Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გახდი კარგი ორატორი!!! (2)



(ეს პოსტი წინა პოსტის გაგრძელებაა,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ )

აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას გარეგნული მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია.სიტყვის აღების დროს თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი გარეგნობა სრულად შეესაბამება მსმენელთა მოთხოვნებსა და გარემოს,ყოველ შემთხვევაში ჩვენი საუბარი ერთი მეოთხედით მხედველობის დახმარებით აღიქმება.მსმენელი გაკვირდებვათ:აკვირდება დგომის ნამერას,სახის გამომეტყველებას,სიარულს.მათ უნდათ იცოდნენ თუ რას წარმოადგენთ.
მნიშვნელოვანია შევქმნათ მეგობრული და ამავდროულად საქმიანი ატმოსფერო.იყავით თავდაჯერებული,უნდა გეტყობოდეტ, რომ გჯერათ იმის, რასაც ამბობთ.
თქვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მსმენელთან კონტაქტის დამყარება!
მოდით,თანმიმდევრულად მივყვეთ.

მთავარია,არ იშფოთოთ.კარგი მანერების განუყოფელი თვსებაა უშუალობა,თავდაჯერებულობა და მეგობრული ტონი.
მშვიდად გაემართეთ საჭირო ადგილისაკენ.გზად ნუ დაიწყებთ ფურცლების დალაგებას ან რაიმის ძებნას,არ დაიწყოთ ქურთუკის ან პიჯაკის შეკვრა,თმას ნუ შეავლებთ ხელს,ნუ გაისწორებთ ჰალსტუხს—ყველაფერ ამაზე წინასწარ იზრუნეთ.
დაიწყეთ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ,როდესაც დაიკავებთ მოსახერხებელ და მყარ ადგილმდებარეობას.ანუ საუბრისას თქვენი პოზა ხელს არ უნდა გიშლიდეთ.ეს ,თავის მხრივ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
კარგი იქნება, თუ საუბრისას მნიშვნელოვან ადგილს ხაზს გაუსვამთ–ამისათვის საკმარისი იქნება,თუ წინ ერთ ნაბიჯს გადმოდგამთ.პაუზის დროს კი შეგიძლიათ ისევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ.
კარგად გაიაზრეთ თუ რისი თქმა გინდათ,თუ რაიმე დაგავიწყდათ,ჯობს სიტყვა სხვა თემაზე გადაიტანოთ.
თავი აარიდეთ ნებისმიერი უშინაარსო ბგერების წარმოთქმას,ჯობს ჩუმად იფიქროთ.
კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან ფრაზებს დროდადრო გაიმეორებთ,ასე მათ უკეთ დაიმახსოვრებენ.
გამოსვლის დროს ხშირად ვსარგებლობთ ჟესტიკულაციით.ჟესტები სიტყვებთან ერთად–აძლიერებს მის ემოციურ დატვირთვას.ჯესტების ენა კი კარგად გასაგებია ადამიანის გონებისთვის.
ჯესტიკულირებისას ამ რჩევებსაც ვითვალისწინებთ:
1. ჯესტიკულრება უშუალო უნდა იყოს,მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ,როდესაც მის აუცილებლობას ხედავთ.ნუ შეწყვეტთ დაწყებულ მოძრაობას,მაგალიათად,თუ ხელის მაღლა აწევა გადაწყვიტეთ–თამამად აწიეთ,შუა გზაზე იმპულსს ნუ ჩაახშობთ.
2.ჟესტიკულირება არ უნდა იყოს უწყვეტი.ყველა ფრაზა არ საჭიროებს რაიმე ჟესტს.
3.მართეთ თქვენი ჟესტები.ნუ დაემსგავსებით ქარის წისწვილს.თან ჟესტი თქვენი პოზის წონასწორობის ელემენტიცაა.კონკრეტული ფრაზისთვის განკუთვნილი ჟესტი დროში არ უნდა ჩამორჩეს ამ ფრაზას.
4.შეიტანეთ მრავალფეროვნება ჟესტიკულაციაში,ყველანაირ შემთხვევაში ერთსა და იმავე ჟესტს ნუ გამოიყენებთ.
5.ჟესტი უნდა პასუხობდეს დანიშნულებას.მათი რაოდენობა და ინტენსიობაც უნდა პასუხობდეს საუბრის განხრას და აუდიტორიის თავისებურებას.მაგალითად,ბავშვებისგან განსხვავებით,ზრდასრულ ადამიანს ნაკლები ჟესტიკულაცია მოსწონს.
მაგრამ გამოსვლის დროს მთავარია დარჩეთ ის ვინც ხართ,იცოდეთ,რომ უდიდესი ორატორების მიმზიდველობის ძალა იყო ის,რომ ისინი განუმეორებელნი იყვნენ.ყოველი ჩვენთაგანი უნიკალურია,და ეცადეთ ზუსტად ეს უჩვენოთ აუდიტორიას,ნუ იქნებით მიმბაძველი,რადგან აუდიტორია ძალიან ადვილად ატყობს სიყალბეს.
წარმატებებს გისურვებთ.

Advertisements

10 responses to “გახდი კარგი ორატორი!!! (2)

  1. Pingback: გახდი კარგი ორატორი!!! (1) « Ketusi's Blog

  2. tamuna2188 იანვარი 9, 2011, 12:45 AM

    ეს სტატია ძალიან მომეწონა და ჩემ საიტზე გადავაკოპირე იმედია არ გეწყინება… თუ არა და პრობლემა არაა წავშლი

  3. kevana მაისი 1, 2011, 9:49 PM

    სასარგებლო რჩევებია 🙂
    მეც გავითვალისწინებ, დიპლომის დაცვა წინ მაქვს და დამჭირდება :დ :დ :დ

  4. ჯი-ნია-ნი მაისი 1, 2011, 10:06 PM

    ვერასდროს ვერ ვარ თავდაჯერებული როდესაც აუდიტორიის წინ ვდგევარ..და ძალიან ძალიან მირთულდება საქმე 😦

    • ketusi მაისი 1, 2011, 10:30 PM

      კი,ეს ბევრს ახასიათებს.
      იცი რას გირჩევ,გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ვალიდოლი ჩაიდე ენის ქვეშ,ვალიდოლი ძალიან კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა,დაძაბულობას ხსნის ^^

  5. daviti დეკემბერი 14, 2011, 1:06 PM

    თუ გინდათ კარგი ორატორი გაიზარდო, ისწავლე ორატორული ხელოვნების აკდემიაში.
    http://www.oratori.ge

  6. polemos0108 მარტი 4, 2013, 10:08 PM

    ჟესტიკულაციაზე მაისაშვილი გამახსენდა, მართლა ქარის წისქვილია.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: