Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ნუთუ ქორწინება მოძველდა?



ქორწინების ინსტიტუტი უძველესი დროიდან იღებს სათავეს და მან ტრანსფორმირება განიცადა,განსაკუთრებით მისი იერსახე შეიცვალა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში.ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ახლა უკვე ქორწინდებიან სიყვარულით,რაც რამოდენიმე საუკუნის წინ ძალიან დიდი იშვიათობა იყო თურმე(რა საშინელებაა, ხო, ეს ჩვენი გადასახედიდან, თუმცა ბევრ ქვეყანაში ეხლაც წინა საუკუნეების შეხედულებები აქვთ).მოდი ,არ გვინდა იმაზე ჩაღრმავება, თუ რა მოტივები იყო მაშინ,უბრალოდ გვიხაროდეს, რომ ჩვენ აგერ უკვე 21-ერთე საუკუნეში ვცხოვრობტ და ოჯახს სიყვარულით ვქმნით. მაგრამ….

მაგრამ მიუხედავათ ამისა, უამრავი ოჯახი ინგრევა, ან დანგრევის პირას ცხოვრობს. რატომ ხდება ასე?
–იმიტომ რომ დაავიწყდათ რომ ერთმანეთი უყვართ!(იმიტომ რომ უაზროდ კამათობენ, იბუტებიან..)
–იმიტომ რომ საკმარისად არ უყვართ ერთმანეთი!(აქ ერთვება ღალატი,პიროვნების იგნონრირება,პასუხისმგებლობის ნაკლებობა..)
–ვერ უმკლავდებიან ოჯახური ცხოვრებით წარმოქმნილ პრობლემებს!(უსახსრობა,კომფლიქტური სიტუაციები…)
–…და ასე შემდეგ…
მაგრამ…
სამწუხაროდ დაიკლო ქორწინების მსურველთა რაოდენობამაც,მარტო საქართველო არ მაქვს მხედველობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეა,და თან სტატისტიკით რაც უფრო მეტად განათლებულია ადამიანი, მით უფრო უჭირს ოჯახის შექმნა(შეიძლემა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ამგვარ ’საქმეს’)ყვე
ლგან უპირველეს მიზეზად სახელდება ეკონომიური მხარე.
მაგრამ…

არის კიდევ ერთი მიზეზი…არიან ადამიანები, ვისაც ქორწინება მოძველებულ ურთიერთობად მიაჩნიათ,მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი აზრის მატარებელნი მაინც უმცირესობაში არიან მაინც საგანგაშო ვითარებაა ამ მხრივ, აი მაგალითად კონკრეტული სტატისტიკა:
და მე მიხარია, რომ საქართველოში მხოლოდ 5 პროცენტი ფიქრობს ამგვარად.
ამერიკაში,მაგალითად,შეკითხვაზე–არის თუ არა ქორწინება მოძველებული /.– პასუხობენ: დიახ–39 % ,არა–58%,დანარჩენი 3% თავს იკავებს პასუხისგან.(სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ )
ამასთან ერთად მატულობს ახალი ტიპის ოჯახები:სამოქალაქო ქორწინებები და გეი ოჯახები.
მაგრამ…
მიუხედავად ყველაფრისა,ჩვენი პლანეტის ყველა მოქალაქეს,ვინც ჯერ არ არის დაქორწინებული,უნდა,რომ შექმნას ოჯახი,ყავდეს შვილები,რასაც ადასტურებს კიდეც სტატისტიკაც.(და რაც ძალიან მიხარია)
პირადად მე ძალიან მიხარია ქუჩაში საქორწინო კოლონას რომ ვხედავ, გულში მათ უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ ხოლმე.
თან ძალიან მიხარია, რომ საქორწინო ცერემონიალებიც გახალისდა,რაღაც ევროპული იერსახე მიიღო, და ამიტომ უფრო მეტად მომხიბვლელი გახდა,ეს აღარ არის უბრალოდ ხელის მოწერა –რიტუალი ბევრად უფრო დასამახსოვრებელია.

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ჩემი მეგობრის ქორწილი,რომელიც წინა კვირას შედგა.
რადგანაც ნინო თანაც ჩემი მეზობელიცაა,ქირწილის მზადების ყველა ნიუანსში ჩახედული ვიყავი.
ყველა წვრილმანით თავს არ მოგაბეზრებთ, მხოლოდ ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესოზე დავწერ.
კაბა .ამრავი კაბებია დღეს გაყიდვაში და ყველანაირ გემოვნებას დააკმაყოფილებს.ჩვენი პატარძალი იყო გამოწყობილი უაღრესად სოლიდურ და ელეგანტურ ’რძისფერ’ კაბაში.
ჯვრისწერა შედგა მეტეხის ტაძარში,ცერემონია დაახლოებით 20 -25 წუთს გაგრძელდა, და რაც ძალიან გამეხარდა,დამსწრებ მანდილოსნებს არ მოგვთხოვეს თავსაფრების დახურება(ყველა მაინც ვარცხნილობას ვუფრთხილდებოდით.)მომეწონა ეს ლოიალურობა.
ხელის მოწერა მოხდა ქორწინების სახლში სანაპიროზე(ზუსტად არ ვიცი რა ქვია,ვორონცოვიდან რომ სანაპიროზე ჩამოვდივართ აი იქ რომ ქორწინების სახლია).ძალიან მომეწონა გარემო და სიტუაცია.ფოიედან ჩაგვიყვანეს დარბაზში, იქ წრეზე დავდექით, და საქორწინო მარშის თანხლებით შემოვიდა ნეფე-პატარძალი,ზალიან ლამაზი იყო,ახალგაზრდა გოგო უძღვებოდა ცერემონიას, და მინდა ავღნიშნო რომ უჩვეულოდ ლამაზად, ხალიაიანად, მხიარულად და საინტერესოდ ჩაატარა,მერე ვალსი აცეკვა ჩვენს ნეფე-პატარძალს,მერე შამპანიური მიართვა და მათი სადღეგრძელო თქვა, და მათაც ’ვახტანგურად’ დაალევინა,მერე კი ყველა გავედით, ერთგვარი კორიდორი შევქმენით და მერე მისიკის, კანფეწის და აპლოდისმენტების ტანხლებიტ გამოვიდნენ ჩვენი მექორწინეები,ამით ყველაფერი არ დასრულებულა,გასასვლელში კინტოები და მეარღანე იყო,მათი თანხლებით გამოვიდნენ გარეთ ჩვენი ნეფე-პატარძალი.მერე სახალისოდ ჩვენს სიძესაც დაატრიალებინეს არღანი, კარგი სანახაობა იყო.მომეწონა რიტუალი ძალიან,პირდაპირ გათხოვება მომინდაააა
გასეირნება ,დრო გვქონდა, ამინდიც კარგი იყო და მთელი კორტეჟი გავეშურეთ მცხეთაში, სვეტიცხოველში
სუფრა დაღლილები,მოშიებულები და პოზიტივით დამუხტულები გავეშურეთ რესტორანში, სადაც ჩვენი ტრადიციული სუფრა გველოდა(აქ მე არაფერს შევცვლიდი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ,ამდენ დაღლილ ხალხს რომ მარტო ა-ლა-ფურშეტი დაგვხვედროდა, ყველას გული წაგვივიდოდა :))
საქორწინო მოგზაურობა -კარგი მოგონებაა, ხოდა ჩვენი ახალდაქორწინებულებიც საზღვარგარეთ გაემგზავრენ იმავე ღამეს,იქ 5 დღე დაჰყვეს და უკვე ჩამოვიდნენ,როგორც გავარკვიე ,ფრიად ნასიამოვნებიც)

ამ პოზიტიურ ნოტაზე ვამთავრებ ჩემს გრძელ პოსტს, და ვუსურვებ ყველა ახალდაქორწინებულს უდიდეს ბედნიერებას!!! არ შეუშინდნენ ოჯახურ ცხოვრებას, გადალახონ ყველანაირი წინააღმდეგობა და შეინარჩუნონ ერთმანეთისადმი სიყვარული.

Advertisements

14 responses to “ნუთუ ქორწინება მოძველდა?

  1. niksologi ნოემბერი 28, 2010, 8:39 PM

    1.ჩვენ აგერ უკვე 21-ერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ოჯახს სიყვარულით ვქმნით.
    – დამიჯერე დღესაც არანაკლებია ანგარებიანი ქორწინებები, რაც მე ძალიან არ მომწონს.
    2. პოსტში შენი დადებითი და რომანტიკული დამოკიდებული ბევრად ნათლად ჩანს ოფიციარული ქორწინებისადმი ვიდრე ზოგადი სურათი საქართველოში.
    3. ”მაგრამ მიუხედავათ ამისა, უამრავი ოჯახი ინგრევა, ან დანგრევის პირას ცხოვრობს. რატომ ხდება ასე?”
    -ბევრი წყვილი, განსაკუთრებით 20 წლამდე დაქორწინებულები, საერთოდ ვერ აცნობიერებენ ოჯახური ცხოვრების ნიუანსებს. დაოჯაება არ უდრის მხოლოდ და მხოლოდ სექსს!
    4. ”ახალდაქორწინებულებიც საზღვარგარეთ გაემგზავრენ იმავე ღამეს,იქ 5 დღე დაჰყვეს და უკვე ჩამოვიდნენ,როგორც გავარკვიე ,ფრიად ნასიამოვნებიც”
    – 🙂 🙂

    • ketusi ნოემბერი 28, 2010, 9:46 PM

      პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ გამეხარდა, რობ ბოლომდე წაგიკითხია ჩემი პოსტი 🙂
      იცი, რა, ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა, და ბევრ საკითხზე ჩაღერმავება, მაგრამ ძალიან გრძელი პოსტი გამოვიდოდა, და მიტომ ცოტა ზედაპირულად შევეხე რამოდენიმე საკითხს, ბოლოს და ბოლოს აგერაა კომენტარები.
      1.გეთანხმები,მაგრამ ეს მაინც უმცირესობაა
      2.დიახ, მე მჯერა ბედნიერი ქორწინების,
      3.აბსოლუტურად გეთანხმები,
      4.ამაზე ზუსტად ასეტ რეაქციას მოველოდი…:)

      • niksologi ნოემბერი 28, 2010, 10:23 PM

        გასაგებია….

        http://www.myvideo.ge/?video_id=1132137

        ეს ნახე, რომელ ოჯახზე, ურთიერთგაგებაზე და ერთმანეთის პატივისცემაზეა აქ ლაპარაკი…
        რატო იქმნება ასეთი ოჯახი თუ დაქორწინებას სექსის სურვილი არ კარნახობს?

  2. ketusi ნოემბერი 28, 2010, 11:02 PM

    ვაიმეეე,ეს რა ვნახე,ნიკა,გადავირიე, გოგო კი არა, ქაჯიაააააა
    თან ბავშვები არიან 16-17 წლისები ალბათ, რათ უნდათ მართლა ქორწინება ასეთებს? ჯერ თამაშის ხასიათხე არიან.
    ნუ, იშვითი ქაჯობაააააააა

  3. mia.. დეკემბერი 16, 2010, 2:18 PM

    No CommenT..!! es ra vnaxe :X :D:D au 😡 fuu egeti rogor unda shegiyvardeees :D:D:D jer vitom xumrobit magram mere chxubshi ro gadaezardat :d is bichi vapshe sad motyda 😀

  4. michael დეკემბერი 22, 2010, 1:36 PM

    ქორწინების იდეა უნდობლობაა (ოშო)
    ისე ადამიანი გიყვარდეს ცხოვრება დაუკავშირო და რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა ურთიერთობას ოფიციალურად?

    • ketusi დეკემბერი 22, 2010, 4:26 PM

      ეგეც მართალია, მაგრამ მარტო ქორწინებაში არაა საქმე, მას მოჰყვება შვილები და საეთო ქონება, და ზუსტად იურიდიული თვალსაზრისით სამართლიანობა რომ იყოს ამიტომ არის შემოღებული ქორწინების ინსტიტუტი.
      ისედაც, როდესაც ორ ადამიანს თავიანთი სიყვარულის გარდა კიდევ საბუთიც აკავშირებს, აქ პასუხისმგებლობა მატულობს კიდეც და უფრო უფრთხილდებიან ურთიერთობებს.

      • michael დეკემბერი 22, 2010, 8:57 PM

        გეთანხმები და სწორედ ამიტომ ვამბობ რომ ქორწინების იდეა უნდობლობაა, პასუხისმგებლობა სიყვარულმა უნდა მოიტანოს და არა იურიდიუოლმა საბუთმა. თუმცაღა ვიცით რა იდეალური არაა არაფერი, არც სიყვარულია იმ სახით მუდმივი რა სახითაც თავიდან გვეწვევა ხოლმე და ამიტომ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ეს სტატუსები და ბიუროკრატია.

  5. ketusi დეკემბერი 22, 2010, 9:47 PM

    კი,მაგ მხრივ მართლა უნდობლობაა გამოდის.და ზოგგჯერ ქორწინების სტატუსიც ბევრი ვერაფერია თუ წყვილმა ერთმანეთს ვერ გაუგო,სამაგიეროდ –”გაშორდებიან” ,და არა– ”დაშორდებიან”.
    :))))

  6. rockermeloman დეკემბერი 8, 2011, 11:29 PM

    ketusi გათხოვება მომინდა შენ რომ გისმენ (ვკითხულობ) :დ დაგიჯერო ასეთი კარგია? :დ

  7. rockermeloman დეკემბერი 8, 2011, 11:37 PM

    ეჰ :დ ქმარიც გამოდგომაზეა რა :დ პოსტის ავტორს ეტყობა კარგი ოჯახი ყავს :დ

  8. rockermeloman დეკემბერი 8, 2011, 11:55 PM

    ჰო, მეც მასე ვფიქრობდი :დ :*:*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: