Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბუნების საოცრება–თოვლი!


როგორ გამეხარდა დღეს თბილისის შემოგარენში,მთებზე,თოვლი რომ დავინახეეეე,რამდენი ხანია ვნატრობ თოვლს.იმედია,ქალაქშიც მეღირსება ეგ ბედნიერება.არ ვიცი რატომ მიყვარს სიცივე,ყინვა და თოვლი,მაგრამ საოცრად მიყვარს როცა სიცივეა და ყინვა რომ სახეს სუსხავს.შენ გიჟი ხარო–დამცინიან ამას რომ ვამბობ.მაგრამ მართლა მიყვარს და რა ვქნა,ერთადერთი–თბილად უნდა მეცვას,თორემ თუ შემცივდაააა,მერე სადღაა სიამოვნება,ფიქრობ შეიყუჟო სახლში და გათბე .ეხლა, არც ისეთი ’გიჟი’ ვარ,რომ თოვლჭყაპი და ქარიშხალი მიყვარდეს 🙂

აბა რა ჯობია თოვლში სიარულს,ჭრაჭუნის ხმა რომ გესმის,დახელის გუზე ლამაზი ფიფქი რომ ’დაგიფარფატდება’,
ბავშვობაში დიდხანს ვიდექი ხოლმე აივანზე თოვლის დროს,ვცდილობდი ფიფქები მეთვალიერებინა.ხელთათმნიან ხელს გავიშვერდი ხოლმე,და ფიფქები რო ’დააჯდებოდა’ მერე გულდასმით ვცდილობდი დამეთვალიერებინა,სამწუხაროდ მალე დნებოდა,საკმარისად არ ციოდა ხოლმე ეტყობა.მაშინ პირველად შევამჩნიე, რომ სულ სხვადასხვა ფორმის ფიფქები მხვდებოდა,და ამან ინტერესი უფრო გამიღვივა,მერე რო წამოვიზარდე და უფრო ’გავნათლდი’,კი გავიგე,რომ თურმე ერთნაირი ფიფქი არ არსებობს,რომ ყველა აბსოლუტურად უნიკალურია,მაგრამ მით უფრო საინტერესო იყო ფიფქების თვალიერება.
ისე,რა საოცრებაა,არა? როგორ იქმნება ასეთი მრავალფეროვანი ფორმის ფიფქები!და თან ერთ სიბრტყეში! მეცნიერებს ბევრი რამ გამოკვლეულიც აქვთ და ხელოვნურ პირობებშიც კი ქმნიან თურმე თოვლს,მაგრამ მაინც,თოვლი ერთ ერთ გამოუცნობ მოვლენად რჩება.

რახან თოვლზე ჩამოვარდა საუბარი, ჩვენთვის ნაცნობ ვიკისაც (www.ka.wikipedia.org)ვესტუმრე,მაგრამ მწირი ინფორმაცია იდო,ინგლისურ გვერდზეც ასევე, რუსული გვერდი უფრო ’მდიდარია’ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ რამდენიმე ინტერნეტში მოძიებული ფაქტი :
…ფიფქები წარმოიქმნება ღრუბლებში,რაც მთავარია ტემპერატურა უნდა იყოს -1 გრადუსი და უფრო დაბალი.
…ვარსკვლავისებური ფიფქების წარმოქმნისთვის საჭიროა -12 -16 გრადუსი,-7 დან -12 გრადუსზე წარმოიქმნება ’თეფშის ’ ფორმის ფიფქები,-5 დან -7 გრადუსზე –კოლონის ფორმის,-2 დან -5 მდე კი ნემსის ფორმის.
…თოვლი შეიძლება სხვა ფერისაც იყოს.რადგანაც ფიფქი ატმოსფეროში ატანილ მტვერის ნაწილაკს გარშემო წარმოიქმნება,იყო შემთხვევები, როდესაც,წითელი,სტაფილოსფერი,მქვანე და შავი თოვლიც კი მოდიოდა.
…ყველაზე დიდი ფიფქი დაფიქსირდა 1887 წლის 28 იანვარს ამერიკის შტატ მონტანაში.ფიფქის დიამეტრი 38 სანტიმეტრს უდრიდა.1944 წლის 30 აპრილს მოსკოვში ისეთი თოვლი მოვიდა, რომ ტითო ფიფქი ხელისგულის ტოლა იყო და სტრაუსის ბუმბულის ფორმისა იყო.
…თოვლი რატომ ჭრაჭუნობს? სინამდვილეში ჩვენ უამრავი ფიფქის ’ლეწა-მტვრევის’ ხმა გვესმის 🙂
…ფიფქი 95%-ით ჰაერისგან შედგება.ჰაერსა და კრისტალს შორის სინათლის სხივის გარდატეხვის შემდეგ ხდება მისი გაფანტვა–ამით აიხსნება ფიფქების თეთრი ფერი.
…ვარსკვლავისებურ ფიფქებს ყველაზე უნიკალური გეომეტრიული ფორმები აქვთ.და ამ ფორმების ვარიანტები იმდენად ბევრია, რომ მათი რაოდენობა აღემატება ხილული სამყაროს ატომთა რაოდენობასაც კი!–როგორც თვლის ფიზიკოსი ჯონ ნელსონი.
…დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს თოვლი მხოლოდ სურათზე აქვს ნანახი 🙂

სტაფილოსფერი თოვლი მინდა…
შენ?

Advertisements

26 responses to “ბუნების საოცრება–თოვლი!

  1. mia.. იანვარი 13, 2011, 3:23 PM

    ^^ woooow : > :bravo: mmagari Dzaan.. Tovlii meec dzaaan miyvars ^^ yvelzee magari isaa patara bavshveebs rom vuyureb xolme , vinc pirvelad xedavs tovls rogoori gaxarebuleebi arIan xolme :D:D es reebi cvivao :D:D

  2. ketusi იანვარი 13, 2011, 4:57 PM

    კი, ეგ მართლა კარგი საყურებელია.და თოვლს რომ ჭამენ ხოლმე კიდე–როგორი სასაცილოები არიან,

  3. mia.. იანვარი 13, 2011, 6:17 PM

    ხო :დ ეთო რო პატარა იყო რო ჭამდა ხოლმე :D:D

  4. ketusi იანვარი 13, 2011, 11:47 PM

    თორე შენ არ ჭამდიიიიი 🙂
    მეც ვჭამდი ალბათ
    საერთოდ ,ალბათ ყველას აქვს გასინჯული, არა?

  5. guro იანვარი 16, 2011, 12:30 AM

    ki martla saocreba tovli mara Wels argvegirseba MemGonii Tovli :S:S ;( arada rogor miyvars :S

  6. ketusi იანვარი 16, 2011, 12:37 AM

    ართლაც რომ არ გვეღირსა რაააააა
    ყოველ დღე ველოდები

  7. guro იანვარი 16, 2011, 8:42 PM

    ramisa xelovnuri tovli viyido da gundebis gaketeba daivwyo saxlshi nervebs mainc aushli ivnmes :D:D:D

  8. ketusi იანვარი 17, 2011, 9:56 PM

    ხო,ნერვებს მართლა აუშლი 😀

  9. mia.. იანვარი 18, 2011, 2:50 PM

    მე ჩემით არ მიჭამია 😀 ძალადობას ქონდა რამდენჯერმე ბავშვობაში ადგილი.. 😐 😀

  10. tetiko იანვარი 20, 2011, 2:40 PM

    aara ra tovli saswaulad ar miyvars 😦 chadixar mshrali amodixar sveli 😀 gundaobashi vis ainteresebs gsiamovnebs tu ara gundis moxvedra tavshi 😀

    • ketusi იანვარი 20, 2011, 8:59 PM

      ერთხელ ბავშვობაში შიგ შუბლში მომხვდა გუნდა და აი,მულტფილმებში რომ არის , ჩიტები რომ დაფრინავენ თავთან -აი ისეთი შეგრძნება მქონდა 🙂

  11. lizikuna იანვარი 26, 2011, 12:16 AM

    tovliani mtebi……tovliani mtebi)))))))))))))))))) bavshvobashi imdenad mmiyvarda tovli verc ki warmoidgent. roca gatovdeboda xolme mteli game vijeqi fanjarastan da tu ar medzineboda tovs vukurebdi rogor bardnida. amaze lamazi araferi mechveneboda. asaktan ertad turme yvelaferi icvleba. adre, cota xnis win amas ar davijerebdi namdvilad, ….exla ar ifiqrot asakiani var))))))). agar miyvars tovli….magram exla agar miyvars. magizianebs.exla tovlshi wixlit vegar gamagdeb))

  12. lizikuna იანვარი 26, 2011, 12:18 AM

    me tbili qveynebis adamiani var da me rogroc wesi zamtarshi tbil qveynebshi unda mivfrinavde)))))))))))))))))))))

    • ketusi იანვარი 26, 2011, 12:53 AM

      ხო, ბაშვობაში ყველას უყვარს თოვლი!
      zamtarshi tbil qveynebshi unda mivfrinavde)))))))))))))))))))))
      –მართლა შენთვისაა ტროპიკები მოგონილიიიიიი

  13. Lizikuna თებერვალი 15, 2011, 12:42 PM

    ეჰ, ქეთუსი!!!! არ მოდის და არა ეს შენი თოვლი, ყველგან მოდის და თბილიში არა. )))))))))))))))

  14. ketusi თებერვალი 15, 2011, 3:09 PM

    ხო,გადამაგდეს 🙂

  15. ბესო თებერვალი 16, 2011, 1:14 PM

    მოვაააააააააააააააააა

    ისეთი მოვა როგორიც არმოსულა!!!

    მოვა და მაოიტანს ბევრ სიყვარულს;)

  16. ketusi თებერვალი 20, 2011, 2:07 AM

    რა რიცხვია დღეს?
    20 თებერვალი
    ხოდა დღეს გათოვდააააააა

  17. Pingback: უბედნიერესი ერთი დღე! « Ketusi's Blog

  18. Pingback: როგორ აღმოჩნდი ჩემთან? « Ketusi's Blog

  19. donaldo2191 ნოემბერი 7, 2011, 2:30 PM

    ფიფქებიი ცვივა დააააააა..ამყევი ქეთუუუუ :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: