Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

საძინებლის რემონტი

ზოგადად ყველამ ვიცით რემონტი რა შემაწუხებელი რამაა,ხო? თან იმ სახლში რომ ცხოვრობ და ნაწილ-ნაწილ თუ აკეთებ სახლს.ხოდა, აი ამ სიტუაციაში ვარ,ვიყავი უფრო სწორედ ამ ზაფხულს,მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცეკი კი იყო ეს დალოცვილი,თან როდესაც ძირფესვინად აკეთებ.
რამდენი რამაა წინასწარ გასათვლელი,შესარჩევია დეკორი, ავეჯი.
ძალიან მომწონს კლასიკური სტილიც(სასტუმრო ოთახი კლასიკურად გვაქვს გადაწყვეტილი),მაგრამ საძინებელი რაღაც თანამედროვე მინდოდა ყოფილიყო,მითუმეტეს დღევანდელი ბაზარი აძლევს ფანტაზიას გასაქანს,დიზაინის ავტორი მე და ჩემი მეუღლე ვართ,სამუშაოს ასრულებდა კომპანია ”ინტერ გრუპ”-ი.საძინებლის ერთ კუთხეში კომპიუტერის მაგიდის კუთხეცაა,ასე რომ ეს ოთახი ორმაგად დატვირთულია.დიდი ოთახი არაა,დაახლოებით 13 კვადრატულია,უფრო სწორედ იყო,სანამ კედლებზე თაბაშირმუყაოს გააკეთებდნენ,მერე ცოტა დაპატარავდა, მაგრამ ეხლა უკვე შევეჩვიე.
რა თქმა უნდა დავიწვეთ დენის გაყვანილობით,საუკეთესო ძლიერი მავთულით, უამრავი მეტრი წავიდა, განათებებზეც და ჩამრთველებზეც, აბა წარმოიდგინეთ,8 ნათურაა,12 ”შტეფსელი”მერე კიდე ტელეფონის ხაზი, ინტერნეტის კაბელი,და საკაბელო ტელევიზიის კაბელი…
მთელი ოთახი (კედლებიც და ჭერიც) თაბაშირმუყაოშია ჩასმული
მერე ამის ’დაშპაკვლა-დაშკურკვა’ კაი ხანი გრძრლდებოდა(საუკუნე მომეჩვენა),ძალიან მტვერიანი საქმეაააა
სამაგიეროდ ფითქინა თეთრი კედლები უკვე ლამაზი შესახედი იყო
ფანჯარა–ყავისფერი მეტალო-პლასტმასისაა,და მის კედელზე გაკეთდა დეკორატიული ფილები,მის წინ კი მეტლახია დაგებული

დადგა შპალერის დროც….
შევარჩიეთ დეკორირებული შპალერი ლოგინის თავთან კედელზე,ხოლო დანარჩენ კედლებზე ვერცხლისფერი შპალერია, რომელიც მერე კიდე ბრონზისფერში გადავაღებინეთ–და უუუმაგრესი გამოვიდა.სვეტები და ბალკა მუქი შინდისფერია, რაც ძალიან მოუხდა,ჭერი თეთრი.იატაკი მუქი ყავისფერი ლამინატისაა,ამავე ფერისაა ავეჯიც.
 
ავეჯი პარალელურად შევუკვეთეთ და ამიტომ დამთავრდა თუ არა რემონტი, ავეჯიც ორ დღეში მოიტანეს,ყველაფერი ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა და ძალიან მიხარია,რომ ჩემს გემოზე გაკეთებული ოთახი მაქვს.აბა თქვენც თუ მოგწონთ?

Advertisements

18 responses to “საძინებლის რემონტი

  1. LiLaC ნოემბერი 8, 2010, 1:02 AM

    მშვენიერია 🙂 მართალია, პროცესი დამღლელია, მაგარმ სამაგიეროდ შედეგია სასიამოვნო (თუ ყველაფერი კარგად წავიდა).

  2. ketusi ნოემბერი 8, 2010, 2:08 PM

    ხო, არ მიწუწუნია ბევრი,მთავარი იყო ისეთი გამოსულიყო როგორიც მინდოდა, და გამოვიდა კიდეც
    ეხლა წვრილმანები ღა დამრჩა,პატარა ჭაღი მაქვს საყიდელი და ლოგინის გადასაფარებელი—-აი ამაზე გავიჭედე,ვერაფერი შესაბამისი ვერ ვნახე ვერც ბაზრობაზე და ვერც მაღაზიებში,ის ღა დამრჩა რომ შეკვეთით შევაკერინო,ვფიქრობ ვერცხლისფერი იყოს თქო, რა ვიცი, კარგად უნდა მოვიფიქრო

  3. Lizikuna ნოემბერი 13, 2010, 4:56 PM

    oooooo)))))))))))) marTlac dzalian lamazi gamovida. mowme var xalxnooo

  4. tetiko ნოემბერი 18, 2010, 3:14 PM

    momewona dzalian… dzalian originaluri, tanamedrove, lamazi, dekoratiuli… gemovnebianad aris gaketebuli…

  5. mia.. იანვარი 18, 2011, 2:51 PM

    ნანახი უფრო ეშხიანია ^^

  6. tetiko მარტი 4, 2011, 8:07 PM

    სუპერთანამედროვეა დეიიიიიიიიიიიი

  7. Pingback: Dear Summer <3 « Ketusi's Blog

  8. Pingback: ჩემი ოცნების სახლი « faifuris angelozi

  9. Pingback: როგორ ‘გავადიდოთ’ პატარა ბინა « Ketusi's Blog

  10. kokrowina აგვისტო 23, 2012, 11:44 AM

    კარგი გემოვნება გაქვსს აშკარად გემოვნებით არის შერჩეული ყველაფერი :))))

  11. Pingback: როგორ ‘გავადიდოთ’ პატარა ბინა | Ketusi's Blog

  12. Pingback: ჩემი ოცნების სახლი | Ketusi's Blog

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: