Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ზღვაზე მინდა ….. ისევ (ნეგატიური ნაწილი)

შარშან ვერ წავედი ზღვაზე,დასავენებლად ფასანაურში ვიყავით და იქიდან იმ დროს ჩამოვედით რომ დასავლეთში მიყოლებით სულ ცუდი ამინდები იყო,რეალურ ამინდს ადვილად ვარკვევდით,ნათესავები მყავს ქობულეთში,ხოდა მოკლედ არ გამოგვივიდა წასვლა,და უუუუმაგრესად დამწყდა გული იმიტომ რომ უზომოდ მიყვარს ზღვა,ეს ჩემი სტიქიაა, არასდროს არ მბეზრდება(ამ დროს წარმოიდგინეთ ცურვა მაინც და მაინც არ ვიცი კარგად) მიუხედავად ზღვისადმი ჩემი უსაძღვრო სიყვარულისა ერთი რამ მაბრკოლებს ხოლმე კიდევ––––იქამდე ხომ უნდა მიხვიდე–––ხოდა ეს მგზავრობა მკლავს ზუსტად.

ვართ ექვსნი :მე და ჩემი ხატია,ჩემი და ლიზი და მისი ორი შვილი და კიდე დედაჩემი,და ჯერ ბილეთების ყიდვა იყო მთელი პრობლემა რომ ასე ვთქვათ ‘კუპენახევარი” აგვეღო ღამის მატარებელზე,თან აუცილებლად კონდიციონერით რა თქმა უნდა,საბოლოოდ შეგვირჩიეს ბილეთები,თითო 25 ლარი დაგვიჯდა.და საქმე იმაშია რომ აი მოვეწყეთ,დავლაგდით ,დავწექით–––გრილოდა, მარა მერეეეეეეეეეე–––გამოირთო კონდიციონერი,დაიხუთა მთელი ვაგონი, მე მეგონა მარტო მე ვერ ვიძინებდი,გავედი კორიდორში და რას ვხედავ,15 კაცია გამოსული და ლამის ეტენებიან ამ ვიწრო ფანჯრებში,ღამის ნოტიო(თან წვიმა დაიწყო) ჰაერს ისე გუილმოდგინედ “ისრუტავდნენ”, რომ ნაპირზე ამოთრეულ თევზს შეშურდებოდა.ვაიიიიიიი გამწარებულმა ერთმა ქალმა რას უბრაგუნა გამცილებლის კაბინასსს,მარა სულ ტყუილად, ვერ(ან არ) გააღვიძეს გამცილებელი,ნუ,ჯოჯოხეთური ღამე გავათენეთ,კიდევ კაი ბავშვებს ეძინათ,ხოდა, დილით რომ შემხვდა ეს გამცილებელი,ნუ მე რა თქმა უნდა საყვედური რომ ავაკარი––”რაი ვქნა,ნელა საცა მიდიოდა მატარებელი იქ აკუმულატორის სიმძლავრე არ ყოფნიდა და რაი ვქნა მე?”––ო,აბა? მერე ჩვენ რა დავაშავეთ? უნდა ჩამოვსულიყავით და მივწოლოდით მატარებელს? თუ ეს 25 ლარიანი ბილეთი მარტო 3 საათზე გათვილ კონდიციონერისა იყო? :გაბრაზებულისმაილიკი!!!
ნუ,როგორღაც ჩავედით ქობულეთში და იქაური ჰაერის პირველივე ჩასუნთქვასთან ერთად სულ გადამავიწყდა ეს ვაი–ვაგლახით მგზავრობა.
ეხლა როგორ მოვდიოდით იქიდან––––––ოოოო ეს უკვე იმდენად ნერვებამშლელი იყო,რომ ლამის ვაგზალზე ჩამოსვლისას ვუჩიოვლეთ იმ ოპერატორს ვინც ბილეთები მოგვყიდა.ეხლა რაშია საქმე,თადარიგი დავიჭირეთ და 5 დღით ადრე მივაკითხეთ სადგურს ბილეთებზე,პირობებიც ვუთხარით : იყოს კონდიციონერიიიიიიიიიი,და თუ დღის მატარებელზე გამოგვდის ბილეთები მაშინ დამატებით ტელევიზორიც(ფასზე არ ვიზღუდებით თქო),100% გარანტიით რომ ყველანაირად აღჭურვილი ვაგონიაო მოგვცეს 22 ლარიანი დღის მატარებლის ბილეთები,ჭკუაზე არ ვართ––გვეღირსება ადამიანურად მგზავრობა თქო,მარა კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაოოოოოოო .რა კონდიციონერი რის კონდიციონერი,ეგ ამ ვაგონს არც არასდროს ქონიაო,ტელევიზორისა კი მარტო დასადგამი იყო დარჩენილი!!! მოკლედ რა ჯავრი ჭირდა ჩვენი იმ გამოშტერებულ ოპერატორს არ ვიცი. მარა თურმე ჯერ სად ხარ,ერთი პარტია ჯოკერის მერე,ჩემთვის ტელეფონს ვუსმენდი ყურსასმენებით და თან ყველაზე მაღალ ხმაზე(მაინც იმ ჯაგაჯუგს ვერ ‘უმკლავდებოდა’)და ისეთი გრუხუნი მომესმა,შევხტი ადგილზე,მთელი ვაგონი უნდა გენახათ რა დღეში იყო,მიცვივდნენ ფანჯრებს,მატარებელიც ნელ ნელა გაჩერდა. თურმე ნუ იტყვი და ელმავალს მოსწყდა ,რა ვიცი რა ქვია,დენთან რაც აკავშირებს ის მოწყობილობა,რამ მოაძრო,როგორ მოხდა ეს,დღემდე გაურკვეველი დარჩა ჩვენთვის,მარა კაი 4 ვაგონის სახურავზე იხოხიალა იმ რაღაცამ. ნუ იქ ამბავი იყოოოოო,ერთი საათი გავჩერდით,მერე სათადარიგო ქონიათ კიდე და ის გამოიყენეს და წავედით,უბრალოდ ის ძველი ამოიტანეს ვაგონში,აბა იქ ხომ არ დატოვებდნენ,და ნახევარი საათი ელოდნენ რომ ეშელონს ჯერ გაევლო,რომ არ შეშლოდათ ხელი. ასე, დატანჯული სიფათებით ჩამოვედით თბილისში,რაც დავისვენეთ მგონი იმ 7 (ნაცვლად 6–ისა) საათში ამოგვშხამდა,როგორც იტყვიან.
აბა ვის უმგზავრია ჩემზე ცუდად? არის აქ ვინმე ასეთი?

ყველაზრე სასცილო იცით რა არის,ახლობელი რომ ჩამოვიდა იმან მითხრა,იაფიანი ვაგონით ვიმგზავრე მარა კონდიციონერიც და ტელევიზორიც იყოვო,კარგა კომფორტულად ვიმგზავრეო,არ გასდები ადამიანი გულზე? ცხოვრების ირონიაა რა ,რომ არ იყოს ზოგიერთი ოპერატორის იდიოტიზმი

აი რა გასაცოდავებული სახე აქვს ჩემს დას აქ

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: