Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გახდი კარგი ორატორი!!! (1)



ჩემი სამსახურიდან გამომდინარე,ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა,ხდება ხოლმე, რომ მიწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ან ტრენინგების ჩატარება.განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო აუდიტორიასთან მუშაობის ნიუანსები,რადგან აუდიტორის დაინტერესება ყველაზე ძნელია,და სასურველია ზოგადი ტექნიკა მაინც ვიცოდეთ,თუ როგორ უნდა ვიმეტყველოთ ან შინაარსობრივად როგორ დავტვირთოთ ჩვენი სიტყვა,რომ ჩვენი სათქმელი ნამდვილად მივიტანოთ მსმენლებამდე.ხდება ხოლმე,რომ,თითქოსდა ადამიანი მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე საუბრობს,მაგრამ მისი ინფორმაცია აუდიტორიისთვის რთული აღსაქმელია.უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ვესაუბროთ ადამიანებს ისე, რომ მათთვის ჩვენი აზრები და შეხედულებები ადვილად გასაგები იყოს.

კონფუცი ამბობდა(მგონი სწორად მახსოვს),რომ ვუშვებთ სამ შეცდომას ურთიერთობის დროს:პირველი–საუბრის წამოწყება თავის დროზე ადრე;მეორე–მორიდება,როდესაც არ ვამბობთ როდესაც ეს საჭიროა;მესამე–ისაუბრო და ამ დროს თვალი არ ადევნო მსმენელს.
გამართულად და ეფექტურად თუ გნებავთ ადამიანებთან საუბარი,უნდა იცოდეთ თუ როგორია ადამიანის აღქმის თავისებურებები:
1-იმ ფრაზების შინაარსს,რომლბიც შედგება 10 ან მეტი სიტყვისგან,ჩვეულებრივ,ტვინი ვერ აღიქვამს;
2-ფრაზა,რომელიც პაუზის გარეშე 5-6 წამზე მეტ ხან წარმოითქმება–ვეღარ აღიქმება;
3-მეტყველების სისწრაფე არ უნდა აღემატებოდეს 2.5 სიტყვას წამში;
4-მამაკაცი ყურადღებით უსმენს პირველი 10-15 წამი,მერე კი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, თუ თვითონ ამ საუბარს რას დაამატებდა;
5-ჩვეულებრივ მსმენელს ბევრად ნაკლები ესმის ან აღიქვამს ვიდრე ამის ჩვენება უნდა.ადამიანი ნაქვამიდან 70% აღიქვამს,იგებს -60% და იმახსოვრებს მხოლოდ 10-15%-ს;
6-ადამიანი ხშირად ”ყურს მიღმა უშვებს” ან არასწორად აღიქვამს ისეთ ფრაზებს,რომლებიც მისთვის ტიპიურად ნაცნობი და ჩვეულია;
7-მნიშვნელოვანია საუბრის ხარისხიც,უნდა ვილაპარაკოთ გარკვევით,გასაგებად,არ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა ან ჩუმად–საჭიროა ოქროს შუალედი,რადგან ხმამაღალი საუბარისას ადამიანი ნევროზულ მდგომარეობაში ვარდება,სმენის აპარატზე ზეწოლის გამო,ჩუმი საუბრის მოსმენისას კი ადამიანი იძაბება რომ გაიგოს თქვენი ნათქვამი,არადა მიზანია–რომ აღიქვას.
ჩვენი ამოცანაა–აღვუძრათ გრძნობები მსმენელს.ძლიერი გრძნობა ან ადამიანის განცდები გონებაში ყოველთვის წარუშლელ კვალს ტოვებენ.გამოსვლის უმნივნელოვანესი პირობაა-გამოვიყენოთ მაგალითები,ანუ პრაქტიკის ჩართვა.ამას თუ არ გავაკეთებთ –საუბარი მოსაწყენი გახდება,და ვერ შევძლებთ ვიმოქმედოთ გრძნობებზე და შესაბამისად ვერც გონებაზე.ისეთი გამოსვლა, რომელიც მხოლოდ განხილვებს მოიცავს–ვერ მჩერდება ადამიანის გონებაში და მეხსიერებიდან იშლება კიდეც.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, და ორატორობის ხელოვნებას გონივრულად მოეკიდებით–გარანტია გექნებათ,რომ იქნებით საინტერესოდ მოსაუბრე და შესაბამისად თქვენს სათქმელს აუდიტორიამდე მაქსიმალურად ”მიიტანთ”.

თქვენი რჩევებიც გამიზიარეთ კომენტარებში
(შემდეგ პოსტში,აი აქ , მინდა ვისაუბროთ გარეგნულ მხარეზე და ჟესტებზე)

Advertisements

15 responses to “გახდი კარგი ორატორი!!! (1)

  1. Pingback: გახდი კარგი ორატორი!!! (2) « Ketusi's Blog

  2. Pingback: გახდი კარგი ორატორი « O R I F L A M E

  3. tako აპრილი 13, 2011, 8:35 PM

    ავღნიშნო კი არა,აღვნიშნო;აუდიტორის არა_აუდიტორიის;”რომ” არ არის ჩართული სიტყვა და ორივე მხრიდან მძიმე არ სჭირდება…………აზრი კარგია მაგრამ ბევრი შეცდომა გაქვს!

    • ketusi აპრილი 13, 2011, 10:27 PM

      tako
      ეს მარტივი მექანიკური შეცდომებია.
      კაი,რას გამომეკიდე სამ სიტყვაზე 🙂
      გინდაც ”რომ”-ის მაგალითი რომ ავიღოთ–მგონი 10 ჯერ მაინც გვხვდება პოსტში,მაგრამ ერთგან დავუსვი ზედმეტი მძიმე.

      • MrsMarch აპრილი 20, 2012, 5:26 PM

        თაკოს ვეთანხმები, ხშირად არის ხოლმე შენს პოსტებში მსგავსი მექანიკური შეცდომები, მაგრამ ალბათ სწორედ ეს განასხვავებს ბლოგერს ჟურნალისტისგან. პიარადად მე, ვთვლი, რომ ბლოგერს როგორც ესიამოვნება ზუსტად ისე უნდა წეროს და ჯობს მსგავსი რჩევები მდარე ხარისხის ჟურნალისტებისთვის შევინახოთ : )

        • ketusi.com აპრილი 20, 2012, 6:09 PM

          მე არც მაქვს პრეტენზია ჟურნალისტობაზე.ვცდილობ შეცდომები არ დავუშვა,თუმცა მექანიკურ შეცდომებს(აი როგორც შენ კომენტარში *პიარადად 🙂 ) ყველა ვუშვებთ და გადამოწმების შემთხვევაშიც გამოგვრჩება ხოლმე.რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული მერე კი ინგლისურის ფაკულტეტი და ორმაგად დაძაბული ვარ, რომ სიტყვებიც სწორად ვწერო და წინადადებებიც გამართული მქონდეს.

          • ketusi.com აპრილი 20, 2012, 6:21 PM

            სხვათაშირის აი სიტყვა “აღნიშვნას” ორ ვერსიად ვისმენ და ვერ გავიგე სწორი რომელია,ზოგი ერთს ამტკიცებს და სხვა მეორტეს.ბოლოს და ბოლოს რომელია სწორი : ‘აღვნიშნე’ თუ ‘ავღნიშნე’ — სკოლის მასწავლებელს უთქვამს ეს მეორე ვარიანტია სწორიო და რა ვიცი 🙂

          • MrsMarch აპრილი 20, 2012, 7:28 PM

            ხოდა ამას ვამბობ, ძალიანაც კარგი ასე რომ წერ, როგორც გეწერება :დ

  4. ჯი-ნია-ნი მაისი 1, 2011, 9:48 PM

    ძალიან საინტერესო და გამოსადეგი პოსტია

  5. nes მაისი 2, 2011, 1:07 AM

    kargia. momecona ! kargi gogo xar !

  6. netochka3 ოქტომბერი 23, 2011, 11:37 AM

    ara marto kargi “pedagogi”aramed kargi oratoric iqnebi mjeravs.

  7. brilii ივნისი 6, 2014, 1:43 AM

    რა შუაში იყო აქ პირველი კომენტარები?? გოგომ რჩევა გკითხათ თემასთან დაკავშირებით და არა მექნიკურ შეცდომებზე

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: