყავი წარმოუდგენლად), “ამისაგან ადამიანი თუ დადგებოდაო და ასეთი ისიც კი არ მეგონაო” ))))))) აი ასეთი ვიყავი. მერე ჩემნაირი მოწესრიგებული, გაპრანჭული და ჭკვიანი მგონი სკოლაში არავინ არ დადიოდა)))))))))))))))))))

  16. guro თებერვალი 24, 2011, 3:22 PM

    yvela da yvelaferi icvlebaaa liziko deida magram tqven sxvanairi verc warmomidgenixart … me bavshvobashi viyavi dzalian tarsi sul ragacas vafuchebdi rasac xels movkidavdi sanam argavafuchebdi armovisvenebdi viyavi xipatiani da amaze mogiyvebit dzalian sasacilo istorias …. ertxel rodesac sofelshi visvenebdi davrchit saxlshi me chemi da da bebiachemi me rogrc celqi admini ragac sibrdzne unda gaketebina da davinaxe nushis xeze kackacs qonda bude gaketebuli gadavwyvite kvercxebis moparvar mividgi kibe da avdzveri am xeze bebiachema romdaminaxa ramsimagleze viyavi lamis guli gauskda sawyali qali amovida xeze vitom chems chamsosayvanad me ucbad chamovdzveri da gamovacale kibe es qali darcha xeze mteli satnaxevari xeze iyo sanam bidzachemi movida me damaviwydaa gaverte tamshi mara mere imdeni momxvda gaxsenebac arminda mara exla dzan bevrs vicninivart xolme 😀 aseti giji viyavi exlac arvar naklebi mara mainc !!

  17. Lizikuna თებერვალი 24, 2011, 3:57 PM

    ნუ ესეიგი შენ რა ყოფილხარ)))))))))საწყალი ბებიაშენი))))))) წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა ხეზე)))))))))))) მაგარი ხარ

  18. guro თებერვალი 24, 2011, 6:42 PM

    😀 aba aba kidev imdeni ram maqvs gaketebuli rom.. ertxel bavshvobashi miyvarda sofelshi erti gogona da didma bichebma wamo guli dauntoto mec metir amindoda avdeqi gavyevi da mtel ezoshi mwvand qondat balaxi gaketebuli lamazad cvhen kide mtlianad benzini movasaxit da davweret didi asoebit NINI waukidet tuara gamovidnen xalxi am balaxebs gadaekida da mivida sativemde mteli sative dauwvi imkacs 😀 1 kvira imquchaze archemivlia :D:D:D da is gogoc agarminaxia :S

  19. guro თებერვალი 25, 2011, 12:47 AM

    :D:D aba davtove sawyali dzroxebi mshieri zamtarshi :D:D:D

  20. tetiko მარტი 1, 2011, 2:35 PM

    მე მაქვს სუნამოს დასხმის ყველაზე სასაცილო ამბები, როგორ ვისხამდი.. ვიღებდი ჩუმად იმ სუნამოს დედაჩემის ჩანთიდან, მერე გავდიოდი სადარბაზოში რო სუნი არ ეგრძნო, შვისხავდი, შემოვდიოდი და ვდებდი უკან 😀 ტანსაცმელზე ხომ სულ ჩხუბი გვაქ მარა ბავშვებმა რა ვქნათ როცა ჩვენი თანსაცმელი გვბეზრდება? 😀

  21. აქსიომა იანვარი 12, 2012, 1:47 AM

    ჩემი ბავშვობა გამახსენდა. უთბილესი პოსტია. მადლობა ასეთი დადებითი ემოციებისთვის ქეთ. 🙂

    • ketusi.com იანვარი 12, 2012, 1:53 AM

      ხო, მეც ჩემი ბავშვობა მახსენდება ხოლმე ამ პოსტს რომ მოვკრავ თვალს.
      მიხარია, თუ პოზიტიური ემოცია გამოიწვია შენსი ამ პოსტმა :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: