Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ზღვაზე მინდა …..ისევ (პოზიტიური ნაწილი)

აუ რა კარგი იყო ზღვააა,ორი კვირაა ჯერ რაც ჩამოვედი ქობულეთიდან და უკვე ისე მენატრება ზღვა,რომ თითქოს არც ვყოფილვარ.
რაღაც უჩვეულოდ მიყვარს,არაბუნებრივად.ცრემლიც კი მომადგა ერთხელ თვალზე ტელევიზორში რომ ტალღები დავინახე(ხუმრობა ხომ არაა, 2 წელი ვერ წავედი მაშინ ზღვაზე და უკვე წიკები მქონდა ზაფხულის მოახლოვებისას)

ნათესავები გვყავს კობულეთში,ბათუმში და ამიტომ აჭარის სანაპიროზე დასვენება არასდროს გვაკლდა,ბავშვობიდან მოყოლებული.ამიტომაა რომ მიკვირს რომ ზოგი 28–30 წლისა ისე ხდება,რომ ზღვა არ უნახია,ვგიჟდები პირდაპირ,როგორ შეიძლება ცხოვრების ნახევარი ისე გნვლო,რომ ზღვა არ გქონდეს ნანახი.ადრე მაინც “პუტიოვკები” და რამე სულ იყო,რავი მთის კურორტები მასე გვაქვს ჩვენ მოვლილი,ზოგს კი საკუთარი სოფლის მეტი არაფერი ღირსებია,–––ეს უკვე დანაშაულია, არა?
ამინდები ზოგადად კარგი დაგვემთხვა,და იცოცხლეეეეეე წყლიდან იოლად არ ამოვდიოდი,მიუხედავდა იმისა რომ ისე კარგად არ ვიცი ცურვა,რომ ჩემი თავის იმედი მქონოდა და შორს წავსულიყავი.ისე,ორნაირი ცურვის ტექნიკა გავაუმჯობესე,ჩემებსაც ვასწავლე ცურვაც,ყვინთვაც და ზურგზე წოლაც.
ეხლა ისე როგორ წამოვიდოდით რომ ერთი კაი აჭარული ხაჭაპური არ მიგვერთვა რამე განსხვავებულ ადგილას,თორე არ გვაკლდა ეგეთი გემრიელი რაღაცეები,და ერთ დღეს კოლექტიური მსვლელობა მოვაწყვეთ ერთ კარგ რესტორანში და კარგადაც ვისიამოვნეთ აჭარულებით,მუცლები ხელით გვეჭირა პირდაპირ.
სულ ივლისის დასაწყისში დავდივარ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორ ჭკვიანურად ვიქცევი,ხალხი ცოტაა, ზღვა ნაკლებად დაბინძურებული.და აი უკვე წამოსვლის წინ(მერვე –მეცხრე დღეს) დაეტყო ხალხის ნაკადის მომატებაც და ზღვაც უკვე დაბინძურდა, რეები აღარ ეყარა,პლაჟზეც თავისუფალი ადგილი მცირდებოდა ნელ ნელა.
მე კი ხალხი არ მიყვარს, მე მიყვარს ზღვა.

გასართობ პარკ “ციცინათელა”–შიც ვიყავით,კარგად გავერთეთ,თუმცა,საკმაოდ ძვირი სიამოვნება კი იყო,მაგრამ რას იზამ.
კაი ხანია ეშმაკის ბორბალზე არ ვმჯდარვარ და სულ კენწეროზე რომ მოექცა,მექანიკურად შუაში რომ ბოძია იმას წავავლე ხელი,ჩემს თავზე გამეცინა,არ მახასიათებს სიმაღლის შიში საერთოდ.სხვა ატრაქციონი არ მიზიდავს,მარტო მანქანები მიყვარს კიდევ, თორემ რა დამაჯენს “კამიკაძეზე” და მაგ ნაირებზე,ხო სული გავაფრთხე,არაააააააა,ეგ ჩემთვის არაა,ნამეტანი თინეიჯერი უნდა იყო,ასაკი უნდა გიწყობდეს ხელს,როგორც დავაკვირდი,20–25 წლის ზევით ყველას უჭირს მსგავსი ატრაქციონების ატანა,გინდაც დიდი გემის,ეტყობა გული ზედმეტად იტვირთება და ცუდად ხდები( შარშანწინ ჩემს დას ზოოპარკში მოუვიდა მასე,დიდ გემზე დაჯდა, არ დამიჯერა, და ლამის მოკვდა, “გააჩერეთ,გააჩერეთ,ყველასას მე გადავიხდი ოღონდ ეხლა გააჩერეეეეეთ”კიოდა,––მარა ვინ დაუჯერა,არაფერი არ მოუვაო ატრაქციონის მეპატრონემ,რომ ჩამოვიდა, ფერი არ ედო, მე კიდე ლამის ცუდად ვიყავი ამდენი სიცილისაგან,იმის სახეს რომ ვუყურებდი(აი რა ბოროტი ვარ),ხოდააა,იმის მერე ჩემმა დამ ჭკუაც ისწავლა და მეც დავრწმუნდი ჩემს ჰიპოთეზაში)
ასე რომ ადვილად ნუ “გაიმეტებთ’ თავს მზგავსი ატრაქციონისთვის,თორემ თვითონ პარკით ყოველ ჯერზე იხიბლები რა,ძალიან კარგი სიტუაციაა, სისუფთავე უზადო(კიდე იტყვის ვინმე ქართველებმა არ ვიცით წესრიგიო?).

ქობულეთის პარკშიც დავდიოდით,იცოცხლეეეეე,გული ვიჯერეთ მანქანების ატრაქციონით,კარუსელებზეც გაერთნენ.


10 დღე ვიყავი მაგრამ მაინც ამ ჯერზე გული ვერ ვიჯერე ზღვით,ალბათ დიდად სიცხესაც არ შევუწუხებივართ და იმიტომ,ძირითადად მოღრუბლული ამინდები იყო,თუმცა შესანიშნავად გავირუჯეთ.
ხოდა,ზღვაზე მიდა …. ისევ

Advertisements

2 responses to “ზღვაზე მინდა …..ისევ (პოზიტიური ნაწილი)

  1. maka ივლისი 31, 2010, 4:38 PM

    ketusiiiiii,dzalian kargad cer!! ase gaagrdzele!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: