Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ქორწილია ქორწილიიიი



აგერ უკვე ღამის ორი საათი დაიწყო და მე კიდე კომპთან ვზივარ,ველოდები მანიკური როდის გამიშრება ფეხის თითებზე.ვემზადები ხვალისთვის, ოოო ხვალ დიდი დღეა, დიდიიიიი, ნინოს ქორწილია.ნინო ჩემი მეგობარია,ძალიან მიყვარს და ვაფასებ და მიხარია მისი ბედნეირება.ქორწილისთვის შესაბამისად მოვემზადე,წინა კვირას კაბა ვიყიდე, მძლივს ვიყიდე, დავიტანჯე,არაფერი ზედმეტად გადატვირთული არ მინდოდა, სადა ლამაზი კაბა მინდოდა, მე და ჩემმა დამ სამჯერ დავიარეთ პასაჟიც და კიდობანიც ვაგზალზე და მძლივს ვიყიდეთ ისეთი როგორიც გვინდოდა(ვაიმე რა სიძვირეაააააა, 130 ლარზე ნაკლებად ვერაფერ ნორმალურს ვერ იყიდი),შავი კაბაა. ტუფლი მაქვს ლურჯი და ასევე ლურჯი ჩანთა და სამკაული, მე მგონი ლამაზად გამოვალ.

დღესაც ძალიან დავიღალე, ჯერ სამსახურში ვიყადი, მერე ხატია ბაზრობაზე წავიყვანე, ჟაკეტი უნდოდა ,მარა ვერაფერი ვერ მოიწონა,მერე რო მოვედი,მანიკური გავიკეთე სალონში,’ფრენჩი’, ამოვედი სახლში და სადილი გავაკეთე,უკვე 10 საათი იყო,ხო, შუალედში ეპილაციაც არ დამავიწყდა, ეპილატორი კაი რამაა ნამდვილად, მარა რა მწარეა, რას არ ითმენს ქალიი,იღლიები განსაკუთრებით უფ უფ.ხოო, მერე სასიამოვნო ნაწილიი–აბაზანა, უფრო სწორედ სად მაქვს აბაზანა(არადა რას ’ასწორებს’ დაღლილი რომ ჩაწვები ცხელ აბაზანაშიიი),შხაპი და იმის ჯანი, სამაგიეროდ იმდენი ხანი ვინებივრე,სულ გავაციე 80 ლიტრიანი ბაკი 🙂 . მაგრამ მერე ტანის კრემს რომ წაისმევ, სახეს სკრაბით გაიხეხავ,და ღამის კრემს წაისვაააააამ—ვაი რა სიამოვნებაა, თითქოს ეხლა დაიბადეო(პრინციპში არამგონია ახალშობილისთვის დაბადება ასეთი სასიამოვნო იყოს),ეხლა კი ფეხზე წითელი ლაკი წავისვი,ამ დროს ხელზე მაწილობრივ გამცილდა, ნეტა რა მაჩქარებდა, ხვალ მაინც წავსულიყავი მანიკურზე,(ამის შესწორებაც მომიწევს, მაგრამ ეგ უკვე ხვალ) მარა მეთქი ეგებ ვერ მოვასწრო თქო,თმის დავარცხნა უნდა მოვასწრო,სამწუხაროდ ჩემი გაქერავებული თმა ვერ იტანს ვერანაირ დახვევას, და ჩვეულებრივად როგორც მვარცხნის ისე გამიკეთებს თმას ელისო (ჩემი სტილისტი ’ანანო’-ში)და კიდევ ნინოს პატარა დიშვილი უნდა მივიყვანოთ ნაწნავები რომ გაუკეთონ,სანამ დედამისს ვარცხნილობას გაუკეთებენ, აბა რა, ანანო დეიდას ქორწილში ყველაზე ლამაზი უნდა იყოს.აბა ეხლა გამიშრა ლაქი და წავედი მე,დავიძინებ,ხვალ ლამაზი უნდა ვიყო…

Advertisements

3 responses to “ქორწილია ქორწილიიიი

  1. Lizikuna იანვარი 3, 2011, 3:29 PM

    qorwili ra magaria…. da ra cotaa am bolo dros……. an agar ixdian, an agar qorwindebian. rom gaivlis manqanebis nakadi, signalebit, guls uxaria. ise mixaria titqos chemi qorwili yofilikos.

  2. ketusi იანვარი 3, 2011, 4:51 PM

    კი,მეც ძალიან მიყვარს ქორწილები,და მართლა შეცოტავდა ამ ბოლო დროს.

  3. mia.. იანვარი 18, 2011, 2:56 PM

    ქორწილია ქორწილი.. ^^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: