Ketusi's Blog

take it easy,it's just life

I Love You , MIA



დღეს რაღაც ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მინდა მოგიყვეთ ჩემი ხატიას შესახებ,ცოტა ხანში სკოლიდან მოვა, და მერე მასწავლებელთან უნდა გაიქცეს,მგონი მათემათიკა აქვს დღეს,და დილიდან სულ რაღაც ხატიაზე ვფიქრობ, თუ როგორ უპასუხა დღეს გაკვეთილს ისტორიაში(გუშინ რომ ’თავი დააკლა’ და ღამის 12 მდე სწავლობდა),და სახლში მოსვლა ხომ არ დააგვიანდება, რომ ჭამა მოასწროს მასწავლებელთან წასვლამდე, და რავი, ამიტომ რაღაც მომაფიქრდა თვენთვისაც გამეცნო ჩემი შვილი

მაშ ასე..
ასაკი >14 წლის გახდა ამ ზაფხულს,მე-9 კლასელია,დედისერთა.
პიროვნება >სულ პატარაც კი უკვე პიროვნება იყო, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური თვისებებით.ჩემი შეფასებით ,არის ამაყი და თავდაჯერებული(იშვიათად რომ ამპარტავნული იყოს),საკმაოდ უკომფლიკტოა,ძალიან სამართლიანია და თუ უსამართლობას წააწყდა მაშინვე აპროტესტებს.მიზანდასახულია,შრომისმოყვარეა(ამ ეტაპზე ეს მხოლოდ სწავლაში ვლინდება),ინდივიდუალია–ანუ უყვარს რაღაც ინდივიდუალური,ჩაცმა იქნება ეს თუ ურთიერთობა.ურთიერთობა იმიტომ, რომ მეტოქეობას ვერ იტანს,არის ერთპიროვნული ლიდერი(თვითონ ეს ჯერ არ იცის 🙂 ),თუმცა გუნდური ’თამაშიც’ კარგად გამოსდის.ამბიციური არის, მაგრამ რაღაც კომპექსების გადალახვაზე თავის თავზე მუშაობს(მეც ვეხმარები რა თქმა უნდა ამის გააზრებასა და მოშორბებაში).პრაგმატული აზროვნება აქვს(ანუ მინიმუმ რომანტიკა),და კოდევ,თუ რამე უნდა, ერთხელ გთხოვს,’ღიჯინს’ არ დაგიწყებს(ეხლა ვაჩვევ ცოტა რომ ტაქტიკა შეცვალოს).თუ რამე ეწყინა, გაბუტვა დიდ ხანს არ იცის, მაგრააააააამ არ დაივიწყებს.უყვარს როცა მის აზრს მოიმენენ და ანგარიშს გაუწევენ.არის უაღრესად ყურადღებიანი და ზრდილობიანი.მოკლედ აი ასეთი პატარა დიდი ადამიანია
ურთიერთობები >კონტაქტურია,მაგრამ მეგობრებს ირჩევს მხოლოდ პიროვნული და ზნეობრივი თვისებებით.და ძალიან განიცდის, თუ მის მეგობარში მანამდე რაღაც დაფარული მისთვის მიუღებელი რამ აღმოაჩინა,და მერე ასეთ მეგობარს პრაქტიკულად შორდება.
სწავლა >კარგად სწავლობს,უმცროს კლასებში ჰქონდა მცდელობები რომ გამოეპარებინა ჩემთვის რაღაცეები,წელს კი, ლამის ვეღარ ვცნობ,შეხსენება არ სჭირდება, რომ იმეცადინოს, სრულყოფილებამდე ცდილობს დაიყვანოს ყოველი ნასწავლი გაკვეთილი,და კარგ ნიშნებსაც იღებს,მაგრან ერთი მინუსი აქვს—აქტიურობა არ უყვარს, იშვიათად იწევს ხელს,და გაკვეთილს რომ პასუხობს, ძალიან ნერვიულობს,პირდაპირ არ ვიცი რა ვუყო, როგორ მოვუხსნა ეს კომპლექსი, მირჩიეთ რა რამეეეეე
სიყვარული >ეს ყველაზე უდარდელი თემაა ამ მომენტისთვის,2-3 წლის წინ ქონდა სურვილი ,რომ შეყვარებული ყოლოდა, და არც დამიშლია(ეს ჩემი ტაქტიკა იყო,ჩვენი უბნელი ერთი წლით დიდი ბიჟი იყო,და თამაშობდნენ ’შეყვარებულობას’–ანუ ’სასტავთან’ ერთად სეირნობდნენ, სხვა არაფერი, და მოსწონდათ ის, რომ აი ჩვენ შეყვარებულები ვართ-ო,)მე ვუხსნიდი, რომ ამ ასაკში შეუძლებელია ნამდვილი გრძნობა ქონდეს მოზარდს, და უბრალოდ უყვართ ის, რომ სიყვარულის ობიექტი ყავდეთ, და ადვილად ამბობენ უარს ერთზე და მერე ყურადღება გადააქვთ სხვაზე, და ასე შემდეგ,ხოდა, აქაც ასე იყო,რაღაც სისულელის გამო იჩხუბეს, და ერთ კვირაში იმ ბიჭს უკვე სხვა შეყვარებული ყავდა, ამას კიდე ის სულ არ ახსოვდა, მაგრამ მთავარია, რომ დაინახა, რომ მართალი ვიყავი.საეთოდ რაც წამოიზარდა, ბევრი თაყვანისმცემელი ყავს,მაგრამ ძალიან დაკვირვებულია,ძალიან ბევრ სიყვარულის ფიცს იგნორს უკეთებს(შეგშურდება პირდაპირ ისეთ ლექსებს უძღვნიან),მაგრამ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის ასაკში ნამდვილი გრძნობები არ ჩნდება, და ამიტომ ყველაზე უარს ამბობს,არ მჭირდება შეყვარებული და მორჩაოოოოოოოო,ჯერ ამისთვის არ მცალიაო რო ’ტუფტა’ შეყვარებილი მყავდესო.
ეხლა მე რას ვფიქრობ,უბრალოდ ჯერ არ შეხვედრია ისეთი ბიჟი რომ ყველაფრით მოეწონოს,და რომც შეხვდესამ ეტაპზე, შანსსაც არ აძლევს, რომ დაიახლოვოს(ისე ვეუბნები ხოლმე, რომ თუ ასეთი უდრეკი დარჩი, მეთქი შენ ვერ გათხოვდები).უბრალოდ, სამწუხაროდ გარშემო რომ იყურება, ნამდვილი სიყვარულს იშვიათად აწყდება, და რომ ხედავს, თუ ’მწარე’ შეყვარებუულები როგორ ადვილად შორდებინ და რა ადვილად უყვარდებათ მერე სხვა, ამსაც გული გაუტყდა, და პრაქტიკულად თავს იზღვევს მზგავსი სიტუაცისგან,არ უნდა დროებითი სეყვარებული იყოს(აქაც მისი სიამაყე ერთვება)
mia >4-5 წელია, რაც აიკვიატა, ხატია კი რა, მია ვარო, (ძალიან მოსწონს ეს სახელი) და ყველა, მგონი ჩემს გარდა, მიას ეძახის.
ჩვენი დედა-შვილობა >დავიწყოთ იმით, რომ ქუჩაში რომ ვართ,არავის არ სჯერა, რომ დედა-შვილი ვართ, რა თუ ყური მოკრეს, რომ ”დედას’ ვეუბნები ,გაკვირვებულები შემოგვხედავენ ხოლმე.ეს იმიტომ, რომ მე დაახლოებით 10 წლით პატარა შეხედულება მაქვს , მას კი როგორც მის ასკში ხდება,ცოტა მეტის შეხედულება აქვს,რადგან ტანითაც ჩემზე მაღალია თან.საკმაოდ მკაცრი დედა ვიყავი,მაგრამ ამავდროულად ალერსიანიც.ხატიაც საკმაოდ დამჯერი იყო.ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, და რაც წამოიზარდა მას მერე უფრო.ყველაფერს მიყვება,რჩევას მეკითხება, ჩემი აზრი აინტერესებს,პირველ რიგში მეგობრად აღმიქვამს, და ეს ძალიან მიხარია.მეც ვცდილობ რომ ამ კუთხით მივუდგე.და მსიამოვნებს, რომ მეგობრებს ეტყვის ხოლმე–”მე იცით რა თანამედროვე დედიკო მყაააავს!”
ოჯახი >ჩვენს ოჯახს ძალიან დიდ პატივს სცემს,ცდილობს თვითონაც კარგი შვილი იყოს.არც მეგონა ამდენს უკვე თუ ფიქრობდა,მაგრამ ამასწინათ რაღაცაზე თქვა, რომ მე მამაჩემს როგორ შევარცხვენო, ან შენო.სულ პარალელებს ავლებს,და ადამიანის პიროვნილი ნაკლის მიზეზად მის ოჯახში არასწორ აღზრდას მიიჩნევს ხოლმე.აფასებს, რომ ბედნიერ და პრაქტიკულად იდილიურ ოჯახში გაიზარდა.
ჭამა >ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა,ძალიან ბევრ რამეს არ ჭამს,უყვარს მარტო შემწვარი ქათამი, შემწვარი კართოფილი, პიურე-კატლეტი,სპაგეტი,ქათმის ფილე.გაცხელებულ საჭმელს აღარ შეჭამს.წვნიანი მარტო ხორციანი ბორში უყვარს.
გარეგნობა > საშუალოზე მაღალია, კარგი ტანით,გამხდარი.ვერ ვიტყვი,რომ სილამაზით მოწყვეტილ ვრსკვლავს გავს, მაგრამ საკმაოდ მიმზიდველი და ეფექტურია.საერთო ჯამში დინჯი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჩაცმულობა > აი აქ უყვარს ექსტრავაგანტულობა.აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჩაცმის რაღაცნაირი სტილი, ამავდროულად არაფერი გამომწვევი.ძალიან კარგი გემოვნება აქვს.
ჯანმრთელობა> საკმაოდ ჯანმრტელი იყო პატარაობიდანვე,ავად როგორ არ გამხდარა, მაგრამ რომ იტყვიან ’ჭირიანიო’–არასდროს ყოფილა. რაც წამოიზარდა, ერთადერთი ჩვენი პრობლემა ხერხემალია,ისაც იმიტომ, რომ მე ვარ ზედმეტად ყურადღებიანი ამ მხრივ(ამ მძიმე ჩანთებისგან მთელ მოზარდებს ხერხემალი აქვთ გამრუდებული)რამდენჯერმე გავატარე მასაჟის კურსი, მარა სახლშიც უნდა ივარჯიშოს და არ ვარჯიშობს, ან ავიწყდება ან ეზარება.
დამოუკიდებლობა>მე რამდენი წელია ვერ ვგრძნობ, რომ სახლში ბავშვი მყავს, იმდენად დამოუკიდებელია, თვითონ დგება და მიდის სკოლაში უკვე 4 წელია,თვითონ მეცადინეობს,კარადის თავისი კუთხე აქვს,თავისი ფული ყოველთვის უნდა ქონდეს.ისედაც, არ არის ტუტუცი ’დედიკოს და მამიკოს’ დედისერთა გოგო.

რავი სხვა რა დავწერო, ისედაც ამხელა პოსტი გამოვიდა,აი ასეთი შვილიკო მყავს მოკლედ, და იცნობდეთ 🙂

9 responses to “I Love You , MIA

  1. Lizikuna დეკემბერი 6, 2010, 9:49 PM

    ნუ აქ ჩემს დიშვილზეა ლაპარაკი!!!!!! მიუხედავად იმისა, რომ მე მეგონა ჩემს დიშვილს ხატია ერქვა, თურმე მია ყოფილა)))))))))))))) დღესაც მავიწყდება დავუძახო მია, არადა ხატიას რომ ვუძახი უკვე აღარ რეაგირებს. ეს გვაიძულებს დავუძახოთ მისი სასურველი სახელი. ისე სულ მაინტერესებს რატომ მია და არა ნია მაგალითად. ნუ ნია ჩემს შვილს კი ქვია, მარა დეა რა ცუდი იქნებოდა? მაგრამ ასე მგონია ეს სახელი ისე არავის არ უხდება, როგორც ხატიას თუ მიას ,უკვე აღარ ვიცი რა)))))))))))))) მოკლედ ჩემი მია ჭიამაია. ვაიმე თუ წაიკითხავს გამაჭიამაიებსსსსსსს)))))))))))))))))))))))

  2. tetiko დეკემბერი 23, 2010, 6:21 PM

    ძალიან საყვარელი შვილი გყოლია ქეთუსი და უკვე შემიყვარდა… 😀

  3. Lizikuna იანვარი 3, 2011, 3:26 PM

    exla es chiamaia imxela rolikebze rom dadgeba, ra erqmeva aba gamoicanit………..

  4. tamojelia ივლისი 31, 2012, 3:19 PM

    უსაყვარლესი დედა-შვილი ხართ:))
    ძალიან კარგები ❤

Leave a reply to ketusi კომენტარის გაუქმება