Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მახსოვრობა


-სულ გამოვშტერდი!
-მე ხო სკლეროზი მაქვს!
-როგორ დამავიწყდა!
-ვაიმე,რა უნდა მეთქვა?
-………………
ნაცნობი ფრაზებია,არა? სხვისგანაც ხშირად გვესმის და ჩვენც ხშირად ვამბობთ ასე,და გარშემო ყველას რაღაც ავიწყდება და გაფანტული დადის, ასე რომ ნუ ნერვიულობ,’სკლეროზი’ მარტო შენ არ გჭირს!

გულმავიწყობა ჩვენი თაობის სენია,ამას ბევრი ახსნა გამოუნახეს მეცნიერებმა,აქ არის გარემო დაბინძურება, რომელიც ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს,სტრესული გარემო,დაძაბული ცხოვრების წესი და უმთავრესი–ინფორმაციის დიდი ნაკადი,რომლის ’გადამუშავებას’ ჩვენი საწყალი ტვინი სრულფასოვნად ვერ ახერხებს.ტვინში ნეირონებს შორის იმპულსების გადაცემა ფერხდება და……..ნუ ნეიროლოგია შორს წაგვიყვანს.
მაგრამ ადამიანის გონებას აქვს უნარი გამოსავალი მოძებნოს ყველანაირ სიტუაციაში.
და ამ პოსტში გაგაცნობთ 2 საშუალებას,რომ რაიმე ადვილად დავიმახსოვროთ.

როგორ იმახსოვრებთ რამეს?თამაშში?ზოგი ცდილობს იმით დაიმახსოვროს,რომ, იმეორებს და იმეორებს მათ სახელს,თუ ასეთ მეთოდს იყენებთ,მაშინ მეცნიერები ასეთ დამახსოვრების ტიპს ”სამუშო მახსოვრობას” დაარქმევენ.მაგრამ ამგვარად დამახსოვრებული,დიდხანს არ გაგყვებათ,რადგანაც”ოპერატიული მეხსიერება” პატარა ინფორმაციას მოკლე დროით ინახავს.
უფრო დიდი ხნით დამახსოვრების საშუალებას გვაძლევს იმის გამოყენება,რასაც მეცნიერები ”elaborative encoding”-ს უწოდებენ(გულმოდგინე დაშიფვრა).”დაშიფვრა”–ნიშნავს რაიმეს მეხსიერებად გარდაქმნას.”elaborative encoding” გაძლევთ საშუალებას დაუკავშიროთ ახალი ინფორმაცია იმ მეხსიერებას,რაც უკვე გაგაჩნიათ,და რაც გეხმარებათ ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაში.ის დაგეხმარებათ ოპერატიული მეხსიერებიდან უფრო ხანგრძლივად გამტან მეხსიერებაში ინფორმაციის გადატანაში.
და აი ის 2 საშუალება იმისთვის,რომ რაიმე ნუსხა გადავიტანოთ ხანგრძლივად გამტან მეხსიერებაში ”გულმოდგინე დაშიფრვის” დახმარებით.
მეთოდი პირველი.”ნუსხა”
დაინიშნეთ საათი 2 წუთზე,უყურეთ 20 სურათს და შეთხზეთ სასაცილო მოთხრობა,რომელშიც სათითაოდ ყველა სურათი იქნება გამოყენებული.
როდესაც თქვენს თავს ამბავს უყვებით და თან წარმოიდგენთ ამ სურათებს,თქვენ 2 რამეს აკეთებთ :
1 აკავშირებთ რამოდენიმე სურათს ისე,რომ ერთის დამახსოვრებით დანარჩენებსაც იმახსოვრებთ.
2 გონებაში ნახატს ქმნით,რომელიც მოიცავს ამ ყველა საგანს.გონებრივი სურათის წარმოსახვა კი გეხმარებათ მოგვიანებითაც რაიმეს დამახსოვრებაში
როცა ამგვარად იმახსოვრებთ,თქვენ იყენებთ ხანგრძლივად გამტან მეხსიერებას და ამიტომ ის გამოსახულება დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ.
მეთოდი მეორე.”სახლის თვალიერება”
მაგალითად როგორ დავიმახსოვროთ 10 სხვადასხვა ნივთის გამოსახულება.ეს ცოტა უფრო რთული ექსპერიმენტია,მაგრამ კარგი.
ჯერ სახლში იპოვეთ 10 ადგილი,სადაც დადებდით რამეს.ეს ისეთი ადგილები უნდა იყოს,რომ ადვილი იყოს მათთან მისვლა და თანაც ერთნაირი თანმიმდევნობით.გონებაში კარგად წარმოიდგინეთ ეს 10 ადილი და კარგად დაიმახსოვრეთ.
შემდეგ მოიმარჯვეთ ის ნუსხა 10 გამოსახულებით,ათვალიერეთ ისინი 2 წუთი,ყურებისას თვითოეული საგანი წარმოიდგინეთ ერთ ერთ იმ ადგილზე, რომელიც მანამდე დაიმახსოვრეთ.ეცადეთ სასაცილო სურათი შექმნათ.

ამგვარად ვიბეჭდავთ ინფორმაციას გონებაში.ასე რომ,თუ რაიმე ნუსხა გინდათ დაიმახსოვროთ,ამორჩეული ადგილების მეთოდი გამოიყენეთ.
გაითვალისწინეთ:ახალი ნუსხის დამახსოვრება,ძველს მეხსიერებიდან ამოშლის.

Advertisements

4 responses to “მახსოვრობა

  1. Jazzmena დეკემბერი 19, 2010, 8:03 PM

    რაღაცის დაწერა მინდოდა და დამავიწყდა… 🙂 არ მივარგა მეხსიერება…
    ისე ამ ორ მეთოდს “ბილობილიც” რო მივამატო შეიძლება?! 🙂

  2. guro იანვარი 7, 2011, 1:23 AM

    mexsierebis daqveitebas Sigareti Sma Da ara jansagi cxovreba iwvevs
    jansag cxovrebas rasjobia Dzirs SiGareti Gaumarjos SPorts 😀 es chemi devizia da girchevt gaitvaliswinot gamoadgebat

    • ketusi იანვარი 7, 2011, 11:32 AM

      მართალი ხარ,გურო,რაც უფრო ჯანმრთელია ადამიანი,მით უფრო გონება გახსნილია და არც რაიმის დამახსოვრების პრობლემ აქვს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: