Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მასწავლებლებს ამცირებენ


ამ საახალწლო არდადეგებიდან სკოლაში მობრუნებულ ბავშვებს არასასიამოვნო ’სურპრიზი’ დახვდებათ.საქმე იმაშია, რომ მასწავლებლების კადრების შემცირება მოხდა,რამდენადაც ვიცი ყველა სკოლაში გაკეთდა კადრების ’გადახალისება’.
ეს ალბათ ნიშნავს იმას,რომ კლასები აღარ დაიყოფა და ერთი მასწავლებელი ჩაატრებს მთელ კლასში გაკვეთილს,ან საგნის საათები შემცირდება.

რაც შეეხება კლასის გაყოფას,შეიძლება ვთქვათ,რომ -აბა როგორ ვსწავლობდით ადრე რო კლასი არ იყოფოდა და ზოგჯერ 45 ბავშვი ვიჯექით კლასშიო-? –მაგრამ საქმე იმაშია,რომ მოზარდები არიან უკვე სხვანაირები და აღარც ისეთი მასწავლებელია ყველა.ბევრად უფრო რთული თაობაა და მასწავლებლებს უჭირთ კლასთან მუშაობა.კარგი გამოსავალი იყო კლასების დაყოფა მაგრამ აწი ესაც თუ აღარ იქნა–მაშინ თქვით მასწავლებლების წუწუნი!

საათები თუ შემცირდა კიდევ უარესი,ისედც ახალი საგნების შემოღებამ ძალიან შეამცირა ძირეული საგნებისთვის განკუთვნილი დრო,და დარწმუნებული ვარ ,ამ ჯერზეც თუკი საათები შემცირდა მართლაც–ეს ისევ ქართული ენის ან მათემატიკის ხარჯზე მოხდება–ნებისმიერ შემთხვევაში სამწუხარო იქნება.აქ მწუხარების მეორე მომენტიცაა–საატებ-შემცირებული მასწვლებლის შემოსავალიც ხომ მცირდება,და ისედაც მიზერული ხელფასი მთლად სასაცილო გახდება–რაც მასწავლებლის პროფესიას არამიმზიდველს აქცევს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი მასწავლებელი მართლაც ’გასაცილებელია’ სკოლიდან.გამაოგნებელია ზოგიერთის საგნის უვიცობაც და ბავშვთან მიდგომის არქონაც.ბავშვებისთვისაც სკოლა უკვე სტრესული გარემოა სადაც იმის გარდა, რომ ბავშვი ისედაც ცდილობს თანატოლებში თავისი ადგილი დაიმკვიდროს–პრაქტიკულად მასწავლებელთან ’ბძოლაც’ უწევს და მისი შეურაცხყოფის და დამცრების ატანაც.აღარაფერი რომ ვთქვათ უაზრო სახელმძღვანელოებზე,და მოსწრების შეფასების კრიტერიუმებზე–რითიც თვითონ მასწავლებლებიც უკმაყოფილონი არიან.
ხოდა,სულ არ მინდოდა ასეთი ტიპის პოსტის დაწერა ამ ბლოგზე(მაინც ’პოზიტიური ბლოგი’-ა), მაგრამ ხატიას წუწუნმა ’შთამაგონა’.
იმედია,ყველაფერი უკეთ იქნება,ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თუ რამე ცვლილებებს თქვენც მოჰკარით ყური,აგერ ,კომენტარებში გამიზიარეთ,ძალიან მაინტერესებს!

Advertisements

15 responses to “მასწავლებლებს ამცირებენ

  1. guro იანვარი 16, 2011, 8:45 PM

    Es Iseti shemtxveva roca 1 ferovani azri arasebobs imitom rom es yvela asakshi iyo maswavleblebis ar dajereba da kidev bevri ramec Mara maswavleblebis umetesi nawili dzan cdeba tavidanve unda qondes Tavisi saxeli dayenebuli klashic da skolashic aris maswavleblebis nawili romelsac verafers etyvi gana imitom rom geshinia imtom rom misi geridebaa !

  2. ketusi იანვარი 17, 2011, 9:59 PM

    დიახ,სამწუხაროდ ავტორიტეტული მასწავლებლების დეფიციტია

  3. guro იანვარი 18, 2011, 1:50 AM

    mtavaria maswavlebelma unda icodes gakvetilis mis sasiketot warmartva gana dzalit anu isetnairad unda ilaprakos rom miqcios auditoris yuradgeba

    • ketusi იანვარი 18, 2011, 4:38 PM

      აბა რა,ისეთი ავტორიტეტი უნდა ქონდეს მასწავლებელს,რომ ბავშვებმა დააფასონ.აი ,მიას ყავს ქართულის მასწვლებელი,ასაკიანი ქალია,და წყნარად და მშვიდად საუბრობსო და რაღაცნაირად ისეთ პატივს ვცემთ რომ არავინ არ ხმაურობს გაკვეთილზეო.—აი ესაა ნამდვილი მასწავლებელი!

  4. mia.. იანვარი 18, 2011, 2:46 PM

    ნახე რაა 😀 ჩემი წუწუნი მომეწონა 😀

  5. mia.. იანვარი 18, 2011, 2:48 PM

    ისე მართლა ცუდია.. ჩემი წყაროებით გავიგე რომ ჩემი სკოლიდან 12 მასწავლებელი მიდის უკვე, საათები აღარ დარჩათ.. :/ ოხ ეს მთავრობა :D:D :nwnwnw:

  6. guro იანვარი 19, 2011, 9:17 PM

    kai raa 80 wlis maswavlebeli romiqneba da sanam 2 ore sartulidan me3 meze amova zari irekeba da azrii :D::DD ara ki kai pontia mara mainc 😀

  7. Digger იანვარი 24, 2011, 1:45 AM

    აი მანდ რომ სურათია სათვალეებიანი მასწავლების,რომ ყვირის ,ზუსტად ეგეტი ტიპი ქალი გვყავდა ბიოლოგიაში–გასაგდებია აბარა

  8. ketusi იანვარი 24, 2011, 1:35 PM

    კი,ნაბდვილად არის ზოგიერთი გამოსაცვლელი,ბევშვებს ნერვებს აწყვეტავენ.

  9. Lizikuna თებერვალი 12, 2011, 10:16 PM

    ტეტოს ყავდა მასწავლებელი რომელიც რომ გაბრაზდებოდა ბავშვებს “მოფართხალე ნაწლავებს” ეძახდა. ან საიდან მოიტანა ეს ფრაზა, მოფიქრება ხომ უნდა………………..

  10. Lizikuna თებერვალი 12, 2011, 11:28 PM

    ესეიგი ეგ რომ ჩხუბობდა კლასში სიცილით კვდებოდნენ, ისეთ რაგაცეებს იძახხა.მერე წუწუნებდა არ მისმენენო)))))))))))))))))))))

  11. tetiko მარტი 4, 2011, 10:21 PM

    აბა დედა, აუ იმენა ქალი იყო პრიკოლი… 😀 მოვიდოდა კლასში, დაჯდებოდა მანიკურს წაისვამდა… ხმაურზე მასწები შემოვიდოდნეენ მარტო მაშინ ადგებოდა და დაგვიწყებდა ჩხუბს, რო რა არის ბავშვებოო ვერ დაგაწყნარებთო 😀 მერე სამასწავლებლოში როცა შედიოდა ამბობდა “აი შემოვედი და გავანათე ყველაფერიო”. ყველაზე პრიკოლია კევს რომ დაღეჭდა საყურის უკან იკრავდა და ბავშვები წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებოდით ხოლმე… კაი, კაი ნიშნები ჩვენ გრაფებში კიდე საიდან ჩნდებოდა არ ვიცოდით. ეჰ, კაი დრო იყო თხოვნით და დაპირებებით ნიშნების დაწერა 😀 მუსიკაზე პრიკოლი მასწავლებელი არასდროს გვყოლია, აი ეგეთი სკოლაში არ უნდა მუშაობდეს ჩემის აზრით 😀 არ მეთანხმებით მშობლებო??? :D:D

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: