Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ტაქსის ‘ზაგარი’ და ყბაჩამოვარდნილი კაცები

ტაქსის მძღოლებს უამრავი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლიათ,მთავარია მსმენელი ნახონ და აი მაშინ მოახსნიან ხოლმე გუდას თავს.მაგრამ რაც ამასწინათ მოვისმინე,ასეთი ჯერ არ გამიგია.
ხოდა თქვენც უნდა გაცინოთ.
მოვდიოდი დილით მანგლისიდან ტაქსით(ჩემები ისვენებდნენ და ჩასული ვიყავი მოსანახულებლად),ასაკიანი კაცი იყო მძღოლი,ცოტა ხანში გამომელაპარაკა:
-გუშინ ორი გოგო წავიყვანე ქობულეთში,ერთი ჩანთა და ერთი ზურგჩანთა ქონდათ,ის ჩანთა ეხლაც ბაგაჟნიკში მაქვს,დარჩთ,რატომღაც არ შემხმიანებიან,ნეტა ტანსაცმელი თუ არ უნდათ,მარა რათ უნდათ მაგათნაირს ტანსაცმელი,რო წავედით ერთი წინ დამიჯდა და მეორე უკან,ცოტა ხანში ვუყურებ,წინ რომ გოგო მეჯდა წამომიპლაკა ფეხები და შემოაწყო წინ,გადაიწია იუბკა,გაიხადა მაიკა,დარჩა კუპალნიკის ამარა , გადაწია სავარძელი და გაიშოტა.

გადავხედე უკან რო გოგოა, და ისიც გახდილი წამოწოლილა უკანა სავარძელზე.ვფიქრობ ეხლა,წნევიანი კაცი კი ვარ ,მარა დღეს თავს კარგად ვგრნობ და არ შეიძლება მეჩვენებოდეს,ვეღარ მოვითმინე და ვეკითხები :“ბიძია,რას აკეთებთ?“—„ზაგარს ვიღებთ“-ო,გავშტერდი კაცი,_“კი მაგრამ ,ქობულეთში არ მიდიხართ,და ტაქსში ზაგარი რად გინდათ“-თქო,არც მაცია და არც მაცხელა :“შენ რა გინდა,რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ,ხელს ხომ არ გიშლით!“ .თან ვფიქრობ,რომელი კაბრიოლეტი მე მაქვს,რომ მზე მოხვდეს სალონში,ამ მანქანაში კი მარტო ვიწრო ზოლად შემოდის მზის სხივი, თუ არ ჩავთვლით მინაში შემოსულ მზეს,მარა განა ასე შეიძლება დაიზაგრო? სანამ რამეს ვეტყოდი,ვხედავ,რტაილერი საეჭვოდ ახლოს მოვიდა ჩემს მანქანასთან,ავხედე და შიგ მჯდომი კაცები ლამის გადმოხტნენ მანქანიდან და ჩემი მანქანის სალონში გაჭიმულ ორ გოგოს დორბლების ყრით უყურებენ,ლამის სადღაც გადაიჩეხნენ,ეგ არ იყო საკმარისი და მომიახლოვდა პატრულის მანქანა,ეტყობა ჯერ თვალებს არ უჯერებდნენ და რამდენიმე წუთი აქეთ -იქიდან მითვალიერეს მანქანა, მერე კი გაჩერება მომთხოვეს,მორჩილად გავჩერდი და საბუთები გავუწოდე, „რა არის ,რა უმსგავსობა ხდება თქვენს მანქანაში,ეს რა საქციელია?“–მეთქი,ჩემი ბრალი არაა,მეც ვეუბნები მარა არ მიჯერებენ თქო,მერე მივიდა ერთ გოგოსთან:“ქალიშვილო,რას გავს თქვენი საქციელი,ეხლავე ჩაიცვით,ასე არ შეიძლება“,პასუხმა გამაოგნა:“რა გინდათ ვერ გავიგე,თქვენი საქმე არაა მე ჩაჩმული ვიქნები თუ არა,მოძრაობაში ხომ არ ვუშლით ხელს და თავი დაგვანებთ“–პატრულს ყბა ჩამოვარდა,ასეთ უკმეხობას არ ელოდა,და ისევ მე მომიბრუნდა, რამე უნდა იღონოო,ხოდა, მე ვუთხარი იმ გოგოებს :“აბა ეხლა ან ჩაიცვით, ან გადმოდით მანქანიდან -აღარ წაგიყვანთ!“-ასებუზღუნით ჩაიცვეს და გავაგრძელე გზა ,ჩავიყვანე ქობულეთში ისე რომ ერთი სიტყვაც არ დაუძრავთ,მარა ბაგაჟნიკში კი დამიტოვეს ჩანთა,ჩემი ნომერი აქვთ,მარა არც შემხმიანებიან, არადა იმ დღეს აგარ წამოვედი ქობულეთიდან,რომ მეთქი ჩანთა დაჭირდებათ და მოიკითხავენ,მარა როგორც ჩანს უტანსაცმელოდ კარგად გადიან იოლას.აი ბიძია,ამოდენა წლის კაცი ვარ და ასეთი გადარეული გოგოები ჯერ არ შემხვედრიან
აი ასე,რას არ გაიგებს ადამიანია,არა? გამიგია,კორპუსის სახურავზე ირუჯებიან გოგოებიო და ეგაც კი სასაცილოდ მიმაჩნდა, და ტაქსში გარუჯვამ ხო ‘დაგლიჯა’ ,თან ისიც კი არ იცოდნენ,რომ შუშა არ ატარებს ულტრა იისფერ სხივს,რაც რუჯავს კანს, და ამიტომ უბრალოდ გცხელა და მაგისგან წითლდები, თორემ გარუჯვაზე ლაპარაკი ზედმეტია.

Advertisements

10 responses to “ტაქსის ‘ზაგარი’ და ყბაჩამოვარდნილი კაცები

  1. Gio :) სექტემბერი 7, 2010, 12:28 PM

    : )))
    ბაზარი არაა ეს მოსული პონტია იმიტომ რომ მარშუტკასთან შედარებით ტაქსი უფრო კომპფორტულია 😀

    მარშუტკაში ზღვაზე მიმავალი გოგოები მზის მხარეს სპეციალურად ჯდებიან

  2. ketusi სექტემბერი 8, 2010, 4:24 PM

    უი მარშუტკაშიც?
    ეგ არ ვიცოდი,არ დამინახავს,ალბათ იმიტომ რომ მარშუტკით არცერთხელ არ წავსულვარ.
    განა რა მზე უნდა შემოვიდეს ეხლა ღია ფანჯრიდან ისეთი რომ დაიზაგრო? პრინციპში არ იციან რო ფანჯრიდან შემოსული სხივი არ რუჯავს და ისე ”იბრაწებიან” ალბათ
    ცირკია რააააა

  3. mia.. სექტემბერი 18, 2010, 3:44 PM

    vaimeeeeeee :D:D rasargaigebs kaci 😀 ise marshutkis mdzgolebi su eget ,,shutkebs” yvebian 😀

  4. mia.. სექტემბერი 23, 2010, 5:01 PM

    racarundagasakviri iyos ki.. >.> 😀
    :gixarodes: ^^
    😀

  5. Nata Machavariani აგვისტო 8, 2011, 5:51 PM

    ლეღვის ფოთოლს აღარ ჯობია? (rofl)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: